ამბავი დიდი სიყვარულისა და მიუღებელი ნობელის პრემიისა

გააზიარე:

ადამიანებს, რომელთა შესახებ სასაუბროდაც ვესტუმ-რეთ, ბატონი გურამ ტატიშვილი სიყვარულითა და მოწი-წებით იხსენებს. მამია კომახიძისა და ნინა ჯავახიშვი-ლის ცხოვრება და მოღვაწეობა რომ შესწავლის საგანი გახდება, ამის თაობაზე უსიტყვოდ ვთანხმდებით და სი-ამოვნებით ვათვალიერებთ ბუმბერაზი ექიმების ფოტო-ებს. ფოტოები შავ-თეთრია, ხელში ჭერისგან გაცრეცი-ლი. ყოველ მათგანზე ერთი და იგივე წყვილია აღბეჭდი-ლი, ჯერ – ახალგაზრდა, მერე – ხანში შესული და ბო-ლო –მოხუცი. მათი თვალებიდან სითბო და სიყვარული გამოსჭვივის. გურამ ტატიშვილი იღბლიანი აღმოჩნდა – დიდი ექიმების წყვილს ის შვილად მიაჩნდა, მშობლი-ური მზრუნველობით ანებივრებდა; ბატონი გურამი მა-თი კვლევების, მიღწევების თვითმხილველი გახლდათ.

 

1933 წელს შეუღლდა ორი ახალგაზრდა, დიდი მომავლის მქონე ორი ახალბედა ექიმი – ნინო ჯავახიშვილი და მე-მედ კომახიძე.

ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში გამოირჩეოდა თურმე მა-მია კომახიძე ნიჭით, სიბეჯითით და ახლის შეცნობისკენ სწრაფვით. ბათუმის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგზურით ის სახელმწიფო უნივერსი-ტეტში ინჟინრის სპეციალობის შესასწავლად გაუგზავ-ნიათ, მაგრამ იქ ივანე გომართელი გაუცნია, მედიცინით დაინტერესებულა და სამკურნალო ფაკულტეტზე გადა-სულა.

“იმხანად სახელმწიფო უნივერსიტეტში ექიმ მედიკოსთა ბრწყინვალე გუნდი მოღვაწეობდა: ალექსანდრე ნათიშ-ვილი, გრიგოლ მუხაძე, ივანე თიკანაძე, სპირიდონ ვირ-სალაძე, ალექსანდრე ალადაშვილი და მრავალი სხვა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ახალგაზრდა მამია კომახიძის განსწავლასა და დაოსტატებაში. სტუდენტო-ბიდანვე გამორჩეული ყოფილა, მუდამ მეცნიერული კვლევისაკენ ისწრაფოდა თურმე. ეს ალექსანდრე ნა-თიშვილს შეუმჩნევია და მეოთხეკურსელი მამია ანატო-მიის კათედრის ასისტენტად ჩაურიცხავს. მე კარგად მახსოვს, როგორი მომთხოვნი იყო ალექსანდრე ნათიშ-ვილი სტუდენტებისა თუ პედაგოგების მიმართ. ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი შრომისა და გარჯის ფასად დაუჯდებოდა მამია კომახიძეს მისი ასეთი ნდობის მო-პოვება”, – იხსენებს ბატონი გურამი.

“მუდამ აქტიური პიროვნება იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად მუ-შაობის დროს ბევრი რამ გააკეთა მშობლიური მხარის-თვის – გახსნა ახალი საავადმყოფოები და საექიმო პუნ-ქტები, პედაგოგიურ ინსტიტუტში დააარსა ანატომიისა და ემბრიოლოგიის კათედრა. გარდა ამისა, დაუღალავად მუშაობდა როგორც ქირურგი. ამ დამსახურებათათვის მოგვიანებით ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრადაც აირჩიეს”.

1932-1933 წლებში მამია კომახიძე ლენინგრადში პრო-ფესორ ვ. ტონკოვის ხელმძღვანელობით რენტგენოანა-ტომიასა და სისხლძარღვთა გამოკვლევის მეთოდებს ეუფლებოდა. ბატონი გურამი გვიამბობს: “მამია მუდამ დიდი სითბოთი იგონებდა ლენინგრადში გატარებულ დღეებს... წერდა: “1932-1933 წლები, ჩემი ლენინგრადის ხანა, ჩემი ცხოვრების გაზაფხულის ხანაა. ეს არის სი-ცოცხლით სავსე წარმტაცი იმედების დრო”. მას მარ-თლაც ჰქონდა საფუძველი ასეთი ემოციური მოგონებე-ბისთვის, რადგან სწორედ ლენინგრადში სწავლისას მო-იპოვა ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება და შეძ-ლო უმშვენიერესი ქართველი ქალის, მომავალში ყვე-ლასთვის საყვარელი ნინო ჯავახიშვილის გული მოე-გო...”

ნინო ჯავახიშვილი 1914 წელს მოსკოვში ცნობილი მეც-ნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამ-დვილი წევრის, ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახში დაი-ბადა. ნინომ 1935 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწი-ფო სამედიცინო ინსტიტუტი და იმავე წელს, მეუღლის მსგავსად, ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. აქედან იწყება მისი პრო-ფესიული წარმატებისა და მწვერვალების დაპყრობის ხანა.

მოგვიანებით ის აქტიურად მონაწილეობდა საქართვე-ლოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორ-ფოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარ-სებაში. 1946 წლიდან მოყოლებული, ქალბატონმა ნინომ დიდი გზა გაიარა ამ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლიდან დირექტორის მოადგილის თანამდე-ბობამდე და თავისი მასწავლებლის, ალ. ნათიშვილის გარდაცვალების შემდეგ ათეულობით წლის განმავლო-ბაში სათავეში ედგა ამ ინსტიტუტს. მისი ხელმძღვანე-ლობით საქართველოში გულ-სისხლძარღვთა და ნერვუ-ლი სისტემების კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო. მისი რეა-დაქტორობით ექვსჯერ გამოიცა განახლებული და შევ-სებული ალ. ნათაშვილის “ადამიანის ნორმალური ანა-ტომია”.

“მან როგორც შორსმჭვრეტელმა ადამიანმა კარგად იგ-რძნო ფუნქციური მორფოლოგიის შესწავლის აუცილებ-ლობა. მომავალში ქალბატონი ნინოსა და მის მოწაფეთა კვლევის შედეგებმა არაერთხელ პოვა საერთაშორისო აღიარება. არ შეიძლება, განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცეს ნინო ჯავახიშვილისა და მამედ კომახიძის მოღვაწეობის ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებას: ისინი ერთად მუშაობდნენ, ერთობლივად ატარებდნენ ექსპე-რიმენტულ კვლევებს სისხლძარღვთა მორფოლოგიის საკითხებზე. ამ გამოკვლევამ ნობელის კომიტეტის ყუ-რადღება მიიპყრო. წყვილმა მიპატიჟება მიიღო და გარ-კვეული საბუთების გაგზავნა დაევალა. ბატონი მამედ კომახიძე არ იყო წინააღმდეგი, მოთხოვნილი დოკუმენ-ტები გაეგზავნა, მაგრამ ქალბატონმა ნინომ ჩათვალა, რომ მათი ნაღვაწი ჯერ არ იმსახურებდა ამ მაღალ ჯილ-დოს და ნობელის პრემიის კომიტეტს მხოლოდ მადლო-ბის წერილი გაუგზავნა. ასეთი თავმდაბალი ადამიანი იყო... სხვათა შორის, ასეთივე მიწვევა 1937 წელს კიდევ ერთმა ქართველმა, გამოჩენილმა ბიოქიმიკოსმა ვასილ ვარაზმაც მიიღო, მაგრამ, მოგეხსენებათ, იმ პერიოდში როგორ მძვინვარებდა რეპრესიები, ევროპასთან ურთი-ერთობა საბჭოთა მთავრობის თვალში, ფაქტობრივად, დანაშაული იყო, ამიტომ, იმის შიშით, რომ ხელისუფლე-ბა უცხოეთთან კავშირს არ აპატიებდა, ვასილ ვარაზმა ეს დოკუმენტი დამალა, ისე, რომ პასუხიც კი არ გაუგ-ზავნია. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მხოლოდ მისი გარდაც-ვალების შემდეგ გახდა ცნობილი”, – გვიამბობს გურამ ტატიშვილი.

ნინო ჯავახიშვილი ვირტუოზულად ფლობდა სისხლძარ-ღვთა ქირურგიის ტექნიკას, რასაც მხოლოდ ორგანოთა ტრანსპლანტაცია-რეპლანტაციის ურთულეს ინოვაცი-ურ ექსპერიმენტებში კი არ იყენებდა, არამედ კლინიკა-შიც, სადაც მეუღლესთან ერთად არაერთი, იმ დროის-თვის უნიკალური ოპერაცია განახორციელა.

 

მამია კომახიძე ლენინგრადიდან დაბრუნდა მტკიცე გა-დაწყვეტილებით, მომავალი საქმიანობა მთლიანად ქი-რურგიისთვის დაეკავშირებინა და 1934 წელს ჰოსპიტა-ლური ქირურგიის კათედრის ასპირანტი გახდა. მან ამ კათედრაზე თანმიმდევრულად განვლო კარიერული ზრდის ყველა საფეხური: ასისტენტისა, დოცენტისა, კა-თედრის პროფესორისა და ბოლოს კათედრის გამგისა. კლინიცისტ-ქირურგად მის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა გრიგოლ მუხაძეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს მამია კომახიძე ოფიცერთა საევაკუაციო ჰოსპიტლის წამყვან ქირურგად დაინიშნა და მისი უშუალო დამსახურებაა, რომ უამრავმა ქვეყნის-თვის თავდადებულმა მებრძოლმა ჯანმრთელობა აღიდ-გინა. მიღებულ მდიდარ გამოცდილებას ის ყოველთვის უშურველად უზიარებდა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები მემედ კომახიძემ გე-რონტოლოგიის საკითხებზე მუშაობას დაუთმო. მისი მე-უღლეც სიცოცხლის ბოლო წლებამდე აქტიურ სამეცნი-ერო საქმიანობას ეწეოდა. შეუძლებელია ყველა იმ ჯილ-დოს ჩამოთვლა, რომელიც კი მათ მიუღიათ, ისევე რო-გორც ყველა იმ კონგრესის, კონფერენციისა თუ სიმპო-ზიუმის გახსენება, რომლლებსაც ისინი თავიანთი საინ-ტერესო და აქტუალური გამოკვლევებით ამრავალფე-როვნებდნენ. ფასდაუდებელია მათი საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობაც. ყველაზე ძვირფასი ჯილ-დო, რაც ამ დიდ ადამიანებს ერგოთ, საზოგადოების სიყვარული და პატივისცემაა. მათი მეცნიერული ღვაწ-ლის აღიარება გახლდათ ნინო ჯავახიშვილის არჩევა სა-ქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ხოლო მემედ კომახიძისა – მედიცინის მეცნიერებათა საკავშირო აკა-დემიაში. ეს ორი ღირსეული ადამიანი დიდხანს ამშვე-ნებდა ამ აკადემიებს.

ნინო ჯავახიშვილი სულ ახლახან, 2012 წელს, 98 წლისა გარდაიცვალა. “იყავი პირველი ყველაფერში და არას-დროს დანებდე”, – ასეთი იყო მისი დევიზი.

 

საუბარს ბატონ გურამთან ასე ვასრულებთ. ვმსჯელობთ და ვფიქრობთ, რა მოხდებოდა, სახელგანთქმულ წყვილს რომ ნობელის კომიტეტისთვის დასტურის წერილითვე ეპასუხა და ყველა საჭირო დოკუმენტი გაეგზავნა. ვთან-ხმდებით, რომ საქართველოს პირველი ნობელის პრემი-ის ლაურეატები ეყოლებოდა... ბატონი გურამი გვთხოვს, რედაქციაში წასაღებად გამზადებულ ფოტოებს მოვუფ-რთხილდეთ, რადგან ისინი მისთვის ძალიან ძვირფასია.

ნინია მაჭარაშვილი

თამარ არქანია

გააზიარე: