ოტინუმი ყურის წვეთები 20% 10მლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოტინუმი
სამკურნალ - წამლო ფორმა: ყურის წვეთები
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება :
პრეპარატის 10 გრ შეიცავს 2,0 გ ქოლინის სალიცილატს .
დამხმარე ნივთიერება :
გლიცერინი ………… 1,30 გ
ეთანოლი 96% ……… 1.00 გ
ქლორბუთანოლი ….. 0,05 გ
გასუფთავებული წყალი 10,00 გ
აღწერილობა:
გამჭვირვალე ხსნარი მოყვითალო ფერის დამახასიათებელი სუნით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის აქტიური ნივთიერება ქოლინის სალიცილატი წარმოადგენს სალიცილის მჟავას წარმოებულს , რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას , ამის შედეგად აჩერებს ტკივილს და ანთებას შუა ყურში, დაფის აპკის დაზიანებისას და გარეთა ყურის ანთების დროს . პრეპარატში შემავალი გლიცერინი ხსნის გოგირდის საცობებს და აადვილებს მათ მოცილებას . ადგილობრივი მოქმედებისას პრეპარატი არ ავლენს სისტემურ მოქმედებას .
ჩვენებები :
- მწვავე შუა ოტიტი , დაფის აპკისა და გარეთა ყურის ანთება,
- აგრეთვე გამოიყენება გოგირდის საცობების გასახსნელად მათი მოცილების წინ.
უკუჩვენება:
* სალიცილატის ან სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნოებლობა.
* დაფის აპკის პერფორაცია.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში :
მწვავე შუა ოტიტის , დაფის აპკისა და გარეთა ყურის ანთებების დროს ჩვეულებრივ 3-4 წვეთი 3-4 ჯერ დღეში .
გოგირდის საცობების გასახსნელად ჩვეულებრივ 3-4 წვეთი 2- ჯერ დღეში . 4 დღის მანძილზე
ჩაწვეთებისას საჭიროა პაციენტი იყოს მწოლიარე მდგომარეობაში , ისე რომ ყური იყოს ზემოთ. ჩაწვეთების შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს იგივე მდგომარეობაში რამოდენიმე წუთით .
ბავშვებში:
არ საჭიროებს დოზირების შეცვლას .
პაციენტები ღვიძლის და თირკმლის დისფუნქციით :
არ საჭიროებს დოზირების შეცვლას
გვერდითი მოვლენები:
როგორც ნებისმიერ წამალს , ასევე ოტინუმსა აქვს გვერდითი მოვლენები ( თუმცა ჩვეულებრივ იოლი ასატანია ) მათ ეკუთვნის : კანის ჰიპერემია და ქავილი ყურის არეში , ( ვითარდება ჩვეულებრივ მომატებული მგრძნობელობის გამო ). დაზიანებული დაფის აპკის მქონე პირებში მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დარღვევა .
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დღემდე არ არის დადგენილი რამდენად ახდენს ოტინუმი ზემოქმედებას სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე ან სხვა მედიკამენტები მის მოქმედებაზე.
განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებში 1 წლამდე მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობით .
გაფრთხილება:
1 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში :
ეს წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს ორსულობის დროს როდესაც ექიმის აზრით სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული .
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარსა და ფსიქომოტორულ აქტიურობაზე ზემოქმედება:
პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარსა და ფსიქომოტორულ აქტიურობაზე ზემოქმედებას არ ახდენს.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადამეტება არ აღინიშნება . პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს 2 გ ქოლინის სალიცილატს და მისი შეცდომით მიღება შესაძლებელია საშიში იყოს მხოლოდ ძუძუმწოვარ ბავშვებში . სიმპტომები რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამ დროს არის : დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, გულისრევა, ხმაური ყურებში , სუნთქვის გაძნელება. დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემას დაზიანება და შედეგად სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა .
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს , რომელიც ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას ( რაც სხვასთან ერთად მოიცავს კუჭის გამორეცხვას და გააქტივებული ნახშირის მიცემას ).
გამოშვების ფორმა:
ხსნარი ჩასხმულია 10 გ პოლიეთილენის ფლაკონში , რომელსაც აქვს დოზატორი და ხუფი, ყოველ ფლაკონს აქვს ეტიკეტი . ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
პრეპარატი შენახულ უნდა იქნეს ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
შენახვის ვადა: 3 წელი
აფთიაქში გაცემის პირობები:
პრეპარატი იყიდება ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა:
აი - სი - ენ პოლფა რჟეშუვი სააქციო საზოგადოება
პოლონეთი .