კალციუმის გლუკ.0.5გ #10ტ(კიევი

კალციუმის გლუკ.0.5გ #10ტ(კიევი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმის გლუკონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10603
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კალციუმის გლუკონატი

 

წამლის ფორმა:
ტაბლეტი

გენერიული დასახელება:
კალციუმის გლუკონატი

აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტს.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 0,5 გ კალციუმის გლუკონატს.

დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის ნახშირორჟანგი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალციუმის პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალციუმის იონები მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემის, ასევე გლუვი და განივზოლებიანი კუნთების, გულის კუნთის მუშაობის პროცესების განხორციელებაში. კალციუმის იონები აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებისათვის, სისხლის შედედების პროცესისათვის, აგრეთვე სხვა სისტემებისა და ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმის იონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება მრავალი პათოლოგიური პროცესის შედეგად, ხოლო გამოხატული ჰიპოკალციემია ხელს უწყობს ტეტანიის განვითარებას. კალციუმის გლუკონატი, ჰიპოკალციემიის ნიველირების გარდა, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, ავლენს ანტიალერგიულ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი შიგნით მიღებისას შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში პასიური დიფუზიის გზით და ნაწილობრივ აქტიური ტრანსპორტის მექანიზმით. სისხლში იგი იმყოფება იონიზირებულ და შეკავშირებულ მდგომარეობაში. ფიზიოლოგიური აქტივობა გააჩნია იონიზირებულ კალციუმს, რომლის დეპოს წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილი. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, უპირატესად კი – ფეკალიებით. ორგანიზმში 1 გ კალციუმის მოხვედრის უზრუნველსაყოფად  აუცილებელია 11 გ კალციუმის გლუკონატი.
 
ჩვენება:
კალციუმის გლუკონატი გამოიყენება პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობის, ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის  (ნაწილობრივ ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს), აგრეთვე როგორც დამატებითი საშუალება ალერგიული დაავადებებისა და წამლისმიერი ალერგიების სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის პათოლოგიური პროცესებით გამოწვეული სისხლძარღვთა განვლადობის შემცირების, ღვიძლის ტოქსიური დაზიანების, პარენქიმატოზური ჰეპატიტის, ნეფრიტის, ეკლამფსიის, პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალიემიური ფორმის, კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც დამატებითი ჰემოსტაზური საშუალება, და აგრეთვე  ანტიდოტის სახით მაგნიუმის მარილებით, მჟაუნმჟავათი და მისი ხსნადი მარილებით და ფტორის მჟავას ხსნადი მარილებით მოწამვლისას.

მიღების წესი და დოზირება:
კალციუმის გლუკონატის ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ მოზრდილებში დოზით 1-3 გ (2-6 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0,5 გ, 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 გ; 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-1,5 გ; 7-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,5-2 გ; 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2-3 გ. ტაბლეტი მიიღება 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად მოსალოდნელია ყაბზობა, ხანდახან ვითარდება ობსტრუქტიული პროცესები ნაწლავებში, რაც განპირობებულია კალციუმის კონკრემენტების ფორმირებით.
 
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ჰიპერკალციემიის, გამოხატული ჰიპერკალციურიის, თირკმელების გამოხატული უკმარისობის, თრომბოზების მიმართ მიდრეკილების, აგრეთვე პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კალციუმს შესწევს უნარი შეამციროს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ფტორის პრეპარატების აბსორბცია მათთან ერთდროული გამოყენებისას.
ვიტამინ P-ს და პრეპარატის ერთდროული გამოყენება ზრდის კალციუმის შეწოვას.
კალციუმის მაღალი დოზით პერორალურად დანიშვნამ შესაძლებელია გააძლიეროს დიგოქსინის არითმოგენური ეფექტი.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები, თუმცა მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, რაც არ იწვევს ჰიპერკალციემიის განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში უმნიშვნელო ჰიპერკალციემიის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან შარდ-კენჭოვანი დაავადების არსებობისას, რაც მოითხოვს შარდში კალციუმის ექსკრეციის დონის რეგულარულ შემოწმებას.
პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ შარდში კონკრემენტების წარმოქმნისადმი რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის გამოყენება.
საჭმლის-მომნელებელი ტრაქტიდან კალციუმის შეწოვა შესაძლებელია შემცირდეს ზოგიერთი სახის საკვების (მარცვლეული, ისპანახი, რძე ან რძის ნაწარმი) ზემოქმედებით.

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდბეული.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და სინათლისაგან და ბავშვებისაგან  დაცულ Bადგილას 18-25° C ტემპერატურაზე.

შეფუთვა:
ტაბლეტი N10 კონტურულ შეფუთვაში

მწარმოებელი:
“აგროფარმი”  (უკრაინა)