პოტანტი-სანოველი 500მგ #7ტ

პოტანტი-სანოველი 500მგ #7ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევოფლოქსაცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 35869
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პოტანტი-სანოველი
POTANT-sanovel


სამკურნალო ფორმის აღწერა: 500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა:
შემოგარსული ტაბლეტები -------------------------------------------------- 1 ტაბ.
ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი, რაც შეესაბამება ----------- 500 მგ ლევოფლოქსაცინს

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება
ათქ კლასიფიკაციის კოდი – J01MA12

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ პრეპარატს (ოფლოქსაცინის მარცხნივმბრუნავი იზომერი).
დნმ-ჰირაზასა (II ტოპოიზომერაზას) და IV ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით არღვევს ბაქტერიული დნმ-ის წარმოქმნის პროცესს, იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანაში.
ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ როგორც in vitro, ასევე in vivo პირობებში:
ინ ვიტრო მგრძნობიარე (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≤ 2მგ/მლ) აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Corynebacterium diphtheriae, Enterococcus spp. (მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria monocylogenes, Staphylococcus spp. (კოაგულაზონეგატიური მეტიცილინ-მგრძნობიარე/მეტიცილინ-ზომიერად მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus spp. (CNS), C და G ჯგუფის Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae (პენიცილინ-მგრძნობიარე/ზომიერად მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები), Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans (პენიცილინ-მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები);
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Acinetobacter baumanii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (მათ შორის EEnterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები), HHaemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Neisseria meningitides, Pasteurella spp. (მათ შორის Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);
ანაერობული მიკროორგანიზმები:
Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Pertostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.;
სხვა მიკროორგანიზმები:
Bartonella spp., Chlamidia pneumoniae, Chlamidia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legoinella spp., Mycobacterium spp. (მათ შორის Mycobacterium leprae, Mykobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.
ლევოფლოქსაცინი ზომიერად აქტიურია (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≥ 4მგ/ლ) შემდეგი აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Corynebacterium urealiticum, Corynebacterium xerosis,  Enterococcus faecium, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები),  Staphilococcus haemolyticus (მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები);
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Burkholderia cepacia, Campilobacter jejuni,  Campilobacter coli;
ანაერობული მიკროორგანიზმები:
Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus, Bacteroides ovaius, Prevotella spp., Porphyromonas spp.
ლევოფლოქსაცინის მიმართ მდგრადი (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≥ 8მგ/ლ) აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Corynebacterium jeikeium, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები), Staphylococcus spp. (კოაგულაზონეგატიური მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები);
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Alcaligenes  xylosoxidans;
სხვა მიკროორგანიზმები: Mycobacterium avium.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: ლევოფლოქსაცინი პერორალურად მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება მცირედ მოქმედებს სწრაფ და სრულ აბსორბციაზე.
500 მგ-ის ერთჯერადად პერორალური მიღებისას Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1.3 საათში და შეადგენს 5.2-6.9 მკგ/მლ-ს. ბიოშეღწევადობა _ 100%.
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ატარებს ხაზოვან ხასიათს.
განაწილება: პლაზმის ცილებს უკავშირდება 30-40%-ით.
კარგად აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში: ფილტვებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, შარდ-გამომყოფი სისტემის ორგანოებში, სასქესო ორგანოებში, ძვლის ქსოვილში, ზურგის ტვინის სითხეში, წინამდებარე ჯირკვალში, პოლიმორფულბირთვულ ლეიკოციტებში, ალვეოლარულ მაკროფაგებში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3 დღეში.
მეტაბოლიზმი: ღვიძლში ლევოფლოქსაცინის უმნიშვნელო ნაწილი მეტაბოლიზდება (იჟანგება და/ან დეზაცეტილირდება).
გამოყოფა: 500 მგ-ის ერთჯერადად მიღებისას T1/2 შეადგენს 6-8 საათს. ლევოფლოქსაცინი ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით. პერორალურად  მიღებისას, მიღებული დოზის დაახლოებით 87% 48 საათის განმავლობაში გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. 4%-ზე ნაკლები აღმოჩენილია განავალში 72 საათიან პერიოდში.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაციის პლაზმური პროფილი, ინტრავენურად შეყვანისას და ტაბლეტების მიღებისას, ანალოგიურია. ამიტომ პერორალური და ინტრავენური შეყვანის გზები ურთიერთშეცვლადია.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის კლირენსის შემცირება და მისი გამოყოფა თირკმელებით დამოკიდებულია კკ-ს დაცემის ხარისხზე.

ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
•    მწვავე სინუსიტი;
•    ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
•    არაჰოსპიტალური პნევმონია;
•    თირკმელებისა და საშარდე გზების გართულებული ინფექციები პიელონეფრიტის ჩათვლით;
•    ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
•    კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
•    ზემოაღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებული სეპტიცემია/ბაქტერიემია.

უკუჩვენებები
•    მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
•    ეპილეფსია;
•    ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან;
•    ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები;
•    ორსულობა;
•    ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

განსაკუთრებული მითითებები
პნევმოკოკებით გამოწვეული მძიმე პნევმონიისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობამ შეიძლება არ გამოიწვიოს სასურველი თერაპიული ეფექტი. Pსეუდომონას აერუგინოსა-ით გამოწვეული ჰოსპიტალური ინფექციებისას შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპიის ჩატარება.
ხანდაზმულ პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღებისას ტენდინიტისადმი მიდრეკილება იზრდება. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ამაღლებს მყესის გაგლეჯის რისკს. ტენდინიტით დაავადების შემთხვევისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დაზიანებული უბანის იმობილიზაცია.
ფსევდომემბრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავების მოტორიკის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება.
ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (მათ შორის ინსულტი ან თავის ტვინის მძიმე ტრავმა). კრუნჩხვის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს ფენბუფენის, მისი მსგავსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ.
პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით, შესაძლებელია ერითროციტების ჰემოლიზის განვითარება. ამის გათვალისწინებით, ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით.
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაცია აღინიშნება ძალიან იშვიათად, მისი განვითარების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას.
ლევოფლოქსაცინის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია  თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ლევოფლოქსაცინის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
სათანადო მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მოთენთილობა, მხედველობის დარღვევა, აგრეთვე შეიძლება დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაცია და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარე. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ პირებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ავტომობილის მართვასთან, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებასთან.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ხშირად    100-დან 1-10 ავადმყოფში
ხანდახან    100-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები
იშვიათად    1000-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები
ძალიან იშვიათად    10000-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები
განსაკუთრებულ შემთხვევებში    უფრო იშვიათად

ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ – ქავილი და კანის გაწითლება;
იშვიათად – ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (გამოვლენილი ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და მძიმე ხუთვის შეგრძნება); ძალიან იშვიათად – კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (მაგ., სახის, ხორხის არეში), არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება, შოკი, ალერგიული პნევმონიტი, ვასკულიტი; ცალკეულ შემთხვევებში – სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ხშირად – გულისრევა, დიარეა, ალტ-ს და ასტ-ს აქტივობის მომატება; ხანდახან – მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა;
იშვიათად – სისხლის შრატში ბილირუბინის დონის მომატება, დიარეა სისხლით (ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი);
ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი.
ცნს-ისა და პერიფერიული სისტემის მხრივ:
ხანდახან – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და/ან შებოჭილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა;
იშვიათად – დეპრესია, შფოთვა, ჰალუცინაციის ტიპის ფსიქოზური რეაქციები, ხელის მტევნების პარესთეზიები, კანკალი,  აგზნებულობა, კრუნჩხვები და გონების დაბინდვა;
ძალიან იშვიათად – მხედველობის და სმენის, გემოვნების და ყნოსვის დარღვევები,  ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის ვარდნა;
ძალიან იშვიათად – სისხლძარღვოვანი კოლაფსი;
განსაკუთრევულ შემთხვევებში – QT ინტერვალის გახანგრძლივება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:
იშვიათად – მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), სახსრების და კუნთების ტკივილი; ძალიან იშვიათად – კუნთების სისუსტე;
განსაკუთრევულ შემთხვევებში – რაბდომიოლიზი.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ:
იშვიათად – სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონის მატება;
ძალიან იშვიათად – თირკმელების ფუნქციის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე.
სისხლმბადი სისტემის მხრივ:
ხანდახან – ეოზინოფილია, ლეიკოპენია;
იშვიათად – ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია (სისხლჩაქცევების ან სისხლდენის მიდრეკილების გაძლიერება);
ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი;
განსაკუთრევულ შემთხვევებში – ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
ძალიან იშვიათად – ჰიპოგლიკემია (გამოწვეული მადის მომატებით, ნევროზული მდგომარეობა, ოფლიანობა, კანკალი).
სხვა: ხანდახან – ასთენია;
ძალიან იშვიათად – ციებ-ცხელება, ალერგიული პნევმონიტი. ნებისმიერმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის შეცვლა (ბაქტერიები და სოკოები).
სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არსებული პორფირიის გამწვავება.

გაუთვალისწინებელი ეფექტების წარმოქმნისას მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ლევოფლოქსაცინის მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, ასევე რკინის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას (მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 2სთ-ს). კალციუმის კარბონატთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
ქინოლონებს შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატების (მათ შორის ფენბუფენის და მისი მსგავსი აასს-ს, თეოფილინის) უნარი – დააქვეითონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლევოფლოქსაცინი პრობენეციდთან და ციმეტიდინთან, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას. მათი მოქმედებით ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მსუბუქად მცირდება. ამ ურთიერთქმედებას პრაქტიკულად არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა და უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს.
ლევოფლოქსაცინს შეუძლია გამოიწვიოს სისხლის პლაზმიდან ციკლოსპორინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის (T1/2) მცირე მომატება.
ლევოფლოქსაცინის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება შინაგანად 250-500 მგ 1-2-ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0.5-1 ჭიქა). დოზის შერჩევისას შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა. პრეპარატი მიიღება ჭამამდე ან კვების შუალედებში.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 48-78 საათის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებისა და გამომწვევის სარწმუნო ერადიკაციის შემდეგ.
დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.
პაციენტებისთვის, თირკმელების ნორმალური ან ზომიერად დაქვეითებული ფუნქციით (კკ>50 მლ/წთ), რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა შემდეგი დოზით:
სინუსიტი: 500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე.
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: 250-500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
არაჰოსპიტალური პნევმონია: 500 მგ 1-2 ჯერ/დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით): 250 მგ ერთხელ დღეში, ან ინტრავენურად – 250 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: 500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი _ 28 დღე.
სეპტიცემია/ბაქტერიემია: 250 მგ-იანი 2 ტაბლეტი, ან 500 მგ-იანი 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ/დღეში (500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი დღეში). ინტრავენურად – 500 მგ 1-2-ჯერ დღეში მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 250 მგ ერთხელ დღეში, ან 500 მგ 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-14.
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.

 კრეატინინის კლირენსი დოზირების რეჟიმი
 250 მგ/24სთ 500 მგ/24სთ 500 მგ/12სთ
 პირველი დოზა 250მგ პირველი დოზა 500მგ პირველი დოზა 500მგ
 50-20 მლ/წთ შემდეგ 125 მგ/24სთ შემდეგ 250 მგ/24სთ შემდეგ 250 მგ/12სთ
 19-10 მლ/წთ შემდეგ 125 მგ/48სთ შემდეგ 125 მგ/24სთ შემდეგ 125 მგ/12სთ
 <10მლ/წთ(ჰემოდიალიზისა და
მაპდ* ჩათვლით)
 შემდეგ 125 მგ/48სთ შემდეგ 125 მგ/24სთ შემდეგ 125 მგ/24სთ

* მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.

ჰემოდიალიზისა და ხანგრძლივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ დამატებითი დოზების შეყვანა საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზების სპეციალური შერჩევა საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციისას, დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და ეპილეფსიური შეტევების მსგავსი კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება. კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში ლევოფლოქსაცინის საშუალო თერაპიულ დოზაზე მეტის მიღებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია. ლევოფლოქსაცინი დიალიზის გზით არ გამოიყოფა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერზე 7 შემოგარსული ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

_ არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
_ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი
სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
ქ. ჩანთა, კარტალტეპეს დასახლება, E-5 ავტოტრასა, სილივრი/სტამბული, თურქეთი