ბებინოსის წვეთები 30მლ ფლ

ბებინოსის წვეთები 30მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Foeniculum+Coriandrum+Matricaria *
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2539
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბებინოსი
(BABYNOS)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: წვეთები შიგნით მისაღებად, ბავშვებისათვის, მუქ ფლაკონში, 30 მლ. 1გ (=24 წვეთს) შეიცავს ცერეცოს თესლების (320 მგ), გვირილას ყვავილების (200მგ) და კორიანდრის თესლების (200მგ) თხევად ექსტრაქტს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური ჯგუფები: ა) მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო საშუალებები; ბ) სპაზმოლიზური საშუალებები;

ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები და მეტეორიზმი (მათ შორის, ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებული) ჩვილ ბავშვებში, ასევე მცირე და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ხსნის და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის სპაზმებისა და ტკივილის განვითარებას, რაც დაკავშირებულია მეტეორიზმთან. ეფექტი განპირობებულია კორიანდრის, ცერეცოს თესლებსა და გვირილის ყვავილებში არსებული ეთეროვანი ზეთებით, აზულენით, ანტემისის მჟავით, გლიკოზიდებით, ტერპენებით.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის სორბიტის აუტანლობა).

გვერდითი ეფექტები:
კანისა და რესპირაციულ-ალერგიული რეაქციები.

დოზირება:
ინიშნება დასალევად. წყალში გაუზავებლად ან მცირე რაოდენობით ფაფასთან ან სითხესთან ერთად. ჩვილ ბავშვებში – 3-6 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 6-10 წვეთი 3-ჯერ დღეში, სასკოლო ასაკის ბავშვებში – 10-15 წვეთი 3-ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები:
მიღების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2-20ºС ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:
DENTINOX, გერმანია.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)

იხილეთ აგრეთვე