ფასტუმ გელი 2.5% 30გ ტუბ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
კეტოპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10912
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფასტუმ გელი
Fastum gel
Fastum gel
საერთაშორისო დასახელება - ketoprofen
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M02AA10
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გელი 2.5%: 30 გ ტუბი
100 გ გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი – 2,5 გ
დამხმარე ნივთიერება: კარბოქსიპოლიმეთილენი, ნეროლის ზეთი, ლავანდის ზეთი, ტრიეთანოლამინი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფასტუმს® აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი უკავშირდება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებას.
ჩვენებები
რევმატიზმი, ანთება და სხვადასხვა სახის ტკივილის შეგრძნება: სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრის შეტევა, რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი; ბურსიტი, ტენდინიტი, ტენდოსინოვიტი, სინოვიტი; იშიალგია, მიალგია, რადიკულიტი; დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, კუნთების დაჭიმვა; ფლებიტი, ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი, ლიმფანგიტი.
მიღების წესები და დოზები
გელი გარეგანი გამოყენებისათვის!
მცირე რაოდენობით (3-5 სმ) გელის წასმა ხდება ანთებითი უბნების კანზე 1-2- ჯერ დღეში მსუბუქი შეზელვით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს ექიმის კონსულტაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები
დღეისათვის რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ არის აღინიშნული. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, ჭინჭრის ციება).
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში დაბალი შეწოვის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
- კეტოპროფენის, ასპირინის ან სხვა აასს მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა (ანამნეზში ბრონქოსპაზმის, ჭინჭრის ციების ან რინიტის არსებობა, რომელიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავას მიღებით);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამწვავების სტადიაში;
- თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
- დარღვევა სისხლის მხრივ (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოკოაგულაციის დარღვევა);
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- საბავშვო ასაკი (15 წლამდე).
გაფრთხილება
აცნობეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში: ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები ანამნეზში; ბრონქული ასთმა, რინიტი, ჭინჭრის ციება, ცხვირის ლორწოვანის პოლიპები; გულის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია გელის მოხვედრა კანის დაზიანებულ ზედაპირზე, ღია ჭრილობებზე, თვალებში და სხვა ლორწოვან გარსებზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ იმყოფებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ან იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს გელის გამოყენების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25°C პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და თავად ტუბზე.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ა. მენარინი მენიუფექჩერინგ ლოჯისტიქს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ.
იტალია
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით