კეტოტიფენი 0.001გ #20ტ GMP
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
(KETOTIFEN)
შემადგენლობა
კეტოტიფენის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კეტოტიფენის 1 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კეტოტიფენი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატია. ახასიათებს ანტიჰისტამინური და ანტიანაფილაქსიური თვისებები. მისი მოქმედება დამყარებულია ჰისტამინის, ლეიკოტრინების, ანაფილაქსიის ნელა მომქმედი სუბსტანციის გამოთავისუფლების ინჰიბირებაზე, სასუნთქ გზებში ეოზინოფილების დაგროვების დათრგუნვაზე, თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორისა და ალერგენების მოქმედებით გამოწვეული სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობის შემცირებაზე. გარდა ამისა, იწვევს H-1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკადას, არ ახასიათებს ანტისეროტონინული და ანტიქოლინერგული აქტივობა.
კეტოტიფენი ეფექტურია ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისთვის, მაგრამ არა როგორც ბრონქოდილატატორი.
პრეპარატი თითქმის მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და 2-4 სთ-ში სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია. კეტოტიფენი გადადის დედის რძეში.
ჩვენება
- ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკა (განსაკუთრებით ალერგიული გენეზის);
- თივის ცხელებისას ასთმური შეტევების პროფილაქტიკა;
- ალერგიული რინიტისა და დერმატოზების პროფილაქტიკა.
უკუჩვენება
კეტოტიფენისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
კეტოტიფენის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით. პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში. მიზანშეწონილი არ არის ბრონქული ასთმითა და ბრონქოსპასტიური სინდრომით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის სწრაფი მოხსნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სისტემატურად იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სინდრომი. თრომბოციტოპენიის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატი არ ინიშნება პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად.
იგი აძლიერებს ძილისმომგვრელი, ანტიჰისტამინური პრეპარატებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები - 1 მგ ორჯერ დღეში (დილა-საღამოს).
საჭიროებისას დასაშვებია დღიური დოზა - 4 მგ.
ბავშვები - 0.025 მგ/კგ სხეულის მასაზე, ორჯერ დღეში. 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთა წონა მეტია 25 კგ-ზე ინიშნება 1 მგ ორჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია - ძილიანობა, პირის ღრუს სიმშრალე, მსუბუქი თავბრუსხვევა, ფსიქიური რეაქციების შენელება, რომელიც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იხსნება. იშვიათად – დისპეპსიური მოვლენები, მადის გაძლიერება, წონის მატება.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 1 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)