ჰეელი-Cralonin 1.1მლ #100ა

ჰეელი-Cralonin 1.1მლ #100ა

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11375
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კრალონინი
Cralonin
 
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1,1 მლ ამპულაში. ამპულა # 5, 10, 50 ან 100

წვეთები: 100 მლ ხსნარი შეიცავს: Crataegus q - 70 ml, Spigelia anthelmia D2, Kalium carbonicum D3 შესაბამისად 1 მლ; Ethanol 43 vol%.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Crataegus D2 8.8 mg, Spigelia anthelmia D1, Kalium carbonicum D2 - შესაბამისად 1.1 მგ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.

ჩვენებები

წვეთები: ნაჩვენებია სიმპტომთა კომპლექსის შესაბამისად, რომელთა კუპირებისთვის რეცეპტურის ცალკეული კომპონენტები გამოიყენება: დაბერებული გული, გულის კუნთის დაზიანებათა შედეგები, გულის მოქმედების ნევროგენული მოშლილობები, გულის არეში მჩხვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა).
საინექციო ხსნარი: სისხლის კორონარული მიმოქცევის დარღვევები, გულის იშემიური დაავადება, სხვადასხვა გენეზის ტკივილები გულის არეში, ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა

მიღების წესები და დოზები

დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
წვეთები: ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას, 2-10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში დაავადების საწყის სტადიაზე (ყურადღება! ამ დოზირე-ბით წამლის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება).
საინექციო ხსნარი: დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში - 1 ამპულა ყოველდღიურად (შეიძლება 6-8 საათში ერთხელ), სხვა შემთხვევებში - 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ ვენაში, კუნთში, კანქვეშ, კანში.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები

Craegus პირველ ყოვლისა ზემოქმედებს გულის დაზიანებულ კუნთზე; გულის დატვირთვასა და ფიზიოლოგიურ დაბერებაზე, რომლებიც იწვევს მისი მუშაობის ფუნქციონალურ შესუსტებას; იგი ხელს უწყობს მიოკარდის სისხლით და ჟანგბადით მომარაგებას და არეგულირებს სისხლის წნევას; Kalium carbonicum და Spigelia ხელს უწყობს Crataegus-ის ზემოქმედებას.
ოსტეოქონდროზით გართულებული გულის დაავადებებისას (ვერტებროგენული სტენოკარდია) დამატებით ინიშნება Colocynhis -Homaccord და სხვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)