ჰეპატო-რიცი #50კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
HEPATO-Ritz
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 140 მგ ბაყაყურას (Silybum marianum) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ ქრისტესისხლას (Chelidonium majus) მშრალ ექსტრაქტს, 25 მგ ყვითელი კოჭას (Curcuma longa) მშრალ ექსტრაქტს და 40 მგ ლეციტინს (Lecithin).
მოქმედების მექანიზმი
ჰეპატო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედების ჰეპატოპროტექტორი, რომელიც ახდენს ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზაციას, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.
ჰეპატო-რიცის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება:
ფლავონოიდი სილიბინინი, რომელსაც შეიცავს ბაყაყურას ექსტრაქტი, ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით. ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციებისას ახდენს უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, აფერხებს მათ შემდგომ დაშლას და უჯრედებში ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების შეღწევას; იცავს ღვიძლს ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან. ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაციით აჩქარებს დაზიანებული ჰეპატოციტების რეგენერაციას.
ალკალოიდი ხელიდონინი, რომელიც წარმოადგენს ქრისტესისხლას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედებით. თავისუფალი რადიკალების მიერთებით ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას; ხელს უწყობს ჰეპატოციტების აღდგენის პროცესს.
ყვითელი კოჭას აქტიური ნივთიერება კურკუმინი - ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა; ამცირებს ღვიძლის ინტოქსიკაციას, აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას და ნაღვლის გამოყოფას. აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიურ ფუნქციას და ავლენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ აქტიობას ნაწლავური ინფექციების ზოგიერთი გამომწვევის მიმართ.
ლეციტინი წარმოადგენს შეუცვლელი ფოსფოლიპიდების კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია ღვიძლის უჯრედების მემბრანების რეგენერაციის, ბიოლოგიური სტრუქტურის სტაბილიზაციისა და წარმოქმნისათვის. ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებისას ლეციტინი ამცირებს ლიმფოციტების ციტოტოქსიურ მოქმედებას და ჰეპატოციტების ნეკროზს; არეგულირებს ცილებისა და ცხიმების ცვლას, იცავს ღვიძლის უჯრედულ სტრუქტურას, აღადგენს ლიმფოციტების და მაკროფაგების დამცველობით ფუნქციას.
ჩვენება
პროფილაქტიკური, დამცავი და სამკურნალო საშუალება ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს:
- ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა;
- ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
- ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანებები;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია;
- ღვიძლის ციროზის მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებით და სხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით ინიშნება სიყვითლის და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დროს.
დოზის გადაჭარბების ნიშნები აღწერილი არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ინიშნება ჰეპატო-რიცის 1 კაფსულა სამჯერ დღეში. მძიმე ფორმით მიმდინარე დაავადების დროს – 2 კაფსულა სამჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომ მკურნალობა გრძელდება თერაპიული დოზით (1 კაფსულა სამჯერ დღეში) 1-3 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 1-3 თვის ინტერვალით.
კაფსულები მიიღება ჭამის წინ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
50 კაფსულა ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)