წყალბადის ზეჟანგი 3% 40მლ ფლ

წყალბადის ზეჟანგი 3% 40მლ ფლ

1.00 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: დკპ ჟიტომირის ფ/ფ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: წყალბადის ზეჟანგი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1126
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

/ხელმოწერა/

/ბეჭედი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დკპ “ფარმაცევტული ფაბრიკა” * უკრაინა * ქ. ჟიტომირი * დკპ “ფარმაცევტული ფაბრიკა * ს. კ. 32744083 * დოკუმენტებისთვის/

წყალბადის ზეჟანგი

(HYDROGEN PEROXIDE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: წყალბადის პეროქსიდი;

100 მლ ხსნარი შეიცავს წყალბადის პეროქსიდს (30 %) 10 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E 211), წყალი გაწმენდილი.

სამკურნალწამლო ფორმა. ხსნარი გარეგანად გამოსაყენებელი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი ნივთიერებები. კოდი АТХ D08A X01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

წყალბადის ზეჟანგის ხსნარის დაზიანებულ კანთან და ლორწოვან ზედაპირებთან კონტაქტისას გამოიყოფა აქტიური ჟანგბადი, რომელის ხელს უწყობს ჭრილობის ზედაპირის გასუფთავებას და ორგანული ნივთიერებების ინაქტივაციას (პროტეინი, სისხლი, ჩირქი). პრეპარატის გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების რაოდენობის მხოლოდ დროებით შემცირება. პრეპარატს გააჩნია სისხლის შეჩერების ეფექტი.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

პრეპარატს იყენებენ კაპილარული სისხლდენის შესაჩერებლად ქსოვილების ზედაპირული დაზიანების, ცხვირიდან სისხლდენის დროს, ლორწოვანი გარსის დასამუშავებლად სტომატიტების, პარადონტიტების, ანგინების, გინეკოლოგიური დაავადებების, ასევე ჩირქოვანი ჭრილობების დროს.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთმოქმედების სხვა სახეობები.

ურთიერთმოქმედება ჯერ ცნობილი არ არის.

გამოყენების თავისებურებანი.

ხსნარის გამოყენება ნახვევზე უზრუნველყოფს ჭრილობიდან მის უმტკივნეულო მოხსნას. დიდი რაოდენობით წარმოშობილი ქაფი, ხელს უწყობს ჭრილობის მექანიკურ გასუფთავებას ჩირქისა და ქსოვილური დეტრიტისგან. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ღრმა ჭრილობების დამუშავებისას და ღრუების გამოსავლებად, ემბოლიების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

პრეპარატი არასტაბილურია ტუტოვან გარემოში, ლითონების, ზოგიერთი ოქსიდანტის რთული რადიკალების არსებობისას, ასევე განათებულ და თბილ ადგილას.უნდა მოერიდოთ ხსნარის თვალებში მოხვედრას.

ნუ დაარღვევთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესებს - ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

იყენებენ.

ზეგავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე.

ზეგავლენას არ ახდენს.

გამოყენების წესი და დოზები.

წყალბადის ზეჟანგის ხსნარის დატანა ხდება კანის დაზიანებულ უბანზე ჭრილობის დეზინფექციისთვის per se (ანუ გაზავების გარეშე). გამოსავლებად 1 სუფრის კოვზს ხსნიან 1 ჭიქა წყალში; აპლიკაციებისთვის, ჭრილობის ზედაპირების დასამუშავებლად, სისხლდენების (კაპილარული) შესაჩერებლად დაზიანებულ უბნებს ამუშავებენ წყალბადის ზეჟანგით გაჟღენთილი ტამპონით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიღწეულ ეფექტზე.

ბავშვები.

გამოიყენება.

ჭარბი დოზირება.

აღნიშნული არ ყოფილა.

გვერდითი რეაქციები.

ჭრილობის დამუშავების მომენტში შესაძლებელია გაჩნდეს წვის შეგრძნება. ზოგიერთ შემთხვევაში, პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს, შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების წარმოშობა. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლებელია ენის პაპილების ჰიპერტროფია.

რომელიმე არასასურველი მოვლენების გამოვლენის დროს უნდა მიმართოთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.

პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია.

შენახვის პირობები.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მზის პირდაპირი სხვებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუდგომელ ადგილას.

შეფუთვა.

40 მლ და 100 მლ მინის ფლაკონებში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი. შპს „დკპ ფარმაცევტული ფაბრიკა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა.

უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რ-ნი, სოფ. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., სახ. 4.~

/ბეჭედი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დკპ “ფარმაცევტული ფაბრიკა” * უკრაინა * ქ. ჟიტომირი * დკპ “ფარმაცევტული ფაბრიკა * ს. კ. 32744083 * დოკუმენტებისთვის/