ალერგოდილი 0.05% თვალის წვ.
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ალერგოდილი 0.05% თვალის წვ.
(Azelastine hidrochloride)
გამოშვების ფორმა, შეფუთვა:
0,05%-იანი გამჭვირველე, უფერო თვალის წვეთები, 1 მლ შიეცავს 500 მკგ აქტიურ ნივთიერებას. გაყიდვაში გამოდის მუყაოს შეფუთვით, რომელშიაც მოთავსებულია 1 ცალი პოლიეთილენის 6 ან 10 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით.
შემადგენლობა:
აზელასტინის ჰიდროქლორიდი (Azelastine hidrochloride)
მწარმოებელი:
MEDA PHARMA, GmbH & Co.KG (გერმანია)
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.
(ოფტალმოლოგიაში ადგილობრივი მოხმარების ანტიალერგიული პრეპარატი);
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალერგოდული არის ფტალაზონონისგან წარმოებული ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი, მას აქვს ძლიერი და ხანგრძლივი ანტიალერგიული მოქმედება. თვალში ჩაწვეტების შემდეგ დამატებით აღინიშნება ანთებისსაწინააღმდეგო და მემბრანის მასტაბილიზებელი ეფექტი: აზელასტინი ამუხრუჭებს ალერგიული რეაქციის ადრეული და გვიანი ფაზის მედიატორების გამოთავისუფლებას.
კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება QT იტერვალზე არ ვლინდება აზელასტინის დიდ დოზებში გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ფარმაკოკინეტიკა:
თვალის წვეთების სახით ალერგოდილის განმეორებითი გამოყენებისას (1 წვეთი თითოეულ თვალში დღეში 4-ჯერ) Cmax აღმოჩნდა ძლიან დაბალი.
ჩვენება-სეზონური და ალერგიული კონიუნქტივიტების სიმპტომური მკურნალობა.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
ინიშნება 1 წვეთი ალერგოდილი ორივე თვალში დილით და საღამოს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
ალერგოდილის გამოყენების წესი:
პირველ რიგში სისველის მოშორების მიზნით საჭირო თვალის ირგვლივ კანის ფრთხილად გაწმენდა. საწვეთურის სისუფთავეში დარწმუნების მიზნით საჭიროა ბოთლის თავსახურის მოხსნა. ფრთხილად ვწევთ დაბლა ქვედა ქუთუთოს.
ფრთხილად ვაწვეთებთ პრეპარატის 1 წვეთს ქვედა ქუთუთოს შუაგულში. ამ დროს საწვეთური თვალს არ უნდა ეხებოდეს.
შემდგომ საჭიროა ქვედა ქუთუთოს ხელი გავუშვათ და ფრთხილად მივაჭიროთ თითი თვალის შიდა კუთხეს ცხვირის ფუძის მიმართულებით. თვალის ზედაპირზე პრეპარატის კარგად განაწილების მიზნით საჭიროა თვალის რამდენჯერმე დახამხამება. პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მოცილება წარმოებს დოლბანდის საშუალებით. იგივე პროცედურა ტარდება მეორე თვალზე.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია თვალის ლორწოვანის მსუბუქი გაღიზიანება, იშვიათად - პირში მწარე გემოს შეგრძნება.
უკუჩვენება:
-პრეპარატის და მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
-ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები:
ალერგოდილის თვალის წვეთების გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს რეკომენდებული არ არის.
ჰიპერდოზირება:
მონაცემები ჭაერბი დოზირების შესახებ არ არსებიბს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გამოვლენილი არ არის.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას და ვარგისიანია 3 წელი; გახსნილი ფლაკონი ვარგისიანია არა უმეტეს 4 კვირისა.