ნაწლავების დიაბეტური დაზიანება
გააზიარე:
დიაბეტი ანტიკური დროიდან ცნობილი დაავადებაა. იგი დიდმა, მაგრამ ამჟამად ნაკლებად ცნობილმა ექიმმა არეთა კაპადოკიელმა აღწერა. არეთამ ბრწყინვალე განათლება მიიღო ალექსანდრიის სკოლაში, მაგრამ მისი მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანას უბედურება დაატყდა თავს _ ის რომაელებმა დაიპყრეს და არეთაც მათ ჩუვარდა ტყვედ. რომში ის დაწინაურდა და საუკეთესო ექიმის სახელი დაიმკვიდრა. ეს იყო გალენამდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე. განსწავლულობის გამო არეთას რომაელ ჰიპოკრატესაც კი ეძახდნენ.
მსოფლიოს მოსახლეობის 3% დიაბეტითაა ავად, თუმცა მიჩნეულია, რომ ამ დაავადების ფარული, გამოუვლენელი შემთხვევები გაცილებით მეტია. დიაბეტი თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. ალბათ გაგიგონიათ დიაბეტური თვალის, დიაბეტური ტერფის, დიაბეტური თირკმლის, დიაბეტური ნეიროპათიისა და სხვათა შესახებ. ამავე რიგის დაზიანებებს მიეკუთვნება დიაბეტური ენტეროპათიაც (ნაწლავების დიაბეტური დაზიანება), რომელსაც პაციენტებიც და ექიმებიც რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამ პათოლოგიის შესახებ ვესაუბრეთ თსსუ-ის ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმ გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას.
– დიაბეტი ძალიან ხშირად იწვევს სისხლძარღვოვან გართულებებს. ზიანდება სხვადასხვა კალიბრის სისხლძარღვები – ვითარდება მიკრო- და მაკროანგიოპათიები. ამ ტიპის დაზიანებათა რიცხვს მიეკუთვნება დიაბეტური კარდიოპათია (გულის დაზიანება), ოსტეოპათია (ძვლების დაზიანება), ართროპათია (სახსრების დაზიანება), სტეატოზი (დიაბეტური ღვიძლი), ენცეფალოპათია (ცვლილებები თავის ტვინში) და სხვა. სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე ნაკლები ყურადღება ნაწლავთა დიაბეტურ დაზიანებას ექცევა. დიაბეტური ენტეროპათიის მქონე ხუთი პაციენტიდან ოთხი მამაკაცია. დაავადება უმეტესად 10-დან 30 წლამდე ასაკში ვლინდება, თუმცა პრაქტიკაში უფრო გვიან (45, 60 წლის ქალებთან) დაწყებული შემთხვევებიც შეგვხვედრია.
– რა არის და როგორ ვითარდება ენტეროპათია?
– თავად ენტეროპათიას საფუძვლად უდევს ნაწლავის ავტონომიური ინერვაციის მოშლა ანუ ვისცერული ნეიროპათია. მის პათოგენეზს მედიცინა ბოლომდე არ იცნობს. შესაძლოა, დაზიანებული იყოს როგორც მსხვილი, ისე წვრილი ნაწლავიც. წვრილი ნაწლავის დაზიანების დროს წინა პლანზე წამოიწევს დიარეის სინდრომი, მსხვილი ნაწლავის ინერვაცის მოშლის შემთხვევაში კი – შეკრულობისა. რა თქმა უნდა, ასეთი დაყოფა პირობითია, გამორიცხული არ არის, ერთ ავადმყოფს მოშლილი ჰქონდეს ორივე ნაწლავის – წვრილისა და მსხვილის – ინერვაცია.
დიარეის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაქტერიების სიჭარბეა. წლების განმავლობაში ასეთ ავადმყოფებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიკვლევდით, ზონდირებას ვუტარებდით, ნაწლავის წვენს ვაკვირდებოდით. როგორც ჩანს, ბაქტერიები წვრილი ნაწლავის მოდუნების გამო მრავლდება. საკვები ლპება, პაციენტს აქვს უსიამოვნო გემო პირში, ამოსდის ცუდი სუნი პირიდან. ჩვენი ამოცანა გახლდათ ბაქტერიების რედუქცირება – დახოცვა, რისთვისაც პაციენტებს ანტიბიოტიკებს ვაძლევდით. შედეგი მართლაც კარგი იყო, მაგრამ 1-2 თვეში ბაქტერიების გამრავლება ხელახლა იწყებოდა.
ჩვენი გამოცდილებით, პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის დროს ენტეროპათიის სხვადასხვა ფორმა ვითარდება.
დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ადამიანს უმეტესად დიარეა, თხელი განავლით დეფეკაცია, აწუხებთ. ეს უფრო ღამის დიარეაა. ავადმყოფს მთელი ღამის განმავლობაში 5-10-ჯერ აქვს კუჭის მოქმედება. მყავდა პაციენტი, რომელიც ღამით 20-ჯერაც კი დგებოდა. ეს ძალიან შემაწუხებელია, თანაც კახექსიას იწვევს და მძიმე პროგნოზი ახასიათებს.
რაც შეეხება მეორე ტიპის დიაბეტს, ამ დროს წინა პლანზე უმეტესად შეკრულობაა – კონსტიპაცია, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ზოგი თვითონვე იღებს გამხსნელებს (სენადეს და სხვა). ავადმყოფთა უმეტესობა ამ დაზიანებას კოლიტად მიიჩნევს. ისინი დიარეას სველ კოლიტს უწოდებენ, შეკრულობას კი – მშრალ კოლიტს, თუმცა ასეთი სახელდება შეცდომაა.
დიარეის მქონე ავადმყოფის ორგანიზმი ვერ იწოვს საკვებს. ურიგო არ იქნებოდა, მხოლოდ ნახშირწყლები მოხვედრილიყვნენ ამ პირობებში – მაშინ ჰიპერგლიკემია შემცირდებოდა, მაგრამ ვერ იწოვება აგრეთვე ცილები, ელექტროლიტები, ცხიმები, რაც ასეთ პაციენტთა სიგამხდრეს და სისუსტეს იწვევს.
– კიდევ რა გართულებაა მოსალოდნელი?
– დიარეის მქონე ავადმყოფებს ხშირად აქვთ ფეხებზე ანგიოპათიის მოვლენები, ნაღვლის ბუშტის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის ატონია (რაც გაგანიერებით ვლინდება). ეს უკანასკნელი ჰირშპრუნგის დაავადებას მოგვაგონებს, ნაწლავი გაცვეთილი რეზინივითაა, რომელიც ვეღარც იჭიმება და ვეღარც იკუმშება.
ასეთ ავადმყოფებს გაგანიერებული აქვთ შარდის ბუშტიც, ნაღვლის ბუშტიც, საყლაპავიც. ატონიის გამო მათთან ჩვეულებრივ მოსახლეობაზე სამ-ხუთჯერ მეტია ნაღველკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადება. ინერვაციის მოშლის გამო პირის ღრუდან სწორ ნაწლავამდე, პრაქტიკულად, არც ერთი მილი აღარ იკუმშება, ჩვარივითაა. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ქირურგებისთვის, რადგან შესაძლოა მწვავე მუცლის მსგავსი სურათით შემოსულ პაციენტს დიაბეტური ენტეროპათიის გამო სულ სხვა პრობლემა ჰქონდეს. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაშიც მომხდარა: 34 წლის ქალი, რომელიც ბავშვობიდან პირველი ტიპის დიაბეტით იყო ავად, საავადმყოფოში მწვავე მუცლის დიაგნოზით მოხვდა. კინაღამ საოპერაციოდ გაიყვანეს. როცა ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ ორი დღე იყო არ მოეშარდა. კათეტერით სამ ლიტრამდე შარდი გამოვუღეთ და ოპერაცია აღარ დასჭირვებია. გადავსებული ატონიური შარდის ბუშტი მწვავე მუ
– არსებობს გამოსავალი? როგორ მკურნ
ალობენ დიაბეტური ენტეროპათიის მქონე პაციენტებს?ცლის სიმპტომებით გამოვლინდა.
– მიუხედავად მედიცინის განვითარებისა, ბოლო 40 წელია, ამ მხრივ დიდი პროგრესი არ გვაქვს. დიაბეტური ენტეროპათიის დროს საჭიროა კომბინირებული კომპლექსური მკურნალობა. უპირველესად, ადგილობრივად მოქმედი ანტიბიოტიკის დალევა, რომელიც ბაქტერიების ზრდას შეაჩერებს. ზოგჯერ მხოლოდ ანტიბიოტიკიც საკმარისია, რომ ღამით ადამიანი 10-20-ის ნაცვლად მხოლოდ 1-2-ჯერ ადგეს. ამ კუთხით ეფექტურია რიფაქსიმინი (ალფა ნორმიქსი), რომელიც არ არის ტოქსიკური, მოქმედებს ლოკალურად, არ იწოვება სისხლში და არ იწვევს სისტემურ მძიმე დაზიანებას. მისი ხუთდღიანი კურსი იწვევს წვრილი ნაწლავის სტერილიზაციას ანუ დეკონტიმინაციას, მაგრა
გამოიყენება აგრეთვე პროკინეტიკები – პრეპარატები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას ასტიმულირებს. ლოგიკურად, ამ პრეპარტების მიღება შედეგიანი უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებლად, მონოთერაპიის რეჟიმში არ მოქმედებს.მ გადის ხანი და ბაქტერიები კვლავ მრავლდება.
ზოგიერთი ავტორი ნაწლავების დაქვეითებლი მოტორიკის გამო მიიჩნევს, რომ საჭიროა დომპერიდონის (მოტილიუმი) დანიშვნა, _ ეს პრეპარატი აჩქარებს კუჭის დაცლას, _ მაგრამ შედეგი არც ამ მეთოდით მკურნალობამ გამოიღო.
წამოიჭრა საკითხი, რომ ამ პათოლოგიის დროს შეინიშნება პანკრეასის ფერმენტის ნაკლებობა, მაგრამ პანკრეატინის მიცემაც უშედეგო აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ მკურნალობა ზოგჯერ ემპირიულ ხასიათს უნდა ატარებდეს. შესაძლოა, ეფექტი მივიღოთ, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩამოთვლილი პრეპარატების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით.
ამ დაავადებისგან სავსებით განკურნება არარეალურია, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. აქვე დავძენ, რომ არ არის სასურველი ზედმეტი პრეპარატების მიცემა, საბოლოოდ ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტები და განსაზღვრულ გართულებებს იწვევს. ამიტომ ჯობია, მკურნალობის სქემაში მსუბუქი შინაური საშუალებებიც ჩავრთოთ, დიარეის დროს _ გვირილის, პიტნის ან კამის ნახარში და სხვა.
აქვე მინდა გითხრათ, რომ დიარეის მოსაწესრიგებლად ძალიან კარგია ასკანის თიხა. ასეთივე პრეპარატია ფრანგების მიერ გამოშვებული არჯილას მწვანე თიხა, თუმცა ასკანის თიხა საუკეთესო ადსორბენტია. ის ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინანდელ სამედიცინო ძეგლში, “უსწორო კარაბადინშია” მოხსენიებული. იხსენიება “იადიგარ დაუდში,” ზაზა ფანასკერტელის “სამკურნალო წიგნშიც” და სხვა. მაგრამ ხანგრძლივად არც მისი მიღება შეიძლება, რათა ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავცვიდეთ, პროცესი შეკრულობაში არ გადაიზარდოს და გაუვალობა არ განვითარდეს.
შეკრულობის დროს კარგია სენის ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები (სენადე), შავი ქლიავი, თუმცა ეს უკანასკნელი შაქრის მაღალი შემცველობის გამო დიაბეტით დაავადებულებისთვის არ არის სასურველი.
პაციენტი უნდა იცნობდეს საკუთარ დაავადებას, იცოდეს გართულების მიზეზები, მუდმივი კავშირი ჰქონდეს ენდოკრინოლოგთან (დიაბეტოლოგთან), მოიწესრიგოს შაქრის ცვლა ინსულინით თუ სხვა გზით. აუცილებელია კონსულტაცია ნევროლოგთან, გასტროენტეროლოგთან. რაც მთავარია, საქმის კურსში უნდა იყოს ოჯახის ექიმი. პრობლემა მთლიანად ვერ მოგვარდება, მაგრამ მისი კონტროლი და მის შესახებ ინფორმაციის ქონა აუცილებელია.
მარი აშუღაშვილი