კონკორ კორ 2.5მგ #50ტ

კონკორ კორ 2.5მგ #50ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბისოპროლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 10267
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კონკორი კორი
CONCOR COR
 
 
საერთაშორისო დასახელება - bisoprolol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ადრენომაბლოკირებელი საშუალებები; ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფი - გულ-სასიხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 50 ტაბლეტი.

შემადგენლობა გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტს: 2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს (2:1).
დამხმარე კომპონენტები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნი­ უმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, დიმეტიკონ 100, მაკროგოლ 400, რკინის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი, მეთილჰოდროქსიპროპილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონკორი®კორი - ბეტა1-ადრენობლოკერების ჯგუფის პრეპარატია. თერაპიულ დოზებში არ გააჩნია საკუთარი სიმპათომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილებელი თვისებები. მაქსიმალურ მოქმედებას აღწევს მიღებიდან 1-3 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები

- გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესები და დოზები

გარსიანი ტაბლეტის მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. კონკორ®­კორის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან საუზმის დროს.
პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა. როგორც წესი, მკურნალობის კურსი ხანგრძლივია.
არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე კონკორ®­კორის დოზირების შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა. კონკორ®­კორით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კორონარული სისხლძარღვების დაავადებების, აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (ასეთ ავადმყოფებთან დოზის შემცირება ხდება 2­ჯერ კვირაში). ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.
კონკორ®­კორი ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ საშუალოდ და მძიმედ გამოხატული გულის ქრონიკული უკმარისობა
დაქვეითებულისისტოლურიფუნქციით(ექოკარდიოგრაფიულიმონაცემებით განდევნის ფრაქცია არა უმეტეს 35%­სა), სტაბილიზაციის მდგომარეობაში (ბოლო 6 კვირის განმავლობაში დეკომპენსაციის გარეშე). კონკორ®­კორის მიღებამდე ორი კვირით ადრე დანიშნული სხვა პრეპარატების შეცვლა არ არის რეკომენდებული. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს კონკორ®­კორი ენიშნებათ აგფ ინჰიბიტორებთან (ან სხვა ვაზოდილატა­ტორებთან, თუ ორგანიზმი ვერ იტანს აგფ ინჰიბიტორს) დიურეტიკებთან და აუცილებლობის შემთხვევაში საგულე გლიკოზიდებთან ერთად კომბინაციაში.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: პირველი კვირის განმავლობაში დღეში 1.25 მგ კონკორი ერთჯრადად (2.5 მგ­იანი ბისოპროლოლის ფურამატის 1/2 ტაბლეტი). მეორე კვირის განმავლობაში 2.5 მგ დღეღამეში. მესამე კვირას დოზირება შეადგენს 3.75 მგ­ს დღეღამეში. მეოთხე კვირიდან შვიდი კვირის ჩათვლით – ბისოპროლოლის ფურამატის 5 მგ (კონკორ®­კორის 2 ტაბლეტი ან 5 მგ­იანი კონკორი®­ს 1 ტაბლეტი ან 10 მგ­იანი კონკორის 1/2 ტაბლეტი). შემდეგ ხდება დოზის გაზრდა 7.5 მგ-მდე (მერვე კვირიდან მეთორმეტე კვირამდე). მეთორმეტე კვირის შემდეგ ინიშნება მაქსიმალური დოზა - 10 მგ (შესაბამისად: კონკორ®კორის 4 ტაბლეტი, ან 5 მგ-იანი კონკორი®-ს 2 ტაბლეტი ან 10 მგ-იანი კონკორის 1 ტაბლეტი). ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის კორეგირება ინდივიდუალური ამტანიანობის გათვალისწინებით. 1.25 მგ დოზით მკურნალობის დაწყების შემდეგ გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნას 4 საათის განმავლობაში (არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება).
გვერდითი მოვლენების განვითარებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პაციენტებისათვის მაქსიმალურად რეკომენდებული დოზის დანიშვნას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღწეული დოზის თანდათანობით დაკლება. მკურნალობა შეიძლება შეწყვეტილ იქნას აუცილებლობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ განახლდეს იგივე სქემით. დოზის მომატების პროცესში პრეპარატის გადაუტანლობის განვითარებისა ან გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, რეკომენდებულია უპირველესად, კონკორის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების მყისვე შეწყვეტა (გამოხატული ჰიპოტონიის, გულის უკმარისობის კლინიკის გაუარესების შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდიები ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).

გვერდითი მოვლენები

- ნერვული სისტემა: განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს ცნს­ის ფუნქციური დარღვევები: მაგალითად, დაღლილობა, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სიზმრების აქტივაცია, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულად მსუბუქი ხასიათი გააჩნიათ და, როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1­2 კვირის შემდეგ.
- მხედველობის ორგანოები: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუქტივის ანთება.
- გულსისხლძარღვთა სისტემა და სისხლის მიმოქცევა: კერძო შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის ქრონიკული უკმარისობის დეკომპენსაცია, პერიფერიული შეშუპეპა, პარესთეზიები. რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში აღწერილია დაავადების გაძლიერების ერთეული შემთხვევები თერაპიის საწყის ეტაპზე. ­ სასუნთქი სისტემა: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად ასთმური ბრონქიტი, იშვიათად აღინი­ შნება ქოშინი.
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ფაღარათი (დიარეა), ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მუცლის არეში.
- საყრდენ­მამოძრავებელი სისტემა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშ­ ნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი (ართროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო­ ან პოლიართრიტი).
- დერმატოლოგიური რეაქციები: მაგალითად, ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი.
- შარდსასქესო სისტემა: იშვიათად პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების
მომატება (ასატ,ალატ). თანმხლები (მათ შორის ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა განვითარდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, აღინიშნოს ჰიპოგლიკემიის შენიღბული ნიშნები (მაგალითად, გახშირებული პულსი). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ტრიგლიცერიდების მომატება.

უკუჩვენება

არ არის რეკომენდებული კონკორ®­კორის გამოყენება შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრონქოსპაზმებისადმი მიდ­ რეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის გვიანი სტადიების, მაო ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღების (გამონაკლისი მაო­B) დროს.
ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა­ ბლოკერების (მაგალითად, კონკორ®­კორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
კონკორ®­კორის დანიშვნა იმ ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათფეოქრომოციტომა,დასაშვებიამხოლოდალფა­რეცეპტორების ბლოკერების მიღების შემდეგ.
გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში კონკორ®­კორის გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის უკმარისობის კლინიკის გამწვავების ან დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, როდესაც საჭიროა ინოტროპული პრეპარატების ინტრავენული შეყვანა. გარდა ამისა, კონკორ®­ კორის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთათვის ბრადიკარდიის დროს, თუ პულსი წუთში 50­60 დარტყმაზე ნაკლებია და ჰიპოტენზიის დროს, თუ სისტოლური არტერიული წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 90­100 მმ­ზე დაბალია.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული კონკორ®­კორის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამო ცდილება.
თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში კონკორ®­კორი გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რადგანაც შესაძლოა საქმე გვქონდეს ახალშობილის პულსის შენელებასთან, სისხლის წნევის დაწევასთან, სისხლში შაქრის დონის შემცირებასა და სუნთქვის დათრგუნვასთან. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ უნდა იმყოფებოდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღე­ღამის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები

საჭირო სიფრთხილის გამოჩენაა შემდეგ შემთხვევებში:
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მკურნალობისას, რომელთა სისხლშიც შაქრის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს. რადგანაც შეიძლება შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
- მკაცრი დიეტის დაცვისას.
- მეტაბოლური აციდოზით დაავადებულთა მკურნალობისას.
- ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას.
- მადესენსიბილებელი თერაპიის ჩატარებისას.
- I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას.
- ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს (პრინცმეტალის სტენოკარდია).

ცალკეულ შემთხვევაში ბეტა­ადრენობლოკერებმა (მაგალითად, კონკორ®­კორმა) შესაძლოა გამოიწვიონ ფსორიაზი, გააუარესონ ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცენ ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა­რეცეპტორების ბლოკერებს, ანაფილაქსიური რეაქციის სიჭარბისა და შესუსტებული ადრენერგული უკურეგულაციის შედეგად შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები.
ბეტა­რეცეპტორების ბლოკერების მიღებისას ერთეულ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: თმისცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება­განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მკურნალობა ამ მედიკამენტით მოითხოვს ექიმის რეგულარულ კონტროლს. ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს მანქანის ან მექანიზმების აქტიური მართვის უნარი. ეს ძირითადად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებას.

ჭარბი დოზირება

ჰიპერდოზირებისას, რომელიც გამოიხატება ბრადიკარდიის, არტერი­ ული ჰიპოტენზიის, გულის უკმარისობის, ბრონქოსპაზმისა ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებაში, მკურნალობა კონკორი®­კორით უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კონკორ®­კორის სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად ერთ­ დროული დანიშვნისას შეიძლება ამ უკანასკნელთა ეფექტი გაძლიერდეს. რეზერპინით, ალფა­მეთილდოფათი, კლონიდინით, სათითურას პრეპა­ რატებით ან გუანფაცინით ერთდოული მკურნალობისას შესაძლოა გა­ ცილებით მკვეთრად დაქვეითდეს გულისცემის სიხშირე. გარდა ამისა, კლონიდინმა, სათითურას პრეპარატებმა და გუანფაცინმა შეიძლება გამოიწვიონ მიოკარდში აგზნების გატარების შეფერხება. კონკორ®­თან ერთად სიმპტომურად მოქმედი სუბსტანციების (მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო საშუალებებსა, ცხვირისა და თვალის წვეთების) მიღებისას კონკორ®­კორის ეფექტურობა ქვეითდება.
ნიფედიპინის ან დიჰიდროპირიდინის ტიპის სხვა კალციუმის ანტა­ გონისტების ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კონკორ®­ კორის ჰიპოტენზიური მოქმედება. ვერაპამილის ან დილთიაზემის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან ან სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას ჰიპოტონიის, ბრადიკარდიის და გულის რითმის სხვა დარღვევების გამო ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთ­ ვალყურეობის ქვეშ. ამიტომ კონკორი®­კორით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს კალციუმის ანტაგონისტებისა და სხვა ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა. კლონიდინით ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში წამლის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღით ადრე დამთავრებულია კონკორ®­კორის მიღება. ერგოტამინის წარმოებულებისა და კონკორ®­კორის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევა. კონკორი®­სა და რიმფაპიცინის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა უმნიშვნელოდ შეამციროს ბისოპროლოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი. დოზის გაზრდა ჩვეულებრივ საჭირო არ ხდება. ბეტა­ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება, აგრეთვე შეამცირონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ სისხლში შაქრის დონის მუდმივ კონტროლს. ნარკოზის დროს უარესდება გულის ფუნქციური მდგომარეობა, ამიტომ ზოგადი ნარკოზის მიცემამდე ექიმი ანესთეზიოლოგი უნდა იქნას ინფორმირებული პაციენტის კონკორ®­კორით მკურნალობის შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

30ºC­ ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი. შენახვის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
მერკ KGaA ნიკომედისთვის, გერმანია
გერმანია

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)