თემოდალი 100მგ #5კაფს

თემოდალი 100მგ #5კაფს

200.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა: ფინეთი
მწარმოებელი: ემ ეს დე
ჯენერიკი: Temozolomidum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 10756
გააზიარე:
თემოდალი
TEMODAL
 
 
საერთაშორისო დასახელება - temozolomid
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - L01AX03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მაალკილირებელი საშუალებები; სხვა მაალკილირებელი შენაერთები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 5 მგ. 5 და 20 ც.
კაფს. 20 მგ. 5 და 20 ც.
კაფს. 100 მგ. 5 და 20 ც.
კაფს. 250 მგ. 5 და 20 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები
თემოდალი წარმოადგენს მაალკილირებული მოქმედების იმიდაზოლგეტრაზინული წარმოებულის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრის შემდეგ, pH-ის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პირობებში, იგი ექვემდებარება სწრაფ ქიმიურ გარდაქმნას აქტიური ნაერთის მონომეთილტრიანზენოიმიდაზოლკარბოქსამიდის (მტიკ) წარმოქმნით. მონომეთილტრიანზენოიმიდაზოლკარბოქსამიდის ციტოტოქსიკური ეფექტი პირველ რიგში განპირობებულია გუანინის O6 მდგომარეობაში ალკირებით და N7 მდგომარეობაში დამატებითი ალკილირებით. ამ გზით განხორციელებული ციტოტოქსიკური მოქმედება იწვევს მეთილის ნარჩენის აბერანტული აღდგენის მექანიზმის ინიცირებას.

ფარმაკოკინეტიკა

თემოდალი შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და ასევე სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად. იგი სწრაფად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ხვდება ცერებროსპინალურ სითხეში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს საშუალოდ 0.5-1.5 სთ-ის შემდეგ (ყველაზე ადრე 20 წთ-ის შემდეგ) პრეპარატის მიღებიდან. პლაზმიდან პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.8 სთ-ს. კლირენსი, პლაზმაში განაწილების მოცულობა და ნახევრადგამოყოფის პერიოდი პრეპარატის დოზაზე დამოკიდებული არ არის.
თემოდალი სუსტად უკავშირდება სისხლის ცილებს (10-20%) რის გამოც იგი არ ურთიერთქმედებს იმ ნივთიერებებთან, რომლებიც ხასიათდებიან ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარით.
ტემოდალის პერორალური მიღების დროს, მონიშნული 14C, იზოტოპის 14C გამოყოფის საშუალო ხარისხი ფეკალურ მასასთან ერთად 7 დღის განმავლობაში შეადგენს 0.8%, რაც მიუთითებს პრეპარატის მთლიანად შეწოვის პროცესზე.
თემოდალი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.
პრეპარატის პერორალურად მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ დოზის დაახლოებით 5-10% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად; დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა 4-ამინო-5-იმიდაზოლ-კარბოქსამიდის ჰიდროქლორიდის ან არაიდენტიფიცირებული პოლარული მეტაბოლიტების სახით.
სხვადასხვა პოპულაციებში ტემოდალის ფარმაკოკინეტიკური ანალიზით დადგენილია, რომ პლაზმაში პრეპარატის კლირენსი დამოკიდებული არ არის ასაკზე, თირკმელების ფუქნციაზე და თამბაქოს მოხმარებაზე.
ცალკეული ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია ღვიძლის ფუნქციის სუსტი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის მოშლით დაავადებულ ავადმყოფებში იგივეა, როგორც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებში.
ბავშვებში AUC მრუდის “კონცენტრაცია-დრო” ფართი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, თუმცა მაქსიმალური დოზა ბავშვებში და მოზრდილებში ერთი და იგივეა და მკურნალობის ერთ ციკლიანი კურსი შეადგენს 1000 მგ/მ2-ს.

ჩვენებები

ავთვისებიანი გლიომა მრავლობითი გლიობლასტომებით ან ანაპლასტური ასტროციტომებით, რეციდივის არსებობის ან დაავადების პროგრესირებისას მკურნალობის სტანდარტული მეთოდების გამოყენების შემდეგ.

მიღების წესები და დოზები

თემოდალის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ მკურნალობის სათანადო გამოცდილების მქონე ექიმებს.
მოზრდილებში: ავადმყოფებს, რომლებსაც ადრე არ უტარდებოდათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, შიგნით მისაღებად ენიშნებათ 200 მგ/მ2 დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში, მკურნალობის ციკლი შეადგენს 28 დღეს.
ავადმოყფებს, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ქიმიოთერაპიული პრეპარატებით, საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ/მ2 დღეში ერთხელ. მკურნალობის მეორე ციკლში დოზა იზრდება 200 მგ/მ2–მდე იმ პირობით, რომ შემდგომი ციკლის პირველ დღეს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა იქნება არანაკლები 1.5X109 ლ-ში და თრომბოციტების რაოდენობა არაუმცირეს 100X109 ლ-ში.
3 წლამდე ასაკის ბავშვებს ტემოდალი შიგნით მისაღებად ენიშნებათ 200 მგ/მ2 დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი შეადგენს 28 დღეს.
ბავშვებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს, საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ/მ2 დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის შემდგომ ციკლში დოზა იზრდება 200 მგ/მ2–მდე იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ჰემატოლოგიური ინტოქსიკაციის ნიშნები.
მკურნალობა გრძელდება დაავადების პროგრესირებამდე და მისი ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმალურად 2 წელს.
თემოდალის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე, ჭამამდე არანაკლებ ერთი სთ-ით ადრე წყალთან ერთად. თუ კაფსულა დაზიანებულია, საჭიროა სიფრთხილე, რათა მის შემადგენლობაში არსებული ფხვნილის მაგვარი ნივთიერება არ მოგვხვდეს კანზე და ლორწოვან გარსზე. ამ შემთხვევაში საჭიროა კანისა და ლორწოვანის წყლით ჩამობანვა.
გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები ენიშნებათ როგორც მკურნალობამდე, აგრეთვე მკურნალობის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც თემოდალის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება ღებინება, პრეპარატის მიღება იგივე დღეს რეკომენდებული არ არის..

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (43%) და ღებინება (36%). აღნიშნული მოვლენები საშუალო ან სუსტი სიძლიერისაა (არაუმეტეს 5 ღებინების შეგრძნება დღეღამეში), რომელიც თავისთავად გაივლის ან ადვილად შეიძლება მოიხსნას სტანდარტული გულისრევის საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდების გამოყენებით. ძლიერი ღებინება და გულისრევა აღინიშნება შემთხვევების მხოლოდ 4%-ში.
აღინიშნება აგრეთვე გადაღლილობა (22%), ყაბზობა (17%), თავის ტკივილი (14%), ანორექსია (11%), დიარეა (8%), გამონაყარი, ცხელება და ძილიანობა (6%).
ხშირ შემთხვევაში (2%-დან 5%-მდე) - ასთენია, ტკივილი, ტკივლი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, სხეულის წონის დაკლება ან დაქვეითება, ქოშინი, დისპეფსია, ალოპეცია, შემცივნება, ქავილი, გემოვნების დაქვეითება ან პარესთეზიები.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვილებები:
გლიომით ან მეტასტაზური მელანომით დაავადებულ ავადმყოფებს მკურნალობის დროს აღენიშნებათ მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის და ნეიტროპენიის შემთხვევები 19% და 17% გლიომის დროს და 20% და 22% მელანომის დროს.
ამ შემთხვევაში ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ან/და ტემოდალით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო იყო 8% და 4%-ში - გლიომების დროს და 3% და 1.3%-ში - მელანომის დროს. ძვლის ტვინის დათრგუნვას ადგილი ჰქონდა ძირითადად მკურნალობის პირველი რამოდენიმე ციკლის განმავლობაში, მაქსიმუმ 21 და 28 დღეებს შორის, რომლის აღდგენა მიმდინარეობდა სწრაფად, როგორც წესი 1-2 კვირის განმავლობაში. ამ დროს კუმულაციური მიელოსუპრესიის ნიშნები არ აღინიშნებოდა.

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების ან დაკარბაზინის მიმართ;
- მკვეთრად გამოხატული მიელოსუპრესიის ნიშნების მქონე ავადმყოფები;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია

ტემოდალის ტერატოგენული და ტოქსიკური ეფექტების გამო, მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს. ტემოდალით მკურნალობის პროცესში ქალები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ორსულობისაგან თავის დაცვაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 6 თვის განმავლობაში მონაცემები დედის რძეში ტემოდალის გადასვლის შესახებ არ არსებობს. ამიტომ პრეპარატის მიღება ეკრძალებათ აგრეთვე მეძუძურ დედებს ლაქტაციის პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები

მამაკაცებმა ტემოდალით მკურნალობის პროცესში და მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ ტემოდალის გენოტოქსიკური ეფექტების გამო, საჭიროა მიმართონ ეფექტურ კონტრაცეპციის საშუალებებს. რეკომენდებულია, შესაძლებლობის მიხედვით, კონსულტაციების მიღება ტემოდალით მკურნალობის დაწყებამდე თესლის კრიოკონსერვაციისათვის შეუქცვევადი უნაყოფობის რისკთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების გამო.
ტემოდალის მიღების ჩვენებას წარმოადგენს შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები: ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≥1.5X109 ლ, თრომბოციტების რაოდენობა ≥100X109 ლ, სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევა საჭიროა 22 დღეზე (21 დღეზე პირველი დოზის მიღებიდან), მაგრამ არანაკლებ 48 სთ-ისა ამ დღიდან, შემდგომ - ყოველკვირეულად, სანამ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა არ გახდება ≥1.5X109 ლ-ზე მეტი, ხოლო თრომბოციტების ≥100X109 ლ-ზე მეტი. იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის ნებისმიერი ციკლის დროს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≥1.0X109 ლ-ზე და თრომბოციტები ≥50ხ109 ლ-ზე ნაკლებია, აუცილებელია მკურნალობის შემდგომ ციკლში დოზის ერთი ხარისხით შემცირება. შესაძლებელი დოზებია: 100 მგ/მ2, 150 მგ/მ2 და 200 მგ/მ2. მინიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ/მ2-ს.
ძლიერი ღებინების მქონე ავადმყოფებს (5-ზე მეტი შეტევა 24 სთ-ის განმავლობაში), ტემოდალით მკრუნალობის დაწყებამდე, უტარდებათ ანტიემეტური მკურნალობა. ტემოდალი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლის მქონე ავადმოყოფებს.
მონაცემები ტემოდალის გამოყენების შესახებ მრავლობითი გლიობლასტომების დროს 3 წლამდე ასკის ბავშვებში და ავთვისებიანი მელანომის დროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს. ტემოდალის გამოყენება გლიომის დროს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მეტად შეზღუდულია.
ხანდაზმულ ავადმყოფებში (70 წლის ზევით) ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე უფრო ახალგაზრდებში. ამიტომ ასეთ ავადმყოფებს ტემოდალი სიფრთხილით ენიშნებათ.
ტემოდალით მკურნალობა იწვევს ძილიანობას და დაღლის შეგრძნების განვითარებას. ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთაც მუშაობა უხდებათ მანქანა- დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება

ტემოდალის მაღალი დოზებით მიღებისას ერთჯერადად (1000 მგ/მ2-მდე) შესაძლებელია ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის განვითარება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰემატოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ტემოდალთან ერთად რანიტიდინის მიღება არ ცვლის ტემოდალის შეწოვის პროცესს. ტემოდალის მიღება რეკომენდებულია უზმოზე, რადგან საკვების მიღება იწვევს Cmax დაქვეითებას 33%-ით და AUC მრუდი “კონცენტრაცია-დრო” ფართის შემცირებას 9%-ით.
დექსამეტაზონის, პროქლორპერაზინის, ფენიტიონის, კარბამაზეპინის, ონდანსტერონის, ანტიჰისტამინური საშუალებების ან ფენობარბიტალის კომბინაცია ტემოდალთან არ ცვლის ტემოდალის კლირენსს.
ვალპროის მჟავასთან ტემოდალის დანიშვნა იწვევს ტემოდალის კლირენსის მონაცემების საკმაოდ დაქვეითებას.
ტემოდალის კომბინაციით იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვას, იზრდება მიელოსუპრესიის მოვლენების განვითარების შესაძლებლობა.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი

მწარმოებელი ქვეყანა - ბელგია