სალბუტამოლი 2მგ/5მლ 100მლ სირ.

სალბუტამოლი 2მგ/5მლ 100მლ სირ.

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სალბუტამოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 11206
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სალბუტამოლის სიროფი
Salbutamol Syrup
 
 
საერთაშორისო დასახელება - salbutamol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბრონქოლიზური საშუალებები; ბეტა2 ადრენომიმეტიკები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

2მგ/5მლ სიროფი 100მლ ფლაკონი #1

პრეპარატის 100 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
40მგ სალბუტამოლი (სალბუტამოლის სულფატის სახით)
სხვა კომპონენტები
საქაროზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სალბუტამოლი წარმოადგენს სიმპათომიმეტიკურ საშუალებას, რომელიც β- ადრენერგულ რეცეპტორებზე ახდენს სელექტიურ მოქმედებას. ანტისპაზმურად მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთოვან ქსოვილზე.

ჩვენებები

ბრონქული ასთმის შეტევების კუპურება; ალერგენებით ან ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის შეტევების პრევენციის მიზნით;
სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები ბრონქიტის და ემფიზემის ჩათვლით.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით 10 მლ სიროფი (2 ჩაის კოვზი) 3-4 ჯერ დღეში.
6 დან 12 წლამდე ბავშვებში 5.0 მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 3-4 ჯერ დღეში.
2 დან 6 წლამდე ბავშვებში 2.5-5.0 მლ სიროფი (1/2 1 ჩაის კოვზი) 3-4 ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

სახის შეწითლება, ოფლიანობა, კიდურების კანკალი, შფოთვა, თვალის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უმადობა.
სიმპტომები სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულის ფრიალი, ფილტვების შეშუპება, მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომი.

უკუჩვენება

სალბუტამოლის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჰიპერსეკრეცია, ტაქიკარდია, არითმია, მომატებული არტერიული წნევა, გულის მწვავე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

მხოლოდ ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის პირობებში.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება გულ-სისიხლძარღვათა სისტემის დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
მშობიარობის დროს პრეპარატი ამცირებს საშვილოსნოს შეკუმშვის ძალას, რამაც შესაძლოა გაართულოს მშობიარობის მიმდინარეობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატი არ გამოიყენებაა ეპინეფრინთან ერთად, ვინაიდან შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო გულის რითმის დარღვევა. ინჰალაციური სანარკოზე პრეპარატები (მაგ: ჰალოტანი) აძლიერებენ პრეპარატის არითმოგენულ მოქმედებას. სხვა სიმპატომიმეტურები აძლიერებენ მის მოქმედებას და აგრეთვე ზრდიან გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს. პრეპარატი ამცირებს ინსულინის ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ ადგილას,
5ºCდან 15ºC მდე ტემპერატურულ ინტერვალში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და დაფარულ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ჰასკო-ლეკი სა
პოლონეთი