ბებლი კბილის პასტა მარწყვის არომატით 50მლ

კბილის პასტა განკუთვნილია 6 თვიდან 3 წლამდე ასაკისთვის. მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტები ხელს უშლის კარიესის გაჩენას, წმენდს და იცავს ჩვილის პირველივე კბილს. ბუნებრივი ქსილიტოლი ხელს უშლის მიკროორგანიზმების გამრავლებას და ეხმარება კბილს ემალის გამაგრებაში. კბილის პასტა არ შეიცავს ფთორს, მენთოლს და კონსერვანტებს. უსაფრთხოა შემთხვევითი გადაყლაპვის დროს. მისი ყოველდღიური გამოყენება  უზრუნველყოფს ჩვილის პირის ღრუს ჰიგიენას.

გამოყენების წესი: დაიტანეთ პასტის მცირე რაოდენობა ჯაგრისზე ან თითზე და ნაზად გაწმინდეთ კბილები და ენა.

მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ავერსი-ფარმა. შენახვის ვადა იხ. შეფუთვაზე.