დეა-ლაიფი 25მგ #60ტ

დეა-ლაიფი 25მგ #60ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიჰიდროეპიანდროსტერონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 76059
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სავაჭრო დასახელება: დჰეა - ლაიფი,  DHEA - LIFE

წამლისფორმატაბლეტები.

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს: დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა) 25 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი საშუალებები

ფარმაკოლოგიურითვისებები: დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა) იგივე ანდროსტენოლონი ან პრასტერონი წარმოადგენს მნიშვნელოვან ენდოგენურ სტეროიდულ ჰორმონს. ეს ჰორმონი არის ყველაზე ჭარბი ოდენობით  ადამიანის ორგანიზმში სტეროიდულ ჰორმონებს შორის. სინთეზირდება თირკმელზედა ჯირკვალში, გონადებში და თავის ტვინში. წარმოადგენს შუალედურ მეტაბოლურ პროდუქტს, რომლისგანაც ხდება ანდროგენების და ესტროგენების ბიოსინთეზი. 

დჰეა დონე ორგანიზმში პიკს აღწევს 25 წლის ასაკში და ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება. 70-80 წლის ასაკში დჰეა-ს შემცველობა ახალგაზრდა ასაკის მაჩვენებლის 10-20%-ია. გამომდინარე აქედან მას განიხილავენ, როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშულებას. ხანდაზმულ ასაკში დჰეა-ს დაბალი დონე დაკავშირებულია ოსტოპოროზის, გულის დაავადებების, მეხსირების დაქვეითების და ძუძუს კიბოს განვითარებასთან.

ჩვენებები: დჰეა-ლაიფი გამოიყენება შემდეგი მდგომარებების კომპლექსური მკურნალობის პროცესში:

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა; მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე; სისტემური წითელი მგლურა; დეპრესია; ოსტეოპოროზი; ერექციული დისფუნქცია; ლიბიდოს დაქვეითება ქალებში;

მენოპაუზასთან დკავშირებული ცვლილებები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

გამოიყენება სიფრთხილის შემდეგი მდგომარეობების დროს: პროსტატის, ღვიძლის, ძუძუს და საკვერცხის სიმსივნის მაღალი რისკი; ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამო ჰორმონულ თერაპია; დიაბეტი; გადატანილი ინსულტი ან ინსულტის განვითარების რისკი; სისხლდენის რისკი, მანიასთან ასოცირებული ფსიქიური დარღვევები.

ორსულობა ლაქტაციის პერიოდი: გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მიღების წესი და დოზირება:  25-200 მგ ოდენობით დღის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის წესი: ინახება 30ºC ტემპერატურამდე, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  60 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: Life on Healthcare LTD. London, Great Britain.

ლაიფ ონ ჰელსქეა ლტდ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.