პულმოტონი 400/12მკგ60დN60ფხვ/ინჰ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პულმოტონი
(Pulmoton)
100/6 მიკროგრამი/დოზა
200/6 მიკროგრამი/დოზა
400/12 მიკროგრამი/დოზა
დოზირებული საინჰალაციო ფხვნილი
ბუდესონიდი / ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი
ფურცელი-ჩანართის შინაარსი
- რა არის პულმოტონი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ პულმოტონის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პულმოტონი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება პულმოტონი
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის პულმოტონი და რისთვის გამოიყენება იგი
პულმოტონი არის ფხვნილი, რომელიც ინჰალატორით უნდა შეისუნთქოთ. იგი შეიცავს ორ სხვადასხვა მედიკამენტს: ბუდესონიდს და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
- ბუდესონიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „კორტიკოსტეროიდები“. იგი ამცირებს შეშუპებას და ანთებას ფილტვებში და ახდენს მათ პრევენციას.
- ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტები„ ან „ბრონქოდილატორები“. იგი იწვევს სასუნთქი გზების კუნთების რელაქსაციას, რაც აადვილებს სუნთქვას.
ეს პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობის მიზნით (COPD).
ასთმა
პულმოტონი შეიძლება დაინიშნოს ასთმის დროს ორი სხვადასხვა გზით.
ა) ზოგიერთ პაციენტში ინიშნება ასთმის ორი ინჰალატორი: პულმოტონი და ცალკე „დამხმარე ინჰალატორი“.
- პაციენტები, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ პულმოტონს. მისი გამოყენება ხელს უწყობს ასთმის სიმპტომების თავიდან აცილებას.
- პაციენტები, რომლებიც ასთმის სიმპტომების განვითარებისას იყენებენ „დამხმარე ინჰალატორს“, რაც იწვევს სუნთქვის გაადვილებას.
ბ) ზოგიერთ პაციენტში პულმოტონი ინიშნება როგორც ასთმის ერთადერთი ინჰალატორი.
- პაციენტები, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ პულმოტონს. რაც ხელს უწყობს ასთმის სიმპტომების თავიდან აცილებას.
- პაციენტები, რომლებიც იყენებენ პულმოტონს და რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი დოზები ასთმის სიმპტომების მოსახსნელად, რაც აადვილებს სუნთქვას. ამ შემთხვევაში დამხმარე ინჰალატორი არ არის საჭირო.
პულმოტონი 100/6 მიკროგრამი/დოზა არ ინიშნება მძიმე ასთმის დროს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)
პულმოტონი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას მოზრდილებში ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების მკურნალობის დროს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის სასუნთქი გზების დაავადება, რომელსაც ხშირად სიგარეტის მოწევა იწვევს.
პულმოტონი 100/6 მიკროგრამი/დოზაარ გამოიყენება ფილტვების ქრონიკულიობსტრუქციულიდაავადების სამკურნალოდ.
2. რა უნდა იცოდეთ პულმოტონი ს გამოყენებამდე
არ მიიღოთ პულმოტონი, თუ:
- თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ბუდესონიდის და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ინგრედიენტების, ლაქტოზას მონოჰიდრატის (რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს რძის პროტეინებს) მიმართ;
გაფრთხილებებიდაუსაფრთხოების ზომები
პულმოტონის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ თქვენ გაქვთ:
- დიაბეტი;
- ფილტვების ინფექცია;
- მაღალი წნევა ან გქონდათ გულის პრობლემები (მათ შორის, არარეგულარული გულისცემა, ძალიან სწრაფი პულსი, არტერიების შევიწროება ან გულის უკმარისობა);
- პრობლემები ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვალის მხრივ;
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
- ღვიძლის მძიმე პრობლემები.
ბავშვები და მოზარდები
პულმოტონი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და პულმოტონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ ან რომლებიც უნდა გამოიყენოთ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ დანიშნული გაქვთ შემდეგი მედიკამენტები:
- ბეტა-ბლოკატორები (მაგ., ატენოლოლი ან პროპრანოლოლი მაღალი არტერიული წნევის დროს), თვალის წვეთების ჩათვლით (მაგ., თიმოლოლი გლაუკომის დროს);
- სწრაფი და არათანაბარი გულისცემის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., ქინიდინი);
- გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებები, მაგ., დიგოქსინი;
- დიურეზული (შარდმდენი) საშუალებები (მაგ., ფუროსემიდი), რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს;
- პერორალური სტეროიდული საშუალებები (მაგ., პრედნიზოლონი);
- ქსანტინები (მაგ., თეოფილინი ან ამინოფილინი), რომლებიც ინიშნება ასთმის დროს;
- სხვა ბრონქოდილატატორები (მაგ., სალბუტამოლი);
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ., ამიტრიპტილინი) და ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი;
- ფენოთიაზინური სამკურნალო საშუალებები (მაგ., ქლორპრომაზინი და პროქლორპერაზინი);
- აივ ინფქციის სამკურნალო საშუალებები სახელწოდებით „აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები“ (მაგ., რიტონავირი);
- ინფექციების სამკურნალო საშუალებები (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი);
- პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები (მაგ., ლევოდოპა);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს დანიშნული საშუალებები (მაგ., ლევოთიროქსინი).
თუ რომელიმე ზემოთ დასახელებული თქვენ გეხებათ ან რამეში დარწმუნებული არ ხართ, პულმოტონის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ასევე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგეგმება საანესთეზიო საშუალების გამოყენება ქირურგიული ოპერაციის ან სტომატოლოგიური ჩარევის დროს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
- თუ ხართ ან შეიძლება იყოთ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- პულმოტონის გამოყენების დროს ორსულობის დადგომისას არ შეწყვიტოთ პულმოტონის მიღება, მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პულმოტონი გავლენას არ ახდენს ავტომობილის ან მექანიზმების მართვისა და ინსტრუმენტების გამოყენების უნარზე.
პულმოტონი შეიცავს ლაქტოზას
ლაქტოზა არის ერთ-ერთი შაქარი. თუ თქვენს გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. პულმოტონი შეიცავს 12.0-12.4 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს ბლისტერის შეფუთვის ერთჯერად დოზაში. ლაქტოზა შეიცავს მცირე რაოდენობით რძის ცილებს, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
3. როგორ გამოიყენება პულმოტონი
- პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. რაიმე კითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მნიშვნელოვანია გამოიყენოთ პულმოტონი ყოველდღე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომები.
- ექიმი მოგთხოვთ რეგულარულად შეამოწმოს ასთმის სიმპტომები.
თუ თქვენ ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობისას პერორალურად გამოიყენებდით სტეროიდებს, პულმოტონზე გადასვლისას ექიმმა შეიძლება შეამციროს მათი დოზა. თუ თქვენ ხანგრძლივად იყენებდით პერორალურ სტეროიდებს, ექიმმა შეიძლება პერიოდულად მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის ჩატარება. პერორალური სტეროიდების დოზის შემცირებისას შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ, მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ცხვირის დაცობა ან სურდო, სისუსტე, სახსრების ან კუნთების ტკივილი, გამონაყარი (ეგზემა). ამ სიმპტომების განვითარებისას ან თავის ტკივილის, დაღლილობის, გულისრევის ან ღებინების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ალერგიული ან ართრიტის სიმპტომების განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დანიშვნა. გაესაუბრეთ ექიმს, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პულმოტონის გამოყენების აუცილებლობაში.
სტრესული მდგომარეობების დროს (მაგ., ინფექციური დაავადებების დროს ან ოპერაციის წინ) ჩვეულ მკურნალობასთან ერთად ექიმმა შეიძლება დანიშნოს სტეროიდები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების შესახებ
პულმოტონის გამოყენებისას სუნთქვის გაძნელების ან ხიხინის განვითარების შემთხვევაში, უნდა გააგრძელოთ პულმოტონის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობის დანიშვნა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- თუ სუნთქვა გაუარესდა ან ღამე ხშირად იღვიძებთ ასთმის შეტევის გამო.
- თუ დილით მოჭერითი შეგრძნება გაქვთ გულმკერდის არეში ან მოჭერითი შეგრძნება გულმკერდის არეში გრძელდება ჩვეულზე მეტი ხნის განმავლობში.
ეს სიმპტომები მიანიშნებს, რომ ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არ არის სათანადოდ კონტროლირებადი და შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული ან დამატებითი მკურნალობის დაუყოვნებლივი დანიშვნა.
ასთმა
ასთმის დროს პულმოტონი შეიძლება ორი სხვადასხვა წესით დაინიშნოს. პულმოტონის რაოდენობა და გამოყენების წესი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ა) თუ თქვენ დანიშნული გაქვთ პულმოტონი და ერთდროულად დამხმარე ინჰალატორი გაეცანით ნაწილს ა) პულმოტონი და დამხმარე ინჰალატორი.
ბ) თუ თქვენ დანიშნული გაქვთ პულმოტონი, როგორც ერთადერთი ინჰალატორი გაეცანით ნაწილს ბ) პულმოტონი ერთადერთი ინჰალატორი ასთმის დროს.
ა) პულმოტონის და დამხმარე ინჰალატორის გამოყენება
გამოიყენეთ პულმოტონი ყოველდღე. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ასთმის სიმპტომები.
მოზრდილები (18 წელზე მეტი ასაკი)
პულმოტონი 100/6 მიკროგრამი/დოზა
- რეკომენდებული დოზაა 1-2 ინჰალაცია 2-ჯერ დღეში.
- ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 4 ინჰალაციამდე 2-ჯერ დღეში.
- თუ სიმპტომები კარგად კონტროლირებადია, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ერთ მიღებამდე დღეში.
პულმოტონი 200/6 მიკროგრამი/დოზა
- რეკომენდებული დოზაა 1-2 ინჰალაცია 2-ჯერ დღეში.
- ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 4 ინჰალაციამდე 2-ჯერ დღეში.
- თუ სიმპტომები კარგად კონტროლირებადია, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ერთ მიღებამდე დღეში.
პულმოტონი 400/12 მიკროგრამი/დოზა
- რეკომენდებული დოზაა 1 ინჰალაცია 2-ჯერ დღეში.
- ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 2 ინჰალაციამდე 2-ჯერ დღეში.
- თუ სიმპტომები კარგად კონტროლირებადია, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ერთ მიღებამდე დღეში.
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში პულმოტონის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თქვენი ექიმი (ან ექთანი) დაგეხმარებათ ასთმის მართვაში. მათი დახმარებით შესაძლებელია დოზის კორექცია თქვენზე მორგებულ მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.
არ შეცვალოთ დოზა დამოუკიდებლად, ექიმთან (ან მედდასთან) კონსულტაციის გარეშე.
გამოიყენეთ თქვენი „დამხმარე ინჰალატორი“ ასთმის სიმპტომების განვითარებისას. ყოველთვის თან იქონიეთ იგი, რომ აუცილებლობისას დაუყოვნებლივ შეძლოთ მისი გამოყენება. არ გამოიყენოთ პულმოტონი ასთმის სიმპტომების განვიათარებისას, ამისთვის თქვენ „დამხმარე ინჰალატორი“ გაქვთ.
ბ) პულმოტონის გამოყენება, როგორც თქვენი ერთადერთი ასთმის ინჰალატორი
ერთადერთი ინჰალატორის სახით პულმოტონი გამოიყენება 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გამოიყენეთ პულმოტონი ყოველდღე. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ასთმის სიმპტომები.
რეკომენდებული დოზა:
პულმოტონი (100 + 6) მიკროგრამი/დოზა
პულმოტონი (200 + 6) მიკროგრამი/დოზა
- 1 ინჰალაცია დილით და 1 ინჰალაცია საღამოს
ან
- 2 ინჰალაცია დილით
ან
- 2 ინჰალაცია საღამოს
ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 2 ინჰალაციამდე 2-ჯერ დღეში.
ასევე გამოიყენეთ პულმოტონი, როგორც „დამხმარე ინჰალატორი“ ასთმის სიმპტომების მკურნალობისას:
- ასთმის სიმპტომების განვითარებისას გააკეთეთ ერთი ინჰალაცია და დაელოდეთ რამდენიმე წუთი.
- თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეთ.
- ერთ ჯერზე არ გააკეთოთ 6 ინჰალაციაზე მეტი.
ყოველთვის თან იქონიეთ პულმოტონი, რომ აუცილებლობისას დაუყოვნებლივ შეძლოთ მისი გამოყენება.
ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში არ ინიშნება 8 ინჰალაციაზე მეტი, თუმცა ექიმმა მცირე პერიოდის განმავლობაში შეიძლება დანიშნოს 12 ინჰალაცია დღეში.
თუ თქვენ რეგულარულად გჭირდებათ 8 ან მეტი ინჰალაცია დღეში, მიმართეთ ექიმს ან მედდას, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეცვლა.
არ გამოიყენოთ 12 ინჰალაციაზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში.
თუ ასთმის სიმპტომები განვითარდა ფიზიკური ვარჯიშის დროს, გამოიყენეთ პულმოტონი მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მაგრამ არ გამოიყენოთ იგი ვარჯიშის წინ ასთმის სიმპტომების პრევენციის მიზნით.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)
- გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.
- ჩვეულებრივი დოზებია:
პულმოტონი 200/6 მიკროგრამი/დოზა: 2 ინჰალაცია 2-ჯერ დღეში.
პულმოტონი 400/12 მიკროგრამი/დოზა: 1 ინჰალაცია 2-ჯერ დღეში.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა ბრონქოდილატატორები, მათ შორის ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ტიოტროპიუმის ან იპრატროპიუმის ბრომიდი).
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს პულმოტონი 100/6 მიკროგრამი/დოზა არ ინიშნება.
ელპენჰეილერი®-ის ELPENHALER®-ის მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია
ელპენჰეილერი® არის დოზირებული საინჰალაციო ფხვნილის მისაღები მოწყობილობა. თითოეული დოზა ინახება სპეციალურ სტრიპზე განთავსებულ ერთჯერადი დოზის ბლისტერში.
ელპენჰეილერი®-სმოწყობილობა შედგება 3 ნაწილისაგან:
- მუნდშტუკი და მისი დამცავი თავსახური (1).
- საყრდენი ზედაპირი, რომელზეც განთავსდება ბლისტერის სტრიპი (2).
- შემნახველი განყოფილება, რომელშიც მოთავსებულია ერთჯერადი დოზის ბლისტერების სტრიპი (3).
სამი ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მათი გახსნა ცალცალკე შეიძლება.
საყრდენი ზედაპირი (2)
საყრდენი ზედაპირი შეიცავს:
- მიმაგრების წერტილს, სადაც ბლისტერის სტრიპი მაგრდება (2 ა).
- ღრუს, რომელშიც თავსდება ბლისტერის სტრიპი (2 ბ).
- ორი მიმართულების ზოლს, რომლებიც საყრდენ ზედაპირზე ბლისტერის სტრიპის სწორ პოზიციაში მიმაგრებას უზრუნველყოფს (2c).
ერთჯერადი დოზის ბლისტერის სტრიპი შედგება:
- ალუმინის ორი ფურცლისაგან (4)
- ბლისტერისგან (5), რომელიც შეიცავს პრეპარატს
- ხვრელისგან (6)
ელპენჰეილერი®-ს გამოყენება
A. მოწყობილობის მომზადება
- გახსენით შემნახველი განყოფილება, ამოიღეთ ერთჯერადი დოზის ბლისტერის სტრიპი და კვლავ დახურეთ შემნახველი განყოფილება.
- მოხსენით მუნდშტუკს დამცავი თავსახური.
- განბლოკეთ და მიაწექით მუნდშტუკს უკან, საყრდენი ზედაპირის გასახსნელად.
- დაიკავეთ სტრიპი მისი მბზინავი ზედაპირით ზემოთ, ხოლო მარკირებული ზედაპირით ქვემოთ.
- მოათავსეთ სტრიპი დამხმარე ზედაპირის მიმაგრების წერტილზე. მსუბუქად დააწექით და დარწმუნდით, რომ სტრიპი საიმედოდ არის მიმაგრებული.
- სტრიპის ბლისტერი ჩასვით საყრდენი ზედაპირის შესაბამის ღრუში, ხოლო მიმართულების ზოლები უზრუნველყოფს სტრიპის განთავსებას სწორ პოზიციაში.
- დაახურეთ მუნდშტუკს თავსახური და გამოქაჩეთ გარეთ სტრიპის ბოლო.
დოზა მზად არის ინჰალაციისთვის.
B. დოზის ინჰალაცია
- გეჭიროთ აპარატი პირიდან მოშორებით.
- ბოლომდე ამოისუნთქეთ. ამოსუნთქული ჰაერი არ უნდა მოხვდეს მუნდშტუკს.
- მიიტანეთ ელპენჰეილერი® პირთან და მოუჭირეთ ტუჩები მუნდშტუკს.
- ისუნთქეთ პირით (და არა ცხვირით), ნელა და ღრმად, სანამ ფილტვები არ შეივსება.
- შეაჩერეთ სუნთქვა 5 წამით ან უფრო ხანგრძლივად, თქვენი სურვილის მიხედვით, და ამავე დროს ამოიღეთ მოწყობილობა პირიდან.
- ამოისუნთქეთ და გააგრძელეთ ნორმალურად სუნთქვა.
- გახსენით მუნდშტუკი. თქვენ ნახავთ, რომ მთლიანად შეისუნთქეთ ფხვნილი და სტრიპის ბლისტერი ცარიელია.
- ამოიღეთ ცარიელი სტრიპი და გადადით შემდეგ C ეტაპზე.
C. მოწყობილობის დასუფთავება.
ყოველი გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ მუნდშტუკი და საყრდენი ზედაპირი მშრალი ქსოვილის ან მშრალი ქაღალდით. გასაწმენდად არ გამოიყენოთ წყალი.
დახურეთ მუნდშტუკი და დაახურეთ მას დამცავი თავსახური.
ჭარბი დოზით პულმოტონის გამოყენებისას
მნიშვნელოვანია გამოიყენოთ პულმოტონი ფარმაცევტის ან ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით.
რეკომენდებულ დოზას არ გადააჭარბოთ თვითნებურად.
პულმოტონის ჭარბი დოზირების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: კანკალი, თავის ტკივილი ან აჩქარებული გულისცემა.
თუ დაგავიწყდათ პულმოტონის მიღება
- დოზის გამოტოვების შემთხვევაში გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო მოვიდა, გამორჩენილი დოზა აღარ მიიღოთ.
- არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში.
ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტების განვითარებისას შეწყვიტეთ პულმოტონის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს:
- სახის შეშუპება, განსაკუთრებით პირის გარშემო (ენის ან/და ყელის შეშუპება ან/და ყლაპვის გაძნელება) ან ჭინჭრის ციება სუნთქვის გართულებასთან ერთად (ანგიოდემა) ან უეცრად განვითარებული სისუსტე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ალერგიული ხართ პრეპარატის მიმართ. ეს იშვიათად ხდება; ალერგიული რეაქციები აღინიშნება 10000 პაციენტიდან მხოლოდ 1 პაციენტში.
ინჰალატორის გამოყენების შემდეგ უეცრად განვითარებული, მწვავე ხიხინი ან ქოშინი. ამ სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პულმოტონის გამოყენება და გამოიყენეთ „დამხმარე“ ინჰალატორი. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეცვლა. ეს სიმპტომები აღინიშნება 1000 პაციენტიდან მხოლოდ 1 პაციენტში.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ზოგადი (1 პაციენტში 10-დან)
- პალპიტაციები (გულისცემის გახშირება), კანკალი ან რყევა. ეს ეფექტები სუსტად გამოხატულია და, ჩვეულებრივ, გაქრება, პულმოტონის შემდგომი გამოყენების დროს;
- პირის ღრუს რძიანა (სოკოვანი ინფექცია). მისი განვითარება ნაკლებად შესაძლებელია, თუ პულმოტონის გამოყენების შემდეგ პირში წყალს გამოივლებთ;
- ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა და ხრინწიანი ხმა;
- თავის ტკივილი.
არც ისე ხშირად (1 პაციენტში 100-დან)
- შფოთვის შეგრძნება, ნერვოზულობა ან აგზნება;
- ძილის დარღვევა;
- თავბრუსხვევა;
- გულისრევა;
- აჩქარებული გულისცემა;
- ჰემატომები კანზე;
- კრუნჩხვები.
იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან)
- გამონაყარი, ქავილი;
- ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების კუნთების დაჭიმულობა, რაც ხიხინს იწვევს). თუ სტვენითი ხასიათის სუნთქვა უეცრად ვითარდება პულმოტონის გამოყენებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პულმოტონის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
- კალიუმის დონის შემცირება სისხლში;
- არათანაბარი გულისცემა.
ძალია ნიშვიათად (1 პაციენტში 10000-დან)
- დეპრესია;
- ქცევის ცვლილებები, განსაკუთრებით ბავშვებში;
- ტკივილი გულმკერდის არეში ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი (სტენოკარდია);
- სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის გაზრდა;
- გემოს შეგრძნების ცვლილებები, მაგ., უსიამოვნო გემო პირში;
- არტერიული წნევის ცვლილებები.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ორგანიზმში სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ პროდუქციაზე, განსაკუთრებით თუ გამოიყენება მაღალი დოზები ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს ეფექტებია:
- ძვლების მინერალური სიმკვრივის ცვლილება (ძვლების განლევა);
- კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა);
- გლაუკომა (თვალის შიდა წნევის გაზრდა);
- ბავშვებისა და მოზარდების ზრდის ტემპის შემცირება;
- თირკმელზედა ჯირკვალზე გავლენა (თირკმლის ზედა ნაწილში განთავსებული მცირე ზომის ჯირკვალი).
ეს ეფექტები გაცილებით ნაკლები სიხშირით ვითარდება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას პერორალურ ფორმებთან (ტაბლეტებთან) შედარებით.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება პულმოტონი
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პულმოტონი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე ნიშანი „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა გრძელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. უტილიზაციის წესების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავსპულმოტონი
- აქტიური ნივთიერებებია ბუდესონიდი და ფორმოტეროლი.
პულმოტონი 100/6 მიკროგრამი/დოზა: ბლისტერის შეფუთვის ერთჯერადი დოზა შეიცავს 100 მიკროგრამ ბუდესონიდს და 6 მიკროგრამ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
პულმოტონი 200/6 მიკროგრამი/დოზა: ბლისტერის შეფუთვის ერთჯერადი დოზა შეიცავს 200 მიკროგრამ ბუდესონიდს და 6 მიკროგრამ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
პულმოტონი 400/6 მიკროგრამი/დოზა: ბლისტერის შეფუთვის ერთჯერადი დოზა შეიცავს 400 მიკროგრამ ბუდესონიდს და 12 მიკროგრამ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
- სხვა ინგრედიენტია ლაქტოზას მონოჰიდრატი.
პულმოტონის სამკურნალო ფორმის აღწერილობა და შეფუთვა
პულმოტონი 100/6 მკგ, 200/6 მკგ: მუყაოს კოლოფი შეიცავს პლასტმასის,ორ ფერიან საინჰალაციო მოწყობილობას ელპენჰეილერს® 60ერთჯერადი დოზირებული ალუ-ალუ ბლისტერებით და ცალკე პლასტმასის კონტეინერით, რომელიც შეიცავს 60ერთჯერად დოზირებულ ალუ-ალუ ბლისტერს.
შეფუთვაში არის 120 დოზა.
პულმოტონი 400/12 მკგ: მუყაოს კოლოფი შეიცავს პლასტმასის,ორ ფერიან საინჰალაციო მოწყობილობას ელპენჰეილერს® 60ერთჯერადი დოზირებული ალუ-ალუ ბლისტერებით. შეფუთვაში არის 60 დოზა.
საბერძნეთში სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ELPEN Pharmaceutical Co., Inc, 95 მარათონის გამზირი,19009 პიკერმი, ატიკა, ტელ .: 210 6039326-9.
კვიპროსზე სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
K.SISIOS & Co. Ltd, PO 56495, ლიმასოლი.
ფურცელი ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი 12-9-2013.
ELPEN Pharmaceutical Co., Inc
95 მარათონის გამზირი, 19009 პიკერმი, ატიკა,
ტელ: 210 6039326-9, ფაქსი: 210 6039300
სამეცნიერო საინფორმაციო ოფისები:
ათენი: სევასტია 11, 11528 ტელ. 210 7488711
თესალონიკი: ეროვნული წინააღმდეგობა 114, 55134 ფენიქსი,
ტელ : 2310 459920-1
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით