ჰალოპერიდოლი 5მგ/მლ 1მლ #10ა

ჰალოპერიდოლი 5მგ/მლ 1მლ #10ა

5.50 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროლეპტიკები
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ფერეინი ბელარუსია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰალოპერიდოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 11589
გააზიარე:

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ჰალოპერიდოლი

სავაჭრო სახელწოდება: ჰალოპერიდოლი

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Haloperidol

დოზირების ფორმა: ხსნარი კუნთში შეყვანისთვის 5 მგ/მლ

აღწერა: გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენსიური, უფერო ან ოდნავ შეფერილი ხსნარი.

შემადგენლობა: ყოველი ამპულა (1 მლ ხსნარი) შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ჰალოპერიდოლი - 5 მგ; დამხმარე ნივთიერებები: რძემჟავა (E 270), საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიფსიქოზური (ნეიროლეპტიკური) პრეპარატები. ბუტიროფენონის წარმოებულები.

ათქ კოდი: N05AD01:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ჰალოპერიდოლი - ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეპტიკი), ბუტიროფენონის წარმოებული, გააჩნია გამოხატული ანტიფსიქოზური მოქმედება, ბლოკავს პოსტსინაპტიკურ დოფამინურ რეცეპტორებს თავის ტვინის მეზოლიმბურ და მეზოკორტიკალურ სტრუქტურებში. მაღალ ანტიფსიქოზურ აქტივობასთან ერთად ახდენს ზომიერ სედაციურ მოქმედებას (მცირე დოზებით აქვს გამააქტიურებელი მოქმედება) და ღებინების საწინააღმდეგო გამოხატულ მოქმედებას. იწვევს ექსტრაპირამიდულ დარღვევებს, პრაქტიკულად არ ახდენს მ-ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას. სედაციური მოქმედება განპირობებულია თავის ტვინის ღეროს რეტიკულარული ფორმაციის ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკადით; ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება - ღებინების ცენტრის ტრიგერული ზონის დოფამინური D2-რეცეპტოტების ბლოკადით; ჰიპოთერმიული მოქმედება და გალაქტორეა - ჰიპოთალამუსის დოფამინური რეცეპტორების ბლოკადით. ხანგრძლივად გამოყენებას თან ახლავს ენდოკრინული სტატუსის ცვლილება, ჰიპოფიზის წინა წილში იზრდება პროლაქტინის გამომუშავება და მცირდება გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავება.

ფარმაკოკინეტიკა

შეიწოვება პასიური დიფუზიის გზით, არაიონიზებულ ფორმაში, ძირითადად, წვრილი ნაწლავიდან. ბიოშეღწევადობა: 60%-70%. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია კუნთში შეყვანის შემდეგ მიიღწევა 20 წუთის შემდეგ. თერაპიული ეფექტი დგება 20-25% მგ/ლ პლაზმური კონცენტრაციისას. ერითროციტებში კონცენტრაციის შეფარდება პლაზმაში კონცენტრაციასთან არის 1:12. ჰალოპერიდოლი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, 10% წარმოადგენს თავისუფალ ფრაქციას. ჰალოპერიდოლის კონცენტრაცია ქსოვილებში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში, პრეპარატი გროვდება ქსოვილებში. ჰალოპერიდოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. ასევე ექვემდებარება ჟანგვით N-დეალკალირებას. პლაზმიდან ნახევარგამოყყოფის პერიოდი - კუნთში შეყვანის შემდეგ 21 საათი (13-36 სთ), ვენაში შეყვანის შემდეგ - 14 საათი (10-19 სთ). გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით განავლის მასასთან ერთად - 60% (მათ შორის ნაღველით - 15%), შარდით - 40% (მათ შორის 1% - უცვლელი სახით). ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში, მათ შორის პლაცენტის და ჰემატოენცეფალურ ბარიერში, გადადის დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები

  • · მწვავე ფსიქომოტორული აგზნების სწრაფი კუპირება, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკურ აშლილობასთან ან მანიაკალურ ეპიზოდთან I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას, როდესაც ვერ გამოიყენება პერორალური თერაპია;
  • · დელირიოზული სინდრომის გადაუდებელი მკურნალობა, როდესაც არაფარმაკოლოგიური მეთოდები წარუმატებელი აღმოჩნდა;
  • · ჰენტინგტონის ქორეის მსუბუქი და ზომიერი ფორმის მკურნალობა, როდესაც სამკურნალო საშუალებები არაეფექტიანია ან პაციენტების მიერ ვერ ხდება მათი გადატანა, და პერორალური თერაპიის გამოყენება შეუძლებელია;
  • · პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების ზომიერი და მაღალი რისკის მონო- ან კომბინირებული პროფილაქტიკა, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტიანია ან პაციენტების მიერ ვერ ხდება მათი გადატანა;
  • · პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კომბინირებული მკურნალობა, როდესაც სამკურნალო საშუალებები არაეფექტიანია ან პაციენტების მიერ ვერ ხდება მათი გადატანა.

გამოყენების წესი და დოზები

რეკომენდებულია მინიმალური შესაძლო საწყისი დოზა, რომელიც შემდგომ უნდა დაკორექტირდეს პაციენტის რეაქციის მიხედვით, მინიმალური ეფექტური დოზის განსაზღვრის მიზნით.

მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:

მწვავე ფსიქომოტორული აგზნების სწრაფი კუპირება, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკურ აშლილობასთან ან მანიაკალურ ეპიზოდთან I ტიპის ბიპოლარული აშლილობისას, როდესაც ვერ გამოიყენება პერორალური თერაპია:

  • · 5 მგ კუნთში.
  • · შეიძლება განმეორებით შეყვანა ყოველ საათში, ვიდრე არ მიიღწევა სიმპტომების დამაკმაყოფილებელი კონტროლი.
  • · პაციენტების უმრავლესობისთვის დოზა 15 მგ დღე-ღამეში საკმარისია. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღე-ღამეში.
  • · ჰალოპერიდოლის გამოყენების გაგრძელება შეიძლება შეფასდეს მკურნალობის ადრეულ ეტაპზე. საინექციო ხსნარის სახით ჰალოპერიდოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს, როგორც კი ეს კლინიკურად იქნება ნაჩვენები, და, თუ საჭიროა შემდგომი მკურნალობა, უნდა დაინიშნოს ჰალოპერიდოლის პერორალური მიღება დოზის გარდაქმნის სიჩქარით 1:1 და დოზის შემდგომი კორექციით კლინიკური პასუხის მიხედვით.

დელირიოზული სინდრომის გადაუდებელი მკურნალობა, როდესაც არაფარმაკოლოგიური მეთოდები წარუმატებელი აღმოჩნდა:

  • · 1-დან 10 მგ-მდე კუნთში.
  • · მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური შესაძლო დოზით, შემდეგ დოზა უნდა დაკორექტირდეს მისი მომატებით 2-დან 4 საათამდე სიხშირით დღე-ღამეში 10 მგ მაქსიმალურ დოზამდე.

ჰენტინგტონის ქორეის მსუბუქი და ზომიერი ფორმის მკურნალობა, როდესაც სამკურნალო საშუალებები არაეფექტიანია ან პაციენტების მიერ ვერ ხდება მათი გადატანა, და პერორალური თერაპიის გამოყენება შეუძლებელია:

  • · 2-დან 5 მგ-მდე კუნთში.
  • · შეიძლება განმეორებით შეყვანა ყოველ საათში, ვიდრე არ მიიღწევა სიმპტომების დამაკმაყოფილებელი კონტროლი, დღე-ღამეში 10 მგ მაქსიმალურ დოზამდე.

პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების ზომიერი და მაღალი რისკის მონო- ან კომბინირებული პროფილაქტიკა, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტიანია ან პაციენტების მიერ ვერ ხდება მათი გადატანა:

  • · 1-დან 2 მგ-მდე კუნთში, ინდუქციისას და ანესთეზიის დასრულებამდე 30 წუთით ადრე.

პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კომბინირებული მკურნალობა, როდესაც სამკურნალო საშუალებები არაეფექტიანია ან პაციენტების მიერ ვერ ხდება მათი გადატანა:

  • · 1-დან 2 მგ--მდე კუნთში.

თერაპიის მოხსნა:

რეკომენდებულია მკურნალობის თანდათან მოხსნა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის მოზრდილებისთის ყველაზე დაბალი დოზის ნახევარი. შემდგომი დოზების შეყვანა და კორექტირება შესაძლებელია პაციენტის პასუხის მიხედვით. მაქსიმალური დოზა არის 5 მგ დღე-ღამეში. დღე-ღამეში 5 მგ-ზე მეტი დოზები განხილული უნდა იყოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც გადააქვთ უფრო მაღალი დოზები, პაციენტისთვის სარგებლისა და რისკის შეფარდების ინდივიდუალური პროფილის ხელახალი შეფასების შემდეგაც კი.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით:

თირკმლის უკმარისობის ზემოქმედება ჰალოპერიდოლის ფარმაკოკინეტიკაზე შეფასებული არ არის. დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის, მაგრამ რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამასთან, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი საწყისი დოზა, ხოლო დამატებითი დოზების შეყვანა და კორექტირება ხდება პაციენტის პასუხის მიხედვით.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით:

ღვიძლის უკმარისობის ზემოქმედება ჰალოპერიდოლის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის. ვინაიდან ჰალოპერიდოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, რეკომენდებულია საწყისი დოზის ორჯერ შემცირება. შემდგომი დოზების შეყვანა და კორექტირება შესაძლებელია პაციენტის პასუხის მიხედვით.

ბავშვებისთვის:

პრეპარატ ჰალოპერიდოლის 5 მგ/მლ კუნთში შესაყვანი ხსნარის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.

უკუჩვენებები

  • · მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.
  • · კომატოზური მდგომარეობა.
  • · ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.
  • · პარკინსონის დაავადება.
  • · ლევის სხეულების დემენცია
  • · პროგრესირებადი ზებირთვული დამბლა.
  • · Q-T ინტერვალის ცნობილი დაგრძელება ან Q-T ინტერვალის დაგრძელების თანდაყოლილი სინდრომი.
  • · ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
  • · დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.
  • · პარკუჭოვანი არითმია ან „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმია ანამნეზში.
  • · არაკორექტირებული ჰიპოკალიემია.
  • · სამკურნალო საშუალებებით ერთდროული მკურნალობა, რომლებიც იწვევენ Q-T ინტერვალის დაგრძელებას (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

სიფრთხილის ზომები

დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტების მომატებული სიკვდილიანობა

უეცარი სიკვდილის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა ფსიქიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნეიროლეპტიკურ პრეპარატებს, მათ შორის ჰალოპერიდოლს.

დემენციით განპირობებული ფსიქოზური აშლილობების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, მომატებულია სიკვდილის რისკი. პლაცებო-კონტროლირებული 17 კვლევის ანალიზმა (მოდალური ხანგრძლივობა 10 კვირა) აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატიპურ ნეიროლეპტიკებს, სიკვდილის რისკი 1,6-1,7-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. კონტროლირებული კვლევის 10 კვირის მანძილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნეიროლეპტიკურ პრეპარატებს, იყო დაახლოებით 4,5%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 2,6%. თუმცა, სიკვდილის მიზეზები იყო გულ-სისხლძარღვთა (გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი), ან ინფექციური (მაგალითად, პნევმონია). სადამკვირვებლო კვლევები მოწმობს, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტების მკურნალობა ჰალოპერიდოლით ასევე დაკავშირებულია სიკვდილიანობის ზრდასთან.

ამგვარი კავშირი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს ჰალოპერიდოლისთვის, ვიდრე ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებებისთვის, მკურნალობის დაწყების შემდეგ პირველი 30 დღე და ნარჩუნდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ჰალოპერიდოლის საინექციო ხსნარი განკუთვნილი არ არის დემენციის დროს ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ.

გულ-სისხლძარღვთა ეფექტები

ჰალოპერიდოლის გამოყენებისას დაფიქსირდა QT-ინტერვალის და/ან პარკუჭოვანი არითმიის ძალიან იშვაითი შემთხვევები, უეცარი სიკვდილის შესახებ იშვიათ ცნობებთან დამატებით. ეს მდგომარეობები უფრო ხშირად ვითარდება სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით გამოყენებისას, პლაზმაში მაღალი კონცენტრაციისას, წინასწარ განწყობილ პაციენტებში ან პარენტერალური გამოყენებისას, განსაკუთრებით ვენაში შეყვანის დროს.

ჰალოპერიდოლის საინექციო ხსნარი რეკომენდებულია მხოლოდ კუნთში შესაყვანად. თუმცა, აუცილებელია უწყვეტი ეკგ-მონიტორინგი QT ინტერვალის დაგრძელების დასადგენად და პარკუჭოვანი არითრმიებისთვის ჰალოპერიდოლის ვენაში შეყვანისას. ჰალოპერიდოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ბრადიკარდიით, გულის დაავადებებით, ოჯახურ ანამნეზში QT-ინტერვალის პროლონგაციით ან მძიმე ალკოჰოლდამოკიდებულებით. აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში პლაზმაში ჰალოპერიდოლის პოტენციურად მაღალი კონცენტრაციებით. კუნთში შეყვანამდე რეკომენდებულია ეკგ-ს წინასწარი ჩანაწერი. მკურნალობის დროს აუცილებელია ეკგ-ს მონიტორინგი ყველა პაციენტისთვის QT-ინტერვალის დაგრძელების დასადგენად და პარკუჭოვანი არითმიებისთვის, აგრეთვე კუნთში განმეორებით შეყვანისას. ეკგ-ს მონიტორინგი რეკომენდებულია ჰალოპერიდოლის გამოყენების შემდეგ 6 საათის განმავლობაში. მკურნალობის დროს დოზა უნდა შემცირდეს, თუ დადგინდა QT-ინტერვალის დაგრძელება, და ჰალოპერიდოლის მიღება უნდა შეწყდეს, თუ QT აღემატება 500მწ-ს. ჰალოპერიდოლი გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის აღდგენა (ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია), ვინაიდან ეს დარღვევა ზრდის პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკს. ჰალოპერიდოლი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპოტენზიის ან ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში.

ცერებროვასკულარული დარღვევა

რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური ცდებისას დემენციის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა ცერებროვასკულარული გვერდითი ეფექტების რისკის დაახლოებით 3-გზის გაზრდა ატიპიური ნეიროლეპტიკების გამოყენებისას. სადამკვირვებლო კვლევებმა აჩვენა ინსულტის სიხშირის გაზრდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნებისმიერ ნეიროლეპტიკს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ასეთ სამკურნალო საშუალებებს. აღნიშნული რისკის ზრდის მექანიზმი უცნობია. რისკის გაზრდა არ გამოირიცხება სხვა ნეიროლეპტიკებისთვის და პაციენტთა სხვა პოპულაციებისთვის. ჰალოპერიდოლი სიფრთხილით გამოიყენება ინსულტის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში.

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი

ჰალოპერიდოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის გამოვლინებები: ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდულობა, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობა, ცნობიერების ცვლილება და კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება. ხშირად ჰიპერთერმია არის ამ სინდრომის ადრეული ნიშანი. ანტიფსიქოზური საშუალება უნდა მოიხსნას, უნდა დაინიშნოს შესაბამისი შემანარჩუნებელი თერაპია და ჩატარდეს მკაცრი მონიტორინგი.

გვიანი დისკინეზია

გვიანი დისკინეზია შეიძლება განვითარდეს ზოგიერთ პაციენტში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ან სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ. ძირითადად სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის ან ყბის რითმული უნებლიე მოძრაობებით. ზოგიერთ პაციენტში ეს მოვლენები შეიძლება მუდმივი იყოს. სინდრომი შეიძლება შენიღბული იყოს მკურნალობის განახლებისას, დოზირების გაზრდისას და სხვა ანტიფსიქოზურ სამკურნალო საშუალებაზე გადასვლისას. გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები

შეიძლება განვითარდეს შემდეგი ექსტრაპირამიდული სიმპტომები (მაგალითად, ტრემორი, კუნთების რიგიდულობა, ნერწყვდენის მომატება, ბრადიკინეზია, აკათიზია, მწვავე დისტონია). ჰალოპერიდოლის გამოყენება დაკავშირებულია აკათიზიის განვითებასთან, რომელიც ხასიათდება უსიამოვნო ან შფოთვითი მოუსვენრობით და მოძრაობის აუცილებლობით, რასაც ხშირად თან ახლავს ერთ ადგილზე ჯდომის ან დგომის უუნარობა. სავარაუდოდ, ეს ხდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს. პრეპარატით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს მწვავე დისტონია. დისტონიური სიმპტომები შეიძლება იყოს კისრის გამრუდება, მოჭუტვა, ტრიზმი, ენის პროტრუზია და თვალების ატიპური მოძრაობა, მათ შორის მზერის გაშტერება. ამ რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია მამაკაცებში და უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში.

მწვავე დისტონიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. ანტიქოლინერგიული ტიპის პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება დაინიშნოს აუცილებლობის მიხედვით ექსტრაპირამიდული სიმპტომების სამკურნალოდ, მაგრამ რეკომენდებულია, რომ ისინი რეგულარულად არ დაინიშნოს პროფილაქტიკური ზომის სახით. თუ მოითხოვება პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით იმავდროული მკურნალობა, მაშინ, თუ მათი გამოყოფა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ჰალოპერიდოლის გამოყოფა, შეიძლება საჭირო გახდეს მათი გამოყენების გაგრძელება პრეპარატ ჰალოპერიდოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარების ან გამწვავების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია თვალშიდა წნევის გაზრდის შესაძლებლობის გათვალისწინება ანტიქოლინერგიული სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ჰალოპერიდოლთან ერთად პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.

კრუნჩხვები

ცნობილია, რომ ჰალოპერდოლმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, აქვთ მდგომარეობები, რომლებიც წინასწარგანაწყობენ კრუნჩხვებისადმი (ალკოჰოლური აბსტინენცია და თავის ტვინის დაზიანება).

ჰეპატობილიარული პრობლემები

ვინაიდან ჰალოპერიდოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რეკომენდებულია დოზის შემცირება და სიფრთხილის ზომების მიღება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).

ცნობილია ღვიძლის ფუნქციის ან უფრო ხშირად ქოლესტაზიური ჰეპატიტის ცალკეული შემთხვევები.

ენდოკრინული სისტემის პრობლემები

თიროქსინმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰალოპერიდოლის ტოქსიკურობის გაზრდას. ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტის მკურნალობა ანტიფსიქოზური საშუალებებით უნდა ჩატარდეს დიდი სიფრთხილით და ყოველთვის ეუთირეოიდული მდგომარეობის მისაღწევად გამიზნულ თერაპიასთან ერთად. ანტიფსიქოზური ნეიროლეპტიკური პრეპარატების ჰორმონალური ეფექტია ჰიპერპროლაქტინემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გალაქტორეა, გინეკომასტია და ოლიგო- ან ამენორეა. ჰიპერპროლაქტინემიის მქონე პაციენტებში და შესაძლო პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეების მქონე პაციენტებში ჰალოპერიდოლი სიფრთხილით გამოიყენება. ძალიან იშვიათად დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიის და ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის შემთხვევები.

ვენური თრომბოემბოლია

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევები დაფიქსირდა ანტიფსიქოზური სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რადგან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, ხშირად არსებობს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი. გამოვლენილი უნდა იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველა შესაძლო რისკის ფაქტორი ჰალოპერიდოლით მკურნალობის წინ და მკურნალობის დროს და მიღებული უნდა იყოს პროფილაქტიკური ზომები.

რეაქცია მკურნალობაზე და აბსტინენციის სინდრომი

შიზოფრენიის დროს რეაქცია ანტიფსიქოზურ მკურნალობაზე შეიძლება შეფერხდეს. თუ მოხსნილია ანტიფსიქოზური პრეპარატები, ძირითად დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების რეციდივი შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

დაფიქსირდა აბსტინენციის სინდრომის სიმპტომების განვითარება ანტიფსიქოზური პრეპარატების დიდი დოზების მკვეთრად მოხსნისას (მათ შორის გულისრევა, ღებინება და უძილობა). სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდებულია ანტიფსიქოზური პრეპარატების თანდათან მოხსნა.

დეპრესია

გამოხატული დეპრესიის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის ჰალოპერიდოლის გამოყენება. შეიძლება აღინიშნოს მისი ურთიერთქმედება ანტიდეპრესანტებთან, რომლებიც გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც ერთდროულად არსებობს დეპრესიული მდგომარეობა და ფსიქოზი (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

მანიიდან დეპრესიაში გადასვლა

ბიპოლარული აშლილობების მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისას არსებობს პაციენტების მანიიდან დეპრესიაში გადასვლის რისკი. დეპრესიულ მდგომარეობაში გადასვლისას თანხმლები რისკებით, როგორიცაა სუიციდური ქცევა, პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგს დიდი მნიშვნელობა აქვს დროული ჩარევისთვის, როდესაც ხდება ამგვარი ცვლილება.

CYP2D6-ის ნელი მეტაბოლიზმი

ჰალოპერიდოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში P450 (CYP) 2D6 ციტოქრომის ნელი მეტაბოლიზმით და რომლებიც იმავდროულად იღებენ CYP3A4 ინჰიბიტორებს.

ბავშვები

ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემები მიუთითებს ექსტრაპირამიდული სიმპტომების, მათ შორის გვიანი დისკინეზიის და სედაციური ეფექტის განვიტარების რისკზე. არსებობს შეზღუდული ცნობები ბავშვებში ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ჰალოპერიდოლი ახდენს ზომიერ ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. მკურნალობის დაწყებისას და უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა ან სიფხიზლის გაუარესება, რაც აგრეთვე შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის მოხმარებისას. პაციენტებისთვის რეკომენდებულია მკურნალობის დროს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

გულ-სისხლძარღვთა ეფექტები

ჰალოპერიდოლი უკუნაჩვენებია სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ზრდიან Q-T ინტერვალს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

მაგალითები მოიცავს:

  • · IA ლასის ანტიარითმიული საშუალებები (დიზოპირამიდი, ქინიდინი)
  • · III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი).
  • · ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (ციტაპროლამი, ესციტალოპრამი).
  • · ზოგიერთი ანტიბიოტიკი (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ტელითრომიცინი).
  • · სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები (ფენოთიაზინის წარმოებულები, სერტინდოლი, პიმოზიდი, ზიპრაზიდონი).
  • · ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (პენტამიდინი).
  • · ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰალოფანტრინი).
  • · ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები (დოლასეტრონი).
  • · ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, რომლებიც გამოიყენება სიმსივნეების დროს (ტორემიფინი, ვანდეტანიბი).
  • · ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალება (ბეპრიდილი, მეტადონი).

ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი.

რეკომენდებულია სიფრთხულის გამოჩენა ჰალოპერიდოლის გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლის პლაზმაში ჰალოპერიდოლის კონცენტრაცია

ჰალოპერიდოლი მეტაბოლიზდება რამდენიმე გზით (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკა“). ძირითადი გზებია გლუკორონიზაცია და კეტონის აღდგენა. ასევე ჩართულია P450 ციტოქრომის ფერმენტული სისტემა, კერძოდ, CYP3A4, და ნაკლებად, CYP2D6. მეტაბოლიზმის ამ გზების ინჰიბირებამ სხვა სამკურნალო საშუალებით ან CYP2D6 ფერმენტის აქტივობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის გაზრდა. CYP3A4-ის ინჰიბირების ეფექტი და CYP2D6 ფერმენტის აქტივობის შემცირება შეიძლება იყოს ადიციური (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკა“). შეზღუდული და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის საფუძველზე, როდესც CYP3A4 და/ან CYP2D6 ინჰიბიტორი გამოიყენება ჰალოპერიდოლთან ერთად, ჰალოპერიდოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს 20-40%-ით. ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია კონცენტრაციის 100%-მდე გაზრდა. სამკურნალო საშუალებების მაგალითები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლის პლაზმაში ჰალოპერიდოლის კონცენტრაცია (კლინიკური კვლევების და სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების მექანიზმის საფუძველზე), მოიცავს შემდეგს:

  • · CYP3A4 ინჰიბიტორები - ალპრაზოლამი, ფლუვოქსამინი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ნეფაზოდონი, პოზაკონაზოლი, საქვინავირი, ვერაპამილი, ვორიკონაზოლი.
  • · CYP2D6 ინჰიბიტორები - ბუპროპიონი, ქლორპრომაზინი, დულოქსეტინი, პაროქსეტინი, პრომეტაზინი, სერტრალინი, ვენფლაქსინი.
  • · CYP3A4 და CYP2D6-ის კომბინირებული ინჰიბიტორები: ფლუოქსეტინი, რიტონავირი.
  • · გაურკვეველი მექანიზმი - ბუსპირონი.

ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი.

სისხლის პლაზმაში ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების, მათ შორის Q-T ინტერვალის გაზრდის განვითარების რისკის ზრდა (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“). Q-T ინტერვალის გაზრდა აღინიშნა ჰალოპერიდოლის დანიშვნისას მეტაბოლურ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში: კეტოკონაზოლი (400 მგ/დღე-ღამეში) და პაროქსეტინი (20 მგ/დღე-ღამეში).

რეკომენდებულია ჰალოპერიდოლის მომატებული ან ხანგრძლივი ფარმაკოლოგიური მოქმედებების ნიშნებსა და სიმპტომებზე დაკვირვება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰალოპერიდოლს ასეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, აგრეთვე აუცილებლობის მიხედვით, ჰალოპერიდოლის დოზის შემცირება.

სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ სისხლის პლაზმაში ჰალოპერიდოლის კონცენტრაცია

ჰალოპერიდოლის ერთობლივმა შეყვანამ CYP3A4 ფერმენტის ძლიერ ინდუქტორებთან შეიძლება თანდათან შეამციროს ჰალოპერიდოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ისე, რომ ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს. მაგალითები:

  • · კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კრაზანა.

ეს ჩამონათვალი არ არის მომწურავი.

CYP3A4 ფერმენტის ინდუქცია შეიძლება დაფიქსირდეს მკურნალობის რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია, როგორც წესი, აღინიშნება 2 კვირის შემდეგ და შემდგომ შეიძლება შენარჩუნდეს სამკურნალო საშუალებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ იმავე პერიოდის განმავლობაში ჰალოპერიდოლით და CYP3A4 ინდუქტორებით კომბინირებული თერაპიისას. რეკომენდებულია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი და აუცილებლობისას, პრეპარატ ჰალოპერიდოლის დოზის გაზრდა. CYP3A4 ინდუქტორის მოხსნის შემდეგ ჰალოპერიდოლის კონცენტრაცია შეიძლება თანდათან გაიზარდოს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ ჰალოპერიდოლის დოზის შემცირება.

ცნობილია, რომ ნატრიუმის ვალპროატი აინჰიბირებს გლუკორონიზაციას, მაგრამ გავლენას არ ახდენს სისხლის პლაზმაში ჰალოპერიდოლის კონცენტრაციაზე.

ჰალოპერიდოლის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ჰალოპერიდოლმა შეიძლება დათრგუნოს ცნს, გამოწვეული ალკოჰოლით ან პრეპარატებით, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს, მათ შორის საძილე საშუალებებით, სედაციური საშუალებებით ან ძლიერი ანალგეტიკებით. ცნობილია ცნს-ის მდგომარეობის გაუმჯობესება ჰალოპერიდოლის მეთილდოპასთან ერთად გამოყენებისას. ჰალოპერიდოლმა შეიძლება მოახდინოს ადრენალინის და სხვა სიმპატომიმეტიკური სამკურნალო პრეპარატების მოქმედების ანტაგონიზება (მაგალითად, სტიმულატორების, როგორიცაა ამფეტამინი) და გაანეიტრალოს არტერიული წნევის შემცირების ეფექტი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც ბლოკავენ ადრენორეცეპტორებს, როგორიცაა გუანეტიდინი.

ჰალოპერიდოლმა შეიძლება მოახდინოს ლევიპოროდის და დოფამინის სხვა აგონისტების მოქმედების ანტაგონიზება. ჰალოპერიდოლი არის CYP2D6-ის ინჰიბიტორი. ჰალოპერიდოლი აინჰიბირებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (მაგ. იმიპრაცინი, დეზიპრამინი) მეტაბოლიზმს, სისხლის პლაზმაში ამ სამკურნალო პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდით.

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

იშვიათ შემთხვევებში, ლითიუმის და ჰალოპერიდოლის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი სიმპტომები: ენცეფალოპათია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, გვიანი დისკინეზია, ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი, ტვინის მწვავე სინდრომი და კომა. ამ სიმპტომების უმრავლესობა იყო შექცევადი. გაურკვეველია, არის თუ არა ეს ცალკე ნოზოლოგიური ფორმა.

მიუხედავად ამისა, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ლითიუმის და ჰალოპერიდოლის პრეპარატებს, თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ სიმპტომები განვითარდა. ცნობილია ანტიკოაგულანტის ფენინდიონის მოქმედების ანტაგონიზმის შესახებ.

გვერდითი მოქმედება

ჰალოპერიდოლის უსაფრთხოება შეფასებულია 284 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ჰალოპერიდოლს სამ პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში და 1295 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ჰალოპერიდოლს 16 ორმაგად ბრმა აქტიური კომპარატორ-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ფარგლებში.

აღნიშნული კლინიკური კვლევებიდან უსაფრთხოების შესახებ გაერთიანებული მონაცემების საფუძველზე ყველაზე ხშირად აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ექსტრაპირამიდული დარღვევები (34%), უძილობა (19%), აგზნება (15%), ჰიპერკინეზია (13%), თავის ტკივილი (12%), ფსიქიკური დარღვევები (9%), დეპრესია (8%), წონის მომატება (8%), ტრემორი (8%), ჰიპერტენზია (7%), ორთოსტატიკური ჰიპოტენზია (7%), დისტონია (6%) და ძილიანობა (5%).

გარდა ამისა, ჰალოპერიდოლ დეკანოატის უსაფრთხოება შეფასდა 410 პაციენტში, რომლებიც მონაწილეობდნენ 3 შედარებით კვლევაში (ჰალოპერიდოლ დეკანოატის ფლუფენაზინთან 1 შედარება და დეკანოატის პერორალურ ჰალოპერიდოლთან 2 შედარება), 9 ღია კვლევა და 1 კვლევა დოზირებაზე საპასუხო რეაქციის შესახებ.

ცხრილში ჩამოთვლილია შემდეგი გვერდითი რეაქციები:

  • · ჰალოპერიდოლის კლინიკურ კვლევებში მითითებული.
  • · ჰალოპერიდოლის დეკანოატის კლინიკურ კვლევებში მითითებულ აქტიურ კომპონენტთან მიმართებით.
  • · ჰალოპერიდოლის ჰალოპერიდოლის დეკანოატთან შედარებით პოსტმარკეტინგული კვლევებიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

არასასურველი რეაქციების სიხშირის შეფასება ეფუძნება კლინიკურ კვლევებს ან ეპიდემიოლოგიურ კვლევებს, და კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად >1/10; ხშირად: >1/100-დან <1/10-მდე; არახშირად: >1/1000-დან <1/100-მდე; იშვიათად: >1/10000-დან <1/1000-მდე, ძალიან იშვიათად <1/10000, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით.

გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის თითოეულ კატეგორიაში სიმძიმის კლების მიხედვით.

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქციები

 

სიხშირე

 

ძალიან ხშირად

ხშირად

არახშირად

იშვიათად

სიხშირის შეფასება შეუძლებელია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

   

ლეიკოპენია

 

პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

   

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

 

ანაფილაქსური რეაქცია

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

     

ჰიპერპროლაქტინემია

ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

       

ჰიპოგლიკემია

ფსიქიკის დარღვევები

აგზნება, უძილობა

ფსიქიკური აშლილობები

ცნობიერების არევა, ლიბიდოს დაკარგვა, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა

   

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ექსტრაპირამიდული დარღვევები, ჰიპერკინეზია, თავის ტკივილი

გვიანი დისკინეზია, აქათიზია, ბრადიკინეზია, დისტონია, ჰიპოკინეზია, ჰიპერტონია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრემორი

კრუნჩხვები, პარკინსონიზმი, ძილიანობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი

აკინეზია, რიგიდულობა, ნიღბის მსგავსი სახე

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

 

ოკულოგირული კრიზი, მხედველობის დარღვევა

ბუნდოვანი მხედველობა

   

დარღვევები გულის მხრივ

   

ტაქიკარდია

 

პარკუჭების ფიბრილაცია, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები

 

ჰიპოტენზია,ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

     

დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულ-მკერდის და შუასაყარის მხრივ

   

ქოშინი

ბრონქოსპაზმი

ხორხის შეშუპება, ლარინგოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

 

ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია

     

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

 

ღვიძლის ანომალური ფუნქციური სინჯი

ჰეპატიტი, სიყვითლე

 

ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

 

გამონაყარი

ფოტომგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, ქავილი, მომატებული ოფლიანობა

 

კვინკეს შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

   

კისრის გამრუდება,

კუნთების რიგიდულობა, კუნთების სპაზმი, ძვალ-კუნთოვანი დაჭიმულობა

ტრიზმი, კუნთების კრუნჩხვები

რაბდომიოლიზი

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

 

შარდის გამოყოფის შეფერხება

     

ორსულობა, მშრობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობები

       

აბსტინენციური ნარკოტიკული ნეონატალური სინდრომი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

 

ერექციული დისფუნქცია

ამენორეა, გალაქტორეა, დისმენორეა, ტკივილი მკერდის არეში, დისკომფორტი მკერდის არეში

ჰიპერმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სქესობრივი დისფუნქცია

პრიაპიზმი, გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

   

ჰიპერთერმია, შეშუპება, სიარულის დარღვევა

 

უეცარი სიკვდილი, სახის შეშუპება, ჰიპოთერმია

ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე

 

წონის მომატება, წონის შემცირება

 

ეკგ, QT ინტერვალის დაგრძელება

 

ჰალოპერიდოლის მიღების შედეგად დაფიქსირდა: QT ინტერვალის დაგრძელება ეკგ-ზე, პარკუჭოვანი არითმიების (პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია), „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია და უეცარი სიკვდილი.

ანტიფსიქოზური პრეპარატების გვერდითი ეფექტები

ანტიფსიქოზური სამკურნალო პრეპარატების მიღების შედეგად დაფიქსირდა: გულის გაჩერება, თრომბოემბოლიის შემთხვევები, მათ შორის, ფილტვის ემბოლიის შემთხვევები ღრმა ვენების თრომბოზის დროს. განვითარების სიხშირე უცნობია.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომატიკა და ნიშნები

ჰალოპერიდოლის დოზის გადაჭარბება ვლინდება ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტების და გვერდითი რეაქციების გაძლიერებით. ყველაზე გამოხატული სიმპტომებია: ექსტრაპირამიდული რეაქციები, ჰიპოტენზია და სედაციური ეფექტი. ექსტრაპირამიდული რეაქცია ვლინდება კუნთების რიგიდულობით და გენერალიზებული ან ლოკალიზებული ტრემორით. შეიძლება ასევე აღინიშნოს ჰიპერტენზია, მაგრამ არა ჰიპოტენზია.

უკიდურეს შემთხვევები, პაციენტი იქნება კომატოზურ მდგომარეობაში სუნთქვის დათრგუნვით და ჰიპოტენზიით, რომელიც შეიძლება საკმარისად სერიოზული იყოს, რომ გამოიწვიოს შოკური მდგომარეობა. აუცილებელია პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკის გათვალისწინება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს Q-T ინტერვალის დაგრძლებასთან.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არის. მკურნალობა არის შემანარჩუნებელი. გააქტიურებული ნახშირის ეფექტიანობა დადგენილი არ არის. დიალიზი რეკომენდებული არ არის დოზის გადაჭარბების მკურნალობისას, ვინაიდან გამოიდევნება ჰალოპერიდოლის მხოლოდ მცირე რაოდენობა (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკა“).

კომის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში აუცილებელია სასუნთქი გზების თავისუფალი გამტარობის უზრუნველყოფა პირ-ხახის ჰაერგამატარის ან ენდოტრაქეალური მილის დახმარებით. სუნთქვის დათრგუნვამ შეიძლება მოითხოვოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

რეკომენდებულია ეკგ-ს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების კონტროლი, და მონიტორინგის გაგრძელება იმ დრომდე, ვიდრე ეკგ არ ნორმალიზდება. რეკომენდებულია მძიმე არითმიების მკურნალობა შესაბამისი ანტიარითმიული ზომების მიღებით.

ჰიპოტენზიის და სისხლძარღვთა კოლაფსის თავიდან აცილება შესაძლებელია შიდავენური სითხეების, პლაზმის ან კონცენტრირებული ალბუმინის და ვაზოპრესორული საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა დოპამინი და ნორადრენალინი. ადრენალინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ღრმა ჰიპოტენზია ჰალოპერიდოლის არსებობისას.

მძიმე ექსტრაპირამიდული რეაქციების შემთხვევაში, რეკომენდებულია პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პარენტერალურად შეყვანა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსული ქალების შესახებ საშუალო რაოდენობის მონაცემები (400-ზე მეტი ორსულობის შემთხვევა) მიუთითებს ჰალოპერიდოლის თანდაყოლილი ან საშვილოსნოსშიდა/ნეონატალური ტოქსიკურობის არარსებობაზე. მიუხედავად ამისა, ცნობილია თანდაყოლილი დეფექტების ცალკეული შემთხვევების შესახებ ჰალოპერიდოლის ფეტალური ზემოქმედების შედეგ, ძირითადად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებისას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდებულია ამ პრეპარატის გამოყენებისაგან თავის შეკავება ორსულობის პეიროდში.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ანტიფსიქოზური საშუალებებით (მათ შორის ჰალოპერიდოლით) ინფიცირებულ ახალშობილებში არსებობს გვერდითი რეაქციების, მათ შორის ექსტრაპირამიდული და/ან აბსტინენციის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს სიმძიმის ხარისხის და ხანგრძლივობის მხრივ მშობიარობის შემდეგ.

არსებობს ცნობები აჟიტაციის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრესის და კვების დარღვევების შესახებ. შესაბამისად, რეკომენდებულია ახალშობილებზე ყურადღებით დაკვირვება.

ძუძუთი კვება

ჰალოპერდოლი გამოიყოფა დედის რძეში. ჰალოპერიდოლის მცირე რაოდენობა აღმოჩნდა ახალშობილთა პლაზმაში და შარდში, როდესაც დედები იღებდნენ ჰალოპერიდოლს. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მეძუძურ ჩვილებზე ჰალოპერიდოლის ზემოქმედების შესახებ. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების ან სამკურნალო საშუალებით თერაპიის შეწყვეტის შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და ქალისთვის თერაპიის უპირატესობის გათვალისწინებით.

შენახვის ტემპერატურა

150C-დან 250C-მდე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

1 მლ უფერო შუშის ფლაკონებში; 5 ამპულა კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში; 2 ან 5 კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი

ეღსს „ფერეინ“, ბელარუსის რესპუბლიკა, 220014, ქ. მინსკი, ს. კოვალევსკის შეს. 52ა, ტელ/ფაქსი: +375 17 394-92-18, ელ-ფოსტა: [email protected]