ფემოსტონი კონტი 1/5 #28ტ

ფემოსტონი კონტი 1/5 #28ტ

46.85 ლარი 39.82 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ნიდერლანდები
მწარმოებელი: ებოტ ბიოლოჯიქალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ესტრადიოლი+დიდროგესტროლონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 10626
გააზიარე:

სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება

1. სამკურნალო პრეპარატის სახელწოდება

ფემოსტონი® 1/5 კონტი, აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ესტრადიოლი/დიდროგესტერონი (Estradiol/Dydrogesterone)

აპკოვანი გარსით დაფარული, ნარინჯისფერ-მოვარდისფრო ფერის 1 ტაბლეტი შეიცავს: 1 მგ 17-β-ესტრადიოლის ექვივალენტურ ესტრადიოლის ჰემიჰიდრატს და 5 მგ დიდროგესტერონს.

სამკურნალო პრეპარატში არსებული გასათვალისწინებელი დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოყვანილია პარაგრაფში 6.1.

3. წამლის ფორმა

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკოვანი გარსით დაფარული, ნარინჯისფერ-მოვარდისფრო ფერის ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს „379“ გრავირებით.

4. კლინიკური მონაცემები

4.1. გამოყენების ჩვენებები.

  • · პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ესტროგენების დეფიციტის სიმპტომების ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT), არაუადრეს ბოლო მენსტრუალური ციკლიდან 12 თვის შემდეგ.
  • · მოტეხილობების მაღალი რისკის მქონე ქალებში პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო სხვა სამკურნალო პრეპარატების აუტანლობისას ან უკუჩვენებისას (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

65 წელზე მეტი ასაკის ქალების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

4.2. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი.

დოზირების რეჟიმი

ესტროგენი და პროგესტაგენი ინიშნება ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში.

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, ციკლის 28 დღის განმავლობაში.

ფემოსტონი® 1/5 კონტი თანმიმდევრულად და შეფუთვებს შორის შესვენების გარეშე მიიღება. მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის დასაწყისში ან გაგრძელებისას აუცილებელია მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენება ყველაზე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

უწყვეტი კომბინირებული მკურნალობის რეჟიმი იწყება ფემოსტონით® 1/5 კონტი, რაც მენოპაუზის დადგომის დროსა და სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ქალებს ბუნებრივი მენოპაუზით პრეპარატით ფემოსტონი® 1/5 კონტი მკურნალობა უნდა დაენიშნოთ არაუადრეს ბუნებრივი მენსტრუაციიდან 12 თვის შემდეგ. ქირურგიულად ინდუცირებული მენოპაუზის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

მკურნალობის ეფექტიანობიდან გამომდინარე შემდგომში დოზა შეიძლება შეიცვალოს.

უწყვეტი თანმიმდევრული ან ციკლური რეჟიმის სხვა ესტროგენ-პროგესტაგენური პრეპარატიდან გადასვლისას, პაციენტებმა უნდა დაასრულონ მიმდინარე 28 დღიანი ციკლის მიღება და შემდეგ ციკლებს შორის შესვენების გარეშე პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი მიღება დაიწყონ.

უწყვეტი რეჟიმის კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატიდან გადასვლისას პაციენტებს შეუძლიათ დაიწყონ პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი მიღება ნებისმიერ დღეს.

მომდევნო ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული. თუ მომდევნო ტაბლეტის გამოტოვებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, მკურნალობა შემდეგი ტაბლეტის მიღებით უნდა გაგრძელდეს, გამოტოვებული ტაბლეტის მიღების გარეშე. დოზის გამოტოვების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ძლიერი სისხლდენის ან სისხლიანი გამონადენის გაჩენის ალბათობა.

ფემოსტონი® 1/5 კონტი საკვების მიღებასთან დამოუკიდებლად მიიღება.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი მიღების დასაბუთებული ჩვენება ბავშვებში და მოზარდებში.

მიღების წესები

ფემოსტონი® 1/5 კონტი უწყვეტი კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიისთვის განკუთვნილი პერორალურად მისაღები სამკურნალო პრეპარატია.

4.3. უკუჩვენებები.

  • · სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტირებული ან სავარაუდო კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო ანამნეზში.
  • · დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ესტროგენდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები (მაგალითად, ენდომეტრიუმის კიბო).
  • · დიაგნოსტირებული ან სავარაუდო პროგესტაგენდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები (მაგალითად, მენინგიომა).
  • · უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენები.
  • · ენდომეტრიუმის არანამკურნალევი ჰიპერპლაზია.
  • · თრომბოემბოლიური დაავადებები ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის სისხლძარღვების ემბოლია).
  • · დიაგნოსტირებული თრომბოფილური დარღვევები (მაგალითად, C პროტეინის, S პროტეინის ან ანტითრომბინის დეფიციტი, იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას“).
  • · არტერიული თრომბოემბლია ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი).
  • · ღვიძლის მწვავე დაავადებები ან ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, რომლის დროსაც ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლები არ ნორმალიზდა.
  • · პორფირია.
  • · პრეპარატის მოქმედი ნივთიერებისადმი ან სხვა კომპონენტებისადმი ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT) ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც პოსტმენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები ქალის ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია რისკების და სარგებლის დეტალური შეფასება, სულ მცირე, ყოველწლიურად, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT) გრძელდება მანამ, სანამ მოსალოდნელი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო რისკებს.

ადრეული მენოპაუზის მკურნალობისას ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ არსებული მონაცემები შეზღუდულია. ამასთან ახალგაზრდა ქალებში აბსოლუტური რისკის დაბალი დონის გამო, ამ ქალებში სარგებელი/რისკის თანაფარდობა ხანდაზმულ ქალებთან შედარებით ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის (HRT) სასარგებლოდ იხრება.

სამედიცინო გამოკვლევა / დაკვირვება

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის (HRT) დაწყების ან განახლების წინ სრული სამედიცინო და ოჯახური ანამნეზი უნდა შეიკრიბოს. სამედიცინო კვლევა (სარძევე ჯირკვლების და მცირე მენჯის ორგანოების ჩათვლით) იწარმოება შესაძლო უკუჩვენებების და იმ მდგომარეობების გამოსავლენად, რომლებიც სიფრთხილის ზომების დაცვას საჭიროებს. მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდულად ჩატარდეს კვლევა, რომლის სიხშირეს და ხასიათს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ქალს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, აცნობოს ექიმს ან ექთანს, თუ სარძევე ჯირკვლებში ცვლილებებს შენიშნავს (იხ. პარაგრაფი „სარძევე ჯირკვლის კიბო“). სპეციალური კვლევები, მათ შორის მამოგრაფია, ინდივიდუალური კლინიკური მონაცემების შესაბამისად კორექტირებული სკრინინგის დადგენილი ნორმებით უნდა ჩატარდეს.

მდგომარეობები, რომლებიც სამედიცინო დაკვირვებას მოითხოვს

ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებათაგან ნებისმიერის ამჟამად ან წარსულში არსებობის ან მათი გაუარესების შემთხვევაში ორსულობისას ან წინა ჰორმონული თერაპიისას, პაციენტები მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატით ფემოსტონი® 1/5 კონტი მკურნალობისას შეიძლება ამ დაავადებების რეციდივი განვითარდეს ან მდგომარეობა გაუარესდეს, კერძოდ:

  • · საშვილოსნოს ლეიომიომა (საშვილოსნოს ფიბროადენომა) ან ენდომეტრიოზი;
  • · თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები (იხ. ქვემოთ „ვენური თრომბოემბოლია“);
  • · ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების განვითარებისთვის რისკის ფაქტორების არსებობა (მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ნათესაობის პირველი ხაზის ნათესავის არსებობა);
  • · არტერიული ჰიპერტენზია;
  • · ღვიძლის დაავადებები (მაგალითად, ღვიძლის ადენომა);
  • · შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით ან მის გარეშე;
  • · ქოლელითიაზი;
  • · შაკიკი ან თავის ძლიერი ტკივილები;
  • · სისტემური წითელი მგლურა;
  • · ანამნეზში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (იხ. ქვემოთ „ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია“);
  • · ეპილეფსია;
  • · ბრონქული ასთმა;
  • · ოტოსკლეროზი;
  • · მენინგიომა.

თერაპიის დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზები

თერაპიის შეწყვეტა აუცილებელია უკუჩვენებების გამოვლინებისას, ასევე შემდეგ სიტუაციებში:

  • · სიყვითლის განვითარება ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • · არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
  • · შაკიკის მსგავსი თავის ტკივილის ახალი შეტევა;
  • · ორსულობა.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბო

  • · ქალებში ინტაქტური საშვილოსნოთი ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და კიბოს განვითარების რისკი მხოლოდ ესტროგენების ხანგრძლივად გამოყენებისას იზრდება. ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი ესტროგენებით მონოთერაპიისას 2-12-ჯერ მაღალია იმ ქალებთან შედარებით, ვინც ჰორმონულ თერაპიას არ იღებს, და დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე და ესტროგენის დოზაზე (იხ. პარაგრაფი „არასასურველი რეაქციები“). ესტროგენით მონოთერაპიის HRT შეწყვეტისას რისკი სულ მცირე 10 წელი შეიძლება მომატებული დარჩეს.
  • · 28 დღიან ციკლში სულ მცირე 12 დღის განმავლობაში დამატებით პროგესტაგენის ციკლებით დანიშვნას ან პროგესტაგენთან კომბინაციაში ესტროგენით უწყვეტ თერაპიას ქალებში ჰისტერექტომიის გარეშე, HRT ესტროგენით მონოთერაპიასთან დაკავშირებული დამატებითი რისკის არიდება შეუძლია.
  • · პრეპარატით მკურნალობის პირველ თვეებში შეიძლება აღინიშნოს ძლიერი სისხლდენა და/ან სისხლიანი გამონადენი საშოდან. თუ ძლიერი სისხლდენა და/ან სისხლიანი გამონადენი საშოდან თერაპიის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ იწყება ან გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, აუცილებელია მიზეზის დადგენა, რისთვისაც, შესაძლოა, ენდომეტრიუმის ბიოფსია გახდეს აუცილებელი ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნის გამოსარიცხად.

სარძევე ჯირკვლის კიბო

მთლიანობაში მონაცემები აჩვენებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს ქალებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებულ ან მხოლოდ ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპიას. რისკი დამოკიდებულია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ხანგრძლივობაზე.

ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებული თერაპია

  • · ქალის ჯანმრთელობის ინიციატივის WHI რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების შედეგებმა და ეპიდემიოლოგიური კვლევების მეტაანალიზმა აჩვენა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას ესტროგენით და პროგესტაგენით, რაც ცხადი ხდება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 (1-4) წლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი „არასასურველი რეაქციები“).

ესტროგენებით მონოთერაპია

  • · WHI კვლევაში არ აღინიშნებოდა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის მატება ქალებში ადრე ჩატარებული ჰისტერექტომიით, რომლებიც იღებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას მხოლოდ ესტროგენით. კვლევების შედეგების უმეტესობამ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის მცირე მატება აჩვენა, რომელიც გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ ქალებთან, ვინც კომბინირებულ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას იღებდა ესტროგენით და პროგესტაგენით (იხ. პარაგრაფი „არასასურველი რეაქციები“).

ფართო მეტაანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მომატებული რისკი დროთა განმავლობაში მცირდება, ხოლო საწყისი მნიშვნელობის აღდგენისთვის აუცილებელი დრო ადრე ჩატარებული ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის 5 წელზე მეტ ხანს გამოყენებისას რისკი შეიძლება 10 წელი ან მეტ ხანს შენარჩუნდეს. HRT, განსაკუთრებით კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენური თერაპია, მამოგრაფიული გამოსახულების სიმკვრივეს ზრდის, რამაც შესაძლოა სარძევე ჯირკვლის კიბოს რენტგენოლოგიურ დიაგნოსტიკაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

საკვერცხეების კიბო

სარძევე ჯირკვლის კიბოსთან შედარებით საკვერცხეების კიბო გაცილებით იშვიათად გვხვდება.

ფართო მეტაანალიზის შედეგად მიღებულმა ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა რამდენადმე მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენით მონოთერაპიას ან ესტროგენს პროგესტაგენთან კომბინაციაში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის სახით, რომელიც ვლინდება მიღების 5 წლის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დროთა განმავლობაში მცირდება. ზოგიერთი სხვა კვლევა, WHI ჩათვლით, ადასტურებს, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიისას კომბინირებული პრეპარატების გამოყენება შეიძლება ასეთივე, ან რამდენადმე შემცირებულ რისკთან იყოს დაკავშირებული (იხ. პარაგრაფი „არასასურველი რეაქციები“).

ვენური თრომბოემბოლია

  • · HRT ვენური თრომბოემბოლიის (VTE), ანუ ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიების განვითარების 1,3-3-ჯერ გაზრდილ რისკთან ასოცირდება. ასეთი გართულების განვითარების ალბათობა მკურნალობის პირველ წელს უფრო მაღალია, ვიდრე შემდგომ წლებში (იხ. პარაგრაფი „არასასურველი რეაქციები“).
  • · პაციენტებს ცნობილი თრომბოფილური მდგომარეობებით VTE მომატებული რისკი აქვთ, და HRT მისი დამატებით გაზრდა შეუძლია. ამიტომ პაციენტების ამ ჯგუფში HRT უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).
  • · VTE განვითარების საყოველთაოდ აღიარებული რისკ-ფაქტორებია: ესტროგენების მიღება, ხანდაზმული ასაკი, დიდი ქირურგიული ჩარევები, ხანგრძლივი უმოძრაობა, სიმსუქნე (BMI > 30 კგ/მ²), ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი, სისტემური წითელი მგლურა, კიბო. ამჟამად VTE განვითარებაში ვარიკოზულად გაფართოებული ვენების შესაძლო როლთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს.
  • · როგორც ყველა პაციენტის შემთხვევაში ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევის შემდეგ VTE პროფილაქტიკის ზომების გატარება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, როდესაც გეგმიური ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობის პერიოდი, ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე HRT დროებით შეწყვეტაა რეკომენდებული. მკურნალობა მხოლოდ სრული მობილურობის აღდგენის შემდეგ უნდა განახლდეს.
  • · ქალის ანამნეზში ვენური თრომბოემბოლიის არარსებობისას, მაგრამ უახლოეს ნათესავებში თრომბოემბოლიის არსებობისას ახალგაზრდა ასაკში, რეკომენდებულია სკრინინგული კვლევის ჩატარება (სკრინინგული კვლევისას სისხლის შედედების სისტემის ყველა დარღვევა არ ვლინდება). თრომბის წარმოქმნის დარღვევის გამოვლენისას, რომელიც ხსნის თრომბოზის შემთხვევებს ოჯახის წევრებში, ან „მძიმე“ დარღვევის შემთხვევაში (მაგალითად, ანტითრომბინის, S პროტეინის ან C პროტეინის დეფიციტი, ან კომბინირებული დეფექტი), HRT უკუნაჩვენებია.
  • · ქალებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, ჰორმონული თერაპიის შესაძლო რისკები ყოველმხრივ უნდა შეფასდეს.
  • · თერაპიის დაწყების შემდეგ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ VTE პირველი შესაძლო სიმპტომების გაჩენისთანავე (ქვედა კიდურების მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი მკერდში, ქოშინი) დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გულის იშემიური დაავადება (CHD)

რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში ვერ მიიღეს დამადასტურებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ HRT (მხოლოდ ესტროგენებით ან პროგესტაგენებთან კომბინაციით) ქალებს CHD-ით ან მის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისგან იცავს.

ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებული თერაპია

CHD შედარებითი რისკი HRT კომბინირებული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში უმნიშვნელოდ მატულობს. ვინაიდან CHD განვითარების თავდაპირველი აბსოლუტური რისკი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ასაკზე, CHD დამატებითი შემთხვევები ქალებში, რომლებიც HRT კომბინირებული პრეპარატებით მკურნალობდნენ, ძალიან დაბალია მენოპაუზის ასაკს მიახლოებული ჯანმრთელი ქალების ჯგუფში, და მატულობს ასაკთან ერთად.

ესტროგენებით მონოთერაპია:

რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემების მიხედვით ქალებში ჰისტერექტომიით ანამნეზში CHD განვითარების რისკი ესტროგენით მონოთერაპიისას არ იზრდება.

იშემიური ინსულტი

ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებული თერაპიისა ან მხოლოდ ესტროგენებით თერაპიის დროს იშემიური ინსულტის რისკი 1,5-ჯერ მატულობს. შედარებითი რისკი ასაკთან და მენოპაუზის დადგომასთან ერთად არ იცვლება. თუმცა, რადგან ინსულტის თავდაპირველი რისკი დიდწილად დამოკიდებულია ასაკზე, იშემიური ინსულტის საერთო რისკი ქალებში HRT ფონზე გაიზრდება ასაკთან ერთად. (იხ. პარაგრაფი „არასასურველი რეაქციები“).

სხვა მდგომარეობები

  • · ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ სითხის შეკავება და, შესაბამისად, პაციენტები გულის და თირკმლების ფუნქციის დარღვევით საფუძვლიანი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.
  • · ქალები ანამნეზში ჰიპერტრიგლიცერიდემიით, HRT (ესტროგენებით ან ესტროგენ-პროგესტაგენებით) ფონზე საფუძვლიანი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან ძალზე იშვიათ შემთხვევებში იყო ცნობები ასეთ ქალებში სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატების შესახებ, რაც პანკრეატიტის განვითარებას იწვევდა.
  • · ეგზოგენურ ესტროგენებს მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების გამოწვევა ან სიმპტომების დამძიმება შეუძლიათ.
  • · ესტროგენები თიროქსინის შემბოჭველი გლობულინის (TSG) კონცენტრაციას ზრდიან, რაც ფარისებრი ჯირკვლის მოცირკულირე ჰორმონების საერთო კონცენტრაციის მომატებას იწვევს, რაც პროტეინთან შეკავშირებული იოდის კონცენტრაციით, თიროქსინის (T4) კონცენტრაციით (განისაზღვრება სვეტური ქრომატოგრაფიის მეთოდით ან რადიოიმუნოლოგიური კვლევის მონაცემებით) ან ტრიიოდთირონინის (T3) კონცენტრაციით (განისაზღვრება რადიოიმუნოლოგიური კვლევის მონაცემებით) ფასდება. ტრიიოდთირონინის (T3) შთანთქმის დონე მცირდება, რაც თიროქსინის შემბოჭველი გლობულინის (TSG) კონცენტრაციის გაზრდაზე მიუთითებს. თავისუფალი თიროქსინის (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) კონცენტრაცია არ იცვლება. შესაძლებელია სისხლის პლაზმაში სხვა შემაკავშირებელი ცილების კონცენტრაციის გაზრდა, მათ შორის კორტიკოსტეროიდების შემაკავშირებელი გლობულინის (CSG), სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (sex hormone binding globulin / SHBG), რაც მოცირკულირე კორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის და შესაბამისად სასქესო ჰორმონების მატებას იწვევს. ჰორმონების თავისუფალი ან ბიოლოგიურად აქტიური ფორმების კონცენტრაცია უცვლელი რჩება. შესაძლებელია სისხლის პლაზმის სხვა ცილების კონცენტრაციის გაზრდა (ანგიოტენზინოგენ/რენინის სუბსტრატი, ალფა-1-ანტიტრიფსინი, ცერულოპლაზმინი).
  • · კოგნიტიური ფუნქცია HRT ფონზე არ უმჯობესდება. არსებობს გარკვეული მონაცემები დემენციის განვითარების გაზრდილი რისკის შესახებ ქალებში, რომლებმაც HRT კომბინირებული პრეპარატებით ან ესტროგენით უწყვეტი მონოთერაპია 65 წლის შემდეგ დაიწყეს.
  • · პაციენტებმა, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა, არ უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი ფემოსტონი® 1/5 კონტი.
  • · პრეპარატს ფემოსტონი® 1/5 კონტი კონტრაცეპტული მოქმედება არ აქვს.

ALT დონის მომატება

კლინიკური კვლევების დროს პაციენტებში, რომლებიც ინფექციურ ვირუსულ C ჰეპატიტს მკურნალობდნენ კომბინაციით ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირი დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ALT დონის ხუთჯერზე მეტად მომატება ნორმის ზედა ზღვრის მაჩვენებლთან შედარებით გაცილებით ხშირი იყო ქალებში, რომლებიც ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატებით, მაგალითად კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივებით მკურნალობდნენ. ამას გარდა, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლეკაპრევირ/პიბრენტასვირს, ALT დონის მომატება აღენიშნებოდათ ქალებს, რომლებიც ეთინილესტრადიოლის შემცველ პრეპარატებს, მაგალითად კომბინირებულ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს იღებდნენ.

ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლისგან განსხვავებული ესტროგენების შემცველ სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა ესტრადიოლი, ALT დონის მომატება ანალოგიური იყო მათთან, ვინც ესტროგენს საერთოდ არ იღებდა; თუმცა ქალების შეზღუდული რაოდენობის გამო, რომლებიც სხვა ესტროგენებს იღებენ, საჭიროა სიფრთხილე სამკურნალო პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი და პრეპარატების კომბინაციის ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირი დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ასევე ლეკაპრევირი/პიბრენტასვირი ერთდროული მიღებისას (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

დამხმარე ნივთიერებები

მოცემული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

პაციენტებისთვის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით (გლუკოზის აუტანლობა, ლაქტოზის უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი) მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

წამლების ურთიერთმოქმედების შესასწავლად კვლევები არ ჩატარებულა.

ესტროგენების და პროგესტაგენების ეფექტიანობა შეიძლება დაირღვეს

  • · ესტროგენების და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი შეიძლება გაიზარდოს იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მედიკამენტური მეტაბოლიზმის იზოფერმენტების ინდუქტორებადაა ცნობილი, კერძოდ კი ციტოქრომ Р450 იზოფერმენტი, ასევე ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი).
  • · მიუხედავად იმისა, რომ რიტონავირი და ნელფინავირი ცნობილია, როგორც CYP450 3A4, A5, A7 მძლავრი ინჰიბიტორები, სტეროიდულ ჰორმონებთან ერთდროული გამოყენებისას ისინი ესტროგენების და პროგესტაგენების მეტაბოლიზმზე მასტიმულირებელ თვისებას ავლენენ.
  • · კრაზანას (Hypericum perforatum), შემცველ მცენარეულ პრეპარატებს ასევე შეუძლიათ ესტროგენების და პროგესტაგენების მეტაბოლიზმის სტიმულირება.
  • · კლინიკურად ესტროგენების და პროგესტაგენების გაზრდილ მეტაბოლიზმს შეუძლია მოქმედების ეფექტიანობის დაქვეითება და საშვილოსნოდან სისხლდენის ხასიათის შეცვლა გამოიწვიოს.

ფარმაკოდინამიკული ურთიერთქმედება

ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირით დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე ჰეპატიტი C მკურნალობის კომბინირებული რეჟიმის კლინიკური კვლევების დროს ALT დონის ხუთჯერზე მეტად მომატება ნორმის ზედა ზღვრის მაჩვენებლთან შედარებით გაცილებით ხშირი იყო ქალებში, რომლებიც ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატებით, მაგალითად კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივებით მკურნალობდნენ. ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლისგან განსხვავებული ესტროგენების შემცველ სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა ესტრადიოლი, ALT დონის მომატება ანალოგიური იყო მათთან, ვინც ესტროგენს საერთოდ არ იღებდა; თუმცა ქალების შეზღუდული რაოდენობის გამო, რომლებიც სხვა ესტროგენებს იღებენ, საჭიროა სიფრთხილე სამკურნალო პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი და პრეპარატების კომბინაციის ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირი დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ასევე ლეკაპრევირი/პიბრენტასვირი ერთდროული მიღებისას (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები მიღებისას“.

ესტროგენებს სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე ზემოქმედება შეუძლიათ

  • · ესტროგენებს კონკურენტული დათრგუნვის გზით თავისთავად შეუძლიათ ციტოქრომ Р450 სისტემის იზოფერმენტების ინჰიბირება, რომლებიც წამლების მეტაბოლიზმში მონაწილეობენ.
  • · ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე პრეპარატებთან მიმართებით, მაგალითად: ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი A (CYP450 3A4, 3A3), ფენტანილი (CYP450 3A4), თეოფილინი (CYP450 1A2).

კლინიკურად ამას შეუძლია სისხლის პლაზმაში ამ ნივთიერებების ტოქსიურობამდე მომატება გამოიწვიოს. ამგვარად, შეიძლება საჭირო გახდეს საფუძვლიანი დაკვირვება პაციენტებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში და აუცილებლობისას, - ტაკროლიმუსის, ფენტანილის, თეოფილინის და ციკლოსპორინი A დოზების შემცირება.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა

სამკურნალო პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი მიღება არ არის ნაჩვენები ორსულობისას.

პრეპარატით ფემოსტონი® 1/5 კონტი მკურნალობის ფონზე ორსულობის დადგომისას თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ამ მომენტისთვის ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების უმრავლესობის შედეგები, რომლებიც ეხებოდა ნაყოფზე ესტროგენების და პროგესტაგენების კომბინირებული კომპოზიციების შემთხვევით ზემოქმედებას, ტერატოგენული ან ფეტოტოქსიური ზემოქმედების არარსებობაზე მიუთითებენ.

ორსულების მიერ ესტრადიოლი/დიდროგესტერონის მიღების ადექვატური მონაცემები არ არსებობს.

ძუძუთი კვების პერიოდი

სამკურნალო პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი მიღება არ არის ნაჩვენები ძუძუთი კვების პერიოდში.

4.7. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება.

ფემოსტონი® 1/5 კონტი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

4.8. არასასურველი რეაქციები.

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები ქალებში, რომლებიც იღებდნენ ესტრადიოლს/დიდროგესტერონს, კლინიკურ კვლევებში არის თავის ტკივილი, ტკივილი მუცელში, ტკივილები სარძევე ჯირკვლებში/ სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა და ზურგის ტკივილი.

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ქვემოთ მითითებული სიხშირით შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა (n = 5108):

ორგანოების სისტემების კლასი

ძალზე ხშირი (≥ 1, მაგრამ < 10)

ხშირი

(≥ 1/100, მაგრამ < 1/10)

არცთუ ხშირი

(≥ 1/1000, მაგრამ < 1/100)

იშვიათი

(≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

 

საშოს კანდიდოზი

   

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსებელი სიმსივნეები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

   

ლეიომიომის ზომების გადიდება

 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

   

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

 

ფსიქიკის დარღვევები

 

დეპრესია, ნერვულობა

ლიბიდოს შეცვლა

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

შაკიკი, თავბრუსხვევა

   

დარღვევები გულის მხრივ

     

მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

   

ვენური თრომბოემბოლია*

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცელში

გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი

   

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

   

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ხანდახან სიყვითლესთან, ასთენიასთან ან სისუსტესა და მუცლის ტკივილთან კომბინაციაში, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევა

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

 

კანის ალერგიული რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი

 

ანგიონევროზული შეშუპება, სისხლძარღვოვანი პურპურა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

ზურგის ტკივილი

     

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

სარძევე ჯირკვლების ტკივილი/მტკივნეული მგრძნობელობა

მენსტრუალური ციკლის დარღვევა (პოსტმენოპაუზის სისხლიანი გამონადენის, მეტრორაგიის, მენორაგიის, ოლიგო/ამენორეის, არარეგულარული მენსტრუაციის, დისმენორეის ჩათვლით), ტკივილი მენჯის მიდამოში, ცერვიკალური სეკრეციის შეცვლა

სარძევე ჯირკვლების ზომის მომატება, პრემენსტრუალური სინდრომი

 

ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას

 

ასთენიური მდგომარეობები (სისუსტე, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა), პერიფერიული შეშუპება

   

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე ზემოქმედება

 

სხეულის მასის მომატება

სხეულის მასის შემცირება

 

*დამატებითი ინფორმაცია იხ. ქვევით.

სარძევე ჯირკვლის კიბო

  • · ქალებში, რომლებიც ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებულ თერაპიას იტარებდნენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის ორჯერ მომატება აღინიშნებოდა.
  • · ქალებში, რომლებიც HRT მხოლოდ ესტროგენით იტარებდნენ, რისკის ნებისმიერი გაზრდა ნაკლები იყო იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებულ HRT იტარებდნენ.
  • · რისკის დონეს თერაპიის ხანგრძლივობა განსაზღვრავს (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას“).

წარმოდგენილია აბსოლუტური რისკის შეფასება, რომელიც WHI უდიდესი რანდომიზებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევების შედეგებს და პროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევების ყველაზე დიდ მეტაანალიზს ეფუძნება.

პროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევების ყველაზე დიდი მეტაანალიზი - სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შეფასებული დამატებითი რისკი გამოყენებიდან 5 წლის შემდეგ ქალებში სხეულის მასის ინდექსით (BMI) 27 (კგ/მ2)

ასაკი (წელი) HRT მიღების დასაწყისში

შემთხვევათა რაოდენობა 1000 ქალზე, რომლებსაც არასდროს მიუღიათ HRT 5 წლიან პერიოდში (50-54 წ)*

შედარებითი რისკი

დამატებით შემთხვევათა რაოდენობა 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ HRT, 5 წლის შემდეგ

HRT მხოლოდ ესტროგენებით

50

13,3

1,2

2,7

ესტროგენების და პროგესტაგენების კომბინაცია

50

13,3

1,6

8,0

*ინგლისში 2015 წელს ქალებში სხეულის მასის ინდექსით (BMI) 27 (კგ/მ2) შემთხვევათა თავდაპირველი რაოდენობის გათვალისწინებით.

შენიშვნა: რადგან სარძევე ჯირკვლის კიბოთი ავადობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დამატებითი შემთხვევების რაოდენობა ასევე პროპორციულად შეიცვლება.

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შეფასებული დამატებითი რისკი გამოყენებიდან 10 წლის შემდეგ ქალებში სხეულის მასის ინდექსით (BMI) 27 (კგ/მ2)

ასაკი (წელი) HRT მიღების დასაწყისში

შემთხვევათა რაოდენობა 1000 ქალზე, რომლებსაც არასდროს მიუღიათ HRT 10 წლიან პერიოდში (50-59 წ)*

შედარებითი რისკი

დამატებით შემთხვევათა რაოდენობა 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ HRT, 10 წლის შემდეგ

HRT მხოლოდ ესტროგენებით

50

26,6

1,3

7,1

ესტროგენების და პროგესტაგენების კომბინაცია

50

26,6

1,8

20,8

*ინგლისში 2015 წელს ქალებში სხეულის მასის ინდექსით (BMI) 27 (კგ/მ2) შემთხვევათა თავდაპირველი რაოდენობის გათვალისწინებით.

შენიშვნა: რადგან სარძევე ჯირკვლის კიბოთი ავადობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დამატებითი შემთხვევების რაოდენობა ასევე პროპორციულად შეიცვლება.

WHI კვლევა, აშშ - სარძევე ჯირკვლის კიბოს დამატებითი რისკი გამოყენებიდან 5 წლის შემდეგ:

ასაკი, წლები

ავადობა 1000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში

რისკების შეფარდება და 95% ნდობის ინტერვალი

დამატებითი შემთხვევები 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ HRT 5 წელზე მეტ ხანს (95% ნდობის ინტერვალი)

მხოლოდ ცხენის კონიუგირებული ესტროგენები

50–79

21

0.8 (0.7–1.0)

-4(-6–0)b

ცხენის კონიუგირებული ესტროგენები + მედროქსიპროგესტერონის აცეტატი (ესტროგენი და პროგესტაგენი)#

50–79

17

1.2 (1.0–1.5)

+4(0–9)

bWHI კვლევა ქალებში ამოკვეთილი საშვილოსნოთი, რომელშიც არ იყო ნაჩვენები სარძევე ჯირკვლის კიბოს გაზრდილი რისკი.

#როდესაც ანალიზში ჩართული იყო მხოლოდ ის ქალები, რომლებიც არ იღებდნენ HRT კვლევის დაწყებამდე, პირველი 5 წლის განმავლობაში რისკი არ ფიქსირდებოდა: 5 წლის შემდეგ რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ HRT.

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი

ქალები პოსტმენოპაუზის პერიოდში ინტაქტური საშვილოსნოთი.

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი არის დაახლოებით 5 შემთხვევა 1000 ქალზე საშვილოსნოთი, რომლებიც არ იღებენ HRT.

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების მომატებულ რისკთან დაკავშირებით მხოლოდ ესტროგენებით HRT დანიშვნა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ინტაქტური საშვილოსნოთი (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას“).

ესტროგენებით მონოთერაპიის ხანგრძლივობისა და ესტროგენის დოზის მიხედვით რისკის ზრდა ეპიდემიოლოგიურ კვლევებში 50-65 წლის ყოველ 1000 ქალზე 5-დან 55 დამატებით შემთხვევამდე მერყეობდა.

ციკლის სულ მცირე 12 დღის განმავლობაში დამატებით პროგესტაგენის არსებობამ შეიძლება მოცემული რისკის ზრდა შეაჩეროს.

Million Women Study (MWS) კვლევაში კომბინირებული (უწყვეტი ან ციკლური) HRT გამოყენება 5 წლის განმავლობაში არ იწვევდა ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკის მომატებას (რისკის შეფარდება 1,0 (0,8-1,2)).

საკვერცხეების კიბო

HRT მხოლოდ ესტროგენებით ან ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებული HRT გამოყენებისას საკვერცხეების დიაგნოსტირებული კიბოს რისკის უმნიშვნელო მატება აღინიშნებოდა. 52 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტაანალიზის მონაცემები საკვერცხეების კიბოს განვითარების მომატებულ რისკზე მიუთითებს ქალებში, რომლებიც ამჟამად იყენებენ HRT იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არასდროს მიუღიათ HRT (რისკის შეფარდება 1.43, 95% ნდობის ინდექსი 1.31-1.56). 50-54 წლის ქალებში, რომლებიცნ HRT 5 წლის განმავლობაში იღებდნენ, გამოავლინა 1 დამატებითი შემთხვევა 2000 პაციენტზე. 50-54 წლის ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ HRT, 2000-დან დაახლოებით 2 ქალს უდასტურდებოდა საკვერცხეების სიმსივნე 5 წლის განმავლობაში.

ვენური თრომბოემბოლიის რისკი

HRT ვენური თრომბოემბოლიის (VTE), ანუ ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიების განვითარების შედარებითი რისკის 1,3-3-ჯერ მომატებასთანაა დაკავშირებული. ამ მოვლენის განვითარება უფრო მოსალოდნელია HRT მიღების პირველი წლის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას“).

წარმოდგენილია WHI კვლევის შედეგები:

WHI კვლევები - VTE დამატებითი რისკი 5 წლიანი თერაპიის შემდეგ:

ასაკი, წლები

ავადობა 1000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში

რისკების შეფარდება და 95% ნდობის ინტერვალი

დამატებითი შემთხვევები 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ HRT

მხოლოდ ესტროგენები, პერორალურად მიღებისას с

50–59

7

1.2 (0.6–2.4)

1(-3–10)

ესტროგენების და პროგესტაგენების კომბინაცია, პერორალურად მიღებისას

50–59

4

2.3 (1.2–4.3)

5(1–13)

с კვლევაში მონაწილეობდნენ ქალები ანამნეზში ჰისტერექტომიით.

გულის იშემიური დაავადების რისკი

გულის იშემიური დაავადების რისკი ოდნავ მაღალია ქალებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებულ HRT 60 წლის ასაკში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას“).

იშემიური ინსულტის რისკი

ესტროგენით და პროგესტაგენით კომბინირებული თერაპია ან ესტროგენებით მონოთერაპია იშემიური ინსულტის შედარებითი რისკის 1,5-ჯერ გაზრდასთანაა დაკავშირებული. ჰემორაგიული ინსულტის რისკი HRT მიღებისას არ იზრდება.

შედარებითი რისკი ასაკზე ან მიღების ხანგრძლივობაზე არაა დამოკიდებული. თუმცა, რადგან ინსულტის თავდაპირველი რისკი დიდწილად დამოკიდებულია ასაკზე, იშემიური ინსულტის საერთო რისკი ქალებში HRT ფონზე გაიზრდება ასაკთან ერთად (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას“).

WHI კვლევების ჯამური მონაცემები - იშემიური ინსულტისd დამატებითი რისკი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის 5 წლიან პერიოდში:

ასაკი, წლები

ავადობა 1000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში

რისკების შეფარდება და 95% ნდობის ინტერვალი

დამატებითი შემთხვევები 1000 ქალზე, რომლებიც HRT 5 წელზე მეტ ხანს იღებდნენ

50–59

8

1.3 (1.1–1.6)

3(1–5)

d იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს შორის განსხვავება არ იყო.

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც ესტროგენებით/პროგესტაგენებით მკურნალობასთან ასოცირდება (ესტრადიოლი/დიდროგესტერონის ჩათვლით):

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი სიმსივნეები:

როგორც კეთილთვისებიანი ასევე ავთვისებიანი ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეები, მაგალითად, ენდომეტრიუმის კიბო, საკვერცხეების კიბო. მენინგიომის ზომების გაზრდა.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:სისტემური წითელი მგლურა.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:ჰიპერტრიგლიცერიდემია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:შესაძლო დემენცია, ქორეა, ეპილეფსიის რეციდივი.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:რქოვანას სიმრუდის მომატება, კონტაქტური ლინზების აუტანლობა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:არტერიული თრომბოემბოლია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:პანკრეატიტი (ქალებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ჰიპერტრიგლიცერიდემია).

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:მულტიმორფული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ქლოაზმა ან მელაზმა, რაც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც შეიძლება დარჩეს.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:ქვედა კიდურების კრუნჩხვები.

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ:შარდის შეუკავებლობა.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია, საშვილოსნოს ყელის ეროზია.

თანდაყოლილი, ოჯახური და გენეტიკური დარღვევები: პორფირიის არსებობისას მდგომარეობის გაუარესება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე ზემოქმედება: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საერთო დონის მომატება.

ცნობები არასასურველ რეაქციებზე

სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი - რისკი“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სამედიცინო მუშაკებისთვის რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ნაციონალური სისტემებით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფო-წევრებს აცნობონ.

ბელარუსის რესპუბლიკა:

მისამართი: 220037, ქალაქი მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი“

საიტი ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციურ ქსელში „ინტერნეტი“: www.rceth.by.

სომხეთის რესპუბლიკა:

მისამართი: 0001, ერევანი, კომიტასის პროსპექტი 49/4

„აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება,

ტელეფონი: (+374 60) 83-00-73, (+374 10) 23-08-96, (+374 10) 23-16-82 + 10 50;

ცხელი ხაზი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

e-mail: [email protected]

www.pharm.am

4.9. ზედოზირება.

სიმპტომები

ესტრადიოლი და დიდროგესტერონი დაბალი ტოქსიურობის ნივთიერებებია. ზედოზირების შემთხვევაში შეიძლები აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების მტკივნეული მგრძნობელობა, თავბრუსხვევა, ტკივილი მუცელში, მოდუნება/სისუსტე, მოხსნის სისხლდენა.

მკურნალობა

ნაკლებსავარაუდოა, რომ ზედოზირებისას რაიმე სპეციფიური სიმპტომური მკურნალობის აუცილებლობა დადგეს.

ზემოხსენებული ინფორმაცია ბავშვებში ზედოზირების შემთხვევაშიც მისაღებია.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიური თვისებები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პროგესტაგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები.

ATC (Anatomical Therapeutic Chemical) კოდი: G03FA14.

ესტრადიოლი

აქტიური ინგრედიენტი, 17-β-ესტრადიოლი, ქიმიურად და ბიოლოგიურად ადამიანის ენდოგენური ესტრადიოლის იდენტურია. ის მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ესტროგენების შემცირებულ დონეს აკომპენსირებს. ესტროგენები ხელს უშლის ძვლის მასის დაკარგვას, რომელიც მენოპაუზის პერიოდში ან ოვარიოექტომიის შემდეგ ვითარდება.

დიდროგესტერონი

პერორალური დიდროგესტერონის აქტივობა პარენტერალურად შეყვანილი პროგესტერონის აქტივობას ედრება.

რადგან ესტროგენები ენდომეტრიუმის ზრდას უწყობენ ხელს, ესტროგენების მონოთერაპიის სახით მიღება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და კიბოს რისკს ზრდის. პროგესტაგენების დამატება ქალებში ჰისტერექტომიის გარეშე ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ესტროგენით ინდუცირებულ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კლინიკური კვლევების მონაცემები

ესტროგენების დეფიციტის სიმპტომების გამოვლინების შემცირება და მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენების პროფილის გაუმჯობესება.

კლიმაქსური სიმპტომების შემსუბუქება მკურნალობის პირველ კვირებში ვლინდება.

ამენორეა (მენსტრუაციის ან სისხლიანი გამონადენის არარსებობა) აღენიშნებოდა ქალების 88% მკურნალობის 10-12 თვის განმავლობაში. არარეგულარული სისხლდენები და/ან სისხლიანი გამონადენი აღენიშნებოდა ქალების 15% მკურნალობის პირველ სამ თვეში და 12% მკურნალობის 10-12 თვის განმავლობაში.

კლიმაქსური სიმპტომების შემსუბუქება მკურნალობის პირველ კვირებში ვლინდება.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დეფიციტი ძვლის რემოდელირების მომატებასა და ძვლის მასის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ესტროგენების ზემოქმედება ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე დოზაზეა დამოკიდებული. დამცველობითი მოქმედება იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც მკურნალობა. ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის (HRT) შეწყვეტისას ძვლის ქსოვილის კარგვის სიჩქარე იგივეა, რაც ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ ესტროგენებს.

WHI კვლევა და კვლევების მეტაანალიზები აჩვენებს, რომ უპირატესად ჯანმრთელ ქალებში მხოლოდ ესტროგენებით ან პროგესტაგენთან ერთად HRT უწყვეტი მიღება ბარძაყის, ხერხემლის და ოსტეოპოროზით გამოწვეული სხვა მოტეხილობების რისკს ამცირებს. HRT ასევე ქალებში ძვლოვანი ქსოვილის დაბალი სიმკვრივით და/ან დადგენილი ოსტეოპოროზით მოტეხილობების თავიდან აცილება შეუძლია, თუმცა ამ ვარაუდის დამადასტურებელი მონაცემები შეზღუდულია.

სამკურნალო პრეპარატით ფემოსტონი® 1/5 კონტი ერთი წლის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივე ხერხემლის წელის ნაწილში 4±3,4%-ით (საშუალო მნიშვნელობა ± სტანდარტული გადახრა) გაიზარდა. მკურნალობის დროს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივე ხერხემლის წელის ნაწილში გაიზარდა ან უცვლელი დარჩა ქალების 90%.

ფემოსტონი® 1/5 კონტი ბარძაყის ძვლის ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე მოქმედებს. ერთი წლის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივე ბარძაყის ძვლის ყელის მიდამოში 1,5±4,5%-ით (საშუალო მნიშვნელობა ± სტანდარტული გადახრა), ციბრუტის მიდამოში 3,7±6,0%-ით (საშუალო მნიშვნელობა ± სტანდარტული გადახრა) და ვარდის სამკუთხედში 2,1±7,2%-ით (საშუალო მნიშვნელობა ± სტანდარტული გადახრა) გაიზარდა. ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივე ბარძაყის ძვლის სამ ზონაში გაიზარდა ან უცვლელი დარჩა პრეპარატით ფემოსტონი® 1/5 კონტი თერაპიის შემდეგ და შესაბამისად შეადგინა 71%, 66% და 81%.

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ესტრადიოლი

  • · აბსორბცია

ესტრადიოლის შეწოვა დამოკიდებულია ნაწილაკების ზომაზე: მიკრონიზებული ესტრადიოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ქვემოთ მოცემულია ცხრილი სტაბილურ მდგომარეობაში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობებით ესტრადიოლის (Е2), ესტრონისა (Е1) და ესტრონის სულფატისთვის (Е1S) მიკრონიზებული ესტრადიოლის თითოეული დოზისთვის. მონაცემები წარმოდგენილია საშუალო მნიშვნელობის სახით (SD).

ესტრადიოლი 1 მგ:

პარამეტრები

E2

E1

პარამეტრები

E1S

Cmax (პგ/მლ)

71 (36)

310 (99)

Cmax (ნგ/მლ)

9,3 (3,9)

Cmin (პგ/მლ)

18,6 (9,4)

114 (50)

Cmin (ნგ/მლ)

2,099 (1,340)

Cav (პგ/მლ)

30,1 (11,0)

194 (72)

Cav (პგ/მლ)

4,695 (2,350)

AUC0-24 (პგ*სთ/მლ)

725 (270)

4767 (1857)

AUC0-24 (ნგ*სთ/მლ)

112,7 (55,1)

  • · განაწილება

ესტროგენები გვხვდება როგორც შეკავშირებულ, ასევე არაშეკავშირებულ მდგომარეობაში. ესტრადიოლის დოზის დაახლოებით 98-99% პლაზმის ცილებს, აქედან დაახლოებით 30-52% ალბუმინს და დაახლოებით 46-69% სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინს (sex hormone binding globulin / SHBG) უკავშირდება.

  • · მეტაბოლიზმი

პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ ესტრადიოლი სწრაფად მეტაბოლიზდება. ძირითადი არაკონიუგირებული და კონიუგირებული მეტაბოლიტებია - ესტრონი და ესტრონის სულფატი. ეს მეტაბოლიტები ესტროგენულ აქტივობას ავლენენ თავადაც და ესტრადიოლად ქცევის შემდეგაც. ესტრონის სულფატი ღვიძლშიდა მეტაბოლიზმს განიცდის.

  • · გამოყოფა

ესტრონი და ესტრადიოლი შარდით გამოიყოფა, ძირითადად გლუკურონიდების ფორმით. T1/2 10-16 საათს შეადგენს. ესტროგენები გამოიყოფა მეძუძური დედის რძით. პრეპარატის ფემოსტონი® 1/5 კონტი ყოველდღიური მიღებისას ესტრადიოლის გაწონასწორებული კონცენტრაცია მიღებიდან 5 დღის შემდეგ, ყველაზე ხშირად 8-11 დღისთვის მიიღწევა.

დიდროგესტერონი

  • · აბსორბცია

პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Tmax მიღწევის დრო 0,5-დან 1,5 საათამდეა.

ცხრილში მოცემულია სტაბილურ მდგომარეობაში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობები დიდროგესტერონისთვის და დიჰიდროდიდროგესტერონისთვის. მონაცემები წარმოდგენილია საშუალო მნიშვნელობის სახით (SD).

დიდროგესტერონი 5 მგ

პარამეტრები

დიდროგესტერონი

დიჰიდროდიდროგესტერონი

Cmax (ნგ/მლ)

0,90 (0,59)

24,68 (10,89)

AUC0-t (ნგ*სთ/მლ)

1,55 (1,08)

98,37 (43,21)

AUCinf (ჰგ*სთ/მლ)

-

121,36 (63,63)

ერთჯერადი მიღების შემდეგ საკვები აჩერებს დიდროგესტერონის პიკურ კონცენტრაციას პლაზმაში დაახლოებით 1 საათით, რაც იწვევს პლაზმაში დიდროგესტერონის პიკური კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 20%-ით დიდროგესტერონის და დიჰიდროდიდროგესტერონის ზემოქმედების ხარისხზე გავლენის გარეშე.

  • · განაწილება

დიდროგესტერონის პერორალური მიღებისას გადანაწილების ხილული მოცულობა მნიშვნელოვანია და არის დაახლოებით 22000 ლ. დიდროგესტერონი და დიჰიდროდიდროგესტერონი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს 90% მეტად.

  • · მეტაბოლიზმი

პერორალური მიღების შემდეგ დიდროგესტერონი სწრაფად მეტაბოლიზდება დიჰიდროდიდროგესტერონად. ძირითადი მეტაბოლიტის 20- α-დიჰიდროდიდროგესტერონის კონცენტრაცია პიკს აღწევს იმავე დროში, როგორშიც დიდროგესტერონი. ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის 20- α-დიჰიდროდიდროგესტერონის დონე გაცილებით მაღალია თავდაპირველ ნივთიერებასთან შედარებით, დიჰიდროდიდროგესტერონის დიდროგესტერონთან AUC და Cmax მნიშვნელობათა შეფარდება შეადგენს დაახლოებით 25 და 20, შესაბამისად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დიდროგესტერონისთვის და დიჰიდროდიდროგესტერონისთვის დაახლოებით 15 საათს შეადგენს. დიდროგესტერონის ყველა მეტაბოლიტის საერთო მახასიათებელია საწყისი ნივთიერების 4,6-დიენ-3-ონა კონფიგურაციის შენარჩუნება და 17α-ჰიდროქსილირების არარსებობა, რაც ესტროგენული და ანდროგენული აქტივობის არარსებობას განაპირობებს.

  • · გამოყოფა

მონიშნული დიდროგესტერონის პერორალური მიღების შემდეგ საშუალოდ დოზის 63% შარდით გამოიყოფა. პლაზმიდან დიდროგესტერონის ხილული საერთო კლირენსი მაღალია და შეადგენს დაახლოებით 20 ლ/წთ. დიდროგესტერონის სრული გამოყოფა 72 საათის შემდეგ ხდება. დიჰიდროდიდროგესტერონი შარდთან ერთად ძირითადად გლუკურონის მჟავის კონიუგატის ფორმით გამოიყოფა.

  • · დოზა და დროზე დამოკიდებულება

ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია 2,5-დან 20 მგ.-მდე როგორც ერთჯერადი, ისე განმეორებითი მიღებისას. ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების კინეტიკის შედარება გვაჩვენებს, რომ დიდროგესტერონის და დიჰიდროდიდროგესტერონის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება დოზის განმეორებითი მიღების შედეგად. სტაბილური კონცენტრაცია მკურნალობის 3 დღის შემდეგ მიიღწევა.

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1. დამხმარე ნივთიერებათა ჩამონათვალი.

აპკოვანი გარსით დაფარული, ნარინჯისფერ-მოვარდისფრო ფერის 1 ტაბლეტი შეიცავს:

დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატი 114,7 მგ, ჰიპრომელოზა 2,8 მგ, სიმინდის სახამებელი 14,4 მგ, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო 1,4 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,7 მგ.

აპკოვანი გარსი: შერეული აპკოვანი გარსი Orange I 4,0 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172)).

6.2. შეუთავსებლობა.

არ ეხება.

6.3. ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.

6.4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას.

უნდა ინახებოდეს ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 30°C ტემპერატურისა.

6.5. შეფუთვის ხასიათი და შემცველობა.

PVC (პოლივინილქლორიდი)/ალუმინის ფოლგის ბლისტერი 28 ტაბლეტით.

ბლისტერი სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6.6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ან მასთან მუშაობის შემდეგ მიიღებული ნარჩენების განადგურებისას.

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის პირობები.

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ებოტ ჰელსქეა პროდაქტს ბ.ვ.

ს.დ. ვან ჰოუტენლაან 36,

ნლ-1381 სპ ვეესპ, ნიდერლანდები.

7.1. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი

ბელარუსის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

LLC “Abbott Laboratories GmbH” (შვეიცარული კონფედერაცია) წარმომადგენლობა,

ბელარუსის რესპუბლიკა, 220073 მინსკი, პირველი ზაგოროდნი შესახვევი, N20, ოფისი 1503.

ტელეფონი: +375 17 202 23 61; +380 44 498 6080 (სადღეღამისო; მიჰყევით მითითებებს ხმოვანი შეტყობინების ბოლოს)

e-mail: [email protected]

8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

9. პირველადი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი

10. ტექსტის გადახედვის თარიღი