ინფულგანი 10მგ/მლ 100მლ ხს/ინფ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ინფულგანი
INFULGAN
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოლი;
ხსნარის 1 მლ შეიცავს პარაცეტამოლის 10 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის მჟავა, მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი; სორბიტი (E420), ნატრიუმის სულფიტი უწყლო (E 221), საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეზიურები და ანტიპირეტულები.
კოდი ათქ: N02B E01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოზრდილები
ფარმაკოდინამიკა
ინფულგანს (პარაცეტამოლი) გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პარაცეტამოლი თრგუნავას ციკოოქსიგენაზა (ცოგ) I და II მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ზემოქმედებს ტკივილის და თერმორეგულაციის ცენტრებზე. ანთებით ქსოვილში უჯრედოვანი პეროქსიდაზები ახდენენ პარაცეტამოლის ზემოქმედების ნეიტრალიზებას ცოგ-ზე, რაც ხსნის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის პრაქტიკულად სრულ არარსებობას. პროსტაგლანდინების სინთეზზე ზემოქმედების არარსებობა პერიფერიულ ქსოვილში განაპირობებს პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების არარსებობას წყალ-მარილოვან ცვლაზე (ნატრიუმის და წყლის შეკავება) და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე.
ფარმაკოკინეტიკა
ინფულგანი უზრუნველყოფს ტკივილის გაყუჩებას შეყვანიდან 5-10 წუთის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის პიკი მიიღწევა 1 საათის განმავლობაში, ხოლო ამ ეფექტის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 4-6 საათს.
ინფულგანი ამცირებს სხეულის ტემპერატურას შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში, სიცხის დამწევი ეფექტი გრძელდება არანაკლებ 6 საათის განმავლობაში.
შეწოვა
პრეპარატის 2 გ-მდე ერთჯერადი გამოყენების შემდეგ და 24 საათის განმავლობაში განმეორებითი გამოყენების შემდეგ პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია.
ბიოშეღწევადობა 500 მგ და 1 გ პარაცეტამოლის ვენაში ინფუზიის შემდეგ იყო პროპაცეტამოლის 1 გ და 2 გ (500 მგ და 1 გ პარაცეტამოლის შემცველი, შესაბამისად) შეყვანის შემდეგ მიღებული მაჩვენებლის მსგავსი. მაქსიმალური კონცენტრაცია (CMAX) სისხლის შრატში მიიღწევა 500 მგ ან 1 გ პარაცეტამოლის 15 წუთის ხანგრძლივობის ინფუზიის ბოლოს და შეადგენს 15 მკგ/მლ ან 30 მკგ/მლ შესაბამისად.
გადანაწილება
პარაცეტამოლის გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 ლ/კგ. პარაცეტამოლი სუსტად უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს. პარაცეტამოლის 1 გ შეყვანის შემდეგ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დონე (დაახლოებით 1,5 მკგ/მლ) დადგენილი იყო ზურგტვინოვან სითხეში ინფუზიიდან 20 წუთის შემდეგ.
მეტაბოლიზმი
პარაცეტამოლი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში და გადის ორ ძირითად გზას: გლუკურონის მჟავას და გოგირდის მჟავას კონიუგაცია. ბოლო გზის სწრაფი გაჯერება ხდება თერაპიულზე მაღალი დოზების დროს. მცირე ნაწილი (4%-ზე ნაკლები) მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომით შუალედური მეტაბოლიტის წარმოქმნით (N-აცეტილბენზოქინონიმინი), რომელიც ნორმალურ პირობებში სწრაფად ნეიტრალიზდება აღდგენილი გლუტატიონით და გამოიყოფა შარდით ცისტეინთან და მერკაპტოპურინის მჟავასთან შეკავშირების შემდეგ. თუმცა, მასიური მოწამვლის დროს ამ ტოქსიკური მეტაბოლიტის რაოდენობა იზრდება.
გამოყოფა
პარაცეტამოლის მეტაბოლიტები გამოიყოფიან ძირითადად შარდით. მიღებული დოზის 90% გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში, უპირატესად გლუკურონიდის (60-80%) და სულფატის (20-30%) სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი სახით. ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,7 საათს, საერთო კლირენსი – 18 ლ/სთ.
ბავშვები
პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში პრაქტიკულად არ განსხვავდება მოზრდილების მონაცემებისგან, სისხლის შრატიდან ნაწილობრივად გამოყოფის ხანმოკლე პერიოდის გარდა (1,5-2 საათი). ახალშობილებში ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია ვიდრე ჩვილებში – დაახლოებით 3,5 საათი. მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში 10 წლამდე მნიშვნელოვნად შემცირებულია კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან და მომატებულია – სულფატთან.
ცხრილი 1
ფარმაკოკინეტიკული მონაცემები შეესაბამება ასაკს (სტანდარტიზირებული კლირენსი, *CLstd/Fშიგნით (ლ.წელი-1 70 კგ-1))
ასაკი |
სხეულის წონა (კგ) |
*CLstd/Fშიგნით (ლ.წელი-1 70 კგ-1)) |
ჩასახვიდან 40 კვირა |
3.3 |
5.9 |
3 თვე პოსტნატალური ასაკის |
6 |
8.8 |
6 თვე პოსტნატალური ასაკის |
7.5 |
11.1 |
1 წელი პოსტნატალური ასაკის |
10 |
13.6 |
2 წელი პოსტნატალური ასაკის |
12 |
15.6 |
5 წელი პოსტნატალური ასაკის |
20 |
16.3 |
8 წელი პოსტნატალური ასაკის |
25 |
16.3 |
*CLstd – პაციენტების ჯგუფის შეფასება CL-ით (კლირენსი).
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმელების უკმარისობით
თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) პარაცეტამოლის გამოყოფა შენელებულია, ხოლო ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-დან 5.3 საათამდე. ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გლუკურონიდების და სულფატების გამოყოფის სიჩქარე სამჯერ უფრო ნელია. შესაბამისად, თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ) შეყვანებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა გაიზარდოს 6 საათამდე.
ხანდაზმული პაციენტები
პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკა და მეტაბოლიზმი ხანდაზმულ პაციენტებში არ იცვლება. დოზის კორექცია არ არის საჭირო.
კლინიკური მახასიათებლები
გამოყენების ჩვენება
საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა, განსაკუთრებით პოსტოპერაციულ პერიოდში და ჰიპერთერმული რეაქციების ხანმოკლე მკურნალობა, როდესაც ვენაში შეყვანა კლინიკურად დასაბუთებულია ან გამოყენების სხვა გზა არ არის შესაძლებელი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, პარაცეტამოლის ჰიდროქლორიდის (პარაცეტამოლის წინამორბედი) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. მძიმე ჰეპატოცელულარული უკმარისობა.
სიფრთხილის ზომები
ინფულგანის დანიშვნის და გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეცდომა მილიგრამების (მგ) და მილილიტრების (მლ) დოზირების დროს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს შემთხვევითი ჭარბი დოზა და სიკვდილი. დანიშვნისას საჭიროა საერთო დოზის მითითება მილიგრამებში და საერთო დოზის მოცულობის მითითება მილილიტრებში.
ჭარბი დოზის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული პარაცეტამოლის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების დანიშვნა.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთზემოქმედების სხვა სახეები
პრობენეციდი ორჯერ ამცირებს პარაცეტამოლის კლირენსს გლუკურონის მჟავასთან მისი შეკავშირების ბლოკირების გზით, ამიტომ, პრობენეციდთან კომბინირებული თერაპიის დროს პარაცეტამოლის დოზა უნდა შემცირდეს.
სალიცილატებმა შესაძლებელია გაზარდონ პარაცეტამოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ორგანიზმიდან. მიკროსომალური ჟანგვის ინდუქტორებმა ღვიძლში (ფენიტინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) შესაძლებელია ხელი შეუწყონ მძიმე ინტოქსიკაციის განვითარებას მცირე ჭარბი დოზის დროსაც.
პარაცეტამოლის (დღეში 4 გ არანაკლებ 4 დღის განმავლობაში) და შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) უმნიშვნელო ცვლილება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სნთ კონტროლი მკურნალობის დროს და ინფულგანით მკურნალობის დასრულებიდან 1 კვირის განმავლობაში.
გამოყენების თავისებურებები
ინფულგანით მკურნალობის დროს ღვიძლის დაზიანების განვითარების რისკი იზრდება პაციენტებში ალკოჰოლური ჰეპატოზით.
ინფულგანის გამოყენებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე გლუკოზის და შარდმჟავას შემცველობის რაოდენობრივი განსაზღვრის დროს სისხლის შრატში.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული შეცდომა დოზირების დროს მილიგრამებში (მგ) და მილილიტრებში (მლ) მითითების გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს შემთხვევითი ჭარბი დოზა და სიკვდილი.
თუ შესაძლებელია შიგნით მისაღები ფორმის მიღება, რეკომენდებულია პარაცეტამოლის შიგნით მისაღები ფორმის გამოყენება.
ჭარბი დოზის თავიდან აცილების მიზნით არ უნდა მოხდეს პარაცეტამოლის ან პროპაცეტამოლის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელური დანიშვნა.
ინფულგანის რეკომენდებულზე მეტი დოზის დანიშვნის დროს იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი. როგორც წესი, ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები (მათ შორის ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტატური ჰეპატიტი, ციტოლიზური ჰეპატიტი) პირველად ვლინდება პრეპარატის გამოყენებიდან ორი დღის შემდეგ პიკის მიღწევით 4-6 დღის შემდეგ. ანტიდოტი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება სწრაფად.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შემდეგ შეთხვევებში:
-ჰეპატოცელულარული უკმარისობა;
-თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები);
-ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
-ალიმენტური გამოფიტვა (გლუტატიონის რეზერვის შემცირება ღვიძლში);
-გაუწყლოვნება.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
პარაცეტამოლის ვენაში შეყვანის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. თუმცა, პარაცეტამოლის შიგნით მისაღები თერაპიული დოზების გამოყენების ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებენ ნეგატიური ზემოქმედების არარსებობაზე ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
ორსულობის დროს ჭარბი დოზის პროსპექტიული მონაცემები არ მიუთითებენ განვითარების მანკების მომატებულ რისკზე.
პარაცეტამოლის ვენაში შესაყვანი ფორმის რეპროდუქციული კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა. შიგნით მისაღები ფორმების გამოყენების კვლევებში ფეტოტოქსიკური ეფექტი არ გამოვლენილა.
თუმცა, ინფულგანის გამოყენება ორსულობის დროს ხდება მხოლოდ სარგებლის/რისკის თანაფარდობის მკაცრი შეფასების შემდეგ, საჭიროა დოზირების და მკურნალობის ხანგრძლივობის ინსტრუქციის მკაცრი დაცვა.
ლაქტაციის პერიოდი
შიგნით მიღების შემდეგ პარაცეტამოლი გამოიყოფა დედის რძით მცირე რაოდენობით. ლაქტაციის პერიოდში პარაცეტამოლის გამოყენების დროს რაიმე გვერდითი ეფექტი ბავშვებში არ გამოვლენილა.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ მოქმედებს.
გამოყენების წესი და დოზები
ინფულგანი შეიყვანება ვენაში.
მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 33 კგ-ზე მეტი სხეულის წონით გამოიყენება ხსნარი 100 მლ-ის ბოთლებში.
ბავშვებში 33 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით გამოიყენება ხსნარი 20 მლ და 50 მლ ბოთლებში.
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის სხეულის წონაზე.
ცხრილი 2
პაციენტის სხეულის წონა |
ერთჯერადი დოზა |
მოცულობა ერთ მიღებაზე |
ინფულგანის მაქსიმალური მოცულობა (10 მგ/მლ) ერთ მიღებაზე ჯგუფისთვის სხეულის წონის ზედა ზღვართან შესაბამისად (მლ)** |
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა*** |
≤10 კგ* |
7.5 მგ/კგ |
0.75 მლ/კგ |
7.5 მლ |
30 მგ/კგ |
>10 კგ - ≤33 კგ |
15 მგ/კგ |
1.5 მლ/კგ |
49.5 მლ |
60 მგ/კგ, არაუმეტეს 2 გ |
>33 კგ - ≤50 კგ |
15 მგ/კგ |
1.5 მლ/კგ |
75 მლ |
60 მგ/კგ, არაუმეტეს 3 გ |
>50 კგ, ჰეპატო-ტოქსი-კურობის განვითა-რების რისკ-ფაქტო-რების არსებობის პირობებში |
1 გ |
100 მლ |
100 მლ |
3 გ |
>50 კგ, ჰეპატო-ტოქსი-კურობის განვითა-რების რისკ-ფაქტო-რების არ არსებობის პირობებში |
1 გ |
100 მლ |
100 მლ |
4 გ |
*ნაადრევად გაჩენილი ახალშობილები: უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები ნაადრევად გაჩენილი ახალშობილებისთვის არ არის.
**პაციენტები უფრო მცირე სხეულის წონით საჭიროებენ უფრო მცირე მოცულობას.
გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4 საათს. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ არ აღემატება 4 ინფუზიას დღეღამის განმავლობაში.
გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალი პაციენტებში თირკმელების უკმარისობის მძიმე ხარისხით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს.
***მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: მაქსიმალური სადღეღამისო დოზა განკუთვნილია პაციენტებისათვის, რომლებიც არ იღებენ პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს და შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს ასეთი პრეპარატების მიღების შემთხვევაში.
პაციენტები თირკმელების უკმარისობის მძიმე ხარისხით
პარაცეტამოლის დანიშვნისას პაციენტებში თირკმელების უკმარისობის მძიმე ხარისხით (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ), რეკომენდებულია გამოყენებებს შორის მინიმალური ინტერვალის გაზრდა 6 საათამდე.
პაციენტები ჰეპატოცელულარული უკმარისობით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით, პაციენტები, რომლებიც არ იკვებებიან სტაბილურად (ღვიძლის გლუტატიონის დაბალი მარაგი), პაციენტები დეჰიდრატაციით
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.
პარაცეტამოლის ხსნარი გამოიყენება ვენაში 15-წუთიანი ინფუზიის სახით.
პაციენტები ≤10 კგ სხეულის წონით
-არ ხდება ინფულგანის ბოთლის ჩამოკიდება ინფუზიისთვის გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალების მცირე მოცულობის გამო.
-პრეპარატის საჭირო მოცულობის ამოღება ბოთლიდან ხდება შპრიცის დახმარებით და გამოიყენება განუზავებლად ან ზავდება ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან გლუკოზის 5% ხსნარში პრეპარატის ერთი წილი გამხსნელის ცხრა წილთან თანაფარდობით და შეიყვანება 15 წუთის განმავლობაში.
განზავებული ხსნარი გამოიყენება მისი დამზადებიდან 1 საათის განმავლობაში (ინფუზიის ჩატარების დროის ჩათვლით).
-5 ან 10 მლ შპრიცი გამოიყენება საჭირო დოზის გასაზომად ბავშვის სხეულის შესაბამისად. თუმცა, ეს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მლ-ს.
-აუცილებელია დოზირების რეკომენდაციის დაცვა.
ბავშვები
გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. არ გამოიყენება ნაადრევად გაჩენილ ახალშობილებში.
ჭარბი დოზირება
ღვიძლის დაზიანების რისკი (ელვისებური ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობის, ქოლესტატური ჰეპატიტის, ციტოლიზური ჰეპატიტის ჩათვლით) იზრდება ხანდაზმულ პირებში, პატარა ბავშვებში, პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, ალიმენტური დისტროფიის დროს და პირებში შემცირებული ფერმენტული აქტივობით. მითითებულ შემთხვევებში ჭარბი დოზა შესაძლებელია იყოს ლეტალური.
სიმპტომები ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში გულისრევით, ღებინებით, ანორექსიით, სიფერმკრთალით, მუცლის ტკივილით.
ჭარბი დოზა მოზრდილებში შესაძლებელია იყოს 7,5 გ და მეტი დოზის, ბავშვებში – 140 მგ/კგ სხეულის წონის დოზის ერთჯერადი შეყვანისას. ამასთან, ვითარდება ღვიძლის ციტოლიზი, ღვიძლის უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, ენცეფალოპათია, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კომა და პაციენტის სიკვდილი. 12-48 საათის განმავლობაში მცირდება პროთრომბინის დონე და იზრდება ღვიძლის ტრანსამინაზების (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა), ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბიის დონე.
ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები ვლინდებიან ორი დღის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევენ 4-6 დღის შემდეგ.
გადაუდებელი ზომები
-დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია;
-რაც შეიძლება სწრაფად პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში ჭარბი დოზიდან მკურნალობის დაწყებამდე;
-ანტიდოტის, N-აცეტილცისტეინის (NAC) შიგნით ან ვენაში დანიშვნა, შეძლებისდაგვარად ჭარბი დოზიდან არაუგვიანეს 10 საათის შემდეგ. NAC გამოყენება შესაძლებელია უფრო გვიანაც, ჭარბი დოზიდან 10 საათის შემდეგ, თუმცა მკურნალობა უნდა გაგრძელდეს უფრო დიდხანს;
-სიმპტომატური მკურნალობა.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის სინჯის ჩატარება და მისი გამეორება ყოველ 24 საათში. უმრავლეს შემთხვევაში ღვიძლის ტრანსამინაზების დონე უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს ერთი-ორი კვირის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციის სრული აღდგენით. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
გვერდითი რეაქციები
პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების გამოყენების მსგავსად, გვერდითი რეაქციები ვითარდებოდნენ იშვიათად (>1/10000-<1/1000) ან ძალიან იშვიათად (<1/10000), იხ. ცხრილი 3.
ცხრილი 3
ორგანოთა სისტემები |
იშვიათი |
ძალიან იშვიათი |
საერთო დარღვევები |
შეუძლოდ ყოფნა |
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები |
კარდიალური დარღვევები |
არტერიული ჰიპოტენზია
|
|
ჰეპატობილიარული სისტემის დარღვევა |
ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება |
|
დარღვევები სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრიდან |
|
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია |
კლინიკურ კვლევებში პაციენტებში აღწერილია ხშირი გვერდითი რეაქციები შეყვანის ადგილას (წვა და ტკივილი).
ძალიან იშვიათად აღწერილია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: მარტივი გამონაყარიდან ან ჭინჭრის ციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე, რაც საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას.
ასევე აღწერილია ერითემის, სიწითლის, ქავილის და ტაქიკარდიის შემთხვევები.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ იყინება.
შეფუთვა
100 მლ ბოთლში. 1 ბოთლი კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი
შპს ,,იურია-ფარმი”
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი
უკრაინა, 18030, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქ. 108, ტელ./ფაქსი (044) 281-01-01