გასეკ-20 20მგ #7კაფს
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები, H+ K+ ატფ-აზის ინჰიბიტორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ომეპრაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10364
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გასეკ-20
GASEC-20
GASEC-20
1 კაფს. შეიცავს 20 მგ ომეპრაზოლს.
შემადგენლობა - Omeprazolum
დამხმარე ნივთიერებები:
მანიტოლი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სულფატი, ნატრიუმის ფოსფატი.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ომეპრაზოლი წარმოადგენს პროტონულ ტუმბოდ წოდებულ H+ - K- -აფტ-ზას ენზიმური სისტემის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს H+ - K- -ატფ-ზა აქტივობას კუჭის ლორწოვანი გარსის სპარიეტული უჯრედების მემბრანებში და ამით აბლოკირებს კუჭის წვენის სეკრეციას. ვინაიდან, აღნიშნული ფერმენტული სისტემა განიხილება, როგორც კუჭის ლორწოვანის ”პროტონული ტუმბო”, ომეპრაზოლი წარმოადგენს კუჭის წვენის სეკრეციის ინჰიბიტორს, რომელიც თრგუნავს ამ უკანასკნელის გამოყოფის ბოლო საფეხურს. ომეპრაზოლი იწვევს რა მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ინჰიბირებას, ამით აქვეითებს აბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს.
20 მგ პრეპარატის მიღებისას, კუჭის წვენის სეკრეციის დათრგუნვა ხვდება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 24 სთ-ის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა - პერორალურად მიღებისას, უზმოზე პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში იგი აღწევს 0.5-3.5 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღებისას, აბსორბციის პროცესი უფრო ხანგრძლივია.
ომეპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.5-1 სთ-ს. პრეპარატს ახასიათებს (დაახლოებით 95%) სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი უნარი.
აბსორბციის შემდეგ ომეპრაზოლი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში და სწრაფად გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.
პრეპარატი სწრაფად, 4 სთ-ის განმავლობაში ვრცელდება კუჭის ლორწოვან გარსში, ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში. 48 სთ-ის შემდეგ ომეპრაზოლი რჩება მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსში. პრეპარატის შეღწევადობა ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეზღუდულია.
პერორალური მიღებისას პრეპარატის დოზის ძირითადი ნაწილი (77%) გამოიყოფა შარდთან ერთად მინიმუმ, 6 მეტაბოლიტის სახით. აქედან 2 იდენტიფიცირდება როგორც ჰიდროქსიომეპრაზოლი და კარბონის მჟავა. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ფეკალური მასებით, რაც მეტყველებს ნაღველში მეტაბოლიტების მნიშვნელოვან ექსკრეციაზე.
პლაზმაში აღმოჩენილია ისეთი 3 მეტაბოლიტი, როგორიცაა: ომეპრაზოლის სულფიდური და სულფონური წარმოებულები. ეს მეტაბოლიტები ხასიათდებიან სუსტი ანტისეკრეტული აქტივობით.
აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს ომეპრაზოლის სულფონი.
ჰეპატიტით დაავადებულებში პრეპარატის ბიოშეღწევადობა იზრდება 100%-მდე. ამ დროს პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდის ხანგრძლივობა პლაზმაში იზრდება 3 სთ-მდე, ჯანმრთელ ადამიანებთან (0.5-1 სთ) შედარებით.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ პირებში ადგილი აქვს მისი ელიმინაციის პერიოდის გახანგრძლივებას. ვინაიდან ომეპრაზოლის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფიან შარდთან ერთად, მათი გამოყოფის სიჩქარე მცირდება კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად, ხოლო მათი კონცენტრაცია იზრდება.
ჩვენება -
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), კუჭის კეთილთვისებიანი წყლული, რეციდივული წყლული, ქირურგიული ოპერაციის შემდგომი წყლული;
- გასტრიტი;
- მომატებული მჟავიანობა და კუჭის გაღიზიანება;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი (გამწვავების ფაზაში);
- სისხლდენა კუჭიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან;
- ლორწოვანი გარსის მწვავე სტრესული წყლულები;
- ასპირაციის სინდრომი;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (გასტრინომა).
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და რეფლუქს!ეზოფაგიტის დროს პრეპარატი ინიშნება 20 მგ ერთჯერადად. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას, ცალკეულ შემთხვევებში - 8 კვირას.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზაა 60 მგ ერთჯერადად, შემდგომში ეფექტის მიხედვით შესაძლებელია მისი კორექცია 20-120 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე. მძიმე შემთხვევებში, შესაძლებელია დოზის გაზრდა 360 მგ-მდე 2 მიღებაზე დღე-ღამეში.
გასეკ-20-ის მოქმედება იწყება 4 დღის შემდეგ. სასურველია მისი მიღება ჭამამდე ან ჭამის დროს. ვინაიდან ამ შემთხვევაში ვლინდება პრეპარატის მაქსიმალური ეფექტი.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, უძილობა.
არსებობს მონაცემები: ღვიძლის ფუნქციის მოშლის, თრომბოპენიის, ლეიკოპენიის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის, აგრესიული და დეპრესიული რეაქციების შესახებ.
უკუჩვენება:
- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, რადგან მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: გასეკ-20 აჩქარებს ორგანიზმიდან დიაზეპამის, ფენიტოინის და ვარფარინის გამოყოფას ღვიძლის ციტოქრომ P-450 ფერმენტულ სისტემაზე მოქმედების შედეგად.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს.
მწარმოებელი - MEPHA-PHARMA (შვეიცარია)
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით