კალციუმის გლუკ.0.5გ #10ტ(ბელორ

კალციუმის გლუკ.0.5გ #10ტ(ბელორ

0.39 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმის გლუკონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10401
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია
კალციუმის გლუკონატი

სავაჭრო დასახელება: კალციუმის გლუკონატი
გამოშვების ფორმა: 500 მგ ტაბლეტები.
აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტები, ბრტყელცილინდრული, გამყოფი ხაზით და ნაზოლით.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები - კალციუმის გლუკონატი - 500 მგ, დამხმარე ნივთიერებები - კარტოფილის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმის პრეპარატები.
კოდი ათქ: A12AA03
ჩვენებები
- კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კალციუმის საჭიროების შევსება კალციუმის დეფიციტის რისკს დაქვემდებარებულ პაციენტებში ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დამატების სახით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
- ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია;
- ნეფროლითიაზი.

მიღების წესი და დოზები
მიიღება შიგნით, ჭამის წინ. გადაყლაპვის წინ აუცილებელია ტაბლეტის დაქუცმაცება ან დაღეჭვა.
მიღება მოზრდილებში:
- ¬კალციუმის დეფიციტის დროს: 1 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ;
- დამატებითი თერაპია ოსტეოპოროზის დროს: ერთი ტაბლეტი 1-3 -ჯერ დღეში.
გამოყენება ბავშვებში:
- კალციუმის დეფიციტის დროს: ერთი ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის. თირკმლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზისა და მიღების სიხშირის სპეციალური კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზისა და მიღების სიხშირის სპეციალური კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ხანდაზმულ პირებში. დოზა იგივეა, რაც მოზრდილებისთვის. გასათვალისწინებელია კრეატინინის კლირენსის შესაძლო დაქვეითება.
გამოყენების ხანგრძლივობა კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის განისაზღვრება ექიმის მიერ და საშუალოდ შეადგენს ათი დღიდან თვენახევრამდე.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია არასასურველი გვერდითი რეაქციების კლასიფიკაციის თანახმად ორგანოების და ორგანოების სისტემების დაზიანების და განვითარების სიხშირის შესაბამისად.
სიხშირე განისაზღვრება როგორც: არახშირი (≥1/1000, ˂1/100), იშვიათი (≥1/10000, ˂1/1000), ან ძალიან იშვიათი (˂1/10000).
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
არახშირი: ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია.
ძალიან იშვიათი: რძე-ტუტოვანი სინდრომი (როგორც წესი, მხოლოდ ჭარბი დოზირების დროს).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
იშვიათი: მსუბუქი კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ყაბზობა, დიარეა.
ძალიან იშვიათი: დისპეფსია.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ძალიან იშვიათი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
გულს-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
შესაძლებელია გულის რითმის დარღვევები და ბრადიკარდია.
სიფრთხილის ზომები
კალციუმის პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება გულის დაავადებების ან სარკოიდოზის მქონე პაციენტებში. პრეპარატის მაღალი დოზების დანიშვნისას, განსაკუთრებით ბავშვებში, აუცილებელია სისხლში კალციუმის რაოდენობისა და შარდში კალციუმის გამოყოფის მკაცრი კონტროლი.
თუ სისხლში კალციუმის დონე აღემატება 2,625-2,75 მმოლ/ლ-ს ან შარდში კალციუმის გამოყოფა აღემატება 5მგ/კგ-ს მკურნალობა უნდა შეწყდეს. უმნიშვნელო ჰიპერკალციურიის, შემცირებული გორგლოვანი ფილტრაციის ან ნეფროლითიაზის ანამნეზის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით და შარდში კალციუმის შემცველობის კონტროლით. სიფრთხილე არის აუცილებელი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ სხვა ვიტამინების - მინერალების კომპლექსებს, მათ შემადგენლობაში კალციუმის შესაძლო შემცველობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულ ქალებში, რომლებიც კალციუმის პრეპარატებს D ვიტამინთან კომბინაციაში იღებენ, იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების ალბათობა. კალციუმის პრეპარატების რეკომენდებულ დოზებში მიღება რაიმე სახის უარყოფით შედეგს არ იწვევს ნაყოფისთვის, გამოყენება უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროსაც.
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ახდენს ზეგავლენას.
ჭარბი დოზირება
განზრახ ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა.
სიმპტომები: ანორექსია, კუნთების სისუსტე, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძლიერი წყურვილი, თავბრუსხვევა, სისხლში შარდოვანას დონის მომატება. კალციუმს შეუძლია თირკმელებში, არტერიების კედლებზე დეპონირება.
რძე-ტუტოვანი სინდრომი შეიძლება აღინიშნის ავადმყოფებში, რომლებიც პერორალურად იღებენ კალციუმის დიდ რაოდენობას და აბსორბირებად ტუტე პროდუქტებს. სიმპტომები: ხშირი შარდვა, ხანგრძლივი თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ჰიპერკალციემია, თირკმელის უკმარისობა.
მკურნალობა: კალციუმის მოხმარების დაყვანა მინიმუმზე, ჰიპერკალციემიის ხელშემწყობი პრეპარატების (თიაზიდები, ვიტამინი D) მოხსნა, დეჰიდრატაციისა და ელექტროლიზური დისბალანსის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში მარყუჟოვანი დიურეზულების (ფუროსემიდი) დანიშვნა. მძიმე შემთხვევებში, კალციუმის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძლება გამოდევნილი იქნას პერიტონეალური დიალიზის გზით. პაციენტები ჭარბი დოზირების სიმპტომებით უნდა მოერიდონ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას. კალციუმით ჭარბი დოზირების მკურნალობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევებით.
შეფუთვა
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ფირფიტის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
10 ტაბლეტი ქაღალდის და მუყაოს საფუძველზე კომბინირებული მასალის კონტურულ არაუჯრედულ შეფუთვაში.
5 კონტურული არაუჯრედული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში (#10X5).

შენახვის პირობები.
ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.