ლერკამენი 10მგ #28ტ

ლერკამენი 10მგ #28ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლერკანიდიპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 10539
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ლერკამენი® 10
Lerkamen® 10


საერთაშორისო დასახელება - lercanidipine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C08CA05

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, კალციუმის არხების ბლოკატორები

  
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგ. ტაბ. 10 მგ.: 28ც.

ჩვენებები
ლერკამენი® 10 ინიშნება ექიმის მიერ სისხლის მაღალი წნევის, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი ლერკამენი® 10 მიიღება ექიმის დანიშნულებით. ჩვეულებრივ მიიღება ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში ერთსა და იმავე დროს, უპირატესად დილით, საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე, რადგან ცხიმიანი საკვები მნიშვნელოვნად ზრდის სისხლში პრეპარატის რაოდენობას. მედიკამენტის მიმართ პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციის მიხედვით დოზის გაზრდა შესაძლებელია 20 მგ-მდე. დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს თანდათანობით, რადგან წნევის დაქვეითების მაქსიმალური ეფექტი მიღწევას შეიძლება დაახლობით 2 კვირა დასჭირდეს.
ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
დანიშნული დოზის გადაჭარბებით მიღება აკრძალულია.
ზედმეტი დოზის მიღების ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თან იქონიეთ ტაბლეტები და/ან შეფუთვა.
ნორმალური დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოივიოს სისხლის წნევის ძლიერი დაქვეითება და გულისცემია (პულსი) შეიძლება გახდეს არარეგულარული და გახშირებული. აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექტირება საჭირო არ არის. მაგრამ მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
პრეპარატი ლერკამენი® 10-ის დოზის მიღების გამოტოვება პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა და გააგრძელეთ მიღება მეორე დღეს დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:
ძალიან ხშირი (=10%) __    10 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირი (=1 - <10%) ___    100 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ზოგჯერ(=0,1 - <1%)  ___   1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
იშვიათი (=0,01 - <0,1%)   ___  10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათი (<0,01%)  ___   10.000 პაციენტიდან 1-ს ან ნაკლებს, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

აღინიშნება შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები: ზოგჯერ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტერფ-წვივის სახსრების ან ქვედა კიდურების შეშუპება, გახშირებული პულსი, გულისცემა, სახეზე სისხლის მოწოლა.
იშვიათად: კანზე გამონაყარი, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სტენოკარდიის შეტევა, შარდის რაოდენობის გაზრდა, სისუსტე ან დაღლილობა.
ძალიან იშვიათად: ღრძილების გასქელება, შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზა) დონის დროებითი მომატება, სისხლის ძალიან დაბალი წნევა, შარდვის სიხშირის მომატება, ტკივილი გულ-მკერდის არეში.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ სტენოკარდიის მქონე პაციენტებში დიჰიდროპირიდინის ჯგუფის ზოგიერთმა პრეპარატმა სტენოკარდიის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევების, სიხშირის, ხანგრძლივობის და სიმძიმის მომატება. ლერკამენი® 10-ის მიღების დროს აღნიშნულიდან რომელიმეს პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში.
ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების შესახებ, იშვიათად მიღებული პრეპარატების ჩათვლით

უკუჩვენება

> ლერკამენი® 10-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
აღნიშნული პრეპარატის მსგავსი სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ამლოდიპინი, ნიკარდიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი, ნიფედიპინი ან ლაციდიპინი) ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენა წარსულში. აღნიშნული პრეპარატის სხვა კომპონენტები ჩამოთვლილია ზემოთ;
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდი;
ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში ან თუ არ იყენებთ ეფექტურ კონტრაცეფციას პრეპარატი ლერკამენი® 10-ის მიღება არ შეიძლება.
პრეპარატის მიღების დროს ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი ლერკამენი 10-ის მიღება არ შეიძლება გულის შემდეგი დაავადებების დროს:
გულის არაკონტროლირებადი უკმარისობა, გულიდან გამომავალი სისხლძარღვების ობსტრუქცია, არასტაბილური სტენოკარდია (მოსვენების სტენოკარდია ან პროგრესირებადი სტენოკარდია), აგრეთვე გულის შეტევის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
პრეპარატი ლერკამენი 10-ის მიღება არ შეიძლება ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.
პრეპარატი ლერკამენი 10-ის მიღება არ შეიძლება ციკლოსპორინის შემცველ პრეპარატებთან, პერორალურ სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი), მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი) და აივ-ინფექციების სამკურნალო პერორალურ ანტივირუსულ პრეპარატებთან (მაგალითად, რიტონავირი) კომბინაციაში;
მიზანშეწონილი არ არის აგრეთვე გრეიფრუტის წვენთან კომბინაცია.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
სხვადასხვა ინდივიდუალური რეაქციის შედეგად რეაქციის უნარი იმდენად იცვლება, რომ ქვეითდება სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის და წონასწორობის შენარჩუნების უნარი. ეს განსაკუთრებით ხდება მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდის და მედიკამენტის შეცვლის შემთხვევაში, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელის მიღების დროს.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება განსაზღვრული გულის დაავადებების შემთხვევაში და/ან თუ როდესაც არის კარდიოსტიმულატორის საჭიროება. აღნიშნული დაავადებების არსებობის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს აუცილებელ ზომებს პრეპარატი ლერკამენი® 10-ის დანიშვნის წინ.
მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის ან თირკმელების დაავადებების შემთხვევაში ან თუ იმყოფებით დიალიზზე დოზის კორექციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზას დეფიციტის, გალაქტოზემიის ან გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება.
18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის ლერკამენი® 10-ის მიღება მიზანშეწონილი არ არის, რადგან აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე ანუ ექიმის დანიშნულების გარეშე შეძენილი პრეპარატების ჩათვლით.
დღე-ღამეში 800 მგ მეტი დოზით ციმეტიდინის, ან დიგოქსინის, ან მიდაზოლამის ლერკამენი 10-თან ერთდროულად რეგულარული მიღების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ლერკამენი 10-ით მკურნალობის პერიოდში. აღნიშნული პრეპარატებიდან რომელიმეს მიღების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგი პრეპარატების მიღების (მკურნალობის) შემთხვევაში:
რიფამპიცინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ამიოდარონი, ქინიდინი. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ამ პრეპარატებიდან რომელიმეს. ამ შემთხვევაში სასურველია ექიმის კონსულტაცია.
სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო ისეთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღების შემთხვევაში, როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი.
პერორალური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი), მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგალითად, ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი) ან აივ-ინფექციების სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატები (მაგალითად, რიტონავირი) აძლიერებს ლერკამენი® 10-ის მოქმედებას, ამიტომ აღნიშნული პრეპარატების ლერკამენი® 10-თან ერთდროულად მიღება აკრძალულია.
ციკლოსპორინის შემცველი პრეპარატის და ლერკამენი® 10-ის ერთდროული მიღება აძლიერებს როგორც ერთი, ისე მეორე მედიკამენტის მოქმედებას. ამიტომ მათი ერთდროულად მიღება არ შეიძლება.
სიფრთხილის დაცვის გარეშე შეიძლება ლერკამენი® 10-ის ერთდროულად მიღება ე.წ. ბეტა-ბლოკატორებთან (მაღალი წნევის დამაქვეითებელ ან გულის დაავადებების სამკურნალო განსაზღვრული პრეპარატები), მაგალითად მეტოპროლოლთან. მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია ლერკამენი® 10-ის დოზის კორექტირება.
ლერკამენი® 10-ის და სიმვასტატინის (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი) ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში ლერკამენი® 10 მიიღება დილით, ხოლო სიმვასტატინი – საღამოს.
გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გააძლიეროს ლერკამენი® 10-ის მოქმედება, ამიტომ მისი მიღება აკრძალულია.
ალკოჰოლიმა შეიძლება გააძლიეროს ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების მოქმედება, ამიტომ ლერკამენი® 10-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღების შეწყვეტა ან მკაცრად შეზღუდვა.

შენახვის პირობები და ვადები

ლერკამენი® 10-ის ტაბლეტები ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი. გარე შეფუთვაზე (დასაკეც მუყაოს კოლოფზე) და ბლისტერის ზოლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ დაბეჭდილია ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი.
აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირისათვის.


მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია