ატროვენტი 0.25მგ/მლ 20მლ საინჰ
გააზიარე:
სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება:
ატროვენტი 0,25მგ/მლ, საინჰალაციო ხსნარი
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: იპრატროპიუმის ბრომიდი
ყოველი მლ საინჰალაციო ხსნარი შეიცავს 0,25მგ იპრატროპიუმის ბრომიდს, უწყლოს (მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობაც უნდა გაითვალისწინონ სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში:ბენზალკონიუმის ქლორიდი-0,10მგ (იხ.პარაგრაფი 4.4)
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია პარაგრაფში 6.1
3. სამკურნალწამლო ფორმა
საინჰალაციო ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე, ნაწილაკებისგან პრაქტიკულად თავისუფალი.
4. კლინიკური მონაცემები
4.1. გამოყენების ჩვენება
პრეპარატი ატროვენტი ნაჩვენებია მოზრდილების და 0 თვის ასაკიდან ბავშვების სამკურნალოდ შემდეგი დაავადებების დროს: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ემფიზემა, ბრონქული ასთმა, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანმხლები დაავადებებით.
4.2. დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
დოზირების რეჟიმი
(20 წვეთი=დაახლოებით 1მლ, 1 წვეთი=0,0125მგ იპრატროპიუმის ბრომიდი უწყლო).
დოზირების რეჟიმი ირჩევა ინდივიდუალურად. მკურნალობის პერიოდში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას არ უნდა გადააჭარბონ არც გადაუდებელი, არც შემანარჩუნებელი თერაპიის დროს.
თუ მკურნალობა არ იწვევს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ან თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია თერაპიის ახალი გეგმის შემუშავებისთვის. მოულოდნელი ქოშინის ან მისი სწრაფი გაძლიერებისას (სუნთქვის გაძნელება) აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი:
შემანარჩუნებელი მკურნალობა
2,0მლ (40 წვეთი=0,5მლ) 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა -8,0მლ (2მგ).
მწვავე ბრონქოსპაზმი
2,0მლ (40 წვეთი=0,5მგ); შესაძლებელია განმეორებით დანიშვნა პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინჰალაციებს შორის ინტერვალი განისაზღვრება ექიმის მიერ.
პრეპარატი ატროვენტი შეიძლება გამოიყენონ საინჰალაციო ß2 -ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
მონაცემები არ არის.
ბავშვები
დოზირების რეჟიმი 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მოზრდილების რეჟიმის ანალოგიურია.
12 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობა უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
6-12 წლის ბავშვები
1,0მლ (20 წვეთი=0,25მგ)-3-4 ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 4,0მლ (1მგ)
6 წლამდე ასაკის ბავშვები
0,4-1,0მლ (8-20 წვეთი=0,1-0,25მგ) 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 4,0მლ (1მგ).
მწვავე ბრონქოსპაზმი
6-12 წლის ბავშვები
1,0მლ (20 წვეთი=0,25მგ); შესაძლებელია განმეორებით დანიშვნა პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინჰალაციებს შორის ინტერვალი განისაზღვრება ექიმის მიერ.
პრეპარატი ატროვენტი შეიძლება გამოიყენონ საინჰალაციო ß2 -ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
0,4-1,0მლ (8-20 წვეთი=0,1-0,25მგ) შესაძლებელია განმეორებით დანიშვნა პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინჰალაციებს შორის ინტერვალი განისაზღვრება ექიმის მიერ.პრეპარატი ატროვენტი შეიძლება გამოიყენონ საინჰალაციო ß2 -ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად.
გამოყენების მეთოდი
პრეპარატის სწორი გამოყენების უზნრუნველყოფისთვის, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის რეკომენდებული დოზა უნდა განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 3-4მლ მოცულობის მიღწევამდე, უნდა ჩაასხან ნებულაიზერში და გაკეთდეს ინჰალაცია. პრეპარატი უნდა განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ყოველ ჯერზე, უშუალოდ გამოყენების წინ. ინჰალაციის შემდეგ დარჩენილ ხსნარს ღვრიან.
დოზირება შეიძლება დამოკიდებული იყოს ინჰალაციის მეთოდზე და ნებულაიზერის ტიპზე. ინჰალაციის ხანგრძლივობა შეიძლება კონტროლდებოდეს განზავებული მოცულობით.
ატროვენტი შეიძლება გამოიყენონ გაყიდვაში არსებული სხვადასხვა ნებულაიზერებით.ჟანგბადის ცენტრალიზებული სისტემის გამოყენებისას, ხსნარის გამოყენება უმჯობესია წუთში 6-8 ლიტრი სიჩქარით.
4.3. უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა იპრატროპიუმის ბრომიდის 6.1 პარაგრფში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
-მომატებული მგრძნობელობა ატროპინის და მისი წარმოებულების მიმართ;
-ორსულობა (I ტრიმესტრი)
4.4. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
სიფრთხილით
დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შარდის გამომყოფი გზების ობსტრუქცია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია; ორსულობა (II და III ტრიმესტრი), ძუძუთი კვების პერიოდი, ბავშვთა ასაკი (6 წლამდე).
პრეპარატ ატროვენტი შეიძლება გამოიყენონ კომბინირებული ინჰალაციებისთვის, ისეთ საინჰალაციო ხსნარებთან ერთად, როგორიცაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი და ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი.
მომატებული მგრძნობელობა
პრეპარატ ატროვენტის გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებელი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რაზეც მიუთითებს გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, პირ-ხახის შეშუპების, ბრონქოსპაზმის და ანაფილაქსიის იშვიათი შემთხვევები.
პარადოქსული ბრონქოსპაზმი
პრეპარატი ატროვენტი, როგორც სხვა საინჰალაციო სამკურნალო პრეპარატები, შეიძლება იწვევდეს პარადოქსულ ბრონქოსპაზმს, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში პრეპარატ ატროვენტის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
გართულებები თვალების მხრივ
დახურულკუთხოვანი გლაუკომისადმი მიდრეკილ პაციენტებში პრეპარატ ატროვენტის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. ცნობილია თვალების მხრივ გართულებები (მათ შორის მიდრიაზი, თვალშიდა წნევის მომატება, დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარება, თვალების ტკივილი)იმ შემთხვევაში, როცა საინჰალაციო იპრატროპიუმის ბრომიდი (გამოყენებული იზოლირებულად ან ß2-ადრენომიმეტურ აგონისტებთან კომბინაციაში) ხვდებოდა თვალში.
დახურულკუთხოვანი გლაუკომის სიმპტომები შეიძლება იყოს თვალების ტკივილი ან დისკომფორტი, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ორეოლას განვითარება საგნებზე და თვალების წინ ფერადი ლაქები თვალების სიწითლესთან ერთად, კონიუნქტივის სისხლძარღვის ინექციის და რქოვანას შეშუპებასთან ერთად.თუ ვითარდება ამ სიმპტომების ნებისმიერი კომბინაცია, ნაჩვენებია თვალის წვეთების გამოყენება, რომლებიც აქვეითებს თვალშიდა წნევას და სპეციალისტის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
ხსნარის თვალებში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სიფრთხილის დაცვა. რეკომენდებულია, რომ ნებულაიზერის დახმარებით გამოყენებული ხსნარი მიიღებოდეს მუნდშტუკით. თუ მუნდშტუკი არ არის და გამოიყენება ნებულაიზერის ნიღაბი, ის უნდა გამოიყენონ სათანადო წესით.
გავლენა თირკმელზე და შარდის გამოყოფაზე
პრეპარატი ატროვენტი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ საშარდე გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიისას ან შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციისას).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა
მუკოვისციდოზით დაავადებული პაციენტები შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევისკენ.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, რაც ვლინდება მსტვინავი და გაძნელებული სუნთქვით. ასთმით დაავადებულ პაციენტებში ამ არასასურველი რეაქციების რისკი მომატებულია.
თუ ინჰალაცია არასაკმარისად ეფექტურია ან მოხდა მდგომარეობის გაუარესება, უნდა მიმართონ ექიმს მკურნალობის გეგმის შეცვლისთვის. ქოშინის უეცარი განვითარებისას და სწრაფი პროგრესირებისას ასევე დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად ატროვენტის ხანგრძლივი გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად ატროვენტის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ß-ადრენერგული საშუალებები და ქსანტინური წარმოებულები შეიძლება აძლიერებდეს პრეპარატ ატროვენტის ბრონქოდილატაციურ ეფექტს.
ნებულაიზერის საშუალებით იპრატროპიუმის ბრომიდის და ß-ადრენომიმეტური საშუალებების გამოყენებისას ანამნეზში დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში შეიძლება მოიმატოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის რისკმა (იხ. პარაგრაფი 4.3).
პრეპარატი ატროვენტი არ უნდა დაინიშნოს კრომოგლიცის მჟავას საინჰალაციო ხსნართან ერთად, შესაძლო პრეციპიტაციის გათვალისწინებით.
ანტიქოლინერგული ეფექტი ძლიერდება პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით, ქინიდინით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ადამიანებში ორსულობის დროს პრეპარატ ატროვენტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. სავარაუდო ან დადასტურებული ორსულობისას პრეპარატის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინონ დედისთვის პრეპარატის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის თანაფარდობა.
კლინიკამდელ გამოკვლევებში გამოვლენილი არ იყო პრეპარატის ემბრიოტოქსიური ან ტერატოგენური გავლენა მისი სიანჰალაციო გამოყენების შემდეგ დოზებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ადამიანისთვის რეკომენდებულს.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა იპრატროპიუმის ბრომიდი რძეში. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ იპრატროპიუმის ბრომიდი განსაკუთრებით საინჰალაციო გზით გამოყენებისას, შეიძლება მნიშვნელოვანი რაოდენობით აღწედეს დედის რძიდან ბავშვის ორგანიზმში. მაგრამ მეძუძურ დედებში პრეპარატ ატროვენტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ფერტილობა
ფერტილობაზე იპრატროპიუმის ბრომიდის გავლენის კლინიკური მონაცემები არ არსებობს. პრეკლინიკურ კვლევებში იპრატროპიუმის ბრომიდის გამოყენებისას ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა გამოვლენილი არ იყო.
4.7. გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა. საჭიროა სიფრთხილე მოცემული მოქმედებებისას, რადგან შესაძლებელია თავბრუსხვევის, ტრემორის, თვალის აკომოდაციის დარღვევის, მიდრიაზის და არამკვეთრი მხედველობის განვითარება. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების განვითარებისას თავი უნდა შეიკავონ ისეთი პოტენციურად საშიში მოქმედებებისგან, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა.
4.8. არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციიდან ბევრი შეიძლება განპირობებული იყოს პრეპარატ ატროვენტის ანტიქოლინერგული თვისებებით. პრეპარატი ატროვენტი, როგორც ნებისმიერი საინჰალაციო თერაპია, შეიძლება იწვევდეს ადგილობრივ გაღიზიანებას. პრეპარატზე არასასურველი რეაქციები ისაზღვრებოდა მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია კლინიკურ კვლევებში და პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მისი ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის დროს.
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღწერილია კლინიკურ კვლევებში, იყო თავის ტკივილი, ხორხის გაღიზიანება, ხველა, პირის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა (ყაბზობის, დიარეის და ღებინების ჩათვლით), გულისრევა და თავბრუსხვევა.
არასასურველი რეაქციების ცხრილი
არასასურველი რეაქციების სიხშირე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს თერაპიის დროს, მოყვანილია შემდეგი გრადაციის სახით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1,000, მაგრამ <1/100), იშვიათი (≥1/10,000 მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
|
სისტემა-ორგანული კლასი |
სიხშირე |
არასასურველი რეაქციის აღწერა |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი |
მომატებული მგრძნობელობა |
|
ანაფილაქსიური რეაქცია |
||
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ხშირი |
თავის ტკივილი |
|
თავბრუსხვევა |
||
|
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ |
ნაკლებად ხშირი |
არამკვეთრი მხედველობა |
|
მიდრიაზი |
||
|
თვალშიდა წნევის მომატება |
||
|
გლაუკომა |
||
|
თვალების ტკივილი |
||
|
ორეოლის გავითარება საგნის ირგვლივ |
||
|
კონიუნქტივის ჰიპერემია |
||
|
რქოვანას შეშუპება |
||
|
იშვიათი |
აკომოდიაციის დარღვევა |
|
|
დარღვევები გულის მხრივ |
ნაკლებად ხშირი |
გულისცემის შეგრძნება |
|
პარკუჭოვანი ტაქიკარდია |
||
|
იშვიათი |
წინაგულების ფიბრილაცია |
|
|
გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება |
||
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ |
ხშირი |
ხორხის გაღიზიანება |
|
ხველა |
||
|
ნაკლებად ხშირი |
ბრონქოსპაზმი |
|
|
პარადოქსული ბრონქოსპაზმი |
||
|
ლარინგოსპაზმი |
||
|
ხორხის შეშუპება |
||
|
ხორხის სიმშრალე |
||
|
კუჭ-ნაწლავის დარღვევები |
ხშირი |
პირის სიმშრალე |
|
გულისრევა |
||
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა |
||
|
ნაკლებად ხშირი |
დიარეა |
|
|
ყაბზობა |
||
|
ღებინება |
||
|
სტომატიტი |
||
|
პირის ღრუს შეშუპება |
||
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
ნაკლებად ხშირი |
გამონაყარი |
|
ქავილი |
||
|
ანგიონევროზული შეშუპება |
||
|
იშვიათი |
ჭინჭრის ციება |
|
|
თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების დარღვევები |
ნაკლებად ხშირი |
შარდის შეკავება |
საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება „სარგებელი-რისკის“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება სახელმწიფოს ნაციონალური შეტყობინების სისტემით-ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებისთვის.
რუსეთის ფედერაცია:
მისამართი: 109012 ქ.მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი 4, კორპ 1
ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)
ტელეფონი: +7 800-550-99-03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი: http:// roszdravnadzor.gov.ru/
ბელარუსის რესპუბლიკა
მისამართი: 220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკი პერეულოკ 2а
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზის და ცდების ცენტრი“ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო
ტელ: +375 (17) 242-00-29
ფაქსი: +375 (17) 242-00-29
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი: http://rceth.by
4.9 დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
სპეციფიური დოზის გადაჭარბების სიმპტომები გამოვლენილი არ არის. პრეპარატ ატორვენტის თერაპიული მოქმედების სიფართის და გამოყენების ადგილობრივი მეთოდის გათვალისწინებით, რაიმე სერიოზული ანტიქოლინერგული სიმპტომების გამოვლენა ნაკლებსავარაუდოა. შესაძლებელია სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედების მცირე გამოვლინება, როგორიცაა პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. სხვა საინჰალაციო საშუალებები, გამოყენებული სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ; ანტიქოლინერგული საშუალებები.
ათქ კოდი: R03BB01.
მოქმედების მექანიზმი
ბრონქოდილატაციური საშუალება. ბლოკავს ტრაქეობრონქული ხის გლუვი კუნთების M-ქოლინორეცეპტორებს და თრგუნავს რეფლექტორულ ბრონქოკონსტრიქციას. აცეტილქოლინის მოლეკულასთან სტრუქტურული მსგავსების გამო წარმოადგენს მის კონკურენტულ ანტაგონისტს.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
ანტიქოლინერგული საშუალებები ხელს უშლის კალციუმის იონების უჯრედშიდა კონცენტრაციის მომატებას, რაც ხდება აცეტილქოლინის მუსკარინულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით, რომლებიც განლაგებულია ბრონქების გლუვ კუნთებში.
კალციუმის იონების გამოთავისუფლება ხდება მეორადი შუამავლების (მედიატორები) საშუალებით, რომელთა რიცხვშიც შედის იტფ (ინოზიტოლ ტრიფოსფატი) და დაგ (დიაცილგლიცეროლი). ეფექტურად უშლის ხელს ბრონქების შევიწროებას, რაც ხდება სიგარეტის ბოლის, ცივი ჰაერის შესუნთქვით, სხვადასხვა ბრონქოსპაზმური ნივთიერების მოქმედებით, ასევე ხსნის ბრონქების სპაზმს, რაც დაკავშირებულია ცდომილი ნერვის გავლენასთან.
ინჰალაციური გამოყენებისას პრაქტიკულად არ ახდენს რეზორბციულ მოქმედებას. პრეპარატ ატროვენტის ინჰალაციის შემდეგ განვითარებული ბრონქოდილატაცია ძირითადად წარმოადგენს ფილტვებზე პრეპარატის ადგილობრივი და სპეციფიური მოქმედების და არა მისი სისტემური გავლენის შედეგს. იპრატროპიუმის ბრომიდი უარყოფით გავლენას არ ახდენს სასუნთქი გზების ლორწოვანის სეკრეციაზე, მუკოცილიარულ კლირენსზე და აირთა ცვლაზე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კონტროლირებულ 85-90 დღიან კვლევებში, რომელიც ტარდება ბრონქოსპაზმის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, ქრონიკული ბრონქიტით და ემფიზემით, ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნებოდა 15 წუთის განმავლობაში, მაქსიმუმს აღწევდა 1-2 საათში და ნარჩუნდებოდა 4-6 საათი.
ბავშვები
პრეპარატ ატროვენტის ბრონქოლიზური მოქმედება ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში მწვავე ბრონქოსპაზმის მკურნალობისას აღინიშნებოდა კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები. ამ კვლევების უმრავლესობაში პრეპარატი გამოიყენებოდა საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან კომბინაციაში.
შეზღუდული ინფორმაციის მიუხედავად, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ პრეპარატი ატროვენტი სამკურნალო მოქმედებას ახდენს ბრონქოსპაზმზე ბავშვებში სიცოცხლის პირველ წლებში, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსული ბრონქიოლიტი და ბრონქ-ფილტვის დისპლაზია.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პრეპარატ ატროვენტის თერაპიული ეფექტი განპირობებულია სასუნთქ გზებზე ადგილობრივი ზემოქმედებით. ბრონქოდილატაცია არ არის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების დინამიკის პარალელური.
ინჰალაციის შემდეგ ფილტვებში ხვდება (სამკურნალწამლო ფორმის და ინჰალაციის ტექნიკის მიხედვით) პრეპარატის შეყვანილი დოზის 10-30%. დოზის დიდი ნაწილი გადაიყლაპება და გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
პრეპარატის დოზის ნაწილი, რომელიც ფილტვებს აღწევს, სწრაფად ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში (რამდენიმე წუთის განმავლობაში).
საწყისი შენაერთის თირკმლით ჯამური ექსკრეცია (24 საათის განმავლობაში) შეადგენს შიგნით შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლებს, შეადგენს პერორალური დოზის 1%-ზე ნაკლებს და ინჰალაციური დოზის დაახლოებით 3-13%-ს. ამ მონაცემების საფუძველზე გამოთვლილია, რომ იპრატროპიუმის ბრომიდის საერთო სისტემური ბიომისაწვდომლობა პერორალური და ინჰალაციური გამოყენებისას შეადგენს 2 და 7-28%-ს. ამგვარად, იპრატროპიუმის ბრომიდის დოზის ჩაყლაპული ნაწილის სისტემური მოქმედება უმნიშვნელოა.
განაწილება
კინეტიკური პარამეტრები, რომლებიც ახასიათებს იპრატროპიუმის ბრომიდის განაწილებას, გამოთვლილია პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციიდან ინტრავენური შეყვანის შემდეგ. აღინიშნება სისხლის პლაზმაში სწრაფი ორფაზოვანი დაქვეითება. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა (Vdss) შეადგენს დაახლოებით 176ლ (≈2,4ლ/კგ). პრეპარატი მინიმალურად (20%-ზე ნაკლები) უკავშირდება პლაზმის ცილებს.პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იპრატროპიუმი, რომელიც წარმოადგენს მეოთხეულ ამონიუმის ნაერთს,არ აღწევს პლაცენტაში და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ცნობილი მეტაბოლიტები ან ძალიან სუსტ აფინურობას ავლენს მუსკარინული რეცეპტორებისადმი, ან აფინურობა არ არსებობს,ამიტომ ისინი ითვლება არააქტიურად.
ბიოტრანსფორმაცია
ინტრავენური შეყვანის შემდეგ დოზის დაახლოებით 60% მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით.
ცნობილია მეტაბოლიტები, რომლებიც წარმოიქმნება ჰიდროლიზის, დეჰიდრატაციის ან ჰიდროქსიმეთილის ჯგუფის ელიმინაციით ტროპოვის მჟავიდან.
ელიმინაცია
ნახევარგამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში შეადგენს დაახლოებით 1,6 საათს.
იპრატროპიუმის ბრომიდის საერთო კლირენსი შეადგენს 2,3ლ/წთ-ს, თირკმლით კლირენსი-0,9ლ/წთ-ს.
იზოტოპით დანიშნული დოზის (საწყისი შენაერთის და ყველა მეტაბოლიტის ჩათვლით) თირკმლით ჯამური ექსკრეცია შეადგენდა 9,3%-ს შიგნით მიღების შემდეგ და ინჰალაციის შემდეგ 3.2%-ს. იზოტოპით დანიშნული საერთო დოზა,რომელიც გამოიყოფოდა ნაწლავით, შეადგენდა 88,5%-ს შიგნით მიღების შემდეგ და 69,4%-ს ინჰალაციის შემდეგ. ამგვარად, იზოტოპით დანიშნული დოზის გამოყოფა ინტრავენური შეყვანის შემდეგ ხორციელდება, როგორც წესი თირკმელებით. საწყისი შენაერთის და მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,6 საათს.
ხაზოვნება/არახაზოვნება
მონაცემები არ არის.
5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
იპრატროპიუმის ბრომიდის ადგილობრივი და სისტემური ამტანობა დეტალურად შესწავლილია რამდენიმე სახეობის ცხოველში გამოყენების სხვადასხვა მეთოდით.
ტოქსიურობა ერთჯერადი გამოყენებისას
პრეპარატის მწვავე ტოქსიურობა საინჰალაციო, პერორალური და ინტრავენური გამოყენების შემდეგ ფასდებოდა რამდენიმე სახეობის მღრღნელში და სხვა ცხოველებში.
საინჰალაციო გამოყენებისას მინიმალური ლეტალური დოზა მამრ ზღვის გოჭებში შეადგენდა 199მგ/კგ-ს. სიკვდილიანობა არ აღინიშნებოდა ვირთხებში პრეპარატის ტექნიკურად მაქსიმალური შესაძლებელი დოზის გამოყენებისას (0,05მგ/კგ გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ ან საინჰალაციო იპრატროპიუმის ბრომიდის 160 დოზა, 0,02მგ/დოზა).
LD50 მნიშვნელობა (ლეტალური დოზა) პერორალური გამოყენებისას თაგვებში, ვირთხებში და კურდღლებში შეადგენდა 1585მგ/კგ, 1925მგ/კგ და 1920მგ/კგ-ს. LD50 მნიშვნელობა ინტრავენური გამოყენებისას თაგვებში, ვირთხებში და ძაღლებში შეადგენდა 13,6მგ/კგ, 15,8მგ/კგ და დაახლოებით 18,2მგ/კგ-ს. კლინიკური ნიშნები გამოიხატებოდა ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლინებით, როგორიცაა მიდრიაზი, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ქოშინი, ტრემორი სპაზმი და/ან ტაქიკარდია.
ტოქსიურობა მრავალჯერადი გამოყენებისას
ტოქსიურობის გამოკვლევა პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას ტარდებოდა ვირთხებზე, კურდღლებზე, ძაღლებზე და მაკაკა-რეზუსზე.
ვირთხებში, ძაღლებში და მაკაკებში 6 თვიან კვლევებში ინჰალაციური გამოყენებისას მაქსიმალური დოზა, რომლის დროსაც არ აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციები (NOAEL) , შეადგენდა 0,38მგ/კგ-ს დღე-ღამეში, 0,18მგ/კგ-ს დღე-ღამეში და 0,8მგ/კგ-ს დღე-ღამეში. ძაღლებში აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე და ტაქიკარდია. ბრონქ-ფილტვის სისტემის ან ნებისმიერ სხვა ორგანოებში გამოვლენილი არ იყო იპრატროპიუმის ბრომიდის გამოყენებასთან დაკავშირებული ჰისტოპათოლოგიური დაზიანებები.ვირთხებში NOAEL დოზა პრეპარატის 18 თვიანი გამოყენების შემდეგ შეადგენდა დღე-ღამეში 0,5მგ/კგ-ს.
ტოქსიურობის გამოკვლევებში პრეპარატის მრავალჯერადი საინჰალაციო გამოყენებისას ვირთხებში (ხანგრძლივობა 6 თვემდე) და ძაღლებში (ხანგრძლივობა 3 თვემდე) სხვა შემადგენლობის სამკურნალწამლო ფორმების გამოყენებისას (ინტრანაზალური სამკურნალწამლო ფორმა, ალტერნატიული პროპელენტი HFA 134a და ლაქტოზის ფხვნილის ფორმა) მიღებული არ იყო დამატებითი ინფორმაცია იპრატროპიუმის პროფილის საერთო უსაფრთხოების პროფილზე.
პრეპარატის ინტრანაზალური გამოყენებისას 6 თვემდე პერიოდში, მაქსიმალური დოზა, რომლის დროსაც არ არსებობდა არასასურველი რეაქციები (NOAEL) შეადგენდა დღე-ღამეში >20მგ/კგ-ს ძაღლებში, რამაც დაადასტურა უფრო ადრე ჩატარებული კვლევების შედეგები პრეპარატის ინტრანაზალური გამოყენებისას 13 კვირის განმავლობაში.
იპრატროპიუმის ბრომიდის ტოქსიურობის გამოკვლევებმა მრავალჯერადი გამოყენებისას აჩვენა ტოქსიკოლოგიური პროფილის მსგავსება HFA-ს შემცველ და ჩვეულებრივ სამკურნალწამლო ფორმებს შორის.
ადგილობრივი ამტანობა
იპრატროპიუმის ბრომიდის წყალხსნარის საინჰალაციო გამოყენებისას (0,05მგ/კგ) ვირთხებში აღინიშნებოდა კარგი ადგილობრივი ამტანობა (ერთჯერადი გამოყენება 4 საათის განმავლობაში). ტოქსიურობის კვლევებში იპრატროპიუმის ბრომიდის მრავალჯერადი გამოყენებისას აღინიშნა კარგი ადგილობრივი ამტანობა.
იმუნოგენურობა
ზღვის გოჭებში არ აღინიშნებოდა აქტიური ანაფილაქსიური რეაქციები ან კანის პასიური ანაფილაქსიური რეაქციები.
გენოტოქსიურობა და კანცეროგენობა
არ არსებობდა გენოტოქსიურობის ნიშნები in vitro (ეიმსის ტესტი) და in vivo (მიკრობირთვის ტესტი, დომინანტური ლეტალური ტესტი თაგვებზე, ციტოგენეტიკური ანალიზი ჩინური ზღვის გოჭების ძვლის ტვინის უჯრედებზე).
გრძელვადიან კვლევებში თაგვებში და ვირთხებში აღმოჩენილი არ იყო ონკოგენური ან კანცეროგენური ეფექტები.
რეპროდუქციული და ონტოგენეტიკური ტოქსიურობა
ჩატარდა კვლევები იპრატროპიუმის ბრომიდის შესაძლო გავლენის შესწავლისთვის ფერტილობაზე, ემბრიოფეტოტოქსიურობაზე, აგრეთვე პრე და პოსტნატალურ განვითარებაზე თაგვებში, ვირთხებში და კურდღლებში.
პრეპარატის მაღალი დოზების პერორალური გამოყენებისას ვირთხებში (1000მგ/კგ დღე-ღამეში) და კურდღლებში (125მგ/კგ დღე-ღამეში) აღინიშნა პრეპარატის ტოქსიურობა ორივე სახეობის ცხოველის მდედრებში და ემბრიოფეტოტოქსიურობა ვირთხებში (იწვევდა ნაყოფის წონის დაქვეითებას). იპრატროპიუმის ბრომიდთან დაკავშირებული განვითარების პათოლოგია არ აღინიშნა. დოზირებული აეროზოლის ტექნიკურად მაქსიმალურად შესაძლებელი დოზების გამოყენებისა (1,5მგ/კგ დღე-ღამეში ვირთხებში და 1,8მგ/კგ დღე-ღამეში კურდღლებში) არასასურველ გავლენას არ ახდენდა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
6. ფარმაცევტული თვისებები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ბენზალკონიუმის ქლორიდი
დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი
ნატრიუმის ქლორიდი
ქლორწყალბადმჟავა 1н
გამოხდილი წყალი.
6.2 შეუთავსებლობა
უცნობია.
6.3 ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
6.4 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.
6.5 პირველადი შეფუთვის ხასიათი და შემადგენლობა
20მლ ქარვისფერი მინის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და ჩამოსაცმელი პოლიპროპილენის თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად (ფურცელი-ჩანართი) თავსდება მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.
6.6 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების განადგურებისას, რომლებიც მიღებულია სამკურნალო პრეპარატის გამოყენების და პრეპარატის სხვა მანიპულაციების შემდეგ
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
გერმანია
ბერინგერ ინგელჰაიმ ინტერნეიშენელ გმბჰ
ბინგერშტრასსე 173, 55216 რაინის ინგელჰაიმი
ტელ: +49 6132 77 0
ფაქსი: +49 6132 72 0
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
7.1 სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენლობა
რუსეთის ფედერაცია
შპს „ბერინგერ ინგელჰაიმ“
125171 ქ.მოსკოვი, ლენინგრადის შოსე 16ა, კორპ 3.
ტელ.: +7 (495) 544 50 44
ფაქსი:+7 (495) 544 56 20
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
ბერინგერ ინგელჰაიმ ინტერნეიშენელ გმბჰ
ბინგერშტრასსე 173, 55216 რაინის ინგელჰაიმი, გერმანია
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
ЛП-N(000272)-(РГ-RU)
ЛП-№000272-ГП-BY
9. პირველადი რეგისტრაციის თარიღი (რეგისტრაციის დადასტურება, ხელახალი რეგისტაცია)
პირველი რეგისტრაციის თარიღი: 10.06.2021
10. ტექსტის გადახედვის თარიღი
სამკურნალო პრეპარატ ატროვენტის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პორტალზე საინფორმაციო-კომუნიკაციურ ქსელში „ინტერნეტი“ http://eec.eaeunion.org/










