ფუროსემიდი 40მგ #50ტ (ბელორ)

ფუროსემიდი 40მგ #50ტ (ბელორ)

1.64 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერ მოქმედი დიურეტიკები
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფუროსემიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 10323
გააზიარე:

ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების

ფუროსემიდი

სამედიცინო გამოყენების შესახებ

სავაჭრო დასახელება : ფუროსემიდი.

საერთაშორისო არა- პატენტირებული დასახელება : ფუროსემიდი / Furosemide.

გამოშვების ფორმა : ტაბლეტები 40 მგ.

აღწერა : ტაბლეტები მრგვალი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელ-ცილინდრული, გამყოფი ღარით.

შემადგენლობა : ერთი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედინივთიერება: ფუროსემიდი - 40 მგ; დამხმარენივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, სახამებელი 1500 (სიმინდის სახამებელი ნაწილობრივ პრეჟელატინირებული), მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მაღალაქტიური დიურეტიკები. სულფონამიდები.

ათქ კოდი : C03CA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

"მარყუჟოვანი"დიურეტიკი. იწვევს სწრაფად დაწყებულ, ძლიერ და ხანმოკლე შარდმდენ ეფექტს. შარდმდენი ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე. პერორალურად მიღებისას მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს 1-2 საათის შემდეგ, მოქმედების ხანგრძლივობაა 3-4-დან 6 საათამდე.

აფერხებს ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციას, ძირითადად ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ნაწილის სქელ სეგმენტში. ფუროსემიდს გააჩნია გამოხატული დიურეზული, ნატრიურეზული, ქლორურეზული მოქმედება. გარდა ამისა, ის ზრდის კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის იონების გამოყოფას.

გულის უკმარისობის დროს უკვე 20 წუთის შემდეგ იწვევს გულზე პრედატვირთვის შემცირებას. მაქსიმალური ჰემოდინამიკური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მოქმედების მეორე საათისთვის, რაც განპირობებულია ვენური სისხლძარღვების ტონუსის დაქვეითებით, მოცირკულირე სისხლის და უჯრედშორისი სითხის მოცულობის შემცირებით. ის ახდენს ჰიპოტენზიურ ეფექტს ნატრიუმის ქლორიდის გამოყოფის გაზრდის, სისხლძარღვების გლუვი კუნთების ვაზოკონსტრიქტორული ზემოქმედების მიმართ რეაქციის შემცირების და სისხლის მიმოქცევის მოცულობის შემცირების საშუალებით, და მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია მაღალია, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პერორალურად მიღებისას აღინიშნება 1 საათის შემდეგ.

ბიოშეღწევადობა 60-70%-ია. განაწილების ფარდობითი მოცულობაა 0,2 ლ/კგ. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი - 98%. აღწევს პლაცენტურ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმლის მილაკების სანათურში ნეფრონის პროქსიმალურ ნაწილში არსებული ანოინების სატრანსპორტო სისტემით.

60-70% გამოიყოფა თირკმელებით, დანარჩენი - ნაწლავებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი - 1-1,5 საათია.

გამოყენების ჩვენებები

გულიდან ან თირკმლდან წარმოშობილი შეშუპება.

ღვიძლიდან წარმოშობილი შეშუპება, ჩვეულებრივ კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან კომბინაციაში. არტერიული ჰიპერტენზია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებისთვისაც უკუნაჩვენებია თიაზიდური დიურეტიკების დანიშვნა (განსაკუთრებით როდესაც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე დაბალია).

გამოყენების მეთოდი და დოზირება

მიიღება პერორალურად. დოზა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზე. მოზრდილები

გულიდან, თირკმლიდან ან ღვიძლიდან წარმოშობილი შეშუპების დროს:

- საშუალო სიმძიმის მდგომარეობა: 20-40 მგ დღეში,

- მძიმე მდგომარეობა: 80-120 მგ (2-3 ტაბლეტი) დღეში 1 ან 2 მიღებაზე, ან 120-160 მგ (3-4 ტაბლეტი) დღეში 2 მიღებაზე.

მაღალი არტერიული წნევის დროს თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში: სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში (რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ანტაგონისტები) რეკომენდებულია ჩვეულებრივი დოზები 20-120 მგ დღეში ერთ ან ორ მიღებაზე.

მოცემული სამკურნალწამლო ფორმა ვერ უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების 40 მგ-ზე ნაკლებ დოზირებას. სამკურნალო საშუალების 20 მგ დოზით დანიშვნისას აუცილებელია ასეთი დოზირების შესაძლებლობის მქონე ფუროსემიდის პრეპარატების გამოყენება.

ბავშვები

შეშუპების სამკურნალოდ სადღეღამისო დოზაა 1–2 მგ/კგ სხეულის მასაზე 1–2 მიღებაზე.

ეს სამკურნალწამლო ფორმა ვერ უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების 40 მგ-ზე ნაკლებ დოზირებას, და არ შეიძლება გამოყენებული იქნას 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში.

გამოყენებახანდაზმულპაციენტებში

დოზის შერჩევა და მისი რეგულირება ხანდაზმულ პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით, ჩვეულებრივ უნდა იქნას დაწყებული დოზის თერაპიული დიაპაზონის ქვედა დონიდან.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციების სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ხშირი (≥1/100-დან ˂1/10-მდე), არა-ხშირი (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000 -დან ˂1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (˂1/10000), სიხშირე უცნობია (არ არის შესაძლებელი შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

ორგანოთა სისტემა

განვითარების სიხშირე

გვერდითი რეაქციები

სისხლისა და ლიფური სისტემის დარღვევები

არა-ხშირი

აპლასტიკური ანემია

იშვიათი

ძვლის ტვინის დათრგუნვა (საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას), ეოზინოფილია, ლეიკოპენია

ძალიან იშვიათი

ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

დეჰიდრატაცია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპოკალციემია, ჰიპომაგნიემია

ხშირი

ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია

არა-ხშირი

გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა (ჰიპოკალიემიის დროს), ჰიპერურიკემია, პოდაგრა, შრატში მსლპ ქოლესტერინის დონის დაქვეითება, შრატში დსლპ ქოლესტერინის დონის მომატება, შრატში ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპერგლიკემია

ძალიან იშვიათი

ტეტანია

სიხშირე უცნობია

არსებული მეტაბოლური ალკალოზის გამწვავება (ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის დროს), წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, კალიუმის ექსკრეციის მომატება*

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათი

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი

პარესთეზია, ცნობიერების აბნევა, თავის ტკივილი

სიხშირე უცნობია

თავბრუსხვევა, გულის წასვლა და გონების დაკარგვა (გამოწვეულია სიმპტომური ჰიპოტენზიით)

მხედველობის მხრივ

არა-ხშირი

მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ყვითლად ხედვა

სმენისა და ლაბირინთის მხრივ

არა-ხშირი

სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი)

იშვიათი

ყურებში ხმაური და შექცევადი ან შეუქცევადი სმენის დაკარგვა (თუმცა ჩვეულებრივ გარდამავალია, მაგრამ განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის, ჰიპოპროტეინემიის მქონე პაციენტებში (მაგ. ნეფრიტული სინდრომის დროს)

გულის მხრივ

არა-ხშირი

ორთოსტატიკური აუტანლობა, გულისც რითმის დარღვევები, დღენაკლულ ჩვილებში არტერიული სადინარის მომატებული რიკი ან პერსისტულობა.

სისხლძარღვების მხრივ

ძალიან ხშირი

ჰიპოტენზია (რომელმაც, თუ ის გამოხატულია, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ყურადღებისა და რეაქციების კონცენტრაციის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავში ზეწოლის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, პირის სიმშრალე, ორთოსტატიკური აუტანლობა).

იშვიათი

ვასკულიტი, თრომბოზი, შოკი

კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არა-ხშირი

პირის სიმშრალე, წყურვილი, გულისრევა, ნაწლავების მოტორიკის დარღვევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა

იშვიათი

მწვავე პანკრეატიტი (დიურეტიკებით, მათ შორის ფუროსემიდით ხანგრძლივად მკურნალობისას)

ღვიძლის მხრივ

იშვიათი

ღვიძლშიდა ქოლესტაზი (სიყვითლე) ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

იშვიათი

გამონაყარი, ქავილი, ფოტომგრძნობელობა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

სიხშირე უცნობია

ურტიკარია, მულტიფორმული ერითემა, პურპურა, ექსფოლიაციური დერმატიტი, ქავილი, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სხვადასხვა ფორმის დერმატიტი, ბულოზური დაზიანებები, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ) (ამ სიმპტომების განვიტთარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს), სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივი დარღვევები

არა-ხშირი

კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

ძალიან ხშირი

ნეფროკალცინოზი ადრეული ასაკის ბავშვებში

არა-ხშირი

დიურეზის დაქვეითება, შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება (პროსტატის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში, შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობით, ურეთრის სტრიქტურით)

იშვიათი

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ძალიან იშვიათი

ინტერსტიციული ნეფრიტი

თანდაყოლილი და გენეტიკური დარღვევები

იშვიათი

ღია არტერიული სადინარი

ზოგადი დარღვევები

არა-ხშირი

დაღლილობა

იშვიათი

საერთო სისუსტე, ცხელება, მძიმე ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები (მაგალითად, შოკის დროს)

გამოკვლევები

ხშირი

სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება

იშვიათი

ტრანსამინაზას მომატება

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა ფუროსემიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- თირკმლის მწვავე უკმარისობა;

- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;

- საშარდე გზების ობსტრუქცია;

- ჰიპოვოლემია ან დეჰიდრატაცია;

- დეკომპენსირებული ჰიპოკალიემია;

- დეკომპენსირებული ჰიპონატრიემია;

- ორსულობა, ძუძუთი კვება;

- ლითიუმთან კომბინაციები;

- გალაქტოზემია, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, ლაქტაზას დეფიციტი;

- ჰეპატიტი და ჰეპატოცელულარული უკმარისობა თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ფუროსემიდის დაგროვების რისკის გამო, რომლის ექსკრეციაც ძირითადად ხორციელდება ნაღველით. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არა- რეკომენდებული კომბინაციები

ფუროსემიდის და ქლორალჰიდრატის ერთდროულად გამოყენებ არეკომენდებული არ არის. ამინოგლიკოზიდების და სხვა ოტოტოქსიური პრეპარატების ოტოტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ფუროსემიდის ერთდროული გამოყენებისას. საჭიროა მოერიდოთ ასეთ კომბინაციებს, რადგანაც ამ დროს განვითარებული სმენის დაქვეითება შეიძლება შეუქცევადი იყოს. გამონაკლისს წარმოადგენს ამ კომბინაციის გამოყენება სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით.

ფუროსემიდისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. რეკომენდებულია.

კომბინაციები, რომლებიცსაჭიროებენგანსაკუთრებულ სიფრთხილეს

თუ ცისპლატინით მკურნალობისას აუცილებელია ფორსირებული დიურეზის მიღწევა ფუროსემიდის საშუალებით, ეს უკანასკნელი შეიძლება დაინიშნოს დაბალი დოზირებით (40 მგ-მდე) თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს და სითხის დეფიციტის არარსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ცისპლატინის ნეფროტოქსიური ეფექტის გაძლიერება.

ფუროსემიდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დგაუარესება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება, განსაკუთრებით ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების II (სარტანების) დანიშვნისას პირველად მიღებისას ან მაღალი დოზების მიღებისას. საჭიროა ფუროსემიდის შეწყვეტა, ან მისი დოზის შემცირება აგფ ინჰიბიტორების ან სარტანების გამოყენებამდე 3 დღით ადრე.

ფუროსემიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული რისპერიდონთან კომბინაციაში, რადგანაც ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ხანდაზმულ პაციენტებში სიკვდილიანობის გაზრდა.

ერთობლივი გამოყენების აუცილებლობა დასაბუთებული უნდა იქნას ამ კომბინაციის რისკისა და სარგებელის გათვალისწინებით. სიკვდილიანობის რისკი იზრდება დეჰიდრატაციის არსებობისას.

ფუროსემიდისდასხვასამკურნალო საშუალებებისმნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება შეამცირონ ფუროსემიდის ეფექტი. დეჰიდრატაციის ან ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის მწვავე უკმარისობას. სალიცილატების ტოქსიკური ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.

შესაძლებელია ფუროსემიდის ეფექტურობის შემცირება ერთდროულად ფენიტოინის დანიშვნისას. გლუკოკორტიკოსტეროიდების, კარბენოქსოლონის, დიდი რაოდენობით ძირტკბილას გამოყენებისას და საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოკალიემია. ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შესაძლებელია გაზარდოს მიოკარდიუმის მგრძნობელობა საგულე გლიკოზიდებისა და იმ სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას.

იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას (ანტიჰიპერტენზიული, შარდმდენი და სხვა პრეპარატები), შეიძლება გაძლიერდეს ფუროსემიდთან ერთდროულად გამოყენებისას. პრობენეციდის, მეთოტრექსატის და სხვა პრეპარატების ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც გამოიყოფიან მილაკოვანი სეკრეციით, შეიძლება შეამციროს ფუროსემიდის ეფექტურობა.

ფუროსემიდმა შეიძლება შეამციროს ამ პრეპარატების გამოყოფა. შეიძლება გაიზარდოს შრატში მათი დონეები და გაიზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი.

ჰიპოგლიკემიური საშუალებებისა და ვაზოკონსტრიქტორული ამინების (ეპინეფრინი / ადრენალინი, ნორეპინეფრინი / ნორადრენალინი) ეფექტურობა, შეიძლება შესუსტდეს, ხოლო თეოფილინისა და კურარის მსგავსი პრეპარატებისა კი - გაძლიერდეს.

ფუროსემიდმა შეიძლება გააძლიეროს ნეფროტოქსიკური პრეპარატების მავნე ზემოქმედება თირკმელებზე. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულად მკურნალობას ფუროსემიდითა და გარკვეული ცეფალოსპორინების მაღალი დოზებით, თირკმლის ფუნქცია შეიძლება გაუარესდეს.

ციკლოსპორინი A-სა და ფუროსემიდის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს მეორადი პოდაგრული ართრიტის განვითარების რისკი, ფუროსემიდით გამოწვეული ჰიპერურიკემიისა და ციკლოსპორინით გამოწვეული თირკმელებით ურატების გამოყოფის გაუარესების გამო.

ნეფროპათიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, ფუროსემიდის რენტგენოკონსტრასტულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, აღენიშნებათ უფრო მეტი მიდრეკილება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიმართ.

თიაზიდებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფოტომგრძნობიარობის რეაქციები. მოულოდნელად განვითარებული ფოტომგრძნობიარობის რეაქციის შემთხვევაში ფუროსემიდის მიღებისას, რეკომენდებულია თერაპიის შეწყვეტა. თუ საჭიროა განმეორებითი მიღება, თავიდან უნდა იქნას აცილებული ულტრაიისფერი დასხივება ან მზის ინსოლაცია.

ზოგადმა საანესთეზიო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ფუროსემიდის ჰიპოტენზიური ეფექტი. კურარის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ფუროსემიდით.

ალკოჰოლი აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს.

საფაღარათო საშუალებების არასათანადოდ გამოყენება ზრდის კალიუმის დაკარგვის რისკს. ძირტკბილას ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის შემთხვევითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია. ჰეპატოცელულარული უკმარისობის დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით, ელექტროლიტების მკაცრი კონტროლის ქვეშ, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის რისკის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა.

ფუროსემიდის მიღებამ საშარდე გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის შემთხვევაში შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეკავება. უზრუნველყოფილი უნდა იქნას დიურეზის საფუძვლიანი მონიტორინგი, განსაკუთრებით ფუროსემიდით მკურნალობის დასაწყისში.

პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით სულფონამიდების და სულფონილშარდოვანას წარმოებულების მიმართ შეიძლება ჰქონდეთ ჯვარედინი სენსიბილიზაცია ფუროსემიდის მიმართ.

თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას დაფიქსირდა ფოტომგრძნობიარობის შემთხვევები. ფოტომგრძნობიარობის შემთხვევების განვითარებისას რეკომენდებულია ფუროსემიდის შეწყვეტა. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია კანის ღია მიდამოების დაცვა, რომლებიც განიცდიან მზის სხივების ან ხელოვნური წყაროებიდან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.

რადგანაც სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის.

ელექტროლიტურიბალანსი

ნატრიემია.

თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ნატრიუმის დონის კონტროლი და შემდგომი რეგულარული კონტროლი. დიურეტიკებით მკურნალობამ შეიძლება მოახდინოს ჰიპონატრიემიის პროვოცირება. სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება თავდაპირველად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, რეგულარული კონტროლი უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს რისკის ჯგუფების პაციენტებში: ხანდაზმული ასაკი, კახექსია (არასაკმარისი კვება) ან ციროზი.

კალიემია.

მარყუჟოვანი დიურეტიკების გამოყენებისას, შესაძლოა ნატრიუმის დონის შემცირება ჰიპოკალიემიასთან ერთად. უნდა განხორციელდეს უეცარი ჰიპოკალიემიის რისკზე (<3,5 მმოლ/ლ) მონიტორინგი რისკის ჯგუფის პაციენტებში: ხანდაზმული ასაკი და/ან არასაკმარისი კვება ან/და პოლითერაპია, ციროზის და ასციტის დროს, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ჰიპოკალიემია ზრდის სათითურას პრეპარატების გულის მიმართ ტოქსიკურობასა და რითმის დარღვევის რისკს. თანდაყოლილი ან მედიკამენტოზური გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტებში, ჰიპოკალიემია ხელს უწყობს რითმის დარღვევას (პოტენციურად ლეტალური პირუეტული ტაქიკარდია ან ბრადიკარდია). ყველა შემთხვევაში აუცილებელია კალიემიის ხშირი კონტროლი. კალიუმის პირველი კონტროლი პლაზმაში უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გლიკემია.

გლიკემიის სიხშირე მაღალი არ არის, თუმცა შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია სისხლში და შარდში გლუკოზის დონის სისტემატური გაკონტროლება.

ურიკემია.

შარდმჟავას გამოყოფა მცირდება, შესაბამისად, ჰიპერურიკემიის, და განსაკუთრებით პოდაგრის დროს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

აუცილებელია საფუძვლიანი დაკვირვება ელექტროლიტური დარღვევების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებზე (ღებინება, დიარეა, პროფუზული ოფლიანობა). დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია ან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა საჭიროებს თერაპიის კორექტირებას და/ან მკურნალობის დროებით შეწყვეტას.

კრეატინინი

რეკომენდებულია სისხლის შრატში კრეატინინის რეგულარული მონიტორინგი ფუროსემიდით მკურნალობის დროს.

აუცილებელია საფუძვლიანი დაკვირვება ელექტროლიტური დარღვევების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებზე (ღებინება, დიარეა, ოფლიანობა). დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია ან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა საჭიროებს თერაპიის კორექტირებას და/ან მკურნალობის დროებით შეწყვეტას.

სპორტსმენები.

ფუროსემიდის არსებობა იძლევა დადებით ტესტებს ანტი- დოპინგური კონტროლის ჩატარებისას. კურსებით მკურნალობის ფონზე აუცილებელია არტერიული წნევის, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის(მათ შორის Na +, Ca2+, K+, Mg2+), მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის, ნარჩენი აზოტის შემცველობის, კრეატინინის, შარდმჟავას, ღვიძლის ფუნქციის პერიოდულად გაკონტროლება, და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის შესაბამისი კორექცია.

პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით სულფონამიდების და სულფონილშარდოვანას წარმოებულების მიმართ შეიძლება ჰქონდეთ ჯვარედინი სენსიბილიზაცია ფუროსემიდის მიმართ.

ფუროსემიდის მაღალი დოზების დანიშვნისას, ჰიპონატრიემიისა და მეტაბოლური ალკალოზის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილი არ არის სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვა.

ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი)ერთდროულად დანიშვნა, და ასევე კალიუმით მდიდარი დიეტის დაცვა.

დოზირების რეჟიმის შერჩევა ღვიძლის ციროზის ფონზე ასციტის, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის უნდა ჩატარდეს სტაციონარის პირობებში (წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომის განვითარება). ნაჩვენებია პლაზმის ელექტროლიტების შემცველობის რეგულარული კონტროლი.

თირკმლის მძიმე პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში აზოტემიისა და ოლიგურიის გამოვლინებისას ან გაძლიერებისას რეკომენდებულია მკურნალობის შეჩერება.

შაქრიანი დიაბეტის ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითების მქონე პაციენტებში საჭიროა სისხლში და შარდში გლუკოზის დონის პერიოდული კონტროლი.

უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, შარდსაწვეთების შევიწროებით ან ჰიდრონეფროზით აუცილებელია შარდის გამოყოფის კონტროლი (შესაძლებელიაშარდის მწვავე შეკავება).

შემადგენლობაში ლაქტოზის არსებობის გამო, ეს წამალი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის, ლაქტაზას დეფიციტის დროს.

არსებობს ჰიპოტენზიის განვითარების რისკი პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, რომლებიც იღებენ ფუროსემიდს, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოტენზიის გამომწვევ სხვა სამკურნალო საშუალებებს, და ასევე სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც არიან ჰიპოტონიის განვითრების რისკის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან ცნობიერების დაკარგვა.

ფუროსემიდი არ უნდა იქნას მიღებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის წინ.

გამოყენებაპედიატრიულპრაქტიკაში

ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში ფუროსემიდის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ნეფროკალცინოზის და/ან ნეფროლითიაზიის განვითარების რისკს. რეკომენდებულია თირკმელების ულტრაბგერითი მონიტორინგი.

გამოყენებაღვიძლისადათირკმელებისფუნქციისდარღვევისმქონეპირებში

მიღება უკუნაჩვენებია თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პირებისთვის.

გამოყენებაორსულობისადალაქტაციისპერიოდში

ორსულობის დროს გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში გამოიყოფა დედის რძეში, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენაავტომობილისმართვისდაპოტენციურადსაშიშიმექანიზმების მართვისუნარზე

თავიდან უნდა იქნას აცილებული პოტენციურად საშიში საქმიანობებით დაკავება, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, შოკი, ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ჰემოკონცენტრაცია, არითმიები, თირკმელების მწვავე უკმარისობა ანურიით, თრომბოზი, თრომბოემბოლია, ძილიანობა, ცნობიერების აბნევა, დამბლა, აპათია, ჰიპოკალიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი.

მკურნალობა: წყალ-მარილოვანი ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის კორექცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსება, სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შეფუთვა

10 ტაბლეტი კონტურულ უჯროვან შეფუთვაში პვქ გარსისა და ალუმინის ფოლგისგან, 5 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში (# 10x5).

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებლის და სახელება და მისამართი

ღია სააქციო საზოგადოება „ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა ”, ბელორუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ. ბორისოვი, ჩაპაევის ქ # 64, ტელ/ფაქსი + 375(177)735612.