ვენტოლინი 0.1მგ/200დოზ. აეროზ.

ვენტოლინი 0.1მგ/200დოზ. აეროზ.

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სალბუტამოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 115
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვენტოლინი
VENTOLIN

საერთაშორისო დასახელება - salbutamol
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R03AC02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბრონქოლიზური საშუალებები
;  ბეტა2 ადრენომიმეტიკები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
არაფრეონული დოზირებული აეროზოლი ინჰალაციისათვის 100 მკგ/1 დოზა: ფლ. 200 დოზა

დოზირებული არაფრეონული აეროზოლი ინჰალაციისათვის: ფლაკონში 200 დოზა
1 დოზა
სალბუტამოლი (სულფატის სახით). . 0.1 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სალბუტამოლი წარმოადგენს ბეტა2-ადრენორეცეპტორების სელექტიურ აგონისტს. ბრონქების გაფართოვების გზით იგი ხსნის ბრონქოსპაზმს. გულის ბეტა1-ადრენორეცეპტორებზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. იგი აფერხებს პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინისა და ანაფილაქსიის ნელად მორეაგირე სუბსტანციის გამონთავისუფლების პროცესს.
პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება სწრაფად და გრძელდება 4 სთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ინჰალაცის შემდეგ სალბუტამოლის დოზის 10-20% აღწევს წვრილი ყალიბის ბრონქებში, დანარჩენი ნაწილი კი რჩება ზედა სასუნთქ გზებში.
განაწილება: პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 10%-ს. მეტაბოლიზმი: სალბუტამოლი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში.
გამოყოფა: ორგანიზმიდან პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი და არააქტიური ფენოლსულფატური მეტაბოლიტის სახით.
ინჰალაციის დროს პრეპარატის დოზის დიდი ნაწილი ელიმინირდება 72 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები

ბრონქული ასთმა:
- ბრონქული ასთმის შეტევების კუპირება (მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმის გამწვავების ჩათვლით);
- ალერგენებით ან ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის შეტევების თავიდან აცილება;
- როგორც ერთ-ერთი კომპონენტი ბრონქული ასთმის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები ბრონქიტის და ემფიზემის ჩათვლით.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებს ბრონქოსპაზმის მწვავე შეტევების კუპირებისათვის ენიშნებათ 100-200 მკგ (1-2 ინჰალაცია); დაავადების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულ თერაპიულ დოზას წარმოადგენს 200 მკგ 3-4-ჯერ დღეში.
ალერგენებით ან ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის შეტევის თავიდან აცილების მიზნით ენიშნებათ 200 მკგ მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებამდე 10-15 წთ-ით ადრე. ბავშვებს ბრონქოსპაზმის კუპირებისათვის ენიშნებათ 100-200 მკგ (1 ინჰალაცია). რეკომენდებული თერაპიის სახით _ 100-200 მკგ 3-4-ჯერ დღეში. პერორალურად მისაღებად მოზრდილებს ენიშნებათ 4 მგ 3-4-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 8 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში.
სალბუტამოლის ინჰალატორის გამოყენება 4 ინჰალაციაზე მეტი რაოდენობით დღეში რეკომენდებული არ არის.
სალბუტამოლის მაქსიმალური დოზებით ხშირად გამოყენება ან მისი დოზების უეცარი გაზრდა დაავადების მიმდინარეობის გაუარესების პროცესზე მეტყველებს. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა შეადგენს 2 მგ-ს 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ასაკის მიხედვით:
2-6 წელი _ 1-2 მგ;
6-12 წელი _ 2 მგ;
12 წლის ასაკის ზემოთ _ 2-4 მგ 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ნერვული სისტემის მხრივ: ჩონჩხის კუნთების მსუბუქი ტრემორი (ძირითადად ზედა კიდურების); იშვითად _ თავის ტკივილი, ბავშვებში _ აგზნება და მოძრაობითი აქტივობის გაზრდა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება და გულის შეკუმშვათა სიხშირის უმნიშვნელო კომპენსატორული მომატება.
გულის რითმის დარღვევა (მათ შორის მოციმციმე არითმია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლია).
სუნთქვის სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში _ პარადოქსული ბრონქოსპაზმი, რომელიც საჭიროებს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით დაუყოვნებლივ, სხვა სწრაფად მოქმედი საინჰალაციო ბრონქოდილატატორის გამოყენებას. შემდგომში საჭიროა სალბუტამოლით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და პაციენტის მდგომარეობის და ჩატარებული გამოკვლევების შესაბამისად მკურნალობის კორექცია.
ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში _ ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი.
სხვადასხვა: ჰიპოკალიემია (რომელიც ზოგჯერ სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს პაციენტებისათვის).

უკუჩვენება

- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ნაადრევი მშობიარობა და აბორტი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს სალბუტამოლის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში, ლაქტაციის დროს მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები

ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს ინჰალატორის სწორად გამოყენების შესახებ. ბრონქოდილატატორები არ წარმოადგენენ ერთ-ერთ და ამავე დროს ძირითად კომპონენტს არასტაბილურად ან მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
იმ შემთხვევაში, როდესაც სალბუტამოლი რეკომენდებულ დოზებში არ იძლევა სასურველ შედეგს _ ჩვეულებრივი დოზა ნაკლებად ეფექტურია ან მისი მოქმედება ხანმოკლეა (პრეპარატის მოქმედება გრძელდება არა უმცირეს 3 სთ-ის განმავლობაში), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის დიდი დოზებით მიღება რეკომენდებულ დოზასთან შედარებით იწვევს სხვადასხვა გართულებების სერიოზულ საშიშროებას. პრეპარატის დოზის გაზრდა ხდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირეოტოქსიკოზით შეპყრობილ პაციენტებს. ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტებით მკურნალობის დროს შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ბრონქული ასთმის მძიმე შეტევების დროს, რადგან ქსანტინის წარმოებულებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, დიურეზულ პრეპარატებთან კომბინაციის დროს, აგრეთვე ჰიპოქსიის გამო ადგილი აქვს ჰიპოკალიემიის გაძლიერებას. ამ შემთხვევაში საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.
სალბუტამოლის დიდი დოზები იწვევს საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეკუმშვის დათრგუნვას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას მშობიარობის დროს.

ჭარბი დოზირება

მკვეთრად გამოხატული ტაქიკარდის შემთხვევაში იყენებენ კარდიოსელექტიურ ბეტა-ბლოკატორებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის გამოყენება პროპრანოლოლთან ერთად რეკომენდებული არ არის. სალბუტამოლის კომბინაცია მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ნებადართულია.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი