ციმეტიდინი 200მგ #100ტ

ციმეტიდინი 200მგ #100ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ციმეტიდინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 902
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ციმეტიდინი 200 მგ
გარსით დაფარული ტაბლეტები
CIMETIDINE



შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს ციმეტიდინის 200მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ეუდრაჟიტი, ტალკი, ტიტანის ორჟანგი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 400, გლიცეროლი, საღებავები.

მოქმედება:
ციმეტიდინი თრგუნავს კუჭის წვენის სეკრეციას, რომელიც მომატებულია თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს. ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის მიმართ მკაფიოდ გამოხატული ანტისეკრეტორული მოქმედებით. თრგუნავს როგორც ღამის, ასევე დღის ბაზალურ სეკრეციას. გამოყენების პირველ დღეებშივე, პრეპარატი ახდენს ზეგავლენას ისეთ ძირითად სიმპტომებზე, როგორიცაა: მომატებული მჟავიანობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ეპიგასტრიუმის ქვეშ), გულისრევა და ღებინება.

ჩვენებები:

ციმეტიდინი გამოიყენება:
•    თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ აქტიურ სტადიაში;
•    ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის (საყლაპავი მილის ანთება) სამკურნალოდ;
•   გართულებების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია მარილმჟავას მომატებულ სეკრეციასთან წყლულის განვითარების ხელშემწყობი ზოგიერთი პრეპარატით მკურნალობისას.  

უკუჩვენებები:
ციმეტიდინი არ გამოიყენება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, ასევე ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დარღვევების და კუჭის წყლულის ავთვისებიან გადაგვარებაზე ეჭვის შემთხვევაში.

არასასურველი რეაქციები:
ნებისმიერი ჩივილის შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მაგრამ განვითარდა პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება
ციმეტიდინით მკურნალობის დროს შესაძლებელია თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, ტკივილი კუნთებში, კანზე გამონაყარი. იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლის გარდამავალი მომატება; სისხლის სურათის ცვლილებები, გაშეშება, დეპრესია; ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, გალაქტორეა და იმპოტენცია. აღწერილი მოვლენები შექცევადია და გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:
მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, რომელიც აღემატება დანიშნულ სამკურნალო დოზას, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია!
ჭარბი დოზირებისას ვითარდება ზოგიერთი ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენა. აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა და მკურნალობა ჩივილების მიხედვით. კრუნჩხვების შესაძლო განვითარების გამო შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკონვულსიური თერაპია.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
ციმეტიდინით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა მხედველობაში მივიღოთ შემდეგი თავისებურებანი:
ციმეტიდინით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელი ღვიძლის ფუნქციების და სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.
არ შეიძლება მკურნალობის უეცრად შეწყვეტა, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლულოვანი დაავადების რეციდივი.
კლინიკო-ლაბორატორიული სინჯების ჩატარებისას საჭიროა  ექიმის გაფრთხილება, რომ პაციენტი ღებულობს ციმეტიდინს, ვინაიდან ამან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს კუჭის მჟავიანობის, პენტაგასტრინის, ჰისტამინის, კანის ალერგიული სინჯების, კრეატინინის და ტრანსამინაზების (შრატში მათი მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს), პარათიროიდული ჰორმონის (კონცენტრაციების შემცირება), პროლაქტინის (შრატში მისი კონცენტრაციის მომატება) განსაზღვრისას ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
ციმეტიდინის გამოყენების შესაძლებლობას  სხვა სამკურნალო საშუალებებთან ადგენს ექიმი!
ციმეტიდინის მოქმედებაზე ნაკლები რაოდენობის სამკურნალო საშუალებები ახდენს ზეგავლენას, მაშინ როდესაც თავის მხრივ იგი ზეგავლენას ახდენს მრავალი წამლის ეფექტზე. ეს ყველაფერი ერთი მხრივ  წარმოადგენს კუჭის მჟავიანობის შეცვლის შედეგს, თუ სხვა წამლის შეწოვა დამოკიდებულია მჟავიანობაზე, და მეორეს მხრივ განპირობებულია – მისი მოქმედებით ღვიძლზე. ამიტომ ისეთი საშუალებები, რომლებიც ამცირებენ მჟავიანობას (მაგნიუმის მარილები და ალუმინი) უნდა დაინიშნოს ციმეტიდინითან მათი ერთდროული მიღებისას 2 საათის შუალედით.
მეტოკლოპრამიდი, ანტიმუსკარინული საშუალებები ამცირებენ ციმეტიდინის მოქმედებას.
ციმეტიდინი ცვლის შედედების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ლიდოკაინის, პროკაინამიდის, მეტრონიდაზოლის, ბენზოდიაზეპინების (ქლორდიაზეპოქსიდი, დიაზეპამი), ფენიტოინის, პროპრანოლოლის, ქსანტინის წარმოებულების (ამინოფილინი, კოფეინი, თეოფილინი), კალციუმის ანტაგონისტების (ნიფედიპინი, ნიტრენდიპინი, ვერაპამილი) და ციკლოსპორინის მოქმედებას.
სისხლში ალკოჰოლის შემცველობა მატულობს ციმეტიდინით მკურნალობის დროს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები პაციენტების ზოგიერთი ჯგუფებისათვის: ციმეტიდინი არ გამოიყენება ავთვისებიანი დაავადებების დროს, რის გამოც მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოკვლევის ჩატარება, რომელიც გამორიცხავდა წყლულის ავთვისებიანი გადაგვარების შესაძლებლობას.
პრეპარატს არ უნიშნავენ 14 წლამდე ასაკის ბავშვებს. არსებობს დაკვირვებები, რომ ამ ასაკში ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად ვითარდება თავის ტვინისა და ჰორმონული დარღვევები.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:
ციმეტიდინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია, პრეპარატი მიიღება მკაცრი ჩვენებებით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ვინაიდან პრეპარატი გადადის დედის რძეში, არსებობს ჩვილ ბავშვებში მოგვიანებითი ტოქსიკური დარღვევების განვითარების საშიშროება. ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს.

ზემოქმედება ავტომანაქნის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
ციმეტიდინი ზეგავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შეუძლია შეცვალოს მოძრაობითი და ფსიქიკური რეაქციები.

მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
მის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებს შორის ხორბლის სახამებელი  შეიძლება სახიფათო იყოს ადამიანებისათვის თანდაყოლილი დაავადებით, რასაც გლუტენური ენტეროპათია ეწოდება და ვლინდება ფაღარათით.  

გამოყენების წესი და დოზირება:
ციმეტიდინის გამოყენების დოზებს და სქემებს ადგენს ექიმი!
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობისას აქტიურ სტადიაში ღამის სეკრეციის შესამცირებლად, ციმეტიდინს ღებულობენ ერთჯერადად, ღამით 400-დან 1600 მგ-მდე. ყველაზე მოსახერხებელი დოზაა 800 მგ დღეში.  ციმეტიდინის გამოყენების სხვა სქემები ითვალისწინებს 400 მგ ციმეტიდინის მიღებას დღეში ორჯერ (დილით და ღამით) ან 400 მგ დღეში 4-ჯერ ჭამის დროს და ღამით. შემანარჩუნებელი დოზა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს შეადგენს დღეში 400 მგ-ს.
აქტიურ სტადიაში კუჭის წყლულის დროს დოზა შეადგენს 800 მგ-ს ერთჯერადად, ან 200 მგ დღეში 4-ჯერ ჭამის დროს და ღამით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 8 კვირას.
ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატი მიიღება დღეში 2-ჯერ 800 მგ ან 200 მგ დღეში 4-ჯერ ჭამის დროს და ღამით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას.
ციმეტიდინის დოზა ბავშვებისათვის (14-დან 18 წლამდე) შეადგენს 20-დან 40 მგ/კგ-მდე.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

200 მგ-იანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 ტაბლეტი ბლისტერში, 10 ბლისტერი შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები
: რეცეპტით

ვარგისიანობა:

4 (ოთხი) წელი გამოშვების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება  შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ!

მწარმოებელი:
ბალკანფარმა-დუპნიცა ად, 2600, ქ. დუპნიცა, ბულგარეთი, სამოკოვსკოეს შოსე 3.
ტელეფონი: + 359 701 58196, ფაქსი: + 359 701 58555.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)