ნოოტროპილ-პირაცეტამი 0.4გ #50ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები)
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პირაცეტამი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9524
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნოოტროპ-პირაცეტამი
Piracetam
Piracetam
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული
შემადგენლობა
ნოოტროპ პირაცეტამის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების _ პირაცეტამის 400 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ნოოტროპული პრეპარატი. დადებითად მოქმედებს ტვინში სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. იშემიურ უბნებში ზრდის გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებსა და მიკროცირკულაციას, ახდენს აქტივირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. ჰიპოქსიით, ინტოქსიკაციითა და ელექტროშოკით თავის ტვინის დაზიანებისას იჩენს დაცვით მოქმედებას. აუმჯობესებს სწავლების პროცესს, მეხსიერებასა და ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებას.
ჩვენება
- ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;
- თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობანი;
- ყურადღების, მეხსიერების დაქვეითება, გუნება-განწყობილების შეცვლა;
- ალცგეიმერის დაავადების დროს ქცევის დარღვევები;
- გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში;
- დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას.
უკუჩვენება
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმლის უკმარისობის სინდრომი, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილეა საჭიროა თირკმლის უკმარისობის დროს.
დოზირება და მიღების წესი
მკურნალობის დაწყებისას დოზა შეადგენს 800 მგ-ს სამჯერ დღეში ჭამის წინ. მდგომარეობის გაუმჯობესებისას _ 400 მგ სამჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობაა 6-8 კვირა. საჭიროებისას შესაძლებელია თერაპიული კურსის გამეორება.
ბავშვებში დოზა შეადგენს 30-50 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-3 მიღებაზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ სამი კვირა.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის არეში ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პოტენციის მომატება, ან სისუსტე, ძილიანობა.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 400 მგ, შეფუთვაში 50 კაფსულა.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით