გლიფიქსი 30მგ #30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პიოგლიტაზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 31210
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გლიფიქსი 30 მგ
GLIFIX 30 mg
GLIFIX 30 mg
საერთაშორისო დასახელება - pioglitazone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები; სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
30 მგ 30 ტაბლეტი
ფარმაკოლოგიური თვისებები
პიოგლიტაზონი არის თიაზოლიდინედიონის ჯგუფის ანტიდიაბეტური საშუალება. იგი მოქმედებს ინსულინ-დამოკიდებული ქსოვილების რეაგირების უნარის გაზრდით ისე, რომ არ იწვევს პანკრეასული ინსულინის სეკრეციის მომატებას და ამასთან, ამცირებს პლაზმაში გლუკოზის დონეს.
პიოგლიტაზონის ეფექტები იწვევენ ინსულინის მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებას. პიოგლიტაზონი მოქმედებს სპეციფიკური ნუკლეური (რეცეპტორების პეროქსიზომის პროლიფერატორით აქტივირებული რეცეპტორული გამა) აქტივაციის გზით, რაც ცხოველებში იწვევს ღვიძლის, ცხიმოვანი და ჩონჩხ-კუნთოვანი უჯრედების ინსულინის მიმართ სენსიტივობის მომატებას. პიოგლიტაზონით მკურნალობა ამცირებს ღვიძლისმიერი გლუკოზის გამომუშავებას და ზრდის გლუკოზას პერიფერულ განაწილებას ინსულინის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევაში.
II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიის კონტროლი გაუმჯობესებულია უზმოზე და ჭამის შემდეგ, რაც ასოცირებულია პლაზმაში ინსულინის კონცენტრაციების შემცირებასთან უზმოზე და ჭამის შემდეგ.
ჰომეოსტაზის მოდელის შეფასებითი ანალიზი აჩვენებს, რომ პიოგლიტაზონი აუმჯობესებს ბეტა უჯრედების ფუნქციას და ზრდის ინსულინზე მგრძნობელობას. ერთწლიანი კლინიკური კვლევებით დადასტურებულ იქნა ამგვარი მოქმედების შენარჩუნება.
პიოგლიტაზონის შესწავლა განხორციელდა მცირე 18-კვირიანი კვლევისას II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლის დროსაც ვისცერული ცხიმი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ექსტრააბდომინური ცხიმის მასამ მოიმატა. ორგანიზმის ცხიმის განაწილების ანალოგიური ცვლილებების პარალელურად აღინიშნა ინსულინზე მგრძნობელობის გაუმჯობესება. კლინიკური კვლევისას გამოვლინდა პლაზმური ტრიგლიცერიდებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცირება და HDL-ქოლესტერინის დონეების მომატება პლაცებოსთან შედარებით, თუმცა LDL-ქოლესტერინის დონეების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მატება არ გამოვლენილა.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ პიოგლიტაზონი სწრაფად აბსორბირდება. პლაზმაში უცვლელი პიოგლიტაზონის უმაღლესი კონცენტრაციები მიიღწევა მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ. პლაზმური კონცენტრაციების პროპორციული მატება აღინიშნა 2-60 მგ დოზების მიღების შემთხვევაში. სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა დოზის მიღებიდან 4-7 საათის შემდეგ. განმეორებითი დოზების მიღება არ იწვევს ნაერთების ან მეტაბოლიტების კუმულაციას. აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება. სრული ბიოშეღწევადობა 80%-ზე მეტია.
განაწილება
ადამიანებში განაწილების მოცულობა შეადგენს 0.25 ლ/კგ-ს. პიოგლიტაზონი და ყველა აქტიური მეტაბოლიტი კარგად უკავშირდება პლაზმურ პროტეინს (>99%).
ბიოტრანსფორმაცია
პიოგლიტაზონი განიცდის ინტენსიურ ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს ალიფატური მეთილენის ჯგუფების ჰიდროქსილირებით, რაც უპირატესად ხდება P450 3A4 და 2C9 ციტოქრომის საშუალებით, თუმცა ამ პროცესში მრავალი სხვა იზოფორმაც მონაწილეობს. ექვსი მეტაბოლიტიდან 3 აქტიურია (M-II, M-III და M-IV). აქტივობის, კონცენტრაციებისა და პროტეინებთან კავშირის თვალსაზრისით პიოგლიტაზონი და მეტაბოლიტი M-III თანაბრად უზრუნველყოფენ ეფექტის მიღწევას. M-IV მეტაბოლიტის როლი ეფექტურობის მიღწევაში პიოგლიტაზონის როლზე დაახლოებით სამჯერ მეტია, ხოლო M-II მეტაბოლიტის ეფექტურობა შედარებით მინიმალურია.
“ინ ვიტრო” კვლევებისას აღმოჩნდა, რომ პიოგლიტაზონი არ აინჰიბირებს P450 ციტოქრომის რომელიმე ქვეტიპს. მამაკაცებში არ აღინიშნება ძირითადი ინდუცირებადი P450 ციტოქრომის 1A, 2C8/9 და 3A4 იზოფერმენტების ინდუქცია.
ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევებისას აღმოჩნდა, რომ პიოგლიტაზონს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი დიგოქსინის, ვარფარინის, ფენპროკუმინისა და მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკასა თუ ფარმაკოდინამიკაზე. აქედან გამომდინარე, ნაკლებად არის მოსალოდნელი პიოგლიტაზონის ან აქტიური მეტაბოლიტების მოქმედების მნიშვნელოვანი შეცვლა P450 იზოფერმენტების ინდუქტორების ან ინჰიბიტორების მიერ.
ელიმინაცია
მამაკაცებში პიოგლიტაზონის პერორალური მიღების შემდეგ 55% ვლინდება განავალში, ხოლო 45% - შარდში. ცხოველებში უცვლელი პიოგლიტაზონის მხოლოდ მცირე რაოდენობა აღინიშნება შარდში ან განავალში. მამაკაცებში უცვლელი პიოგლიტაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 5-6 საათს, ხოლო მისი სრულად აქტიური მეტაბოლიტებისა - 16-23 საათს.
ხანდაზმულები
სტაბილური მდგომარეობების ფარმაკოკინეტიკა ერთიდაიგივეა ხანდაზმულებში 65 წლის ასაკიდან და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.
პაციენტები თირკმლების უკმარისობით
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პიოგლიტაზონისა და მისი მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები იმაზე დაბალია, ვიდრე ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში, თუმცა ძირითადი სუბსტანციის პერორალური კლირენსი ერთიდაიგივეა. ამდენად, თავისუფალი პიოგლიტაზონის კონცენტრაცია უცვლელია.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პიოგლიტაზონის საერთო პლაზმური კონცენტრაციები უცვლელია, თუმცა მომატებულია განაწილების მოცულობა. ამდენად, მცირდება ძირითადი კლირენსი, რაც დაკავშირებულია პიოგლიტაზონის უფრო მაღალ თავისუფალ ნაწილთან.
ჩვენებები
გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ნაჩვენებია, როგორც დამატებითი საშუალება დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად გლიკემიის კონტროლისათვის II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ნაჩვენებია მონოთერაპიაში, აგრეთვე სულფონილშარდოვანასთან, მეტფორმინთან ან ინსულინთან კომბინაციაში, როდესაც დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებით არ მიიღწევა გლიკემიის ადექვატური კონტროლი.
II ტიპის დიაბეტის მართვა მოიცავს კვებითი რეჟიმის კონტროლს, საჭიროებისამებრ, წონაში დაკლებას და ფიზიკურ ვარჯიშს. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ II ტიპის დიაბეტის პირველადი მკურნალობისას, არამედ შემდგომშიც თერაპიის ეფექტურობის შესანარჩუნებლად.
მიღების წესები და დოზები
გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობა იწყება 15 მგ ან 30 მგ და იზრდება 45 მგ-მდე.
ანტიდიაბეტური თერაპიის მართვა ხდება ინდივიდუალურად. იდეალურ შემთხვევაში, თერაპიაზე პაციენტის რეაქცია უნდა შეფასდეს HbA 1c -ს გამოყენებით.
მონოთერაპია
გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი მონოთერაპიაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ იმ პაციენტებში, რომლებშიც დიაბეტის ადექვატური კონტროლის მიღწევა შეუძლებელია დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშებით. თუ 15 მგ დოზაზე პაციენტის რეაგირება არაადექვატურია, დოზა შეიძლება გაიზარდოს 45 მგ-მდე დღეში ერთხელ. პაციენტები, რომლებიც არ რეაგირებენ მონოთერაპიაზე, გადაყვანილ უნდა იქნან კომბინაციურ თერაპიაზე.
კომბინაციური თერაპია
სულფონილშარდოვანა: გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ. სულფონილშარდოვანას დოზა შეიძლება შენარჩუნებული იყოს პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებისას. თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოგლიკემია, სულფონილშარდოვანას დოზა უნდა შემცირდეს.
მეტფორმინი:
გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი მეტფორმინთან კომბინაციაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ. მეტფორმინის დოზა შეიძლება შენარჩუნებული იყოს პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებისას. მეტფორმინისა და პიოგლიტაზონის კომბინაციური თერაპიის დროს ჰიპოგლიკემიის განვითარებისას საჭირო არ არის მეტფორმინის დოზის კორექცია.
ინსულინი:
გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ინსულინთან კომბინაციაში დასაწყისში მიიღება დოზით 15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ. ინსულინის დოზა შეიძლება შენარჩუნებული იყოს პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პიოგლიტაზონსა და ინსულინს, ინსულინის დოზა შეიძლება შემცირდეს 10-25%-ით, თუ განვითარდა ჰიპოგლიკემია ან გლუკოზის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება 100 მგ/დლ-ზე ქვემოთ. შემდგომი კორექცია ხდება ინდივიდუალურად გლუკოზის დონეების დაწევის მაჩვენებლის შესაბამისად.
დაუშვებელია გლიფიქსის ტაბლეტის დღეში ერთხელ 45 მგ-ზე მაღალი დოზის გამოყენება, ვინაიდან 45 მგ-ზე მაღალი დოზის დღეში ერთხელ მიღება არ ყოფილა შესწავლილი პლაცებოთი კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას.
მონაცემები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გლიფიქსის 30 მგ ტაბლეტის გამოყენების შესახებ არ არსებობს; ამდენად, გლიფიქსის 30 მგ ტაბლეტის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
მონაცემები გლიფიქსის 30 მგ ტაბლეტის სხვა თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.
გამოყენება ბავშვებში
პიოგლიტაზონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.
გამოყენება ხანდაზმულებში
რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება პიოგლიტაზონის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში 65 წლის და მეტ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ არსებობს. ამდენად, დოზის კორექცია ხანდაზმულებში საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები
პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას 0.5%-ზე მეტ პაციენტში აღინიშნება შემდეგი სახის არასასურველი ეფექტები:
მონოთერაპია: დარღვევები მხედველობის მხრივ, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, სინუსიტი, მიალგია, წონაში დაკლება, უძილობა, ჰიპოესთეზია.
პიოგლიტაზონისა და მეტფორმინის კომბინაცია: ანემია, დარღვევები მხედველობის მხრივ, დისპეფსია, წონაში დაკლება, ართრალგია, თავის ტკივილი, ჰემატურია, ერექციის მოშლა.
პიოგლიტაზონისა და სულფონილშარდოვანას კომბინაცია: თავბრუსხვევა, დარღვევები მხედველობის მხრივ, დისპეფსია, დაღლილობა, გლუკოზურია, წონაში დაკლება, პროტეინურია, ჰიპოგლიკემია, მადის მომატება, ოფლიანობა.
პიოგლიტაზონის, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაცია: წონაში მომატება, სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მომატება, ჰიპოგლიკემია, ართრალგია.
პიოგლიტაზონისა და ინსულინის კომბინაცია: ჰიპოგლიკემია, შეშუპება, ბრონქიტი, წონაში მომატება, ზურგის ტკივილი, ართრალგია, დისპნოე, გულის უკმარისობა.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები:
ჰემატოლოგიური: პიოგლიტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის დაქვეითება. ყველა ჯვარედინი კლინიკური გამოკვლევისას ჰემატოკრიტის საშუალო მაჩვენებელი 2-4%-ით მცირდება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით. აღნიშნული ცვლილებები ვლინდება მკურნალობის პირველი 4-12 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ნარჩუნდება შედარებით სტაბილურად. ამგვარი ცვლილებები ვითარდება პლაზმაში არსებული მოცულობის მომატების შედეგად. თუმცა, ეს არ არის დაკავშირებული ჰემატოლოგიურ მოქმედებასთან.
შრატისმიერი ტრანსამილაზას დონეები: იმ პაციენტების 26%-ში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით და იმ პაციენტთა 25%-ში, რომლებიც მკურნალობენ პლაცებოთი, ALT მაჩვენებლები ზედა ზღვარზე >3-ჯერ მაღალია პლაცებო-კონტროლირებული გამოკვლევებისას. პიოგლიტაზონით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში მცირდება ბილირუბინის, AST, ALT, ტუტე ფოსფატაზას და GGT საშუალო დონეები.
კრეატინ ფოსფოკინაზას დონეები: კლინიკური გამოკვლევებისას ჩატარებულ ლაბორატორიულ ანალიზებში აღინიშნება კრეატინ ფოსფოკინაზას დონის დროებითი მომატება. თუმცა, ამგვარი ვითარების გამოსწორება ხდება ყოველგვარი კლინიკური ჩარევის გარეშე.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება
გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტისადმი, აგრეთვე გულის უკმარისობა ან ანამნეზში გულის უკმარისობა (NYHA ფაზა I-IV), ღვიძლის უკმარისობა და დიაბეტური კეტოაციდოზი.
ორსულობა და ლაქტაცია
C კატეგორიის პრეპარატი
ორსულ ქალებში არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებული გამოკვლევები. პიოგლიტაზონი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში
ვირთაგვებში პიოგლიტაზონი გამოიყოფა რძეში. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა პიოგლიტაზონი ადამიანის რძეში. ვინაიდან მრავალი პრეპარატი ექსკრეტირდება ადამიანის რძეში, პიოგლიტაზონი არ გამოიყენება მეძუძურ დედებში.
განსაკუთრებული მითითებები
ზოგადი:
პიოგლიტაზონის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ვლინდება მხოლოდ ინსულინის არსებობისას. ამდენად, ის არ გამოიყენება I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობისათვის.
სითხის შეკავება და გულის უკმარისობა:
პიოგლიტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, რამაც შეიძლება გაამწვავოს ან დააჩქაროს გულის უკმარისობა. აუცილებელია პაციენტთა გამოკვლევა გულის უკმარისობის ნიშნებსა და სიმპტომებზე. გულის მდგომარეობის გაუარესებისას პიოგლიტაზონის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა გულის უკმარისობის განვითარება პიოგლიტაზონის ინსულინთან ერთად გამოყენების დროს. ამდენად, პიოგლიტაზონი უკუნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში. ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და პიოგლიტაზონი ასოცირებულია სითხის შეკავებასთან, მათი ერთდროული მიღებისას შეიძლება მოიმატოს შეშუპების რისკმა.
ღვიძლის ფუნქციის კონტროლი:
იშვიათად აღინიშნება ჰეპატოცელულური დისფუნქცია. ამდენად, პიოგლიტაზონით მკურნალობისას რეკომენდებულია ღვიძლისმიერი ფერმენტების პერიოდული კონტროლი, რაც უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყებამდე. პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყება დაუშვებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ALT >2.5 X ნორმაზე მეტი), ან ღვიძლის სხვა რომელიმე დაავადება.
პიოგლიტაზონით თერაპიის დაწყების შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლისმიერი ფერმენტების შემოწმება ყოველ სამ თვეში პირველი 12 თვის განმავლობაში და შემდგომში პერიოდულად. თუ ALT დონეები ნარჩუნდება > 3 X ზედა ზღვრულ ნორმაზე მაღლა, თერაპია უნდა შეწყდეს. თუ რომელიმე პაციენტს განუვითარდა ღვიძლის დისფუნქციის სიმპტომები, რაც გულისხმობს აუხსნელი წარმოშობის გულისრევას, ღებინებას, ტკივილს მუცლის არეში, დაღლილობას, ანორექსიას და/ან შარდის მუქ შეფერილობას, უნდა შემოწმდეს ღვიძლისმიერი ფერმენტები. სიყვითლის გამოვლენისას თერაპია უნდა შეწყდეს.
წონაში მომატება:
კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლინდა პიოგლიტაზონით გამოწვეული დოზაზე დამოკიდებული მატება წონაში. ვინაიდან ზოგჯერ წონაში მატება შეიძლება უკავშირდებოდეს გულის უკმარისობას, აუცილებელია წონის კონტროლი და კვებითი რეჟიმის დაცვა.
ჰიპოგლიკემია:
პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ პიოგლიტაზონსა და ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, იმყოფებიან ჰიპოგლიკემიის რისკის ქვეშ და ამიტომ შეიძლება აუცილებელი იყოს პიოგლიტაზონთან კომბინაციაში გამოყენებული პრეპარატის დოზის შემცირება.
ჰემატოლოგია:
პიოგლიტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კლინიკური გამოკვლევებისას აღინიშნა ჰემოგლობინის მაჩვენებლების 2-4%-ით დაქვეითება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პიოგლიტაზონს. ამგვარი ცვლილებები უპირატესად გამოვლინდა თერაპიის დაწყებიდან პირველი 4-12 კვირის განმავლობაში, რაც შემდგომ პერიოდში შედარებით მუდმივად შენარჩუნდა.
აღნიშნული ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს პლაზმური მოცულობის მატებასთან და არ ასოცირდება რაიმე მნიშვნელოვან ჰემატოლოგიურ კლინიკურ ეფექტთან.
დარღვევები მხედველობის მხრივ:
თიაზოლიდინედიონის მიღებისას ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ადრეული ან პროგრესირებადი მაკულარული შეშუპება. ჯერჯერობით ახსნილი არ არის პირდაპირი კავშირი პიოგლიტაზონსა და მაკულარულ შეშუპებას შორის, თუმცა, თუ პაციენტს განუვითარდა რაიმე ვიზუალური ხასიათის დარღვევა, ის მიიჩნევა მაკულარულ შეშუპებად.
სხვა:
პიოგლიტაზონის კლინიკური გამოკვლევების მონაცემთა ბაზის შესწავლისას, ქალებში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით, აღინიშნა ძვლის მოტეხილობის სულ მცირე ერთი შემთხვევა, იმ პაციენტებისაგან განსხვავებით, რომლებიც დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებით მკურნალობდნენ (მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა, პლაცებო). მოტეხილობა ძირითადად აღინიშნება ქვედა დისტალურ კიდურებში ან ზედა დისტალურ კიდურებში. მოტეხილობის გამომწვევი მექანიზმის შესახებ არაფერია ცნობილი. მამაკაცებში არ აღინიშნება ძვლის მოტეხილობის რისკის მომატება.
ინსულინის გაუმჯობესებული მოქმედების შედეგად, პიოგლიტაზონით მკურნალობისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საკვერცხის პოლიკისტოზი, შეიძლება აღინიშნოს ოვულაციის აღდგენა. ამდენად, ასეთ პაციენტებში არსებობს დაორსულების რისკი. პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ორსულობის დადგომისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პიოგლიტაზონის P450 ციტოქრომის 2C8 ფერმენტის ინჰიბიტორებთან (როგორიცაა გემფიბროზილი) ან ფერმენტის ინდუქტორებთან (როგორიცაა რიფამპიცინი) ერთად გამოყენებისას, გლუკოზის დონეების შემოწმება უფრო ხშირად უნდა მოხდეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ხდება პიოგლიტაზონის დოზის კორექცია.
ჭარბი დოზირება
ჭარბ დოზად მიიჩნევა მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე, ე.ი. 45 მგ-ზე მეტი დოზის მიღება. უმაღლესი გამოყენებული დოზა შეადგენს 120 მგ-ს დღეში ოთხი დღის განმავლობაში და 180 მგ-ს დღეში შვიდი დღის განმავლობაში.
სულფონილშარდოვანას და ინსულინის კომბინაციისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომატური და ზოგადი დამხმარე მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კვლევებისას არ აღინიშნება ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პიოგლიტაზონსა და დიგოქსინს, ვარფარინს, ფენპროკუმონსა და მეტფორმინს შორის. ციტოქრომი P459 არ ახდენს 1A, 2C8/9 და 3A4 ფერმენტების ინდუცირებას. “ინ ვივო” კვლევებისას აღმოჩნდა, რომ P450 ციტოქრომის ფერმენტების ქვეტიპები არ ინჰიბირდება. ამდენად, მეტაბოლიზებული პერორალური კონტრაცეპტივები, ციკლოსპორინი, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები და HMGCoA რედუქტაზას ინჰიბიტორები არ ურთიერთქმედებენ ამ ფერმენტებთან.
პიოგლიტაზონისა და გემფიბროზილის (P459 ციტოქრომის 2C8 ინჰიბიტორი) კომბინაციური გამოყენების შედეგად 3-ჯერ მატულობს პიოგლიტაზონის კონცენტრაცია. ამგვარი კომბინაციისას საჭიროა დოზის კორექცია და სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.
პიოგლიტაზონისა და რიფამპიცინის (P459 ციტოქრომის 2C8 ინდუქტორი) კომბინაციური გამოყენებისას პიოგლიტაზონის კონცენტრაცია მცირდება 54%-ით. პიოგლიტაზონისა და რიფამპიცინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა პიოგლიტაზონის დოზის მომატება და სისხლში გლუკოზის დონეების კონტროლი.
“ინ ვიტრო” კვლევებისას აღმოჩნდა, რომ კეტოკონაზოლს გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული მოქმედება პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმზე. აგრეთვე, CYP3A4 ციტოქრომის სხვა ინჰიბიტორები, როგორიცაა იტრაკონაზოლი, სავარაუდოდ ახდენენ პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას. იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პიოგლიტაზონით და CYP3A4 ინჰიბიტორებით, პლაზმაში გლუკოზის დონეების შემოწმება უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს.
სხვა თიაზოლიდინედიონთან ერთად ეთილის ესტრადიოლისა და ნორეთინდრონის ერთდროული გამოყენებისას მცირდება ორივე ჰორმონის პლაზმური კონცენტრაციები დაახლოებით 30%-ით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეპციის მოქმედების დაკარგვა. პიოგლიტაზონისა და პერორალური კონტრაცეპციის მიღებისას პაციენტებმა კონტრაცეპციასთან დაკავშირებით დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ვინაიდან პიოგლიტაზონთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოგლიკემია, მათი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25ºC - მდე, ტენისაგან დაცულ ადგილას.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 24 თვე
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
პრეპარატი არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BILIM PPHARMACEUTICALS A.S
თურქეთი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით