ცინკუნდანი მალამო 15გ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ცინკუნდანი
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ღია-ნაცრისფერი მალამო, დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა:
1გ მალამო შეიცავს:
უნდეცილენის მჟავა-100მგ,
თუთიის უნდეცილატი-100მგ,
სალიცილ მჟავას ანილიდს –100მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილცელულოზა, ემულგატორი N1, წყალში ხსნადი მეთილცელულოზა, გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა:
მალამო
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
D01AE04. სოკოს საწინააღმდეგო საშუალება დერმატოლოგიური გამოყენებისათვის
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცინკუნდანი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. იგი აქტიურია დერმატოფიტების მიმართ: Epidermophyton, Trichophyton, Microsporum spp. პრეპარატი ხასიათდება ფუნგისტატური მოქმედებით. თუთიის მარილთან (თუთიის უნდეცილატთან) კომბინაციაში უნდეცილენის მჟავას აქტივობა იზრდება.
გამოყენების ჩვენებები:
კანის სოკოვანი დაავადებები: საფუარის სოკოებით გამოწვეული მიკოზები, Epidermophyton და Trichophyton ჯგუფის სოკოებით გამოწვეული დერმატომიკოზები.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მალამოს შეზელვა წარმოებს კანის დაზიანებულ უბნებზე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მისი მიმდინარეობის პროცესზე და მიკროსკოპული გამოკვლევების შედეგებზე პათოგენური სოკოების სრულ გაქრობამდე. მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 15-20 დღე ან უფრო მეტი ხნის მანძილზე პრეპარატის ეფექტურობის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (შეშუპება, ქავილი).
წინააღმდეგჩვენება:
მალამოს კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია.
გამოყენების თავისებურებები:
მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება პროფილაქტიკური მიზნით 1-2ჯერ კვირაში.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში და მისი დამთავრების შემდგომ რეკომენდებულია დაზიანებული ადგილების დამუშავება “დუსტუნდანის” ფხვნილით, რომელიც შეიცავს “ცინკუნდანის” მალამოს ძირითად შემადგენელ კომპონენტებს და ტალკს.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება გრილ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა-2 წელი.
გაცემი წესი:
ურეცეპტოთ
შეფუთვა:
15გ ნარინჯისფერ ქილებში
მწარმოებელი:
АО «ГАЛИЧФАРМ»
Украина