ტალციდი 500მგ საღეჭი #20ტ

ტალციდი 500მგ საღეჭი #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Hydrotalcite
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10085
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტალციდი
(TALCID)



სავაჭრო დასახელება: ტალციდი

საერთაშორისო (არაპატენტირებული) დასახელება: ჰიდროტალციდი

სამკურნალწამლო ფორმა: საღეჭი ტაბლეტები

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროტალციდი 500მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინატი, პიტნის არომატიზატორი, ბანანის არომატიზატორი.

აღწერილობა:
მრგვალი, ბრტყელი, გვერდებზე დაქანებული, თეთრი ფერის ტაბლეტები, პიტნის სუსტი სუნით, საფირმო ნიშნის ტვიფრით (,,ბაიერის,, ჯვარი) ერთ მხარეს და ,,TALCID,, მეორე მხარეს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტაციდური საშუალება.
ათქ კოდი: A02AD04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიდროტალციდი წარმოადგენს ანტაციდურ პრეპარატს. გააჩნია კრისტალური ფენოვან-ბადისებრი სტრუქტურა ალუმინის და მაგნიუმის დაბალი შემცველობით. ჰიდროტალციდს გააჩნია მინიმალური ბუფერული მოცულობა 26 მექვ. პრეპარატი უზრუნველყოფს კუჭის წვენის მარილმჟავას სწრაფ და ხანგრძლივ ნეიტრალიზაციას და იჭერს pH-ს ოპტიმალურ თერაპიულ დონეზე 3-ს და 5-ს შორის; პეპსინის, მარილმჟავის, ნაღველმჟავების ხანგრძლივი შებოჭვის ხარჯზე, ავლენს გასტროპროტექტორულ მოქმედებას; ასევე ააქტიურებს კუჭის დაცვის საკუთარ ფაქტორებს.

ფარმაკოკინეტიკა.
ტალციდის ფენოვან-ბადისებრი სტრუქტურის ხარჯზე ალუმინის და მაგნიუმის იონების კუჭში გამოყოფა ხდება თანდათანობით, pH-ის სიდიდეზე დამოკიდებულებით. დამტკიცებულია, რომ ტალციდი თერაპიული დოზებით გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამის გამო, სისხლის პლაზმაში ალუმინის და მაგნიუმის დონე ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში რჩება.

მიღების ჩვენება

- მწვავე და ქრონიკული გასტრიტი;
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- გულძმარვა და კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ სხვა სიმპტომები.

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

მიუხედავად მტკიცებულებისა, რომ პრეპარატის ტალციდი® მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ალუმინის და მაგნიუმის დონე რჩება ფიზიოლოგიური  ნორმის ფარგლებში, ორსულობის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ბავშვზე ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს.

გამოყენების მეთოდი და დოზები

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები; მიიღება შიგნით. ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს და სურვილისამებრ შეიძლება გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით.
მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი: 500-1000მგ (1-2 ტაბლეტი) საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ და ძილის წინ, ასევე აუცილებლობის შემთხვევაშიც.
კუჭის და 12-გოჯა ნაწლვის წყლულოვანი დაავადება: 1000მგ (2 ტაბლეტი) დღეში 3-4-ჯერ, ჭამის შემდეგ და ძილის წინ. მკურნალობა სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კიდევ 4 კვირის განმავლობაში.
გულძმარვა და კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ სხვა სიმპტომები: 500-1000მგ (1-2 ტაბლეტი) აუცილებლობისას.
ჰიდროტალციდის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 6000მგ-ს (12 ტაბლეტი).

გვერდითი ეფექტები

პრეპარატის გამოყენებისას მაღალი დოზებით, შესაძლებელია დიარეა.

ჭარბი დოზირება

დღეისათვის ტალციდის® ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სამკურნალო საშუალებების მიღება უნდა მოხდეს ტალციდის® მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ერთდროული მიღებისას ტალციდი® ამცირებს ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკების, ფთორქინოლონების (ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) და გლიკოზიდების აბსორბციას.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებმა თირკმლის დარღვეული ფუნქციით, ჰიპოფოსფატემიით, რომლებიც იცავენ ფოსფატების დაბალი შემცველობის დიეტას, არ უნდა მიიღონ ტალციდი მაღალი დოზებით. პრეპარატის ხანგრძლივად მიღება ასევე არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის და მოძრავი მექანიზმების მართვაზე

გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა

საღეჭი ტაბლეტები 500მგ. 10 ტაბლეტი ალუმინ/პვქ ან ალუმინ/ალუმინ  ბლისტერში, 2 ან 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პიროები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპეტატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

მწარმოებელი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ (შვეიცარია), წარმოებულია ბაიერ ბიტერფელდ გმბჰ, გერმანია, სლეგასტერ შოსე 1, 06803 გრეპინი, გერმანია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო  ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ:  +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)