გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

13.09.2017
ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ავერსის“ მოდერნიზებული აფთიაქი გაიხსნა...

  1. სამედიცინო თემები >
  2. საჭირო ინფორმაცია

Print Page Digg Twitter Google სილამაზის ანბანი
სილამაზის ანბანი

სილამაზის ანბანი

სახის კანის მოვლის შესახებ ალბათ ათასი რამ წაგიკითხავთ და გამოგიცდიათ. ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ, გვერწმუნეთ, მხოლოდ ხალხური მეთოდებით მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. ჯობს, გამოცდილი კოსმეტოლოგებისა და დერმატოლოგების რჩევებს ენდოთ:

* გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა.

* არასოდეს დაიძინოთ მაკიაჟით

* კანის დასანოტივებლად მისი ტიპის შესატყვისი დღისა და ღამის კრემები გამოიყენეთ.

* დროულად დაიწყეთ ნაოჭებთან ბრძოლა. ნაოჭებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა მათი პრევენციაა,

* სვით დღეში, სულ მცირე, ორი ლიტრი წყალი, კანი აღარ გამოშრება და სიგლუვესა და სიმკვრივეს მეტხანს შეინარჩუნებს.

* აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ძილი.

* ეცადეთ, სძლიოთ მავნე ჩვევებს – სიგარეტი და ალკოჰოლი სახის კანის მთავარი მტრები არიან.

* ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

* იშვიათად იარეთ სოლარიუმში.

* მირთვით ბევრი ხილი,

* დროდადრო აუცილებლად მიმართეთ კოსმეტოლოგს. 

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი სახის კანი დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. მაგრამ რა გულმოდგინედაც უნდა მოუაროთ თავს, ნაოჭები ადრე თუ გვიან მაინც გაჩნდება. ამის შემდეგ სახის მოვლის ახალი ეტაპი დაიწყება – ოდნავ უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე მანამდე...

 

სახისგადაჭიმვაახალგაზრდულიიერისსაწინდარი

– ასაკის მატებასთან ერთად ეშვება სახის კუნთები, კანი ელასტიკურობას კარგავს და ნაოჭდება, სახე თანდათან ქვევით ეშვება. ადამიანს დაღლილი, მოწყენილი იერი აქვს, ეტყობა ასაკი. ადამიანთა უმეტესობა, თუმცაღა ესმის, რომ ახალგაზრდობას ვერ დაიბრუნებს, ძნელად ეგუება ასაკით გამოწვეულ გარეგნულ ცვლილებებს და, ხატოვნად რომ ვთქვათ, დროის შეჩერებას ცდილობს.

პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია გააქროს ასაკის განსაკუთრებით აშკარა ნიშნები – გაასწოროს ნაოჭები, ნაწილობრივ ასწიოს სახე, დაჭიმოს კანი და ა.შ. პრობლემის მიხედვით, შეიძლება ჩატარდეს მთელი სახისა და ყელის დაჭიმვა, ფეისლიფტინგი (სახის აწევა), სახის რომელიმე ნაწილის: შუბლის, ზედა, შუა ან ქვედა მესამედის, – ან მხოლოდ ყელის დაჭიმვა. ოპერაცია ითვალისწინებს მოშვებული კანის აშრევებას, კუნთების დაჭიმვას, ზედმეტი კანის მოცილებას. შედეგად სახე უფრო ახალგაზრდული, მკვრივი და გლუვი ხდება.

 

მეტიდეტალი

– სახის ოპერაციები ყველაზე მაღალი კლასის და, იმავდროულად, ძალზე ეფექტური ოპერაციებია. მოგეხსენებათ, სახეზე უამრავი ნერვი და სისხლძარღვი გადის, ამიტომ ოპერაცია ისე უნდა გაკეთდეს, რომ არ დაზიანდეს რომელიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურა, არ განვითარდეს სახის კუნთების დამბლა, ასიმეტრია, არ დაიკარგოს სახის მიმიკა და მგრძნობელობა. იშვიათად ასეთი ცვლილებები რამდენიმე დღით იჩენს თავს და თავისთავად გაივლის, მთავარია, მუდმივი არ გახდეს.

პაციენტს ეკრძალება სიგარეტის მოწევა ოპერაციამდე, სულ მცირე, ორი და ოპერაციის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში. ოპერაცია ტარდება ნარკოზით ან ადგილობრივი ანესთეზიისა და სედაციის (მედიკამენტური ძილის) კომბინირებით. მოცულობის კვალობაზე, ის შესაძლოა 1,5-დან 5 საათამდე გაგრძელდეს. საბოლოო შედეგის შეფასება შესაძლებელია 3-6 თვის შემდეგ.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სახე ისეთივე გახდეს, როგორიც 20-25 წლის ასაკში იყო, მაგრამ ეფექტი შესამჩნევია. პლასტიკის შემდეგ პაციენტი 10-15 წლით ახალგაზრდავდება. ოპერაციის შედეგი უწინარესად იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყურებოდა პაციენტი ოპერაციის წინ, რა მდგომარეობაში ჰქონდა კანი და, საზოგადოდ, ჯანმრთელობა. სახის ლიფტინგის ეფექტი 7-10 წელი გრძელდება. 10 წლის შემდეგ პაციენტმა რომც არ გაიკეთოს ხელახალი დაჭიმვა, მაინც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ოპერაციის გარეშე იქნებოდა მოსალოდნელი.

ტრადიციული ფეისლიფტი სახესა და თავის თმიან ნაწილზე საკმაოდ გრძელ ნაწიბურებს ტოვებდა (მათ მალავდნენ თმაში ან ყურების უკან). ამჟამად ოპერაცია ენდოსკოპით ტარდება, ამიტომ საკმარისია რამდენიმე მოკლე განაკვეთი, რომელთა მიერ დატოვებული ნაწიბურები თითქმის შეუმჩნეველია.

შუბლის დაჭიმვის ოპერაციები საგრძნობლად გაიშვიათდა. ისინი ეფექტურობისა და პროცედურის სიმარტივის წყალობით ბოტოქსის ინექციემა ჩაანაცვლა.

 

მოხდენილიკისერი

– თუ ცვლილებები მინიმალურია, თერაპიული ჩარევაც საკმარისია, ხოლო თუ კანი შესამჩნევადაა დანაოჭებული და ჩამოკიდებული, საჭიროა მისი დაჭიმვა. ყელის დაჭიმვა იზოლირებულად იშვიათად ტარდება, უმეტესად იჭიმება სახის ქვედა მესამედთან და მთელ სახესთან ერთად.

16 წლის ასაკისთვის დამახასიათებელი სიგლუვის დაბრუნება შეუძლებელია და არაბუნებრივიც იქნება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია კანის განახლება. ოპერაციის დროს ვაშორებთ ზედმეტ კანს, დარჩენილს კი ვჭიმავთ და ისე გადავაკერებთ. სახის ქვედა მესამედისა და ყელის დაჭიმვის შემთხვევაში ნაწიბურები ტრადიციულ ადგილებზეა, უმეტესად – ყურების უკან, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ისინიც თითქმის  შეუმჩნეველი იყოს.

 

რეაბილიტაცია

– რეაბილიტაციის პერიოდი შედარებით ხანგრძლივია. ოპერაციის შემდეგ სახე შეშუპებულია, შეინიშნება სისხლჩაქცევები. სრული რეაბილიტაცია 1-1,5 თვეს მოითხოვს. სახისა და კისრის დაჭიმვისას საჭიროა გადახვევა და კორსეტის მსგავსი სპეციალური ნიღბის ტარება. მიუხედავად ამისა, პაციენტი აქტიური და შრომისუნარიანია, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. შეუძლია, გამოიყენოს სპეციალური კრემები ან ჩაიტაროს ფიზიოპროცედურები ნაწიბურებისა და შეშუპების გასაქრობად.

 

ლამაზითვალებისხელოვნება

– ესთეტიკური ოპერაციის საშუალებით შეიძლება შერბილდეს, მაგალითად, ზედა ქუთუთოს ჭარბი ნაკეცით გამოწვეული სახის მონგოლოიდური შესახედაობა, თუმცა ნაკეცის მთლიანად გაქრობა სასურველი არ არის, რადგან ეს რადიკალურად შეუცვლის იერს პაციენტს. თუ ნაკეცს ოდნავ შევამცირებთ, გარეგნობა დაიხვეწება, თუმცა რადიკალურად არ შეიცვლება. გარეგნობის რადიკალურ ცვლილებებთან შეგუება ბევრს უჭირს, მისი გამოსწორება კი დამატებით ოპერაციებს მოითხოვს, ამიტომ ქუთუთოსა და თვალზე ნებისმიერი პლასტიკური ჩარევისას სიფრთხილე და ზომიერებაა საჭირო.

ბლეფაროპლასტიკა გულისხმობს ზედა და ქვედა ქუთუთოებიდან ზედმეტი კანისა და ჭარბი ცხიმის მოცილებას. ამ გზით სწორდება და იჭიმება ზედა ქუთუთოების მოშვებული კანი, ხოლო ქვედადან ქრება ე.წ. ბალიშები. ქუთუთოების ეს დეფექტები ადამიანს ასაკს მატებს და გადაღლილ იერს ანიჭებს, ზოგჯერ პრობლემებს უქმნის მხედველობასაც. ბლეფაროპლასტიკის შემდეგ პაციენტს შეუძლია, 2-3 საათში დატოვოს კლინიკა.

გასათვალისწინებელია, რომ ბლეფაროპლასტიკა არ ასწორებს თვალის ირგვლივ არსებულ ნაოჭებს და არ აუფერულებს გამუქებულ კანს თვალების ქვეშ, არც დაშვებულ წარბებს სწევს მაღლა. ეს ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სახის სხვა ქირურგიულ პროცედურებთან ერთად. სურვილისამებრ, შესაძლებელია მხოლოდ ზედა ან მხოლოდ ქვედა ქუთუთოების პლასტიკის ჩატარება.

ბევრს ჰგონია, რომ პლასტიკურ ქირურგიათ ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მაგალითად, ხშირად გამოუთქვამთ თვალის ჭრილის შეცვლის სურვილი. ამ ეფექტის მიღებაც შესაძლებელია, მაგრამ არა თავად თვალის ჭრილის, არამედ ქუთუთოს პლასტიკით, ასევე – წარბის ბოლოს აწევით, ე.წ. საფეთქლის ლიფტინგით.

ბლეფაროპლასტიკა ძალზე საპასუხისმგებლო და ნატიფი ოპერაციაა, თუმცა როდესაც მას კვალიფიციური ქირურგი ატარებს, პოსტოპერაციული გართულებები საერთოდ არ იჩენს თავს ან მინიმალურია.

ძირითადი პრობლემები, რომლებსაც ეჯახება პაციენტი ოპერაციის შემდეგ, არის გაორებული ან ბუნდოვანი მხედველობა, თვალის კონტურის შეშუპება ან მცირედი ასიმეტრია. ზოგიერთს უჭირს თვალების დახუჭვა. ეს პრობლემები, წესისამებრ, 1-2 დღეში ალაგდება.

ძალიან იშვიათად ვითარდება ამობრუნებული ქვედა ქუთუთოს ფენომენი. ამ შემთხვევაში განმეორებითი ოპერაციაა საჭირო.

წინასწარ კონსულტაციაზე ექიმი პაციენტთან შეთანხმებით გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ოთხივე ქუთუთოს კორექცია. თუ პაციენტს ქვედა ქუთუთოზე მხოლოდ ბალიშები აქვს და კანი არ არის მოშვებული, ტარდება დახურული ბლეფაროპლასტიკა, ანუ განაკვეთი კეთდება ქვედა ქუთუთოს შიგნითა მხრიდან. ამის შედეგად კანზე ნაწიბური არ რჩება.


Print Page Digg Twitter Google სილამაზის ანბანი




ზემოთ