სიმეპარი #40კაფს
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
სილიბინინი+ვიტ.ბ1+ბ2+ბ6+ბ12
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10359
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სიმეპარი
Simepar
Simepar
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულა №40
1 კაფსულა შეიცავს 70მგ სილიმარინის ექვივალენტურ ბაყაყურას ექსტრაქტს, თიამინ ქლორიდს - 4.0მგ; რიბოფლავინს - 4.0, ნიკოტინამიდს - 12.0, პირიდოქსინს - 4.0, კალციუმის პანთოთენატს - 8.0, ციანკობალამინს – 1.2მკგ. დამხმარე ნივთიერებებს: ლაცტოსას, ტალკს, ჟელატინს, ტიტანიუმის დიოქსიდს, რკინის წითელი ოქსიდს ე-172, რკინის შავი ოქსიდი ე-172
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმეპარი მიეკუთვნება ჰეპატოპროტექტულ საშუალებას. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინების კომპლექსი და ბაყაყურას ნაყოფის გამონაწვლილი, რომელიც შეიცავს სილიმარინს – ფენილქრომული სტრუქტურის ფლავონური შენაერთების ჯგუფს იზომერების სილიბიდინის, სილიდანინის და სილიკრისტინის ჩათვლით.
სილიმარინი იცავს ჰეპატოციტებს ჰეპატოტოქსიური აგენტების ზემოქმედებისაგან, იცილებს უჯრედის მემბრანების დესტრუქციას, აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს. ავლენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს და ღვიძლის ქსოვილში თავისუფალი რადიკალების შეკავშირების წყალობით იჩენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. აქვს მემბრანომასტაბილიზებელი აქტიურობა, ასტიმულებს ცილის სინთეზს, აძლიერებს ჰეპატოციტების რეგენერაციას.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები ასრულებენ კოფერმენტების ფუნქციას ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლის სხვადასხვა რეაქციებში.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტების დროს, გადატანილი ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტების შემდეგ, ღვიძლის დისტროფიისა და ცხიმოვანი ინფილტრაციის დროს, ღვიძლის ციროზის კომპლექსური მკურნალობისთვის. სიმეპარი ასევე ეფექტურია ალკოჰოლით ან მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის ტოქსიური დაზიანების პროფლაქტიკისათვის
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12წ ასაკზე უფროსს ბავსვებს ენიშნებათ 1 კაფსულა სამჯერ დღეში. ხანგრძლივი გამოყენების დროს დოზას ამცირებენ 1-2 კაფსულამდე დღეში. კაფსულას იღებენ ჭამის შემდეგ დაუღეჭავად წყლის დაყოლებით
გვერდითი მოვლენები
ძალზე იშვიათად შეიძლება ვესტიბულური დარღვევების გამწვავება, გამელოტება, დისპეპსიური და ალერგიული რეაქციები, დიარეა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი, ბავშვები 12წ. ასაკამდე.
სიფრთხილე გამოყენებისას:
ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. მონაცემები პრეპარატის გავლენისა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ცნობილი არ არის. ორსულობისა და ლაქტაციიის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობით
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს. მანქანის მართვისადმი ან ისეთი საქმიანობის შესრულებისადმი, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ფსიქიკურ და ფიზიკურ რეაქციებს პრეპარატის მოქმედების ნეგატიური გავლენა არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
არ აღინიშნება. ჰიპერდოზირების შემთხვევაში კუჭის გამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი, სიმპტომური მკურნალობა
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტების ხმარების შემთხვევაში სიმეპარის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობები და ვადები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25ºC ტემპერატურამდე. ვარგისიანობის ვადა 5 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ
რეგისტრაციის № და თარიღი
R 002206 05.02.07
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Mepha LTD
მედიალი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით