ჰექსორალი 40მლ აეროზოლი

ჰექსორალი 40მლ აეროზოლი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰექსატიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11271
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ჰექსორალი®
HEXORAL®


სავაჭრო დასახელება: ჰექსორალი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰექსეტიდინი
სამკურნალო ფორმა: აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება - ჰექსეტიდინი - 2,0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბატი 80, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინადი, ლევომენთოლი, წნელისებრი ევკალიპტის ფოთლების ზეთი, ნატრიუმის კალციუმის ედეტატი, ეთანოლი 96%-ანი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი, აზოტი.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე, პიტნის არომატით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: A01AB12.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატის “ჰექსორალი®” ანტიმიკრობული მოქმედება დაკავშირებულია ბაქტერიების მეტაბოლიზმის ოქსიდაციური რეაქციების დათრგუნვასთან (თიამინის ანტაგონისტი). პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი, კერძოდ, გრამდადებითი ბაქტერიების და ჩანდიდა-ს გვარის სოკოსთან მიმართებაში, მაგრამ პრეპარატს “ჰექსორალი®” შესაძლებელია ჰქონდეს ეფექტი ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია, მაგალითად, Pსეუდომონას აერუგინოსა ან Pროტეუს სპპ. 100 მგ/მლ კონცენტრაციით პრეპარატი თრგუნავს ბაქტერიების უმეტეს შტამებს. მდგრადობის განვითარება არ შეინიშნებოდა. ჰექსეტიდინი ახდენს სუსტ გამაყუჩებელ მოქმედებას ლორწოვან გარსზე.
ფარმაკოკინეტიკა
ჰექსეტიდინი ძალიან კარგად ადჰეზირდება ლოწროვან გარსზე და პრაქტიკულად არ შეიწოვება.
მოქმედი ნივთიერების ერთჯერადი გამოყენებისას მისი კვალი შეინიშნება ღრძილების ლორწოვანზე 65 საათის განმავლობაში. კბილის ნადებზე აქტიური კონცენტრაციები ნარჩუნდება გამოყენებიდან 10-14 საათის განმავლობაში.
გამოყენების ჩვენებები
სიმპტომური საშუალების სახით
• სიმპტომური მკურნალობა პირის ღრუს და ხორხის ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს:
- ტონზილიტი, ანგინა (მათ შორის პლაუტ-ვენსანის ანგინა, გლანდების ანგინა), ფარინგიტი, გინგივიტი, სტომატიტი, გლოსიტი, პაროდონტოზი;
- სოკოვანი დაავადებები.
• ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა პირის ღრუსა და ხორხზე ოპერაციულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ, ასევე ტრავმების დროს, მათ შორის კბილის ექსტრაქციის შემდეგ ალვეოლის ინფიცირების პროფილაქტიკა.
• პირის ღრუს ჰიგიენა, მათ შორის პირში არასასიამოვნი სუნის გასაქრობად.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიულ-დესკვამოზური დაზიანებები;
• 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ცნობები პრეპარატის “ჰექსორალი®” რაიმე არასასურველი ეფექტების განვითარების შესახებ ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორსულებში ან მეძუძურებში პრეპარატის “ჰექსორალი®” დანიშვნამდე ექიმმა სათანადოდ უნდა შეაფასოს მკურნალობის სარგებელი და რისკი, პრეპარატის პლაცენტასა და დედის რძეში შეღწევის შესახებ საკმარისი მონაცემების არარსებობის გათვალისწინებით.
გამოყენების წესი და დოზირება
ადგილობრივად.
3-დან 6 წლამდე ბავშვები: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ბამბის ტამპონის დახმარებით დატანებისას.
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: სუნთქვის შეკავების ფონზე ხდება დაზიანებული უბნების დამუშავება, 1 შესხურებით 1-2 წამის განმავლობაში 2 ჯერ დღეში.
ჰექსეტიდინი ადჰეზირდება ლორწოვან გარსზე, რის გამოც გააჩნია მდგრადი ეფექტი. ამის გამო პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ.

შეყვანის ზოგადი რეკომენდაციები
პრეპარატის შესხურება ხდება პირის ღრუში ან ხახაში. აეროზოლის დახმარებით შეიძლება ადვილად და სწრაფად დაზიანებული უბნების დამუშავება. საჭიროა შემდეგი ქმედებების შესრულება:
• ჩამოაცვით აეროზოლის ბალონს საცმი-გამფრქვევი;
• მიმართეთ საცმი-გამფრქვევი პირის ღრუს ან ხახის დაზიანებულ უბანზე;
• პრეპარატის შეყვანის დროს ფლაკონი უნდა გეჭიროთ მუდმივად ვერტიკალურ მდგომარეობაში, როგორც სურათზეა მითითებული;
• შეიყვანეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატი საცმი-გამფრქვევზე დაჭერით 1-2 წამის განმავლობაში, არ ისუნთქოთ აეროზოლის შეყვანისას.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციები, გამოვლენილი სამკურნალო პრეპარატის პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას, კლასიფიცირებული იყო შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, ˂1/10), არახშირი (≥1/1000, ˂1/100), იშვიათი (≥1/10000, ˂1/1000), ძალიან იშვიათი (˂1/10000), სიხშირე უცნობია (აღნიშვნის სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების საფუძველზე).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ. ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ჭინჭრის ციება), ანგიონევროზული შეშუპება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ. ძალიან იშვიათად: აგევზია, დისგევზია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ. ძალიან იშვიათად: ხველა, ქოშინი, განპირობებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებით.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძალიან იშვიათად: პირის სიმშრალე, დისფაგია, გულისრევა, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება, ღებინება).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას. იშვიათად: რეაქციები დატანების ადგილას (მათ შორის პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, წვის შეგრძნება, პირის ღრუს პარესთეზიები, ენის შეფერილობის ცვლილება, კბილების შეფერილობის ცვლილება, ანთება, ბუშტუკების და დაწყლულების წარმოქმნა).
ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამწვავების შემთხვევაში ან სხვა გვერდითი ეფექტების აღნიშვნის შემთხვევაში, რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზირება
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰექსეტიდინმა შეიძლება მოახდინოს ტოქსიკური მოქმედება, სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის თანახმად გამოყენებისას.
ეთანოლის შემცველი პრეპარატის დიდი რაოდენობით გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნების/სიმპტომების განვითარება.
ნებისმიერი ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მკურნალობა სიმპტომატურია, ისევე როგორც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს. კუჭის ამორეცხვა საჭიროა ჭარბი დოზის გადაყლაპვიდან 2 საათის განმავლობაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ ასაკიდან, როდესაც არ არსებობს მისი არაკონტროლირებადი გადაყლაპვის საშიშროება, ან როდესაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან უცხო საგანს (საცმი-გამფრქვევს) პირში აეროზოლის გამოყენებისას და შეუძლიათ პრეპარატის შესხურებისას სუნთქვის შეკავება.
ეთანოლის შემცველობა პრეპარატში შეადგენს 5,15%-ს. პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 20,3 მგ ეთანოლს (აბსოლუტურ სპირტზე გათვლით).
აეროზოლის ბალონის შემცველობა წნევის ქვეშაა. დაუშვებელია მისი გახსნა, გახვრეტა ან დაწვა, თუნდაც ბალონი ცარიელი იყოს.
თუ სამკურნალო საშუალება გაუვარგისდა ან ამოიწურა ვარგისიანობის ვადა - დაუშვებელია მისი გადასხმა ჩამდინარე წყლებში და ქუჩაში გადაგდება! მოათავსეთ სამკურნალო საშუალება პაკეტში და ჩააგდეთ ნაგვის კონტეინერში. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას!

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავების უნარზე
სამკურნალო პრეპარატი “ჰექსორალი®”, აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავების უნარზე.

გამოშვების ფორმა
აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის 0,2%.
40 მლ პრეპარატი ალუმინის აეროზოლის ბალონში შიდა ლაქირებული ზედაპირით. 1 აეროზოლის ბალონი საცმი-გამფრქვევთან კომპლექტში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აეროზოლის ბალონის შიგთავსი გამოყენებული უნდა იქნას პირველი გამოყენებიდან 6 თვის განმავლობაში.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
“ფამარ ორლეანი”, საფრანგეთი
იურიდიული მისამართი:Famar Orleans, 5 avenue de Concyr, 45071 Orleans Cedex 2, France/famar orleans, 5 aveniu de konsir, 45071 orlean sedeqsi 2, საფრანგეთი

პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
შპს “ჯონსონ & ჯონსონი”, რუსეთი, 121614, ქ. მოსკოვი, ქ. კრილატსკაია, სახლი 17, კორპ. 2, ტელ. (495) 726-55-55, ელექტრონული მისამართი: [email protected]