დ.ტაისი ლაშქარას მალამო 50გ

დ.ტაისი ლაშქარას მალამო 50გ

10.00 ლარი 9.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დოქტ. ტაისს ნატურვარენ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაშქარა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10597
გააზიარე:


დ.ტაისი ლაშქარას მალამო 50გ

შემადგენლობა : ერთი (1) გ მალამო შეიცავს ლაშქარას ნაყენს 0.1გ, E ვიტამინის ზეთისებურ ხსნარს 98% (100%- ზეგადათვლით E ვიტამინის შემცველობით )0.01 გ .

დამხმარე ნივთიერებები : ვაზელინი, სიმინდის რაფინირებული ზეთი, გლიცერინი, ემულგატორი T-2, ნიპაგინი (მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ), არომატიზატორი, გამოხდილი წყალი .

გამოშვების ფორმა : მალამო

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ადგილობრივი გამოყენების პრეპარტები სახსრების და კუნთების ტკივილის დროს .

ფარმაკოლოგიუირ თვისებები : ფარმაკოდინამიკა : პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება კომპონენტებით ,რომლებიც შედის მის შემადგენლობაში . ლაშქარას ნაყენის ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ალანტოინი ,ლორწოვანი და ტანინური ნივთიერებები . ალანტოინი ასტიმულირებს ძვლის ქსოვილის ზრდას , ეპითელიუმის რეგენერაციის პროცესებს , ამცირებს ტკივილის შეგრძნებას , ავლენს სისხლის აღმდგენ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას , ლაშქარას ტანინები აჩქარებენ ჭრილობების და წყლულოვანი დაზიანების შეხორცების პროცესებს . E ვიტამინი აუმჯობესებს უჯრედების ტროფიკას , იცავს მათ დაზიანებისგან, აძლიერებს ალანტოინის ეფექტს .

გამოყენების ჩვენებები :

რევმატიული ტკივილი , ნევრალგია , იშიაზი , ლუმბაგო , რადიკულიტი , მიალგია , ართრალგია, ოსტეოქონდროზი, ართრიტები, სპორტული, საყოფაცხოვრებო ტრავმები - დარტყმები, მყესების დაჭიმვა, ძვლის დახურული მოტეხილობა.კანის სიმშრალე და ნახეთქები, ჭრილობები, რომლებიც ხანგრძლივად არ ხორცდებიან, ტროფიკული წყლულები, დერმატიტები, ეგზემა .

მიღების წესი და დოზირება :

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : დაიტანეთ მალამო დაზიანებულ უბნზე სქელ ფენად და ფრთხილად შეიზილეთ კანში 2-3- ჯერ დღეში , ღამით მალამოს დადება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ასევე თანმხლები თერაპიის ხასიათზე, ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას წლის განმავლობაში .

გვერდითი მოვლენები : პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ხანდახან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების სიმპტომების გამოვლენა ( ქავილი, შეშუპება, ცხელება ).

უკუჩვენება : პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასკის ბავშვებში , ორსულ და მეძუძურ ქალებში. მომატებულიმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

არბი დოზირება : შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება ( ქავილი, შეშუპება, ციებ - ცხელება).

გამოყენების თავისებურებანი :

გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის მცირე რაოდენობის დადება კანზე ინდივიდუალური მგრძნობელობის განსასაზღვრავად. არ შეიძლება მისი დადება კანზე ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში. არ შეიძლება მალამოს მოხვედრა თვალში .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან :

არ არის ცნობილი .