ომატონი ომეგა-3 #30კ.საღ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ომატონი ომეგა-3
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
აღწერილობა: რბილი ჟელატინის კაფსულები
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 1000 მგ თევზის ქონს (ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA/DHA 30%) ნატურალურ ვიტამინ E-ს (67%) 20მგ. დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი.
ჩვენებები: გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება ჰიპერტრიგლიცერიდემიის და დისლიპიდემიის პროფილაქტიკის მიზნით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, ართროზების და ართრიტების დროს, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების დროს, აუტოიმუნური დაავადებების დროს, ძვლოვანი ქსოვილის დაავადებების დროს, ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს, შაქრიანი დიაბეტის და მისი გართულებების დროს, კანის და ნერვული დაავადებების დროს, ორსული ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: ომატონი ომეგა-3 მიიღება დღის პირველ ნახევარში ჭამის შემდეგ ან უშუალოდ ჭამის დროს, დაუღეჭავად წყლის მიყოლებით დოზით 1 – 3 კაფსულა დღეში.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე, შეფუთვაში 3 ბლისტერი (30 კაფსულა) მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი: „ეიჩ სი კლოვერი “, მადრიდი, ესპანეთი „ფარმ მედიკა კორპორაციის“ დაკვეთით.