ეუკარბონი #10ტ

ეუკარბონი #10ტ

4.71 ლარი
ქვეყანა: ავსტრია
მწარმოებელი: ფარმაცევტიშე ავსტრია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნახშირი გააქტივებული+რევანდი+სინამაქი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11344
გააზიარე:

ეუკარბონის ტაბლეტები

 

 

აქტიური ნივთიერებებისენას ფოთლები (folium sennae), რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei), მცენარეული ნახშირი (carbo ligni), გოგირდი

 

ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

აღნიშნული მედიკამენტი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ეუკარბონის მიღება სიფრთხილით.

- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს  ფარმაცევტს.

- დაუკავშირდით ექიმს, თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ აღინიშნა გაუმჯობესება რამდენიმე დღის შემდეგ.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას,  რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

დანართ ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

1. რა არის ეუკარბონი და რისთვის გამოიყენება

2. ეუკარბონის მიღებამდე

3. როგორ მიიღება ეუკარბონი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ეუკარბონი

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ეუკარბონი და რისთვის გამოიყენება

-          ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ მცენარეული და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებს და გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ.

-          ამ პრეპარატს გააჩნია საჭმლის მონელების მარეგულირებელი და მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. ეუკარბონის შემარბილებელ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედებას (დამატებითი ეფექტი, რომელსაც იწვევს ეთერზეთები) უზრუნველყოფს მცენარეული ნახშირის უნარი, შეიწოვოს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებები და  სენას ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის უნარი, გამოდევნოს ისინი ორგანიზმიდან. ეუკარბონის მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ვლინდება მისი მიღებიდან დაახლოებით 8-10 საათში.

-          თუ მედიკამენტის მიღების დროს თავს უკეთ არ იგრძნობთ, ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. პაციენტთა მცირე ჯგუფში, რომლებსაც აქვთ ყაბზობა იმავდროულად ნაწლავების გაღიზიანების სინდრომით, ეუკარბონმა გამოავლინა დადებითი შედეგები.

ჩვენებები:

  • ყაბზობა და მისი სიმპტომები: ნაწლავის მოქმედების შენელება, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (იწვევს დიაფრაგმის აწევას);
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები.
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
  • დეტოქსიკაცია.
  • ნაწლავების გაწმენდა რენტგენის და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წინ.

2. ეუკარბონის მიღებამდე

ეუკარბონი არ მიიღება

- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) სენას ფოთლების, რევანდის ფესვის ექსტრაქტის, ნახშირის, ან ეუკარბონის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

- თუ გაქვთ ნაწლავის ოკლუზია;

- ნაწლავის ანთების დროს;

- უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილისას;

- წყლისა და მინერალური ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევისას;

- თუ საეჭვოა კუჭის ან ნაწლავის წყლული;

- აპენდიციტი.

თუ გაქვთ ზემოთ მითითებული დაავადებები, აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა.

არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ეუკარბონის მიღებისას

თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან თუ მკურნალობა წარუმატებელია. ყოველი კონკრეტული შემთხვევისას, აუცილებელია სამედიცინო კონსულტაციის მიღება.

ორსულობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ორსულობის დადგომის შესახებ.

სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური წინასწარგანწყობის მიხედვით. ეუკარბონი არ მიიღოთ უფრო დიდი ხნის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტ ხანს) სამედიცინო დანიშნულების გარეშე.

ეუკარბონი არ გამოიყენება გასახდომად.

გახანგრძლივებული მკურნალობისას, როდესაც მედიკამენტის მიღება გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს , ეფექტურობამ შეიძლება იკლოს.

სხვა პრეპარატების გამოყენება

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

თუ იღებთ საგულე საშუალებებს:

ჰიპოკალემიის (კალიუმის ნაკლებობა) შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთი საგულე საშუალების (საგულე გლიკოზიდების) მოქმედება.

ეუკარბონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ეუკარბონის მიღება შეიძლება კვების დროს ან კვების შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეუკარბონი არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.          

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეუკარბონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეუკარბონის ერთი ტაბლეტი შეიცავს 43,4 მგ საქაროზას და 0,25 – 11,25 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და ის შეიძლება მიიღონ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

3. როგორ მიიღება ეუკარბონი

ეუკარბონი ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის მითითებების შესაბამისად.

თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ექიმი განსხვავებულ დოზირებას არ დანიშნავს, მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად, ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ზემოთ, არის 1-2 ტაბლეტი დღეში სამჯერ კვების დროს ან კვების შემდეგ.  სასურველი ეფექტის მისაღწევად აუცილებელი დოზირება ინდივიდუალურია. უფრო ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის, დოზირება შეიძლება გაიზარდოს საღამოს 3-4 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს დღეში.

ეუკარბონის ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი).

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ეუკარბონი

დიარეა შეიძლება იყოს ჭარბი დოზირების ნიშანი. ასეთ შემთხვევაში, ეუკარბონის დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.

თუ დაგავიწყდათ ეუკარბონის მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ეუკარბონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ დანართ ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა მუცლის ტკივილი და დიარეა.

- ძალიან იშვიათ შემთხვევებში (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10,000 დან) გულისრევა ან ღებინება – ეს შეიძლება იყოს ზედოზირების ნიშანი.

- თუ დიდი ხნის განმავლობაში მიიღება დიდი დოზები, ამან შეიძლება გამოიწვიოს მინერალური მარილების, განსაკუთრებით კალიუმის მარილების დაკარგვა, რის შედეგადაც შეიძლება აღინიშნოს კუნთების სისუსტე და ყაბზობის გაუარესება, ნაწლავების შეზღუდული მოქმედების გამო.

- იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შარდის მსუბუქი წითელი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ტუტოვანი რეაქციით და საშიში არ არის.

5. როგორ ინახება ეუკარბონი

- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

- შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაცული იყოს სინათლისაგან.

- არ შეინახოთ 25 °C- ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ მშრალად.

- ეუკარბონი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

- არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების გადაგდების შესახებ რჩევა ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ეუკარბონი:

აქტიური ნივთიერებები:

  • სენას ფოთლები (folium sennae) – 105 მგ
  • რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei) – 25 მგ
  • მცენარეული ნახშირი (carbo ligni) – 180 მგ
  • გოგირდი  – 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი (saccharosum), ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი (amylum maydis), თეთრი თიხა (bolus alba), ტალკი, გუმი არაბიკი, ესენციური კამის ზეთი, ესენციური პიტნის ზეთი.

პრეპარატის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა:

ნაცრისფერი-შავი, შემოუგარსავი ტაბლეტები გამყოფი ხაზის გარეშე, 10, 30, 50, 100 და 500 ტაბლეტი შეფუთვაში.

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

F.Trenka chem.-pharm. Fabrik GmbH

პრინც–ოიგენ–შტრასე 70

1040 ვენა

ტელ: +43 1 505 03 41 – 0

ელ-ფოსტა: [email protected]

ეს ანოტაცია ბოლოს შესწორდა 2021 წლის მაისში

რეგისტრაციის ნომერი ავსტრიაში: 735895