სალინი 30მლ ცხ/სპრეი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ნატრიუმის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 25193
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სალინი
(SALIN)
ნაზალური სპრეი
(SALIN)
ნაზალური სპრეი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
ნატრიუმის ქლორიდი (Sodium Chloride).
შემადგენლობა:
ნატრიუმის ქლორიდი 0,65 % (0,65%).
არააქტიური ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი,
ბენზოლის სპირტი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდრო ფოსფატ დიჰიდრატი, გამოხდილი წყალი.
წამლის ფორმა:
ნაზალური სპრეი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მარილხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეფექტურად ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ათხელებს სქელ ლორწოს, არბილებს მშრალ ფუფხებს ცხვირის ღრუში და ხელს უწყობს მათ ადვილად მოცილებას.
ჩვენება:
ჩვილების, ბავშვების და მოზრდილების ცხვირის ღრუს ჰიგიენური მოვლა. ცხვირის ღრუსა და წიაღების რინიტები და სხვა დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე ან ლორწოს გამოყოფა.
გამოყენების წესი და დოზირება:
იფრქვევა ცხვირში ფლაკონის მკვრივ კორპუსზე სწრაფი მოჭერით. შესხურებისას არ არის საჭირო თავის უკან გადაწევა და ფლაკონის გადატრიალება.
ჩვილებში და ბავშვებში თითო შესხურება, მოზრდილთათვის ორ-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჭერისას ხსნარი გამოიყოფა სპრეის სახით; ჰორიზონტალურ მდგომარეობაში – სითხის ნაკადის სახით; გადმოტრიალებულ მდგომარეობაში – წვეთების სახით.
გამოყენების შემდეგ გააშრეთ ფლაკონის შესასხურებელი.
გვერდითი მოვლენები:
ამ დროისათვის დადგენილი არ არის.
უკუჩვენება:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ფლაკონის ინდივიდუალური გამოყენება.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე არ არსებობს.
შენახვის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება 15ºC-დან 30ºC-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
30 მლ ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქებიდან გაიცემა
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი
საგმელი, ინკ.,
1580 S. Milwaukee Ave.,
Suite 415, Libertyville, IL 60048
საგმელი, ინკ.,
IDA ( Instituto de Angeli), 50066 Reggello ( Florence),
Loc. Prulli n. 103/c, Italy
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო, ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ: +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57
+995 32 30 97 57
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით