ფრაქსიპარინი მულტ9500ე/მლ5მლ#1
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფრაქსიპარინიTM / ფრაქსიპარინი ფორტეTM / ფრაქსოდიTM
ნადროპარინი
FRAXIPARINE TM
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9,500 Anti-Xa სე Ph. Eur./მლ)]
მზა შპრიცები:
- 0.2 მლ ხსნარი ექვივალენტურია 1,900 Anti-Xa სე
- 0.3 მლ ხსნარი ექვივალენტურია 2,850 Anti-Xa სე
- 0.4 მლ ხსნარი ექვივალენტურია 3,800 Anti-Xa სე
გრადუირებული მზა შპრიცები:
- 0.6 მლ ხსნარი ექვივალენტურია 5,700 Anti-Xa სე
- 0.8 მლ ხსნარი ექვივალენტურია 7,600 Anti-Xa სე
- 1 მლ ხსნარი ექვივალენტურია 9,500 Anti-Xa სე
მულტი დოზირების ფლაკონები
- 2 მლ ხსნარი ექვივალენტურია 19,000 Anti-Xa სე
- 5 მლ ხსნარი ექვივალენტურია 47,500 Anti-Xa სე
- 15 მლ ხსნარი ექვივალენტურია 142,500 Anti-Xa სე
ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი [ნადროპარინის კალციუმის ორმაგი სიძლიერის საინექციო ხსნარი (19,000 Anti-Xa სე Ph. Eur/ მლ)]
გრადუირებული მზა შპრიცები:
- 0.6 მლ ხსნარი ექვივალენტურია 11,400 Anti-Xa სე
- 0.8 მლ ხსნარი ექვივალენტურია 15,200 Anti-Xa სე
- 1 მლ ხსნარი ექვივალენტურია 19,000 Anti-Xa სე
მულტი დოზირების ფლაკონები
- 5 მლ ხსნარი ექვივალენტურია 95,000 Anti-Xa სე
- 15 მლ ხსნარი ექვივალენტურია 285,000 Anti-Xa სე
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
კლინიკური თავისებურებები
ჩვენებები
ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9,500 Anti-Xa სე Ph. Eur/მლ)]
თრომბოემბოლიური პათოლოგიების პროფილაქტიკა, როგორიცაა:
- თრომბოემბოლური პათოლოგიები ზოგად ქირურგიასა და ორთოპედიაში
- თრომბოემბოლური პათოლოგიები მაღალი რისკის პაციენტებში (სუნთქვის უკმარისობა და/ან რესპირატორული ინფექციები და/ან გულის უკმარისობა), ინტენსიურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულები
თრომბოემბოლიური პათოლოგიების მკურნალობა.
ჰემოდიალიზის დროს თრომბის წარმოქმნის პრევენცია
არასტაბილური სტენოკარდიის (ანგინა) და არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობაში
ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი [ნადროპარინის კალციუმის ორმაგი სიძლიერის საინექციო ხსნარი (19,000 Anti-Xa სე Ph. Eur/მლ)]
- თრომბოემბოლიზური პათოლოგიების მკურნალობა.
მიღების გზები და დოზირება
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სპეციფიკური დოზირების ინსტრუქციას თითოეული დაბალმოლეკულური ჰეპარინისთვის, რადგან დოზირებას სხვადასხვა საზომ ერთეულებში ახდენენ (ერთეულები ან მგ). ნადროპარინი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან მონაცვლეობით მიმდინარე მკურნალობის დროს. დამატებით, საყურადღებოა, რომ სწორად იქნას შერჩეული ნადროპარინის ფორმა, ერთჯერადი ან ორმაგი სიძლიერის, რადგან ეს იმოქმედებს დოზირების რეჟიმზე. გრადუირებული შპრიცები გამიზნულია გამოყენებისთვის, როცა საჭიროა დოზის დადგენა სხეულის წონის მიხედვით.
ნადროპარინი არაა გამიზნული კუნთში ინექციისთვის.
ნადროპარინით მკურნალობის მთელ პერიოდში აუცილებელია თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი (იხ. სიფრთხილის ზომები).
დაცული უნდა იყოს ნარდოპარინის დოზირების დროსთან დაკავშირებული სპეციფიკური რეკომენდაციები სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის ან სპინალური ლუმბალური პუნქციის დროს (იხ. სიფრთხილის ზომები).
კანქვეშა ინექციის ტექნიკა:
კანქვეშა ინექციისთვის ჩვეული ადგილია მუცლის კედლის მარჯვენა ან მარცხენა გვერდი, ასევე ალტერნატიულად შეიძლება გაკეთდეს ბარძაყზეც. წინასწარ შევსებული შპრიციდან ხსნარი რომ არ დაიკარგოს, ინექციამდე შპრიციდან აირის ბუშტი არ გამოიდევნება. ნემსი კეთდება პერპენდიკულარულად ხელით წამოწეულ კანის ნაკეცში, რომელიც მყარად უჭირავთ ინექციის დამთავრებამდე. ინექციის ადგილის დაზელა არ ხდება.
მოსახლეობა
* მოზრდილები
თრომბოემბოლური პათოლოგიების პროფილაქტიკა
ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9,500 Anti-Xa სე/1 მლ)]
- ზოგადი ქირურგია
ფრაქსიპარინის რეკომენდებული დოზაა 0,3 მლ ((2,850 Anti-Xa სე Ph Eur/1 მლ) კანქვეშ 2-4 საათით ადრე ქირურგიულ ჩარევამდე და შემდეგ დღეებში დღეში ერთხელ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 7 დღე და რისკის პერიოდში, სანამ პაციენტს არ გაწერენ.
- ორთოპედიული ქირურგია
ფრაქსიპარინი კეთდება კანქვეშ და დოზირება ხდება სხეულის მასის მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად. აღნიშნული ემყარება სამიზნე დოზას 38 Anti-Xa სე კგ წონაზე და იზრდება 50%-ით ოპერაციის შემდეგ მეოთხე დღეს. საწყისი დოზა მიიღება ოპერაციამდე 12 საათით ადრე და მეორე – ოპერაციის დასრულებიდან 12 საათის შემდეგ. შემდეგ დღეებში გრძელდება დღეში ერთხელ მთელი რისკის პერიოდში და სანამ პაციენტი ამბულატორიული გახდება. მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობაა 10 დღე.
სხეულის წონა (კგ) |
12 საათით ადრე და შემდეგ ოპერაციიდან და შემდეგ დღეში ერთხელ მესამე პოსტოპერაციულ დღემდე |
მეოთხე პოსტოპერაციული დღიდან |
||
შეყვანილი მოცულობა (მლ) |
Anti-Xa სე |
შეყვანილი მოცულობა (მლ) |
Anti-Xa სე |
|
<0 |
0.2 |
1,900 |
0.3 |
2,850 |
50-69 |
0.3 |
2,850 |
0.4 |
3,800 |
≥70 |
0.4 |
3,800 |
0.6 |
5,700 |
- ინტენსიურ თერაპიაში მაღალი რისკის პაციენტები (სუნთქვის უკმარისობა და/ან რესპირატორული ინფექციები და/ან გულის უკმარისობა)
ფრაქსიპარინი მიიღება კანქვეშ დღეში ერთხელ. დოზირება ხდება წონის გათვალისწინებით ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით. მკურნალობა გრძელდება თრომბოემბოლიის რისკის მთელ პერიოდში.
სხეულის წონა (კგ) |
დღეში ერთხელ |
|
შეყვანილი მოცულობა (მლ) |
Anti-Xa სე |
|
£ 70 |
0.4 |
3,800 |
> 70 |
0.6 |
5,700 |
თრომბოემბოლური პათოლოგიების მკურნალობა.
თრომბოემბოლური პათოლოგიების მკურნალობაში პერორალური
ანტიკოაგულანტებით თერაპია იწყება რაც შეიძლება მალე, თუ არ არის წინააღმდეგჩვენება.
ფრაქსიპარინით მკურნალობა არ წყდება სანამ არ იქნება მიღწეული საერთაშორისო ნორმატიული სამიზნე დონე.
ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9,500 Anti-Xa სე /1 მლ)]
რეკომენდებულია ფრაქსიპარინის მიღება კანქვეშ დღეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) 10 დღის ხანგრძლივობით. დოზირება ხდება სხეულის მასის მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც ემყარება სამიზნე დოზას 86 Anti-Xa სე კგ წონაზე.
სხეულის წონა (კგ) |
დღეში ორჯერ 10 დღის ხანგრძლივობით |
|
ინექციის მოცულობა (მლ) |
Anti-Xa სე |
|
&ლტ; 50 50-59 60-69 70-79 80-89 ≥ 90 |
0.4 0.5 0.6 0.7 0.8 0.9 |
3,800 4,750 5,700 6,650 7,600 8,550 |
ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი [ნადროპარინის კალციუმის ორმაგი სიძლიერის საინექციო ხსნარი (19,000 Anti-Xa სე/მლ)]
ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი რეკომენდებულია კანქვეშ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. დოზირება ხდება სხეულის მასის მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც ემყარება სამიზნე დოზას 171 Anti-Xa სე კგ წონაზე.
სხეულის წონა (კგ) |
დღეში ერთხელ 10 დღის ხანგრძლივობით |
|
ინექციის მოცულობა (მლ) |
Anti-Xa სე |
|
&ლტ; 50 50-59 60-69 70-79 80-89 ≥ 90 |
0.4 0.5 0.6 0.7 0.8 0.9 |
7,600 9,500 11,400 13,300 15,200 17,100 |
ჰემოდიალიზის დროს თრომბის წარმოქმნის პრევენცია
ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9500 Anti-Xa სე/მლ)]
ჰემოდიალიზის დროს თრომბის წარმოქმნის პრევენციის მიზნით ფრაქსიპარინის დოზის ოპტიმიზაცია ხდება პაციენტისთვის ინდივიდუალურად, ჰემოდიალიზის ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.
ჩვეულებრივ, ფრაქსიპარინი ინიშნება ერთჯერადად არტერიაში პროცედურის დასაწყისში. პაციენტებისთვის ჰემორაგიის მაღალი რისკის გარეშე შემდეგი საწყისი დოზებია მოწოდებული სხეულის წონის მიხედვით და საკმარისია 4 საათიანი პროცედურისთვის.
სხეულის წონა (კგ) |
ინექცია პროცედურის დასაწყისში არტერიაში |
|
ინექციის მოცულობა (მლ) |
Anti-Xa სე |
|
&ლტ;50 |
0.3 |
2,850 |
50-69 |
0.4 |
3,800 |
³70 |
0.6 |
5,700 |
პაციენტებში დოზები უნდა განახევრდეს ჰემორაგიის განვითარების რისკის მიხედვით.
დამატებითი მცირე დოზა შეიძლება დაინიშნოს დიალიზის პროცესში, თუ ის გრძელდება 4 საათზე მეტად. შემდგომი დიალიზის პროცესებისთვის დოზა ინიშნება საჭიროების მიხედვით გამოვლენილი ეფექტების გათვალისწინებით.
საჭიროა ყურადღებაPპაციენტებში დიალიზის ყოველი სეანსის დროს სისხლდენის ან თრომბოზის ნიშნის გამოვლენასთან დაკავშირებით.
არასტაბილური სტენოკარდიის (ანგინას) და არა Q-ტალღოვანი მიოკარდის ინფარქტისმკურნალობაში.
ფრაქსიპარინი [ნადროპარინი კალციუმის საინექციო ხსნარი (9,500 Anti-Xa სე/მლ)]
რეკომენდებულია ფრაქსიპარინის მიღება კანქვეშ დღეში ორჯერ (12 საათში ერთხელ). ჩვეულებრივი მკურნალობა გრძელდება 6 დღის განმავლობაში. კლინიკურ კვლევებში პაციენტებში არასტაბილური სტენოკარდიით (ანგინა) და არა Q ტალღოვანი მიოკარდის ინფარქტით ფრაქსიპარინი გამოიყენებოდა დღეში 325 მგ ასპირინთან ერთად კომბინაციაში.
საწყისი დოზა მიიღება ინტრავენური ბოლუს ინექციის სახით და შემდეგი დოზები – კანქვეშა ინექციის სახით. დოზირება ხდება სხეულის მასის მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც ემყარება სამიზნე დოზას 86 Anti-Xa სე კგ წონაზე.
სხეულის (კგ) |
წონა |
საწყისი ი.ვ. ბოლუს ინექცია |
კანქვეშა ინექცია (12 საათში ერთხელ) |
Anti-Xa სე |
&ლტ; 50 |
0.4 მლ |
0.4 მლ |
3,800 |
|
50-59 |
0.5 მლ |
0.5 მლ |
4,750 |
|
60-69 |
0.6 მლ |
0.6 მლ |
5,700 |
|
70-79 |
0.7 მლ |
0.7 მლ |
6,650 |
|
80-89 |
0.8 მლ |
0.8 მლ |
7,600 |
|
90-99 |
0.9 მლ |
0.9 მლ |
8,550 |
|
≥ 100 |
1.0 მლ |
1.0 მლ |
9,500 |
* ბავშვები და მოზარდები
ნადროპარინი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის არასაკმარისი მონაცემებია, რომ დადგინდეს დოზირება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.
* ხანდაზმულები
ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, თუ თირკმლის ფუნქცია არ არის დარღვეული. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა მკურნალობის დაწყებამდე (იხ. ქვემოთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ფარმაკოკინეტიკა).
* თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თრომბოემბოლური პათოლოგიების პროფილაქტიკა
დოზის შემცირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი უტოლდება 50 მლ/წთ).
თირკმლის საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს გაზრდილია ნადროპარინის ტოქსიურობა, იზრდება თრომბოემბოლიის და ჰემორაგიის რისკი.
თუ მკურნალი ექიმი დოზის შემცირებას სათანადოდ განიხილავს, და ითვალისწინებს თრომბოემბოლიისა და ჰემორაგიის ინდივიდუალურ რისკ ფაქტორებს პაციენტებში, თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი უტოლდება 30-50 მლ/წთ) დოზა უნდა შემცირდეს 25-33 %-ით (იხ. სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).
დოზა უნდა შემცირდეს 25-33%-ით მძიმე უკმარისობის დროს (იხ. სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს დოზა უნდა შემცირდეს 25-33%-ით (კრეატინინის კლირენსი არის 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).
თრომბოემბოლური დარღვევების, არასტაბილური სტენოკარდიის (ანგინას) და არა Q ტალღოვანი მიოკარდის ინფარქტის მკურნალობა
დოზის შემცირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი აღემატება ან უტოლდება 50 მლ/წთ).
თირკმლის საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს გაზრდილია ნადროპარინის ტოქსიურობა. იზრდება თრომბოემბოლიის და ჰემორაგიის რისკი.
თუ მკურნალი ექიმი დოზის შემცირებას სათანადოდ განიხილავს, და ითვალისწინებს თრომბოემბოლიისა და ჰემორაგიის ინდივიდუალურ რისკ- ფაქტორებს პაციენტებში, თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი უტოლდება 30-50 მლ/წთ) დოზა უნდა შემცირდეს 25-33%-ით (იხ. სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).
ნადროპარინი უკუნაჩვენებია Pპაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს. (იხ. სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).
* ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
კვლევები არ არის ჩატარებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
უკუჩვენებები
ნადროპარინი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა ნადროპარინის ან ნადროპარინის საინექციო ფორმის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ანამნეზში ნადროპარინთან დაკავშირებული თრომბოციტოპენია (იხ. სიფრთხილის ზომები).
- მწვავე სისხლდენა ან ჰემორაგიის გაზრდილი რისკი, დაკავშირებული ჰემოსტაზის პათოლოგიასთან, გამონაკლისია დსშ (დისემინირირებული სისიხლღძარღვთა შიდა შედედება) სინდრომი არა ინდუცირებული ჰეპარინით.
- ორგანული დაზიანება შესაძლო სისხლდენით (მაგალითად აქტიური პეპტიკური წყლული)
- ჰემორაგიული ინსულტი
- მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი
- თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ) თრომბოემბოლური დარღვევების, არასტაბილური სტენოკარდიის (ანგინა) და არა Q ტალღოვანი მიოკარდის ინფარქტის მკურნალობის დროს
- მულტი-დოზირების ფლაკონები, რომლებიც შეიცავს ბენზილის სპირტს, არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში
სიფრთხილის ზომები
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის შესაძლებლობის გამო საჭიროა თრომბოციტების რიცხვის კონტროლი ნადროპარინით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
აღნიშნულია თრომბოციტოპენიის იშვიათი მძიმე შემთხვევები, სავარაუდოდ ასოცირებული არტერიულ ან ვენურ თრომბოზებთან. ასეთი დიაგნოზი უნდა იქნეს განხილული შემდეგ სიტუაციებში:
- თრომბოციტოპენია
- თრომბოციტების მნიშვნელოვანი შემცირება (30-50% ბაზისურ მაჩვენებელთან შედარებით)
- თერაპიის დროს საწყისი თრომბოზის პროგრესირება
- თრომბოზის გამოვლენა მკურნალობის დროს
- დსშ სინდრომი ასეთ შემთხვევებში ნადროპარინით მკურნალობა წყდება.
ეს ეფექტები სავარაუდოდ იმუნო-ალერგიული ბუნებისაა და პირველი მკურნალობის შემთხვევაში აღინიშნება თერაპიის მე-5 და 21-ე დღეებს შორის, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს უფრო ადრეც, თუ არის ჰეპარინდაკავშირებული თრომბოციტოპენიის ისტორია.
თუ აღინიშნება ჰეპარინ-დაკავშირებული თრომბოციტოპენია ანამნეზში (სტანდარტულ ან დაბალმოლეკულურ ჰეპარინზე), უნდა განიხილოს ნადროპარინის მკურნალობის საჭიროება. ასეთ შემთხვევებში, უნდა განხორციელდეს კლინიკური მონიტორინგი და თრომბოციტების რიცხვის გამოკვლევა ყოველდღიურად. თრომბოციტოპენიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს მომენტალურად.
თუ გამოვლინდა ჰეპარინ-დაკავშირებული თრომბოციტოპენია (სტანდარტულ ან დაბალმოლეკულურ ჰეპარინზე), დგას საკითხი სხვა ანტი-თრომბოციტული კლასის პრეპარატით ჩანაცვლების შესახებ. თუ ეს უკანასკნელი არახელმისაწვდომია, მაშინ უნდა განიხილოს სხვა დაბალ-მოლეკულური ჰეპარინით ჩანაცვლება, თუ აუცილებელია ჰეპარინის მიღება. ასეთ შემთხვევებში, უნდა განხორციელდეს თრომბოციტების რიცხვის გამოკვლევა ყოველდღიურად და მკურნალობა შეყწდეს რაც შეიძლება მალე, რამდენადაც აღწერილია საწყისი თრომბოციტოპენიის გაგრძელების შემთხვევები ჩანაცვლების შემდეგ (იხ. უკუჩვენებები).
ჰეპარინ ინდუცირებული თრომბოციტოპენიის დიაგნოზის შემთხვევაში ინ ვიტრო თრომბოციტების აგრეგაციის ტესტებს აქვს შეზღუდული მნიშვნელობა.
სისხლდენის მაღალი რისკის გამო, ნადროპარინი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:
- ღვიძლის უკმარისობა
- მწვავე არტერიული ჰიპერტენზია
- ანამნეზში პეპტიკური წყლული ან ორგანული დაზიანება სისხლდენით
- ქორიო-რეტინალური სისხლძარღვების პათოლოგია
- პოსტ-ოპერაციულ პერიოდში თავის ტვინზე, ზურგის ტვინზე ან თვალზე ოპერაციების შემდეგ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ნადროპარინი ექსკრეტირდება ძირითადად თირკმლით, რაც იწვევს პაციენტებში ნადროპარინის გაზრდილ ტოქსიურობას (იხ. ფარმაკოკინეტიკა-თირკმლის ფუნქციის დარღვევა). პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევისას სისხლდენის რისკი იზრდება და მკურნალობა ინიშნება სიფრთხილით.
გადაწყვეტილება დოზის კორექციის შესახებ იმ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ, ემყარება მკურნალი ექიმის დასკვნას ინდივიდუალურად პაციენტის სისხლდენის რისკისა და თრომბოემბოლიის რისკის თანაფარდობის შესახებ (იხ. მიღების გზები და დოზირება).
ხანდაზმულები
რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა მკურნალობის დაწყებამდე (იხ. უკუჩვენებები).
ჰიპერკალემია
ჰეპარინს შეუძლია შეამციროს ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ, რაც იწვევს ჰიპერკალიემიას, განსაკუთრებით პაციენტებში პლაზმის კალიუმის მაღალი დონით ან ჰიპერკალემიის რისკით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, არსებული მეტაბოლური აციდოზის ან ჰიპერკალემიის გამომწვევი პრეპარატების მიღების (მაგ., ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების (აგფ) ინფიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს)) შემთხვევაში. ჰიპერკალემიის რისკი იზრდება მკურნალობის პერიოდში, მაგრამ შექცევადია. რისკის ჯგუფის პაციენტებში საჭიროა პლაზმის კალიუმის მონიტორინგი.
სპინალური/ეპიდურული ანესთეზია/სპინალური პუნქცია და პრეპარატები
სპინალური/ეპიდურული ჰემატომების რისკი იზრდება ეპიდურული კათეტერის ჩადგმისას ან პარალელურად იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც მოქმედებს ჰემოსტაზზე, როგორიცაა აასს, თრომბოციტების ინჰიბიტორები, ან სხვა ანტიკოაგულანტები. რისკი ასევე იზრდება ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს.
აქედან გამომდინარე, ზურგის ტვინის ბლოკადის ან ანტიკოაგულანტების დანიშვნა წყდება ინდივიდუალური სარგებელი / რისკის თანაფარდობის შეჯამების შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
იანტიკოაგულანტებით ადრე ნამკურნალებ პაციენტებში ზურგის ტვინის ბლოკადის საჭიროება და რისკი უნდა შეჯერდეს.
იპაციენტებში, როცა დაგეგმილია არჩევითი ოპერაცია ზურგის ტვინის ბლოკადით, უნდა შეჯერდეს ანტიკოაგულანტებით თერაპიის საჭიროება და რისკი.
ლუმბალური პუნქციის, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის შემთხვევებში უნდა იქნას დაცული მინიმუმ 12 საათიანი ინტერვალი ნადროპარინის ინექციას პროფილაქტიკური დოზებით და 24 საათიანი ინტერვალი სამკურნალო დოზებით და მეორე მხრივ, სპინალურ/ეპიდურალური კათეტერის ან ნემსის ჩადგმას ან ამოღებას შორის. თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა უფრო ხანგრძლივი ინტერვალები.
აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება ნევროლოგიური სიმპომატიკის ან ნიშნების გამოვლენის მხივ. ამ უკანასკნელის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება.
სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და ანტი-თრომბოციტული პრეპარატები
ვენური თრომბოემბოლური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობის და ჰემოდიალიზის პროცესის დროს თრომბის წარმოქმნის პრევენციის მიზნით ასპირინის, სალიცილატების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) და ანტი-თრომბოციტული პრეპარატების პარალელური გამოყენება არ არის რეკომენდებული, რამდენადაც შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. თუ შეუძლებელია ასეთი კომბინაციებისგან თავის არიდება, მაშინ აუცილებელია ფრთხილი კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.
კლინიკურ კვლევებში პაციენტებში არასტაბილური სტენოკარდიით (ანგინა) და არა Q ტალღოვანი მიოკარდის ინფარქტით ნადროპარინი გამოიყენებოდა დღეში 325 მგ ასპირინთან ერთად კომბინაციაში. (იხ. მიღების გზები და დოზირება)
კანის ნეკროზი
კანის ნეკროზი აღინიშნა იშვიათად. მას წინ უძღვის პურპურა ან ინფლიტრირებული ან მტკივნეული ერითემატოზული ლაქები, ზოგადი ნიშნებით ან მათ გარეშე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ლატექსზე ალერგია
წინასწარ შევსებული შპრიცის ნემსის დამცავი შეიცავს მშრალ ბუნებრივ ლატექსურ კაუჩუკს, რომელმაც ლატექსზე მგძნობიარე ინდივიდებში შეძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება
ნადროპარინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორალურ ანტიკოაგულანტებს, სისტემურ (გლუკო_)კორტიკოსტეროიებს და დექსტრანებს. თუ ორალური ანტიკოაგულანტებით თერაპია დაიწყო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნადროპარინს, ნადროპარინით მკურნალობა არ წყდება სანამ სტაბილურად არ იქნება მიღწეული საერთაშორისო ნორმატიული სამიზნე დონე.
ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
კლინიკური კვლევები არ მოიპოვება ნადროპარინის ფერტილობაზე გავლენის შესახებ.
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე ტერატოგენული ან ფეტოტოქსიური გავლენა. თუმცა, შეზღუდული კლინიკური მონაცემებით, ნადროპარინი გადის პლაცენტაში ორსულებში. ამდენად, ორსულობის პერიოდში ნადროპარინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუ მისი თერაპიული ეფექტი არ აჭარბებს მისი გამოყენების შესაძლო რისკს.
ლაქტაცია
შეზღუდული მონაცემებია ნადროპარინის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ. ამდენად, ლაქტაციის პერიოდში ნადროპარინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნადროპარინის გავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების და სიხშირის მიხედვით. გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი ≥1/10; ხშირი ≥1/100 და &ლტ;1/10; არახშირი ≥1/1000 და <1/100; იშვიათი ≥1/10.000 და <1/1000; და ძალიან იშვიათი < 1/10.000
სისხლის და ლიმფური სისტემის
მხრივ:
ძალიან ხშირი: |
სხვადასხვა ლოკალიზაციის ჰემორაგიული მანიფესტაციები, უფრო ხშირად პაციენტებში სხვა რისკ ფაქტორებით. (იხ. უკუჩვენებები და ურთიერთქმედება) |
იშვიათი: |
თრომბოციტოპენია, (მათ შორის ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია) (იხ. სიფრთხილის ზომები), თრომბოციტოზი. |
ძალიან იშვიათი: |
ეოზინოფილია, შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. |
იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: |
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიოშეშუპების და კანის რეაქციების ჩათვლით), ანაფილაქტოიდური რეაქციები. |
მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები:
ძალიან იშვიათი: |
შექცევადი ჰიპერკალემია, დაკავშირებული ალდოსტერონის ჰეპარინ-ინდუცირებულ სუპრესიასთან, განსაკუთრებით რისკ ჯგუფის პაციენტებში (იხ. სიფრთხილის ზომები) |
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები:
ხშირი: |
ტრანსამინაზების დონის მატება, ჩვეულებრივ გარდამავალი |
რეპროდუქციული სისტემა და მკერდის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: |
პრიაპიზმი |
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღევევები:
იშვიათი: |
გამონაყარი, ურტიკარია, ერითემა, ქავილი |
ძალიან იშვიათი: |
კანის ნეკროზი, რომელიც ძირითადად ჩნდება ინექციის ადგილას (იხილე სიფრთხილის ზომები) ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობები |
ძალიან ხშირი: |
მცირე ზომის ჰემატომა ინექციის ადგილას |
ზოგ შემთხვევაში, შეიძლება შეინიშნოს მყარი კვანძი (ნოდულა), რომელიც არ მიუთითებს ჰეპარინის შემოგარსვას. ეს ნოდულები ქრება რამდენიმე დღეში.
ხშირი: |
ინექციის ადგილის რეაქციები |
იშვიათი: |
ინექციის ადგილას კალცინოზი |
კალცინოზი უფრო ხშირია პაციენტებში კალციუმის ფოსფატის ანომალური პროდუქციით, მაგალითად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები და ნიშნები
ძირითადი კლინიკური ნიშანია ჰემორაგია კანქვეშა ან ინტრავენური დოზის გადაჭარბების დროს. უნდა იქნას გამოკვლეული თრომბოციტების რიცხვი და კოაგულაციის პარამეტრები. მცირე ინტენსივობის სისხლდენა იშვიათად მოითხოვს სპეციფიკურ ჩარევას, და ნადროპარინის დოზის შემცირება ან მოხსნა ხშირად საკმარისია.
მკურნალობა
მხოლოდ სერიოზულ შემთხვევებში განიხილება პროტამინ სულფატის გამოყენების საკითხი. ის ანეიტრალებს მნიშვნელოვნად ნადროპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს, მაგრამ Anti-Xa ეფექტი მაინც რჩება.
0.6 მლ პროტამინ სულფატი ანეიტრალებს 950 Aნტი-Xა სე ნადროპარინს. პროატამინის საინექციო რაოდენობის შერჩევისას გასათვალისწინებელია ჰეპარინის ინექციიდან გასული დრო, და შეიძლება მართებული იყოს პროტამინის დოზის შემცირება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ათქ კოდი: B01AB06
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტი-თრომბოზული აგენტები – ჰეპარინის ჯგუფი.
ნადროპარინი არის დაბალმოლეკულური ჰეპარინი, მიღებული სტანდარტული ჰეპარინის დეპოლიმერიზაციის გზით. ის არის გლიკოზამინოგლიკანი, დაბალი მოლეკულური წონით, დახლოებით 4300 დალტონი. ნადროპარინს გააჩნია მაღალი აფინიტეტი პლაზმის ცილის ანტითრომბინ III-ის (AT III) მიმართ. იგი ბოჭავს მას, რაც იწვევს Xა ფაქტორის სწრაფ ინჰიბირებას, რაც განაპირობებს ნადროპარინის მაღალ ანტითრომბოზულ პოტენციალს.
სხვა მექანიზმები, რომლებიც ასევე განაპირობებენ ნადროპარინის მაღალ ანტითრომბოზულ აქტივობას, მოიცავს ქსოვილოვანი ფაქტორის ჯაჭვური ინჰიბიტორის (TFP1) სტიმულაციას, ფიბრინოლიზის აქტივაციას ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის პირდაპირი გამოთავისუფლების გზით ენდოთელური უჯრედებიდან და ჰემორეოლოგიური პარამეტრების მოდიფიკაციას (სისხლის სიბლანტის შემცირება და თრომბოციტების და გრანულოციტების მემბრანის თხევადობის გაზრდა).
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნადროპარინს აქვს მაღალი ანტი-Xა ანტი-II ა აქტივობის მაჩვენებელი. ახასიათებს ორივე - სწრაფი და პროლონგირებული ანტი-თრომბოზული მოქმედება.
არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით ნადროპარინს აქვს ნაკლები გავლენა თრომბოციტების ფუნქციასა და აგრეგაციაზე და მხოლოდ მსუბუქი ეფექტი პირველად ჰემოსტაზზე.
ფარმაკოკინეტიკა
ნადროპარინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები გამოიკვლიეს ბიოლოგიური აქტივობის საფუძველზე ანუ ანტი-ფაქტორი Xა აქტივობის განსაზღვრით.
აბსორბცია
კანქვეშა მიღების შემდეგ ანტი-Xა აქტივობის პიკი (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 3-5 საათში (Tmax).
ბიოშეღწევადობა მაღალია (მიახლოებით 88%)
ინტრავენური ინექციის შემდეგ ანტი-Xა ფაქტორის პიკური დონე პლაზმაში მიიღწევა 10 წთ-ზე ნაკლებ დროში და ნახევარგამოყოფის პერიოდი 2 საათია.
ელიმინაცია
კანქვეშა ინექციის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდია 3.5 საათი. მიუხედავად ამისა, ანტი-Xა აქტივობა შენარჩუნებულია სულ მცირე 18 საათის განმავლობაში 1900 Aნტი-Xა სე –ის ინექციის შემდეგ.
პაციენტთა სპეციალუირ პოპულაციები
ხანდაზმულები
ასაკთან ერთად თირკმლის ფუნქცია ქვეითდება, და შესაბამისად ელიმინაცია ნელდება. (იხ. ფარმაკოკინეტიკა: თირკმლის ფუნქციის დარღვევა ქვემოთ). ამ ასაკობრივ ჯგუფში გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის უკმარისობა და შესაბამისად დოზის კორექცია. (იხ. მიღების გზები და დოზირება)
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
კლინიკურ კვლევაში, სადაც იკვლევდნენ ნადროპარინის ფარმაკოკინეტიკას ი. ვ. მიღების პირობებში პაციენტებში თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხით დარღვევის დროს, აღინიშნა კორელაცია ნადროპარინის კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის. თირკმლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი 36 - 43 მლ/წთ) ორივე მაჩვენებელი საშუალო AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 52 და 39 %-ით შესაბამისად ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამ Pპაციენტებში ნადროპარინის საშუალო პლაზმური კლირენსი შემცირდა ნორმალური მაჩვენებლის 63%-მდე. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი 10 - 20 მლ/წთ) ორივე მაჩვენებელი საშუალო AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით გაიზარდა შესაბამისად 95 და 112 %-ით, თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევისას, ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით, პლაზმური კლირენსი შემცირდა 50%-ით. ჰემოდიალიზზე მყოფ სუბიექტებში, თირკმლის ფუნქციის სერიოზური დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 3 - 6 მლ/წთ) ორივე მაჩვენებელი საშუალო AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 62 და 65 %-ით შესაბამისად, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამ ჯგუფში ნადროპარინის პლაზმური კლირენსი შემცირდა ნორმალური მაჩვენებლის 67 %მდე. მსგავსი შედეგები იქნა ნანახი დიალიზზე მყოფ პაციენტებში (იხ. მიღების გზები და დოზირება, სიფრთხილის ზომები)
პრე-კლინიკური უსფრთხოების მონაცემები
პრე-კლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის, მუტაგენური პოტენციალის და რეპროდუქტიული ტოქსიურობის სტანდარტულ კვლევებზე დაყრდნობით.
ფარმაცევტული თავისებურებები
დამხმარე ნივთიერებების სია
წინასწარ შევსებული შპრიცები
კალციუმის ჰიდროქსიდის ხსნარი ან განზავებული ჰიდროქლორმჟავა pH რეგულირებისთვის (5-დან 7,5-მდე)
საინექციო წყალი
მულტი-დოზირების ფლაკონები
კალციუმის ჰიდროქსიდის ხსნარი ან განზავებული ჰიდროქლორმჟავა pH რეგულირებისთვის (5-დან 7,5-მდე)
საინექციო წყალი
ბენზილის სპირტი (9 მგ/მლ) როგორც კონსერვანტი.
შეუთავსებლობა
არ უნდა იქნეს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვარგისობის ვადა
ვარგისობის გასვლის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
მულტი-დოზირების ფლაკონების შენახვის ვადა გახსნის შემდეგ შეადგენს 28 დღეს ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის სპეციალური პირობები
არ გაყინოთ. არ გააციოთ, რადგან ცივი ინექცია შეიძლება იყოს მტკივნეული.
ფრაქსიპარინი [ნადროპარინი კალციუმის საინექციო ხსნარი (9,500 Anti-Xa სე Pჰ. Eur./მლ)]:
ინახება არა უმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
მულტი-დოზირების ფლაკონები
ინახება არა უმეტესს 25 °C ტემპერატურაზე.
ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი [ნადროპარინი კალციუმის ორმაგი სიძლიერის საინექციო ხსნარი (19,000 Aნტი-Xა სე Pჰ. Eურ./ მლ)]
წინასწარ შევსებული შპრიცები
ინახება არა უმეტესს 30 °C ტემპერატურაზე.
მულტი-დოზირების ფლაკონები
ინახება არა უმეტესს 25 °C ტემპერატურაზე.
შეფუთვის ხარისხი და შემადგენლობა
როგორც რეგისტრირებულია ადგილობრივად
გამოყენების/ ინსტრუქცია
იხ. მიღების გზები და დოზირება
გამოყენებამდე ნადროპარინი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების და ფერის ცვლილების გამოსავლენად. ვიზუალური ცვლილების შემჩნევისას ხდება ხსნარის გადაქცევა.
შპრიცები გამიზნულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და თითოეული შპრიცის გამოუყენებელი პორცია უნდა გადაიქცეს. ხსნარის შერევა ან გახსნა სხვა პრეპარატებში არ შეიძლება.
გამოყენების შემდეგ ნემსის დამცავი სახურავი უნდა ჩამოეცვას გამოყენებულ ნემსს, რომ ნემსი მთლიანად დაფარული იყოს. ამის შემდეგ სათანადოდ ხდება შპრიცის გადაგდება.
მულტი-დოზირების ფლაკონს ეხსნება პლასტიკატის “flip off” თავსახური და ალუმინის თავსახურის მხოლოდ შუა ნაწილს აცილებენ, რომ ჩანდეს რეზინის საცობზე მცირე წრე. რეზინის საცობის დეზინფექცია ხდება ნემსის ჩარჭობამდე.
ყველა ქვეყანაში ყველა ფორმა ხელმისაწვდომი არ არის.
მზა შპრიცების თვითგამოყენების ინსტრუქცია
უცილებელია ფრაქსიპარინი/ფრაქსიპარინ ფორტე/ფრაქსოდის ზუსტი გამოყენება, მედპერსონალის ინსტრუქციების მიხედვით.
ფრაქსიპარინი/ფრაქსიპარინ ფორტე/ფრაქსოდის ინექციასთან დაკავშირებული რაიმე სიძნელის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
1. დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, და კარგად გაიმშრალეთ.
2. დაჯექით ან დაწექით კომფორტულ პოზიციაში. ინექცია კეთდება მუცლის ქვედა გვერდით არეში. (ნახ. 1), მარჯვენა და მარცხენა მხარის მონაცვლეობით თითოეული ინექციისთვის.
3. ინექციის არე გაასუფთავეთ სპირტიანი ტამპონით.
4. ნემსს მოაცილეთ დამცავი სახურავი. გადააგდეთ სახურავი
თუ შპრიცის მოცულობა იმაზე მეტია ვიდრე ეს თქვენ გჭირდებათ, გადაღვარეთ ზედმეტი მოცულობა ნემსის გაკეთებამდე.
• დაიჭირეთ შპრიცი ისე რომ ნემსი მიმართული იყოს პირდაპირ ქვევით
• დააჭირეთ ხელი შპრიცის დგუშს ფრთხილად სანამ ბუშტუკის ფსკერი არ იქნება ხაზზე, რომლეიც მარკირებულია იმ მოცულობით, რომელიც თქვენმა ექიმმა გამოგიწერათ.
• სითხე, რომელიც გამოდის ნემსიდან დააწვეთეთ ქსოვილზე ან გადაღვარეთ
• შპრიცი მზად არის ინექციისთვის
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
- ინექციამდე არ შეიძლება ნემსთან შეხება ან ნემსის კონტაქტი რაიმე ზედაპირთან
- შპრიცში მცირე აირის ბუშტის არსებობა ნორმალურია. ბუშტუკს არ გამოდევნიან შპრიციდან ინექციამდე.
5. გასუფთავებული კანის არეში გააკეთეთ კანის ნაკეცი. ეს ნაკეცი გეჭიროთ ცერა და საჩვენებელ თითს შორის მთელი ინექციის პერიოდში. (ნახ.2)
ნახატი 2
6. ნემსი გეჭიროთ მყარად თითებით. ნემსი შეიყვანეთ მის მთელს სიგრძეზე პერპენდიკულარულად კანის ნაკეცში (ნახ. 3).
ნახატი 3
7. შეიყვანეთ შპრიცის შიგთავსი დგუშზე ბოლომდე ზეწოლით.
8. შპრიცი ამოიღეთ კანიდან. (ნახ. 4). ინექციის ადგილი არ დაიზილოთ
ნახატი 4
9. ინექციის შემდეგ გამოიყენეთ უსაფრთხოების ფარი, ნემსით დაზიანების ასაცილებლად. ამისთვის, შპრიცი დაიჭირეთ ერთ ხელში უსაფრთხოების ფარის დაჭერით და მეორე ხელით მყარად თითით უბიძგეთ. ეს გახსნის ფარს. ფარი შეაცურეთ შპრიცის სხეულისკენ, სანამ ნემსის ირგვლივ პოზიციაში ჩაიკეტება.
10. გამოყენებულ შპრიცი ექიმის ან ექთნის ინსტრუქციის მიხედვით გადააგდეთ.
სხვადასხვა ფორმა ზოგ ქვეყანაში არაა ხელმისაწვდომი.
მწარმოებელი
ასპენ სვპ
88 გიბაუდ როუდი
კორსტენი 6020
პორტ ელიზაბეთი
სამხრეთ აფრიკა