მაალოქსი სუსპენზია 250მლ ფლ

მაალოქსი სუსპენზია 250მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალუმინის ჰიდროქსიდი+მაგნიუმის ჰიდროქსიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 4677
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მაალოქსი
სუსპენზია პერორალური მიღებისათვის
(MAALOX)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მაალოქსი® / MAALOX®
სამკურნალწამლო ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია.
შემადგენლობა:
100 მლ სუსპენზიაში 1 მლ სუსპენზიაში
აქტიური ნივთიერებები
მაგნიუმის ჰიდროქსიდი 4.00 გ 40.0 მგ
ალუმინის ჰიდროქსიდი 3.50 გ 35.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა 10%, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), ბაღის პიტნის ფოთლის ზეთი, მანიტოლი (E421), დომიფენის ბრომიდი, ნატრიუმის საქარინატი (E954), სორბიტოლი 70% (არაკრისტალიზებადი) (E420), წყალბადის პეროქსიდი 30%, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა: თეთრი სუსპენზია, ერთგვაროვანი შენჯღრევის შემდეგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდური საშუალება.
ათქ კოდი: А02АD01
ფარმაკოდინამიკა
სამკურნალო საშუალება ანეიტრალებს თავისუფალ მარილმჟავას, რაც იწვევს კუჭის წვენის პეპტიური წყლულის აქტივობის შემცირებას.
ხელს უწყობს რა ნაწლავის მოტორიკის შენელებას, ალუმინის ჰიდროქსიდი აწონასწორებს მაგნიუმის ჰიდროქსიდის საფაღარათო ეფექტს.
მაალოქსი გამტარია რენტგენის სხივებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა
მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდები ითვლება ადგილობრივი მოქმედების ანტაციდებად, რომლებიც რეკომენდებული დოზებით მიღებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და, შესაბამისად, არ ახდენს სისტემურ მოქმედებას ორგანიზმზე. პერორალურად მიღებული მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდები რეაქციაში შედის მარილმჟავასთან კუჭში მარილების წარმოქმნით, რომელთა შთანთქმა ხდება მხოლოდ ნაწილობრივ.
შთანთქმული მარილების გამოყოფა ძირითადად ხდება შარდით.
წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებით არ არის გამოვლენილი რაიმე განსაკუთრებული საშიშროება ადამიანებისთვის ფარმაკოლოგიის, უსაფრთხოებისა და განმეორებითი დოზების ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენულობის და რეპროდუქციული ტოქსიურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე.

გამოყენების ჩვენება
ანტაციდური თერაპია გულძმარვასა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

დოზირება და გამოყენების წესი
15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად!
გამოყენებამე ფლაკონი შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. იღებენ 2-4 ჩაის კოვზ (10-20 მლ) სუსპენზიას 4 ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ. არ გადააჭარბოთ პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 16 ჩაის კოვზს! პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~).
- პორფირია.
- თირკმელების მძიმე უკმარისობა, რადგან პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს.
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.
- კახექსია.

განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული მითითება
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ანტაციდების ხანგრძლივი გამოყენებისგან თავის შეკავება.
დაიცავით 2 საათიანი ინტერვალი მაალოქსისა და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის (ფტორქინოლონური რიგის ანტიმიკრობული საშუალებების მიღებისას - 4 საათიანი).
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებსა და მეძუძურ ქალებს.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:
- წონის დაკლება;
- გაძნელებული ყლაპვა და მუცლის არეში ხანგრძლივი დისკომფორტის შეგრძნება;
- პირველად გამოვლენილი საჭმლის მონელების დარღვევა, ცვლილებები საჭმლის მონელების დარღვევაში;
- თირკმელების უკმარისობა.
სორბიტოლის შემცველობის გამო მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია ფრუქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობის მქონე პაციენტებში.
მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ დოზაზე, ესეიგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

სიფრთხილის ზომები
ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა, მაგნიუმის მარილების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწლავის ჰიპოკინეზიამდე (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~); პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ნაწლავური გაუვალობა და თეძოს ნაწლავის გაუვალობა, კერძოდ, აღნიშნული ტიპის გართულებების მიმართ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, მაგალითად პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, შეკრულობით, ნაწლავის მოტორიკის დარღვევით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ხანდაზმული ასაკის პირებში (იხ. პარაგრაფი ~დოზის გადაჭარბება~).
ალუმინის ჰიდროქსიდი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სისტემური მოქმედება იშვიათად აღინიშნება. თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობით მიღების ფონზე პრეპარატის რეკომენდებული დოზების ან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფოსფატის უკმარისობის განვითარება (ფოსფატ-იონებთან ალუმინის შეკავშირების უნარის გამო), რომელსაც თან ახლავს ძვლის რეზორბციის გაძლიერება, ჰიპერკალციურია და ოსტეომალაციის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~). აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების, ასევე ფოსფატის უკმარისობის განვითარების რისკის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არსებობს სისხლში ალუმინისა და მაგნიუმის კონცენტრაციების ზრდის ტენდენცია, რაც შესაბამისად იწვევს ჰიპერალუმინემიას და ჰიპერმაგნიემიას. თირკმელების უკმარისობის დროს ან ქრონიკულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში უნდა იქნას გათვალისწინებული პრეპარატში ალუმინისა და მაგნიუმის შემცველობა. პრეპარატის მაღალი დოზების, მათ შორის მაღალი თერაპიული დოზების, ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ენცეფალოპათიის, დემენციის, მიკროციტული ანემიის განვითარება ან დიალიზით გამოწვეული ოსტეომალაციის დამძიმება. თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევის შემთხვევაში სამკურნალო საშუალება მიიღება ექიმის კონტროლით, ასევე საჭიროა მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისგან თავის შეკავება. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პირებისთვის მოცემული პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი ~უკუჩვენება~).
ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება არ იყოს უსაფრთხო პორფირიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ დიალიზი. მაალოქსი უკუნაჩვენებია პორფირიის მქონე პაციენტებისთვის.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ სიმპტომები შენარჩუნდება, ასევე დაავადების მიმდინარეობის გაუარესების შემთხვევაში, უნდა იქნას დადგენილი ამ სიმპტომების მიზეზი და დაინიშნოს ახალი მკურნალობა.
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის ციტრატებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ალუმინის დონის მომატება (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~).

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობა
ცხოველებზე ტერატოგენული ეფექტის ზუსტი ცნობები არ არსებობს.
დღეისათვის კლინიკურ პრაქტიკაში არ არის ცნობები თანდაყოლილი დეფექტებისა და ფეტოტოქსიური ეფექტების განვითარების შესახებ. მეორეს მხრივ, პრეპარატის გამოყენების პერიოდში ორსულობაზე დაკვირვების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია რისკის ალბათობის გამოსარიცხად. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის უშუალო დაკვირვებით, თუ დედისთვის მისი გამოყენების პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
გასათვალისწინებელია ალუმინისა და მაგნიუმის იონების შემცველობა, რამაც შეუძლია იმოქმედოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამავლობაზე:
- მაგნიუმის ჰიდროქსიდის მარილებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა;
- ალუმინის მარილები შეიძლება იყოს შეკრულობის მიზეზი და დაამძიმოს შეკრულობის მიმდინარეობა, რაც ხშირად აღინიშნება ორსულობის დროს.
თავი შეიკავეთ პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან დიდი დოზების მიღებისგან.
ძუძუთი კვება
რეკომენდაციების თანახმად გამოყენებისას დედის ორგანიზმში ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის მარილების კომბინაციის შეწოვა შეზღუდულია, ამიტომ ითვლება, რომ პრეპარატი მაალოქსი შეთავსებადია ძუძუთი კვებასთან.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი მოქმედება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის გამოყენებისას, კლასიფიცირდება მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად >10%, ხშირად >1 და <10%, არც ისე ხშირად >0.1 და <1%, იშვიათად >0.01 და <0.1%, ძალიან იშვიათად <0,01%, სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
დანიშნული დოზის დაცვის შემთხვევაში პრეპარატის გვერდითი მოქმედება აღინიშნება არც ისე ხშირად.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
არც ისე ხშირი: დიარეა, შეკრულობა (იხ. პარაგრაფი¡~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~).
სიხშირე უცნობია: მუცლის ტკივილი.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:
ძალიან იშვიათად: ჰიპერმაგნიემია, თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში მაგნიუმის ჰიდროქსიდის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ აღნიშნული შემთხვევების ჩათვლით.
სიხშირე უცნობია: ჰიპერალუმინემია, ჰიპოფოსფატემია.
ჰიპერალუმინემია ძირითადად აღინიშნებოდა თირკმელების უკმარისობის მქონე ან/და ხანდაზმულ პაციენტებში. რისკი იზრდება პერორალურად ლიმონმჟავას, ნატრიუმის ციტრატის ან კალციუმის ციტრატის ერთდროულად მიღების შემთხვევაში.
ჰიპოფოსფატემია შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, აგრეთვე საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობით მიღების ფონზე პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფოსფატის უკმარისობის განვითარება (ფოსფატ-იონებთან ალუმინის შეკავშირების უნარის გამო), რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ძვლის ქსოვილის რეზორბციის პროცესების გაძლიერებამდე და ჰიპერკალციურიის განვითარებამდე ოსტეომალაციის მომატებული რისკით.

შეტყობინება მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ
მიმართეთ ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში.
ასევე, ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეიძლება რესპუბლიკურ უნიტარულ საწარმოში ~ჯანდაცვის ექსპერტიზებისა და გამოცდის ცენტრი~. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენაში.

დოზის გადაჭარბება
დოზის განზრახ გადაჭარბებასთან დაკავშირებული გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.
ჩვეულებრივ მაგნიუმის დოზის გადაჭარბება არ იწვევს ტოქსიურ რეაქციებს თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მიუხედავად ამისა, თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მაგნიუმით მოწამვლა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~).
ტოქსიური ეფექტი დამოკიდებულია სისხლის შრატში მაგნიუმის კონცენტრაციაზე. ტოქსიური მოქმედების ნიშნებია:
- არტერიული წნევის დაქვეითება;
- გულისრევა, ღებინება;
- ძილიანობა, რეფლექსების დაქვეითება, კუნთების მოდუნება, ნერვ-კუნთოვანი დამბლა;
- ბრადიკარდია, ეკგ მაჩვენებლების ცვლილებები;
- ჰიპოვენტილაცია;
- ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სუნთქვის დამბლა, კომა, თირკმელების ან გულის ფუნქციის დარღვევა;
- ანურიული სინდრომი.
ალუმინის მარილებით დოზის გადაჭარბება უფრო ხშირად შეიძლება განვითარდეს თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შემდეგი სიმპტომების არსებობისას: ენცეფალოპათია, კრუნჩხვა, დემენცია და ჰიპერმაგნიემია.
ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდების კომბინაციის დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომები ითვალისწინებს დიარეას, მუცლის ტკივილს, ღებინებას.
პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ნაწლავური გაუვალობა და თეძოს ნაწლავის გაუვალობა აღნიშნული ტიპის გართულებების მიმართ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~).
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და ტარდება ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპიის შემადგენლობაში.
ალუმინი და მაგნიუმი გამოიყოფა შარდთან ერთად. მაგნიუმის დოზის გადაჭარბების მკურნალობა: რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა ჰემოდიალიზი ან/და პერიტონული დიალიზი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტაციდები ურთიერთქმედებაში შედის ზოგიერთ სხვა პერორალურ პრეპარატთან.
ვინაიდან ალუმინისა და მაგნიუმის მარილები ამცირებს ტეტრაციკლინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ტეტრაციკლინებით პერორალური თერაპიის დროს რეკომენდებულია მაალოქსის გამოყენებისგან თავის შეკავება.
შარდის გატუტიანებამ, რომელიც ვლინდება მაგნიუმის ჰიდროქსიდის მიღების შედეგად, შეიძლება შეცვალოს გარკვეული სამკურნალო საშუალებების გამოყოფა, მაგალითად, აღინიშნებოდა სალიცილატების მომატებული გამოყოფა.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას
ერთდროულად შიგნით მიღების შემთხვევაში მაალოქსს შეუძლია დააქვეითოს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სიფრთხილის ზომის სახით, საჭიროა 4 საათიანი ინტერვალის დაცვა მაალოქსისა და ფტორქინოლონების მიღებებს შორის და 2 საათიანი ინტერვალის დაცვა მაალოქსისა და შემდეგი პრეპარატების მიღებებს შორის:
აცეტილსალიცილის მჟავა, H2-ანტიჰისტამინური საშუალებები, ეტამბუტოლი, იზონიაზიდი (პერორალური), ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპრანოლოლი, ცეფდინირი, ცეფპოდოქსიმი, ქლოროქინი, ციკლინები, დიფლუნიზალი, დიგოქსინი, დიფოსფონატები, ფექსოფენადინი, რკინის მარილები, ფტორქინოლონები, ფტორის შემცველი ნატრიუმი, გლუკოკორტიკოსტეროიდები (აღწერილია პრედნიზოლონისთვის და დექსამეტაზონისთვის), ინდომეტაცინი, კეტოკონაზოლი (კეტოკონაზოლის კუჭ-ნაწლავური აბსორბციის დაქვეითება კუჭის პH-ის მომატების გამო), ლევოთიროქსინი, ლანზოპრაზოლი, ლინკოზამიდები, ფენოთიაზინის ნეიროლეფსიური საშუალებები, პენიცილამინი, ფოსფორი (დანამატი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, როზუვასტატინი, სულპირიდი, ულიპრისტალი, ელვიტეგრავირი (ელვიტეგრავირის კონცენტრაციის თითქმის ორჯერ შემცირება ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში), ტეტრაციკლინები.
- პოლისტიროლსულფონატთან (კაექსალატთან): პოლისტიროლსულფონატთან (კაექსალატთან) ეთრდოულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა კალიუმის ფისთან შეკავშირების ეფექტურობის შემცირების და მეტაბოლური ალკალოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო პაციენტებში თირკმელების უკმარისობით (ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდებისთვის), ასევე ნაწლავური გაუვალობის რისკით (ალუმინის ჰიდროქსიდებისთვის).
- ქინიდინთან: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია სისხლის შრატში ქინიდინის კონცენტრაციის მომატება და ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარება.
- ციტრატებთან: ალუმინის ჰიდროქსიდის ციტრატებთან კომბინირებისას შესაძლებელია ალუმინის პლაზმური კონცენტრაციების გაზრდა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპერალუმინემიამდე, განსაკუთრებით თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ზემოაღნიშნული პრეპარატებისა და მაალოქსის მიღებებს შორის ორ საათიანი ინტერვალის (ფტორქინოლონებისა და მაალოქსის მიღებებს შორის 4 საათიანი ინტერვალის) დაცვით უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია მოცემული არასასურველი ურთიერთქმედების თავიდან აცილება.
მაალოქსისა და სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღების ყველა შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ყურადღებაში მისაღები კომბინაციები
- სალიცილატებთან: სალიცილატებისა და პრეპარატ მაალოქსის მაღალი დოზების ერთდროულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სალიცილატების გამოყოფა შარდთან, შარდის გატუტიანების შედეგად.
- ულიპრისტალთან: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ულიპრისტალის ეფექტის შემცირება აბსორბციის დაქვეითების გამო.

შეფუთვა
250 მლ სუსპენზია პოლიეთილენტერეფტალატის ფლაკონში, დახურული პოლიპროპილენის თავსახურით და პოლიეთილენის სადებებით.
თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
3 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ - 6 თვე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
სანოფი-ავენტის ფრანს (საფრანგეთი), წარმოებულია სანოფი ს.პ.ა.-ს, იტალია, მიერ.
(შANOFI-AVENთIშ FღANჩE (Fრანცე), მანუფაცტურედ ბყ შანოფი შ.პ.A, Iტალყ)
საწარმოს მისამართი:
ევროპის გამზირი, 11
21040 ორიჯო
იტალია