ვაგიტოლი #12კაფს ვაგინ.
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
შემადგენლობა:
1 ვაგინალური კაფსულა 400მგ, შეიცავს ლაქტობაცილა აციდოფილუსს, შტამი № 180, არანაკლებ 108 КОЕ, დამხმარენივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კაფსულები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაგინალური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.
ათქ კოდი: A07FA51.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვაგინალური მიკროფლორის რეგულაცია. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში.
ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.
ჩვენება:
მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში. ნორმალური ვაგინალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად მშობიარობამდე პერიოდში და ასევე გინეკოლოგიურ ჩარევამდე.
მიღების წესი და დოზირება:
ვაგიტოლი გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, ძილის წინ. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში, ხანგრძლივობა 7-12 დღის განმავლობაში, მენსტრუაციამდე ან მენსტუაციის შემდეგ მაშინვე.
ვაგიტოლის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა 12 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით ვაგიტოლი ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრიდან 7-12 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა
ჰიპერდოზირება:
არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შეფუთვა:
12 ვაგინალური კაფსულა.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 20ºC ტემპერატურაზე.