
გლუკოზა 10% 500მლ #1ფლ (ჯურაბ)
გააზიარე:
გლუკოზა
GLUCOSE
სავაჭრო დასახელება: გლუკოზა.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დექსტროზა.
სამკურნალო ფორმა: ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის 5% და 10%.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გლუკოზა უწყლო - 50,0 გ (შეესაბამება გლუკოზის მონოჰიდრატის 55,0 გ-ს) ან 100 გ (შეესაბამება გლუკოზის მონოჰიდრატის 110,0 გ-ს);
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 0,26 გ, ქლოწყალბადმჟავა - pH 3,0-4,1-მდე, საინექციო წყალი - 1 ლიტრამდე.
აღწერილობა: უფერო ან ოდნავ მოყვითალო გაჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნახშირწყლოვანი კვების საშუალება.
ათქკოდი: B05BA03.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
გლუკოზის ხსნარი გამოიყენება ორგანიზმის სითხით შესავსებლად.
შედის რა ქსოვილებში, გლუკოზა განიცდის ფოსფორილირებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება გლუკოზა-6-ფოსფატი, რომელიც აქტიურად ერთვება ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის მრავალ პროცესებში.
გლუკოზის იზოტონური 5%-ანი ხსნარი ახდენს დეზინტოქსიკაციურ, მეტაბოლურ მოქმედებას, წარმოადგენს ღირებულ ადვილად ასათვისებელ მკვებავ ნივთიერებას.
გლუკოზის 10%-ანი ჰიპერტონიული ხსნარი ზრდის სისხლის ოსმოსურ წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას; აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, აფართოებს სისხლძარღვებს, ზრდის დიურეზს.
გლუკოზის მეტაბოლიზმის დროს ქსოვილებში გამოიყოფა ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის.
ფარმაკოკინეტიკა
გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენებები
გლუკოზის ხსნარი გამოიყენება ჰიპოგლიკემიის, ინფექციური დაავადებების დროს; ღებინების, ფაღარათის შედეგად დეჰიდრატაციის დროს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში; სხვადასხვა ინტოქსიკაციების დროს; შოკისა და კოლაფსის დროს; ვენაში შესაყვანი სხვადასხვა წამლების განზავებისთვის.
დოზირება
დოზირება დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის მასასა და ავადმყოფის მდგომარეობაზე.
გლუკოზის 5%-ანი ხსნარი შეიყვანება ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის მეშვეობით (მაქსიმალურად 150 წვეთამდე/წთ) 3 ლიტრამდე დღე-ღამეში.
10%-ანი ხსნარი - 60 წვეთამდე/წთ (3 მლ/წთ); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში - 1000 მლ.
ინტრავენურად ნაკადით - 5%-ანი და 10%-ანი ხსნარების 10-50 მლ.
ნივთიერებათა ცვლის ნორმალური მდგომარეობის დროს გლუკოზის შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე მოზრდილებში - 0,25 - 0,5 გ/კგ/სთ (ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობის შემცირებისას შეყვანის სიჩქარეს ამცირებენ 0,125 - 0,25 გ/კგ/სთ). ბავშვებში გლუკოზის შეყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 გ/კგ/სთ; რაც შეადგენს 5%-ანი ხსნარისთვის - დაახლოებით 10 მლ/წთ - 200 წვეთს/წთ (20 წვეთი = 1 მლ-ს).
გლუკოზის უფრო სრული ათვისებისათვის, რომელიც შეიყვანება დიდი დოზებით, მასთან ერთად ნიშნავენ ინსულინს გაანგარიშებით ინსულინის 1 ერთეული 4-5 გ გლუკოზაზე.
უკუჩვენებები
ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰიდრატაცია, გლუკოზის უტილიზაციის პოსტოპერაციული დარღვევები; ჰიპეროსმოლარული კომა, ჰიპერლაქტაციდემია.
სიფრთხილით - გულის მძიმე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ოლიგურია, ანურია, ჰიპონატრიემია.
გვერდითიმოქმედება
ჰიპერგლიკემია, ცხელება, ჰიპერვოლემია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა. შეყვანის ადგილას - ინფექციის განვითარება, თრომბოფლებიტი.
ჭარბიდოზირება
გვერდითი მოქმედების გამოხატული სიმპტომები.
განსაკუთრებულიმითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სუბკლინიკური შაქრიანი დიაბეტის, ნახშირწყლების აუტანლობის მქონე პაციენტებში. გლუკოზის იზოტონური ხსნარის ხანგრძლივმა ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედშორის სითხის მოცულობის ზრდა ინტოქსიკაციის განვითარებით.
ურთიერთქმედებასამკურნალოსაშუალებებთან
იმის გამო, რომ გლუკოზა წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ მჟანგავს, არ არის რეკომენდებული მისი შეყვანა ერთ შპრიცში ჰექსამეთილენტეტრამინთან. არ არის სასურველი გლუკოზის შერევა ალკალოიდების ხსნარებთან (ხდება მათი დაშლა), ზოგად საანესთეზიო და საძილე საშუალებებთან (ამცირებს მათ აქტივობას).
გლუკოზა ასევე ასუსტებს ანელგეტიკების, ადრენომიმეტური საშუალებების მოქმედებას; ახდენს სტრეპტომიცინის ინაქტივირებას, ამცირებს ნისტატინის ეფექტურობას.
შენახვისპირობები
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ეტიკეტზე მითითებულ თარიღამდე.
გამოშვებისფორმა
500 მლ პვქ-ს პაკეტებში.
გაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
ჯურაბეკ ლაბორატორიეს ლტდ
უზბეკეთი.