ქაფურის ზეთი 10% 30მლ ფლ

ქაფურის ზეთი 10% 30მლ ფლ

1.49 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქაფური
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1121
გააზიარე:

ამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება

1. სამკურნალო პრეპარატის სახელწოდება

ქაფურის ზეთი, 100 მგ/მლ, გარეგანი გამოყენების ხსნარი.

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი შეიცავს: მოქმედ ნივთიერებას - რაცემიული ქაფური - 3 გ

3. სამკურნალწამლო ფორმა

გარეგანი გამოყენების ხსნარი.

ყვითელი ფერის გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე ქაფურის სუნით.

4. კლინიკური მონაცემები

4.1 . გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ქაფურის ზეთი ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად კუნთ-სახსროვანი ტკივილის სიმპტომური მკურნალობისა და ნაწოლების პროფილაქტიკისთვის.

4.2. დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

დოზირების რეჟიმი

კუნთ-სახსროვანი ტკივილის დროს დაიტანება მტკივნეულ ადგილებზე 2-3-ჯერ დღეში. ნაწოლების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ხსნარი დაიტანება კანის სიწითლის ლოკალიზებულ ადგილებში 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ, დაავადების თავისებურებების, პრეპარატის ამტანობისა და მიღწეული ეფექტის გათვალისწინებით.

რეკომენდებული არ არის პრეპარატის 7 დღეზე მეტ ხანს გამოყენება.

ბავშვები

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენებისწესი

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. პრეპარატი უნდა იქნას დატანილი კანის სუფთა და დაუზიანებელ მონაკვეთებზე. ხსნარის დატანისას აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული კანის მატრავმირებელი მოძრაობები. აკრძალულია სხეულის დიდი ზედაპირების დამუშავება.

4.3. უკუჩვენება

- ჰიპერმგრძნობელობა რაცემიული ქაფურის ან რაფინირებული მზესუმზირის ზეთის მიმართ;

- კრუნჩხვითი რეაქციებისადმი განწყობა;

- კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, კანის ანთებითი დაავადებები დატანის სავარაუდო ადგილზე (მათ შორის დერმატიტი, ეგზემა);

- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;

- ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გამოყენებამდე აუცილებელია სამკურნალო პრეპარატის მცირე რაოდენობით დატანა კანის მცირე მონაკვეთზე. სამკურნალო პრეპარატის კანზე დატანისას არ უნდა გამოვლინდეს ტკივილი. ტკივილის, შეშუპების ან კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

სამკურნალო პრეპარატი არ უნდა იქნას დატანილი ღია ჭრილობებზე, თვალების არეებში ან ლორწოვან გარსებზე. ლორწოვან გარსებზე ან თვალებში შემთხვევით მოხვედრისას, საჭიროა დაზიანებული უბნების დიდი რაოდენობის წყლით ჩამობანა.

ხსნარის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა თბილი წყლით და საპნით. სამკურნალო პრეპარატის დატანის შემდეგ არ არის რეკომენდებული ადგილობრივი სითბოს (სათბურები, ნათურები, ცხელი წლით სავსე პაკეტები და ბოთლები) გამოყენება კანის რეაქციების გამოვლენის რისკის მომატების გამო.

მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ცხელი შხაპი ან აბაზანა სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ან მას შემდეგ.

პრეპარატის ქაფურის ზეთი გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი შესუნთქვა. 4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებასთან

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შეფასების კვლევები არ ჩატარებულა. არ არის რეკომენდებული გარეგანი გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

4.6. ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულობისას პრეპარატ ქაფურის ზეთის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია

ლაქტაციის დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. ლაქტაციის დროს პრეპარატი ქაფურის ზეთი არ უნდა იქნას დატანილი სარძევე ჯირკვლის კანზე.

4.7. გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის. რეკომენდებულია სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისას.

4.8. არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების რეზიუმე

პრეპარატის ქაფურის ზეთი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება), კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

შეტყობინება საეჭვო არასასურველირეაქციებისშესახებ

პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრეპარატის "სარგებელი-რისკი" თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია გააკეთონ შეტყობინება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერ საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ გვერდით რეაქციებზე ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო "ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ცდების ცენტრი" ფარმაკოზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 (17) 242 00 29

ფაქსი: +375 (17) 242 00 29

ელ-ფოსტა: [email protected], [email protected]

http://www.rceth.by

4.9. ჭარბი დოზირება

გარეგანი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. დოზის გადაჭარბების სიმპტომები რეგისტრირდება პრეპარატის შემთხვევით ჩაყლაპვისას.

სიმპტომები

პრეპარატსი შემთხვევით მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ქაფურით მოწამვლისთვის დამახასიათებელი დოზის გადაჭარბების სიმპტომები, რომლებიც მოიცავს კუჭ-ნაწლავის (გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი) და ნევროლოგიურ (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება/ალები, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა და კომა) დარღვევებს.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია, ანტიკონვულსანტული თერაპიის ჩათვლით, რომელიც ქაფურით ინტოქსიკაციის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არ უნდა იქნას გამოწვეული ღებინება იმ რისკების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ქაფურის შემდგომ ინჰალაციასთან და ლარინგოსპაზმის განვითარებასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა გარეგანი გამოყენების გამოყენების საშუალებები სახსრების და კუნთების ტკივილის დროს.

ATX კოდი: MO2AX10.

მოქმედების მექანიზმი

სამკურნალო პრეპარატს გააჩნია ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ადგილობრივი ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

კანის ზედაპირზე გამოყენებისას ნაწილობრივ შეიწოვება.

ბიოტრანსფორმაცია

განიცდის დაჟანგვას.

ელიმინაცია

ჟანგვის პროდუქტები უერთდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. ქაფურის ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით ფილტვებით და ნაღველთან ერთად.

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

- რაფინირებული მზესუმზირის ზეთი

6.2. შეუთავსებლობა

არ მიესადაგება.

6.3. ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)

2 წელი

6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

სინათლისგან დაცულ ადგილას, 10°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

6.5. პირველადი შეფუთვის ხასიათი და შემადგენლობა

30 მლ მინის ფლაკონებში, რომლებიც დალუქულია საცობებით ან საცობებით გამამკვრირებელი ელემენტებით და ხრახნიანი თავსახურებით.

ფლაკონები ფურცელ-ჩანართებთან ერთად ჯგუფურ შეფუთვაში შეფუთვაში კოლოფში ჩადების გარეშე. ფურცელ-ჩანართების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფლაკონების რაოდენობას.

1 ფლაკონი გამოყენების ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს პაკეტში.

6.6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან.

უტილიზაცია

უტილიზაციის მიმართ სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

მთელი დარჩენილი სამკურნალო პრეპარატი და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბელარუსის რესპუბლიკა

ღია სააქციო საზოგადოება "ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა"

222518, მინსკის ოლქი, ქ. ბორისოვი, ჩაპაევის ქუჩა, 64

ტელ/ფაქსი: +375 (177) 735612, 744280

ელ-ფოსტა: [email protected]

მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის მისამართზე.

სამკურნალო პრეპარატის ქაფურის ზეთი ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“ www.rceth.by .