ივერთუბანში

ივერთუბანში "ავერსის" ახალი აფთიაქი გაიხსნა

  • 2018-08-14

"ავერსის" სააფთიაქო ქსელს თანამედროვე დიზაინით მოწყობილი კიდევ ერთი  აფთიაქი შეემატა, რომელიც დღეიდან ივერთუბანში  მოსახლეობას წამლებისა თუ პარაფარმაცევტული ნაწარმის მრავალფეროვან არჩევანს და კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას შესთავაზებს. ღია დახლები, კუნძულები და პროდუქციის თემატური განლაგება არჩევანს ადვილებს და მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი, "ავერსის" ქსელის უკვე 240-ე ფილიალია.

"ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ითხოვდა ივერთუბანში ჩვენი ავერსის აფთიაქის გახსნას.  ჩვენ მოვძებნეთ ფართი და დღეიდან აქ მცხოვრებ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების აფთიაქი მოემსახურება .  როგორც ყოველთვის, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაწარმს შევთავაზებთ.  აქ მცხოვრებ მოსახლეობას დღეს სურპრიზი ელით. ავერსის აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით ყველა შემოსული მომხმარებელი დასაჩუქრება ავერსის კოსმეტიკური სასაჩუქრე ნაკრებით.

ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

გააზიარე: