ჰეელი-Gastricummel #50ტ

ჰეელი-Gastricummel #50ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვერცხლის ნიტრატი+დარიშხანი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11664
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გასტრიკუმელი
GASTRICUMEEL

ფორმა, შეფუთვა:
სუბლინგვალური ტაბლეტები. შეფუთვაში არის 50 და 250 ც.

შემადგენლობა - 1 ტაბ. შეიცავს:
Argentum nitricum Д6      -        30 mg
Arsenicum album (Acidum arsenicosum) Д6    -  30 mg
Pulsatilla pratensis Д4    -        60 mg
Nux vomica Д4     -              60 mg
Carbo vegetabilis Д6    -         60 mg
Antimonium crudum Д6    -     60 mg

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენება -
- მწვავე და ქრონიკული გასტრიტი (ნორმალური და მომატებული მჟავიანობით);
- გულძმარვა, მეტეორიზმი;
- როგორც დამხმარე საშუალება - გასტროკარდიარული სიმპტომოკომ-პლექსის, სპაზმების, ღვიძლის დაავადების, ქოლანგიტების, სპასტიური ყაბზობის, დისპეფსიის დროს.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას - 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

უკუჩვენება: არ არის არ არის დადგენილი.დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა შეადგენს 5 წელს.

მწარმოებელი - HEEL (გერმანია)