ტეგრეტოლი 200მგ#24ტ(თურქ)

ტეგრეტოლი 200მგ#24ტ(თურქ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კარბამაზეპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 7072
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტეგრეტოლი: 200 მგ ტაბლეტები

ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე.

აქტიური ნივთიერება: 200 მგ კარბამაზეპინი.
დამხმარე ნივთიერებები: აეროზილი 200, ავისელი PH 102, მაგნიუმის სტეარატი, ნიმსელი ZSB-10 მოდიფიცირებული (ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა).

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

¾ საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

¾ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

¾ ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

¾ კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

¾ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ტეგრეტოლი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტეგრეტოლის გამოყენებამდე
ტეგრეტოლის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ტეგრეტოლის შენახვის წესი

1. რას წარმოადგენს ტეგრეტოლიდა რისთვის გამოიყენება იგი

პრეპარატის სახელწოდებაა ტეგრეტოლის ტაბლეტები.

ტეგრეტოლი მოთავსებულია ფირფიტებში, თითოეულში 24 ან 160 ტაბლეტით.

თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და კონუსისებრი კიდეებით, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია სიმბოლოები “ჩG”, ხოლო მეორე მხარეს – “G/K”. გამყოფი ხაზი დატანილია ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გასაყოფად.

თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 200 მგ კარბამაზეპინს.

ტერგეტოლი მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფს (გამოიყენება აპილეფსიის სამკურნალოდ). მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ტერგეტოლი გამოიყენება გარკვეული ტიპის გულყრების სამკურალოდ (ეპილეფსიური გულყრები). პრეპარატი ასევე გამოიყენება ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი. პრეპარატი არ გამოიყენება ტკივილი სამკურნალოდ სხეულის სხვა მიდამოებში.

ეპილეფსია დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ორი ან მეტი გულყრით (კრუნჩხვით). გულყრა ვითარდება, როდესაც თავის ტვინიდან კუნთებში მიმავალი ნერვული იმპულსების გადაცემა უკონტროლო ხდება.

ტეგრეტოლი ხელს უწყობს აღნიშნული იმპულსების კონტროლს.

ტერგეტოლი ასევე არეგულირებს ნერვის ფუნქციას ზემოთ მოცემული სხვა დაავადებების დროს.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტეგრეტოლის გამოყენებამდე

ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ სრული ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. კარბამაზეპინთან ან მსგავს ნაერთებთან ასოცირებული საშიში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი ჩინელებსა და ტაილანდელებში შესაძლოა შეფასდეს სისხლის ანალიზის მეშვეობით.

მკურნალი ექიმი დაადგენს, საჭიროა თუ არა ტეგრეტოლის გამოყენებამდე სისხლის ანალიზის ჩატარება.

ტეგრეტოლი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბამაზეპინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნიბთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ინსტრუქციის დასაწყისში.
თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე დაავადება.
თუ პაციენტს გადატანილი აქვს მძიმე ჰემატოლოგიური დაავადება.
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციისთვის და სისხლის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პიგმენტის – პორფირინის დარღვევა (აღნიშნული ცნობილია “ღვიძლისმიერი პორფირიის” სახელწოდებით და მოიცავს დაავადებათა კომპლექსს, რომლებიც ვითარდება პორფირინის ან მისი პრეკურსორების ჭარბი სინთეზის გამო).
თუ პაციენტი ღებულობის გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტებს, რომელთა სახელწოდებაა მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები).

შემდეგ მდგომარეობებში ტეგრეტოლი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტს აქვს ჰემატოლოგიური დაავადება (მათ შორის სხვა პრეპარატებით გამოწვეული);
თუ პაციენტი ალერგიულია (აღენიშნება გამონაყარი ან ალერგიის სხვა ნიშნები) ოქსკარბაზეპინის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტი ალერგიულია კარბამაზეპინის მიმართ, დაახ. 1/4-ანი (25%) ალბათობით ალერგიული იქნება ოქსკარბაზეპინის მიმართაც;
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონია გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება;
თუ პაციენტს აქვს მაღალი თვალშიდა წნევა (გლაუკომა) ან შარდის შეუკავებლობა;
თუ პაციენტს დასმული აქვს ფსიქოზის (ფსიქიკური აშლილობის ტიპი) დიაგნოზი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კონფუზია ან მოსუვნერობა;
თუ პაციენტი ღებულობს ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ტეგრეტოლმა შესაძლოა დაუკარგოს ეფექტურობა აღნიშნულ პრეპარატებს. ამრიგად, ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ან არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა ან წერტილოვანი სისხლდენა საშოდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან შესაბამის სპეციალისტს.
ალერგიული რეაქციის, მათ შორის ცხელების, გამონაყარის ან კანის დაწყლულების განვითარების შემთხვევაში, რომელიც თანხლებულია ლიმფური კვანძების შეშუპებით, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
საშიში კანისმიერი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ცხელება, გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს დაწყლულება ან კანის აშრევება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. აღნიშნული რეაქციების განვითარების რისკი შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს აზიის ზოგიერთ პოპულაციაში (მაგ. ეთნიკურ ტაივანელებში, მალაიზიელებში და ფილიპინელებში) და ეთნიკურ ჩინელებში (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იზრდება გულყრების სიხშირე (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების, მათ შორის სიყვითლის (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
პაციენტთა მცირე რაოდენობას, ანტიეპილეფსიური პრეპარატებით მკურნალობისას, განუვითარდა აზრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ. ოდესმე მსგავსი შინაარსის აზრების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასოცირებულია სისხლში ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითებასთან და პარალელურად ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (მაგ. შარდმდენები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი ან ფუროსემიდი).

ტეგრეტოლით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. დაუშვებელია პრეპარატის ერთბაშად მოხსნა, რათა არ მოხდეს გულყრების უეცარი გაუარესება.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. პაციენტმა არ უნდა მიიღოს გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი რათა არ მოხდეს ტეგრეტოლის ეფექტის გაძლიერება. დასაშვებია სხვა წვენების, მაგ. ფორთოხლის ან ვაშლის წვენის მიღება.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

ორსულობის დროს ეპილეფსიური გულყრების კონტროლი მნიშვნელოვანია. თუმცა, ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებას თან ახლავს ნაყოფის დაზიანების პოტენციური რისკი. მკურნალი ექიმი გააცნობს პაციენტს ტეგრეტოლის გამოყენებასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს. პაციენტმა ექიმისგან დამოუკიდებლად არ უნდა შეწყვიტოს ფინლეპსინით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შეიტყო, რომ არის ორსულად.

ძუძუთი კვება

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ტეგრეტოლში შემავალი აქტიური ნივთიერება ხვდება დედის რძეში.

ექიმის ნებართვით და ბავშვის ჯანმრთელობის მკაცრი მონიტორინგის პირობებში ძუძუთი კვება დასაშვებია. თუმცა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს უვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ჭარბი ძილიანობა, საჭიროა ძუძუთი კვების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა

ტეგრეტოლის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება ან კუნთების კოორდინაციის პრობლემები, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე ან დოზის მომატების შემდეგ. ამრიგად, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისას, საავტომობილო ტექნიკის გამოყენებისას ან ისეთი აქტივობებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების დაძაბვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტეგრეტოლში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ტეგრეტოლი არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ტეგრეტოლს ზოგიერთ პრეპარატთან ახასიათებს წამალთშორისი ურთიერთქმედება, ამრიგად, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ცვლილება ან ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიმე წამლის სრულად მოხსნა. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები, მათ შორის აბების, კანის პლასტირის, ინექციის ან იმპლანტის სახით. ტეგრეტოლი გავლენას ახდენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების მოქმედებაზე და შესაძლოა განაპირობოს პათოლოგიური მენსტრუალური სისხლდენის განვითარება. ასევე, ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა და გაზარდოს ფეხმძიმობის რისკი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან და განიხილოს ჩასახვის საწინააღმდეგო ალტერნატიული საშუალებები.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტურობა.
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.
კორტიკოსტეროიდები (სტეროიდები). აღნიშნული პრეპარატები შესაძლოა გამოიყენებოდეს ანთებითი დაავადებების, მაგ. ასთმის ან ნაწლავთა ანთებითი დაავადების და კუნთების ან სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.
ანტიკოაგულანტები. აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება თრომბოზის პრევენციის მიზნით.
ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება მათ შორის კანის ინფექციების ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ (მაგ. ციპროფლოქსაცინი).
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის პარაცეტამოლი, დექსტროპროპოქსიფენი, ტრამადოლი, მეთადონი ან ბუპრენორფინი.
სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და გულის პრობლემების სამკურნალოდ.
ანტიჰისტამინები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული მდგომარეობების, მათ შორის ჭინჭრის ციების, ქავილის და სხვ. სამკურნალოდ).
შარდმდენები.
ციმეტიდინი ან ომეპრაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ).
იზოტრეტინოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ).
მეტოკლოპრამიდი ან აპრეპიტანტი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისრევის სამკურნალოდ).
აცეტაზოლამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ).
დანაზოლი ან გესტრინოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ენდომეტრიოსის სამკურნალოდ).
თეოფილინი ან ამინოფილინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ).
ცილკოსპორინი, ტაკროლიმუსი ან სიროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომი იმუნოსუპრესიის მიზნით და ზოგ შემთხვევაში ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ).
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ (მაგ. პალიპერიდოლი, არიპიპრაზოლი).
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ციკლოფოსფამიდი, ლაპატინიბი).
მალარიის სამკურნალო პრეპარატი – მეფლოქინი.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ.
ლევოთიროქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ).
მიორელაქსანტები.
ტადალაფილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ).
ალბენდაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავთა პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ).
მცენარეული პრეპარატი – კრაზანა.
პრეპარატები ან საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ B ვიტამინს (ნიკოტინამიდი).

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი) შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

3. ტეგრეტოლის მიღების წესი

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ინსტრუქციების მიხედვით. დაუშვცებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად, მკაცრად მკურნალი ექიმის მითითებების მიხედვით. აღნიშნულით შესაძლებელია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა და გვერდითი მოვკენების რისკის შემცირება. დაუშვებელია პრეპარატის მიღება დანიშნულზე მაღალი დოზით ან უფრო ხშირად ან ხანგრძლივად. ტეგრეტოლის მიღება არ უნდა შეწყდეს ერთბაშად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის დროს და ვადებს დაადგენს ექიმი.

მოზრდილებში, ეპილეფსიის სამკურნალოდ, საწყის დღიურ დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე, ტაბლეტების ან სიროფის სახით. დოზა თანდათან იზრდება 800-დან 1200 მგ-მდე დღეში, 2 ან 3 გაყოფილი დოზის სახით (ზოგ შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1600-დან 2000 მგ-მდე დღეში).

ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი, საწყის დოზას შეადგენს 200-დან 400 მგ-მდე დღეში, რაც თანდათან იზრდება ტკივილის კუპირებამდე (ჩვეულებრივ 200 მგ-მდე დღეში 2-3-ჯერ). მაქსიმალურ დღიურ დოზას შეადგენს 1200 მგ. ხანში შესული ასაკის პაციენტებისთვის, რეკომენდებულია შედარებით დაბალი საწყისი დოზა – 100 მგ ორჯერ დღეში.

ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, რაც თანხლებულია დეპრესიული და მანიაკალური ფაზების ცვალებადობით, სტანდარტულ დღიურ დოზას შეადგენს 400-დან 600 მგ-მდე (დოზის დიაპაზონი მერყეობს 400-დან 1600 მგ-მდე დღეში). პაციენტისთვის საჭირო დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი.

მიღების გზა და მეთოდი

ტეგრეტოლი ყოველთვის მიიღება (გარდა პირველი დღისა) გაყოფილი დოზების სახით დღის განმავლობაში (2-დან 4 გაყოფილი დოზის სახით, რაც დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე).

მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზა შესაძლოა განსხვავდებოდეს ზემოთ მოცემუი დოზებისგან. მსგავს შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს საჭიროა მკურნალი ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.

ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები იყლაპება წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტების გაყოფა დასაშვებია ორ ტოლ ნაწილად, გამყოფი ხაზის მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია ბავშვებში, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით. ბავშვებში, საწყის დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე დღეში (10-20 მგ/კგ დღეში), რაც თანდათან იზრდება 400-დან 600 მგ-მდე დღეში. მოზარდებში დასაშვებია 600-დან 1000 მგ-მდე დოზის გამოყენება დღეში.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წლიდან):

ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია 65 წლის ასაკიდან, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

დოზის კორექციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება

თირკმელების / ღვიძლის უკმარისობის დროს. საჭიროა ზემოთ მოცემული ინსტრუქციების გათვალისწინება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალი ექიმი გასცემს განსხვავებულ რეკომენდაციას.

მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს ექიმი. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად, რეკომენდებულ ვადაზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ტეგრეტოლის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული სიმპტომები შესაძლოა იყოს სუნთქვის გაძნელება, აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, სინკოპე, თავბრუსხვევა, გულისრევა/ღებინება. მსგავს შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტეგრეტოლის მიღება და მიემართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით, მკურნალი ექიმის დანიშნულების საუძველზე.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

დამატებითი საკითხები ტეგრეტოლით მკურნალობასთან დაკავშირებით: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალი ექიმი დააკვირდეს მდგომარეობის პროგრესს რეგულარული შემოწმებების საშუალებით. ექიმმა პერიოდულად შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე. პაციენტი არ უნდა ააღელვოს აღნიშნულმა.

ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევის დაგეგმვამდე (მათ შორის დენტალური ან გადაუდებელი პროცედურები), პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ-სპეციალისტს. პაციენტმა უნდა აცნობოს მას ტეგრეტოლის გამოყენების შესახებ.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა ასოცირებული იყოს ტეგრეტოლით მკურნალობის შეწყვეტასთან:

ტეგრეტოლით მკურნალობის შეწყვეტას შესაძლოა მოყვეს მდგომარეობის გაუარესება. მკურანლობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტეგრეტოლმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ტეგრეტოლის გამოყენება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

საშიში კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი ან სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს მიდამოების დაწყლულება და კანის აშრევება, რასაც თან ახლავს ცხელება.
აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში.

წყლულები პირის ღრუში და უეცარი სისხჩაქცევები ან სისხლდენები;
ყელის ტკივილი ან მაღალი ცხელება, რომლებიც ვითარდება ერთად ან ცალ-ცალკე;
კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;
კოჭების, ტერფების ან ფეხების შეშუპება;
ნევროლოგიური დაავადების ან კონფუზიის ნებისმიერი გამოვლინება;
სახსრების ან კუნთების ტკივილი, გამონაყარი კანზე, რომელიც ვრცელდება ცხვირის ძვლიდან ლოყებამდე ან სუნთქვის პრობლემები (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს იშვიათი მდგომარეობის – წითელი მგლურას ნიშნებს);
მიდრეკილება ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და ჰემატოლოგიური და ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილებების მიმართ (შესაძლოა ჩართული იყოს ერთზე მეტი ორგანო);
ვიზინგი და ხველა ბრონქოსპაზმით, სუნთქვის გაძნელებით, გულის წასვლის შეგრძნებით, გამონაყრით, ქავილით ან სახის შეშუპებით (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდნენ ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნებს);
ტკივილი მუცლის არეში.

ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები ძალიან სერიოზული ხასიათისაა. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი დახმარება ან ჰოსპოტალიზაცია. თითოეული მათგანი ვითარდება ძალიან იშვიათად.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი:

ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რასაც თან ახლავს ინფექციების განვითარების მომატებული რისკი (ლეიკოპენია);
თავბრუსხვევა და დაღლილობა;
არასტაბილურობის შეგრძნება ან ნებით მოძრაობებზე კონტროლის გაძნელება;
გულისრევა ან ღებინება;
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პარამეტრების ცვლილებები (ჩვეულებრივ ასიმპტომატური);
კანისმიერი ალერგიური რეაქციები, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს სხეულის ფართო ზედაპირზე.

ხშირი:

ჰემატოლოგიური ცვლილებები, მათ შორის მიდრეკილება სისხჩაქცევებისკენ ან სისხლდენებისკენ;
სითხის შეკავება და შეშუპება;
წონის მომატება;
ნატრიუმის რაოდენობის შემცირება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფუზია;
თავის ტკივილი;
მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის გაორება;
პირის სიმშრალე.

ნაკლებად ხშირი:

უჩვეულო უნებლიე მოძრაობები, მათ შორის ტიკები ან კანკალი;
თვალის უჩვეულო მოძრაობები;
ფაღარათი;
ყაბზობა.

იშვიათი:

ლიმფური კვანძების დაზიანება;
ფოლის მჟავას უკმარისობა;
ხშირი ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარის, სახსრების ტკივილის, ცხელების და თირკმელების ან სხვა ორგანოების მხრივი დარღვევების სახით;
ჰალუცინაციები;
დეპრესია;
უმადობა;
მოუსვენრობა;
აგრესიულობა;
აგზნებადობა;
კოფუზია;
მეტყველების დარღვევები;
ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;
კუნთების სისუსტე;
მაღალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სახის წამოწითლება, თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანებადობა);
დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები: გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, კონფუზია, მხედველობის დაბინდვა);
გულისცემის სიხშირის ცვლილებები;
მუცლის ტკივილი;
ღვიძლისმიერი პრობლემები, მათ შორის სიყვითლე;
წითელი მგლურას სიმპტომები.

ძალიან იშვიათი:

სისხლის შემადგენელი კომპონენტების ცვლილებები, მათ შორის ანემიის სახით;
გარკვეული ტიპის გენეტიკური დაავადება (პორფირია), რაც იწვევს მუცლის ტკივილს და კუნთების კრამპებს;
მენინგეალური გარსების ანთება (მენინგიტი);
სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძისებრი გამონადენი, რაც შესაძლოა განვითარდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში;
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების შედეგების პათ. ცვლილებები;
ძვლოვანი ქსოვილის გათხელება ან დასუსტება (ოსტეომალაცია; შესაძლოა შემჩნეულ იქნეს ფეხის გრძელ ძვებში სიარულის ან მოხრილი პოზიციის მიღების დროს);
ძვლოვანი ქსოვილის დარბილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური მოტეხილობების რისკი მატება (ოსტეოპოროზი);
ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის მომატება სისხლში;
გემოვნების დარღვევები;
თვალების სიწითლე და თვალების ანთება (კონიუნქტივიტი);
დაწოლის/ტკივილის შეგრძნება თვალებში (გლაუკომა);
თვალის ერთერთი ნაწილის შემღვრევა (კატარაქტა);
სმენის დარღვევები;
გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი (სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მომატებულ მრგძნობელობას, ტკივილს, შეშუპებას, სითბოს შეგრძნებას, კანის ფერის ცვლილებას და ზედაპირული ვენების მკვეთრ გამოჩენას);
ფილტვის ან სუნთქვის პრობლემები;
ძლიერი ალერგიული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (აღნიშნული რეაქციების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში);
ტკივილი პირის ღრუს ან ენის მიდამოში;
კანის ფერის ცვლილებები;
აკნე;
ჭარბი ოფლიანობა;
თმის ცვენა;
ჭარბთმიანობა სახეზე და სხეულზე;
კუნთების ტკივილი და სპაზმი;
სქესობრივი დარღვევები, რამაც შესაძლოა დააქვეითოს მამაკაცის განაყოფიერების უნარი; სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან იმპოტენცია;
თირკმელების უკმარისობა;
სისხლი შარდში;
მოშარდვის ჭარბი ან დაქვეითებული მოთხოვნილება ან მოშარდვის გაძნელება.

ტეგრეტოლით მკურნალობისას, შესაძლოა გამოვლინდეს ოსტეოპენია (ძვლის სიმტკიცის დაქვეითება), ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის გათხელება) და პათოლოგიური მოტეხილობები. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას დანიშნული აქვს ხანგრძლივი ანტიეფილეფსიური მკურნალობა, ანამნეზში აღენიშნება ოსტეოპოროზი ან ღებულობს სტეროიდებს.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და გაივლის დროთა განმავლობაში.

ნებისმერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ტეგრეტოლის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

ინახება ოთახის (არაუმეტეს 25°ჩ) ტემპერატურაზე.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია პრეპარატისგამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი – წელს.

არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა კოლოფის დაზიანების ნიშნები.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

Novartis Health, Food and Agricultural Products San. ve Tic. Inc.

Kavacik/Beykoz/Istanbul

ნოვარტისი ჯანდაცვის, საკვებისა და აგრიკულტურული პროდუქტები, სან. ვე ტიკ. ინკ. კავაციკი/ბეიკოზი/სტამბული

მწარმოებელი

Novartis Health, Food and Agricultural Products San. ve Tic. Inc.

Pendik/Istanbul

გამოყენების ინსტრუქცია
 
ტეგრეტოლი200 მგ ტაბლეტები
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე.
 
აქტიური ნივთიერება: 200 მგ კარბამაზეპინი. დამხმარე ნივთიერებები: აეროზილი 200, ავისელი PH 102, მაგნიუმის სტეარატი, ნიმსელი ძშB-10 მოდიფიცირებული (ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა). 
 
 
 
 
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
¾    საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
¾    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
¾    ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
¾    კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
¾    პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
 
 
 
 
 
 
ინსტრუქციაში მოცემულია:
 
რას წარმოადგენს ტეგრეტოლი და რისთვის გამოიყენება იგირა უნდა იცოდეს პაციენტმა  ტეგრეტოლის გამოყენებამდეტეგრეტოლის მიღების წესიშესაძლო გვერდითი მოვლენებიტეგრეტოლის შენახვის წესი 
სათაურები მოცემულია.
 
 
1.   რას წარმოადგენს ტეგრეტოლიდა რისთვის გამოიყენება იგი 
პრეპარატის სახელწოდებაა ტეგრეტოლის ტაბლეტები.
ტეგრეტოლი მოთავსებულია ფირფიტებში, თითოეულში 24 ან 160 ტაბლეტით.
თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და კონუსისებრი კიდეებით, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია სიმბოლოები “ჩG”, ხოლო მეორე მხარეს – “G/K”. გამყოფი ხაზი დატანილია ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გასაყოფად.
 
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 200 მგ კარბამაზეპინს.
 
ტერგეტოლი მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფს (გამოიყენება აპილეფსიის სამკურნალოდ). მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
 
ტერგეტოლი გამოიყენება გარკვეული ტიპის გულყრების სამკურალოდ (ეპილეფსიური გულყრები). პრეპარატი ასევე გამოიყენება ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი. პრეპარატი არ გამოიყენება ტკივილი სამკურნალოდ სხეულის სხვა მიდამოებში.
 
ეპილეფსია დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ორი ან მეტი გულყრით (კრუნჩხვით). გულყრა ვითარდება, როდესაც თავის ტვინიდან კუნთებში მიმავალი ნერვული იმპულსების გადაცემა უკონტროლო ხდება.
ტეგრეტოლი ხელს უწყობს აღნიშნული იმპულსების კონტროლს.
ტერგეტოლი ასევე არეგულირებს ნერვის ფუნქციას ზემოთ მოცემული სხვა დაავადებების დროს.
 
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა  ტეგრეტოლისგამოყენებამდე
 
ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ სრული ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. კარბამაზეპინთან ან მსგავს ნაერთებთან ასოცირებული საშიში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი ჩინელებსა და ტაილანდელებში შესაძლოა შეფასდეს სისხლის ანალიზის მეშვეობით.
მკურნალი ექიმი დაადგენს, საჭიროა თუ არა ტეგრეტოლის გამოყენებამდე სისხლის ანალიზის ჩატარება.
 
ტეგრეტოლი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
 
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბამაზეპინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნიბთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ინსტრუქციის დასაწყისში.თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე დაავადება.თუ პაციენტს გადატანილი აქვს მძიმე ჰემატოლოგიური დაავადება.თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციისთვის და სისხლის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პიგმენტის – პორფირინის დარღვევა (აღნიშნული ცნობილია “ღვიძლისმიერი პორფირიის” სახელწოდებით და მოიცავს დაავადებათა კომპლექსს, რომლებიც ვითარდება პორფირინის ან მისი პრეკურსორების ჭარბი სინთეზის გამო).თუ პაციენტი ღებულობის გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტებს, რომელთა სახელწოდებაა მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები). 
შემდეგ მდგომარეობებში ტეგრეტოლი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
 
თუ პაციენტს აქვს ჰემატოლოგიური დაავადება (მათ შორის სხვა პრეპარატებით გამოწვეული);თუ პაციენტი ალერგიულია (აღენიშნება გამონაყარი ან ალერგიის სხვა ნიშნები) ოქსკარბაზეპინის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტი ალერგიულია კარბამაზეპინის მიმართ, დაახ. 1/4-ანი (25%) ალბათობით ალერგიული იქნება ოქსკარბაზეპინის მიმართაც;თუ პაციენტს აქვს ან ჰქონია გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება;თუ პაციენტს აქვს მაღალი თვალშიდა წნევა (გლაუკომა) ან შარდის შეუკავებლობა;თუ პაციენტს დასმული აქვს ფსიქოზის (ფსიქიკური აშლილობის ტიპი) დიაგნოზი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კონფუზია ან მოსუვნერობა;თუ პაციენტი ღებულობს ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ტეგრეტოლმა შესაძლოა დაუკარგოს ეფექტურობა აღნიშნულ პრეპარატებს. ამრიგად, ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ან არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა ან წერტილოვანი სისხლდენა საშოდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან შესაბამის სპეციალისტს.ალერგიული რეაქციის, მათ შორის ცხელების, გამონაყარის ან კანის დაწყლულების განვითარების შემთხვევაში, რომელიც თანხლებულია ლიმფური კვანძების შეშუპებით, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).საშიში კანისმიერი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ცხელება, გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს დაწყლულება ან კანის აშრევება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. აღნიშნული რეაქციების განვითარების რისკი შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს აზიის ზოგიერთ პოპულაციაში (მაგ. ეთნიკურ ტაივანელებში, მალაიზიელებში და ფილიპინელებში) და ეთნიკურ ჩინელებში (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იზრდება გულყრების სიხშირე (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების, მათ შორის სიყვითლის (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები).პაციენტთა მცირე რაოდენობას, ანტიეპილეფსიური პრეპარატებით მკურნალობისას, განუვითარდა აზრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ. ოდესმე მსგავსი შინაარსის აზრების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასოცირებულია სისხლში ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითებასთან და პარალელურად ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (მაგ. შარდმდენები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი ან ფუროსემიდი). 
ტეგრეტოლით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. დაუშვებელია პრეპარატის ერთბაშად მოხსნა, რათა არ მოხდეს გულყრების უეცარი გაუარესება.
 
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
 
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
 
ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. პაციენტმა არ უნდა მიიღოს გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი რათა არ მოხდეს ტეგრეტოლის ეფექტის გაძლიერება. დასაშვებია სხვა წვენების, მაგ. ფორთოხლის ან ვაშლის წვენის მიღება.
 
ორსულობა
 
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
ორსულობის დროს ეპილეფსიური გულყრების კონტროლი მნიშვნელოვანია. თუმცა, ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებას თან ახლავს ნაყოფის დაზიანების პოტენციური რისკი. მკურნალი ექიმი გააცნობს პაციენტს ტეგრეტოლის გამოყენებასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს. პაციენტმა ექიმისგან დამოუკიდებლად არ უნდა შეწყვიტოს ფინლეპსინით მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შეიტყო, რომ არის ორსულად.
 
ძუძუთი კვება
 
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ტეგრეტოლში შემავალი აქტიური ნივთიერება ხვდება დედის რძეში.
ექიმის ნებართვით და ბავშვის ჯანმრთელობის მკაცრი მონიტორინგის პირობებში ძუძუთი კვება დასაშვებია. თუმცა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს უვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ჭარბი ძილიანობა, საჭიროა ძუძუთი კვების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
 
ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა
 
ტეგრეტოლის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება ან კუნთების კოორდინაციის პრობლემები, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე ან დოზის მომატების შემდეგ. ამრიგად, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვისას, საავტომობილო ტექნიკის გამოყენებისას ან ისეთი აქტივობებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების დაძაბვას.  
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტეგრეტოლში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
 
ტეგრეტოლი არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
 
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
 
ტეგრეტოლს ზოგიერთ პრეპარატთან ახასიათებს წამალთშორისი ურთიერთქმედება, ამრიგად, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.
შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ცვლილება ან ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიმე წამლის სრულად მოხსნა. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
 
ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები, მათ შორის აბების, კანის პლასტირის, ინექციის ან იმპლანტის სახით. ტეგრეტოლი გავლენას ახდენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების მოქმედებაზე და შესაძლოა განაპირობოს პათოლოგიური მენსტრუალური სისხლდენის განვითარება. ასევე, ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა და გაზარდოს ფეხმძიმობის რისკი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან და განიხილოს ჩასახვის საწინააღმდეგო ალტერნატიული საშუალებები. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ტეგრეტოლმა შესაძლოა დააქვეითოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტურობა.ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.კორტიკოსტეროიდები (სტეროიდები). აღნიშნული პრეპარატები შესაძლოა გამოიყენებოდეს ანთებითი დაავადებების, მაგ. ასთმის ან ნაწლავთა ანთებითი დაავადების და კუნთების ან სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.ანტიკოაგულანტები. აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება თრომბოზის პრევენციის მიზნით.ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება მათ შორის კანის ინფექციების ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ (მაგ. ციპროფლოქსაცინი).სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის პარაცეტამოლი, დექსტროპროპოქსიფენი, ტრამადოლი, მეთადონი ან ბუპრენორფინი.სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ.პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და გულის პრობლემების სამკურნალოდ.ანტიჰისტამინები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული მდგომარეობების, მათ შორის ჭინჭრის ციების, ქავილის და სხვ. სამკურნალოდ).შარდმდენები.ციმეტიდინი ან ომეპრაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ).იზოტრეტინოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ).მეტოკლოპრამიდი ან აპრეპიტანტი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისრევის სამკურნალოდ).აცეტაზოლამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ).დანაზოლი ან გესტრინოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ენდომეტრიოსის სამკურნალოდ).თეოფილინი ან ამინოფილინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ).ცილკოსპორინი, ტაკროლიმუსი ან სიროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომი იმუნოსუპრესიის მიზნით და ზოგ შემთხვევაში ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ).პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ (მაგ. პალიპერიდოლი, არიპიპრაზოლი).კიბოს სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ციკლოფოსფამიდი, ლაპატინიბი).მალარიის სამკურნალო პრეპარატი – მეფლოქინი.პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ.ლევოთიროქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ).მიორელაქსანტები.ტადალაფილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ).ალბენდაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავთა პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ).მცენარეული პრეპარატი – კრაზანა.პრეპარატები ან საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ B ვიტამინს (ნიკოტინამიდი). 
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი) შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.
 
 
 
 
 
 
 
3. ტეგრეტოლის მიღების წესი
 
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
 
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ინსტრუქციების მიხედვით. დაუშვცებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად, მკაცრად მკურნალი ექიმის მითითებების მიხედვით. აღნიშნულით შესაძლებელია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა და გვერდითი მოვკენების რისკის შემცირება. დაუშვებელია პრეპარატის მიღება დანიშნულზე მაღალი დოზით ან უფრო ხშირად ან ხანგრძლივად. ტეგრეტოლის მიღება არ უნდა შეწყდეს ერთბაშად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის დროს და ვადებს დაადგენს ექიმი.
 
მოზრდილებში, ეპილეფსიის სამკურნალოდ, საწყის დღიურ დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე, ტაბლეტების ან სიროფის სახით. დოზა თანდათან იზრდება 800-დან 1200 მგ-მდე დღეში, 2 ან 3 გაყოფილი დოზის სახით (ზოგ შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1600-დან 2000 მგ-მდე დღეში). 
 
ტრიგემინალური ნევრალგიის სამკურნალოდ, რა დროსაც, თავის ტვინიდან მომავალი ერთ-ერთი ნერვის დაზიანების გამო ვითარდება სახის ნახევრის ძლიერი ტკივილი, საწყის დოზას შეადგენს 200-დან 400 მგ-მდე დღეში, რაც თანდათან იზრდება ტკივილის კუპირებამდე (ჩვეულებრივ 200 მგ-მდე დღეში 2-3-ჯერ). მაქსიმალურ დღიურ დოზას შეადგენს 1200 მგ. ხანში შესული ასაკის პაციენტებისთვის, რეკომენდებულია შედარებით დაბალი საწყისი დოზა – 100 მგ ორჯერ დღეში.
 
ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, რაც თანხლებულია დეპრესიული და მანიაკალური ფაზების ცვალებადობით, სტანდარტულ დღიურ დოზას შეადგენს 400-დან 600 მგ-მდე (დოზის დიაპაზონი მერყეობს 400-დან 1600 მგ-მდე დღეში). პაციენტისთვის საჭირო დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი.
 
მიღების გზა და მეთოდი
 
ტეგრეტოლი ყოველთვის მიიღება (გარდა პირველი დღისა) გაყოფილი დოზების სახით დღის განმავლობაში (2-დან 4 გაყოფილი დოზის სახით, რაც დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე).
 
მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზა შესაძლოა განსხვავდებოდეს ზემოთ მოცემუი დოზებისგან. მსგავს შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს საჭიროა მკურნალი ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.
 
ტეგრეტოლის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები იყლაპება წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტების გაყოფა დასაშვებია ორ ტოლ ნაწილად, გამყოფი ხაზის მეშვეობით.
 
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
 
 
 
გამოყენება ბავშვებში:
 
ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია ბავშვებში, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით. ბავშვებში, საწყის დოზას ჩვეულებრივ შეადგენს 100-დან 200 მგ-მდე დღეში (10-20 მგ/კგ დღეში), რაც თანდათან იზრდება 400-დან 600 მგ-მდე დღეში. მოზარდებში დასაშვებია 600-დან 1000 მგ-მდე დოზის გამოყენება დღეში.
 
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წლიდან):
 
ტეგრეტოლის გამოყენება დასაშვებია 65 წლის ასაკიდან, ექიმის ინსტრუქციების გათვალისწინებით.
 
 
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
 
დოზის კორექციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება
თირკმელების / ღვიძლის უკმარისობის დროს. საჭიროა ზემოთ მოცემული ინსტრუქციების გათვალისწინება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალი ექიმი გასცემს განსხვავებულ რეკომენდაციას.
 
მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს ექიმი. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად, რეკომენდებულ ვადაზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.
 
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ტეგრეტოლის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
 
 
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
 
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული სიმპტომები შესაძლოა იყოს სუნთქვის გაძნელება, აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, სინკოპე, თავბრუსხვევა, გულისრევა/ღებინება. მსგავს შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტეგრეტოლის მიღება და მიემართოს ექიმს. 
 
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
 
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით, მკურნალი ექიმის დანიშნულების საუძველზე.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
 
დამატებითი საკითხები ტეგრეტოლით მკურნალობასთან დაკავშირებით: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალი ექიმი დააკვირდეს მდგომარეობის პროგრესს რეგულარული შემოწმებების საშუალებით. ექიმმა პერიოდულად შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე. პაციენტი არ უნდა ააღელვოს აღნიშნულმა.
 
ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევის დაგეგმვამდე (მათ შორის დენტალური ან გადაუდებელი პროცედურები), პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ-სპეციალისტს. პაციენტმა უნდა აცნობოს მას ტეგრეტოლის გამოყენების შესახებ.
 
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა ასოცირებული იყოს ტეგრეტოლით მკურნალობის შეწყვეტასთან:
ტეგრეტოლით მკურნალობის შეწყვეტას შესაძლოა მოყვეს მდგომარეობის გაუარესება. მკურანლობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
 
 
 
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
 
სხვა პრეპარატების მსგავსად, ტეგრეტოლმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.
 
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
 
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ტეგრეტოლის გამოყენება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
 
 
საშიში კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი ან სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს მიდამოების დაწყლულება და კანის აშრევება, რასაც თან ახლავს ცხელება.აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში.
წყლულები პირის ღრუში და უეცარი სისხჩაქცევები ან სისხლდენები;ყელის ტკივილი ან მაღალი ცხელება, რომლებიც ვითარდება ერთად ან ცალ-ცალკე;კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;კოჭების, ტერფების ან ფეხების შეშუპება;ნევროლოგიური დაავადების ან კონფუზიის ნებისმიერი გამოვლინება;სახსრების ან კუნთების ტკივილი, გამონაყარი კანზე, რომელიც ვრცელდება ცხვირის ძვლიდან ლოყებამდე ან სუნთქვის პრობლემები (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს იშვიათი მდგომარეობის – წითელი მგლურას ნიშნებს);მიდრეკილება ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და ჰემატოლოგიური და ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილებების მიმართ (შესაძლოა ჩართული იყოს ერთზე მეტი ორგანო);ვიზინგი და ხველა ბრონქოსპაზმით, სუნთქვის გაძნელებით, გულის წასვლის შეგრძნებით, გამონაყრით, ქავილით ან სახის შეშუპებით (აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდნენ ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნებს);ტკივილი მუცლის არეში. 
ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები ძალიან სერიოზული ხასიათისაა. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი დახმარება ან ჰოსპოტალიზაცია. თითოეული მათგანი ვითარდება ძალიან იშვიათად.
 
 
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
 
ძალიან ხშირი:
 
ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რასაც თან ახლავს ინფექციების განვითარების მომატებული რისკი (ლეიკოპენია);თავბრუსხვევა და დაღლილობა;არასტაბილურობის შეგრძნება ან ნებით მოძრაობებზე კონტროლის გაძნელება;გულისრევა ან ღებინება;ღვიძლის ფუნქციური სინჯების პარამეტრების ცვლილებები (ჩვეულებრივ ასიმპტომატური);კანისმიერი ალერგიური რეაქციები, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს სხეულის ფართო ზედაპირზე. 
 
ხშირი:
ჰემატოლოგიური ცვლილებები, მათ შორის მიდრეკილება სისხჩაქცევებისკენ ან სისხლდენებისკენ;სითხის შეკავება და შეშუპება;წონის მომატება;ნატრიუმის რაოდენობის შემცირება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფუზია;თავის ტკივილი;მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის გაორება;პირის სიმშრალე. 
ნაკლებად ხშირი:
 
უჩვეულო უნებლიე მოძრაობები, მათ შორის ტიკები ან კანკალი;თვალის უჩვეულო მოძრაობები;ფაღარათი;ყაბზობა. 
იშვიათი:
 
ლიმფური კვანძების დაზიანება;ფოლის მჟავას უკმარისობა;ხშირი ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარის, სახსრების ტკივილის, ცხელების და თირკმელების ან სხვა ორგანოების მხრივი დარღვევების სახით;ჰალუცინაციები;დეპრესია;უმადობა;მოუსვენრობა;აგრესიულობა;აგზნებადობა;კოფუზია;მეტყველების დარღვევები;ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;კუნთების სისუსტე;მაღალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სახის წამოწითლება, თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანებადობა);დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები: გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, კონფუზია, მხედველობის დაბინდვა);გულისცემის სიხშირის ცვლილებები;მუცლის ტკივილი;ღვიძლისმიერი პრობლემები, მათ შორის სიყვითლე;წითელი მგლურას სიმპტომები. 
 
ძალიან იშვიათი:
 
სისხლის შემადგენელი კომპონენტების ცვლილებები, მათ შორის ანემიის სახით;გარკვეული ტიპის გენეტიკური დაავადება (პორფირია), რაც იწვევს მუცლის ტკივილს და კუნთების კრამპებს;მენინგეალური გარსების ანთება (მენინგიტი);სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძისებრი გამონადენი, რაც შესაძლოა განვითარდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში;ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების შედეგების პათ. ცვლილებები;ძვლოვანი ქსოვილის გათხელება ან დასუსტება (ოსტეომალაცია; შესაძლოა შემჩნეულ იქნეს ფეხის გრძელ ძვებში სიარულის ან მოხრილი პოზიციის მიღების დროს);ძვლოვანი ქსოვილის დარბილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური მოტეხილობების რისკი მატება (ოსტეოპოროზი);ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის მომატება სისხლში;გემოვნების დარღვევები;თვალების სიწითლე და თვალების ანთება (კონიუნქტივიტი);დაწოლის/ტკივილის შეგრძნება თვალებში (გლაუკომა);თვალის ერთერთი ნაწილის შემღვრევა (კატარაქტა);სმენის დარღვევები;გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევები, მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი (სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მომატებულ მრგძნობელობას, ტკივილს, შეშუპებას, სითბოს შეგრძნებას, კანის ფერის ცვლილებას და ზედაპირული ვენების მკვეთრ გამოჩენას);ფილტვის ან სუნთქვის პრობლემები;ძლიერი ალერგიული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (აღნიშნული რეაქციების სიხშირე შესაძლოა შედარებით მაღალი იყოს ეთნიკურ ტაილანდელებსა და ჩინელებში);ტკივილი პირის ღრუს ან ენის მიდამოში;კანის ფერის ცვლილებები;აკნე;ჭარბი ოფლიანობა;თმის ცვენა;ჭარბთმიანობა სახეზე და სხეულზე;კუნთების ტკივილი და სპაზმი;სქესობრივი დარღვევები, რამაც შესაძლოა დააქვეითოს მამაკაცის განაყოფიერების უნარი; სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან იმპოტენცია;თირკმელების უკმარისობა;სისხლი შარდში;მოშარდვის ჭარბი ან დაქვეითებული მოთხოვნილება ან მოშარდვის გაძნელება. 
ტეგრეტოლით მკურნალობისას, შესაძლოა გამოვლინდეს ოსტეოპენია (ძვლის სიმტკიცის დაქვეითება), ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის გათხელება) და პათოლოგიური მოტეხილობები. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას დანიშნული აქვს ხანგრძლივი ანტიეფილეფსიური მკურნალობა, ანამნეზში აღენიშნება ოსტეოპოროზი ან ღებულობს სტეროიდებს.
 
აღნიშნული გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და გაივლის დროთა განმავლობაში.
 
ნებისმერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
 
 
 5.  ტეგრეტოლისშენახვის წესი
 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25°ჩ) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატისგამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი – წელს.   
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა კოლოფის დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
 
ლიცენზიის მფლობელი:
Nოვარტის Hეალტჰ, Fოოდ ანდ Aგრიცულტურალ Pროდუცტს შან. ვე თიც. Iნც.
Kავაციკ/Bეყკოზ/Iსტანბულ
 
ნოვარტისი ჯანდაცვის, საკვებისა და აგრიკულტურული პროდუქტები, სან. ვე ტიკ. ინკ. კავაციკი/ბეიკოზი/სტამბული
 
მწარმოებელი
Nოვარტის Hეალტჰ, Fოოდ ანდ Aგრიცულტურალ Pროდუცტს შან. ვე თიც. Iნც.
Pენდიკ/Iსტანბულ
 
ნოვარტისი ჯანდაცვის, საკვებისა და აგრიკულტურული პროდუქტები, სან. ვე ტიკ. ინკ. პენდიკი/სტამბული
 
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 18/03/2014
 
 
 
 

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)