ვიტრუმი #30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ვიტ.ა+ე+ცე+ბ1-ბ12+მინერ.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2349
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვიტრუმი
(VITRUM)
(VITRUM)
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ვიტრუმი
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ვიტამინები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტაკაროტენი1) 5000 სე2
ვიტამინი D3 (კოლეკალციფეროლი) 400 სე3
ვიტამინი E (დლ-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 30 სე4
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 60 მგ
ფოლის მჟავა 400 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინი)5 1,5 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 1,7 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 6 მკგ
ნიკოტინამიდი 20 მგ
ბიოტინი 30 მკგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) 10 მგ
ვიტამინი K1(ფიტომენადიონი) 25 მკგ
მინერალები:
კალციუმი (კალციუმის ჰიდროფოსფატი) 162მგ
კალიუმი (კალიუმის ქლორიდი) 40მგ
ფოსფორი (კალციუმის ჰიდროფოსფატი) 125მგ
იოდი (კალციუმის იოდიდი) 150მკგ
რკინა (რკინის ფუმარატი) 18მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 100მგ
სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 2მგ
თუთია (თუთიის ოქსიდი) 15მგ
ქლორიდი (კალიუმის ქლორიდი) 36.3მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) 25მკგ
მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) 25მკგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 2.5მგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) 25მკგ
კალა (კალის ქლორიდი) 10 მკგ
ნიკელი (ნიკელის სულფატი) 5მკგ
სილიციუმი (სილიციუმის ოქსიდი) 10 მკგ
ვანადიუმი (ნატრიუმის მეტავანადატი) 10 მკგ
1 - სინონიმი ბეტა-კაროტინი
2 - ექვივალენტურია რეტინოლის 1515მკგ ექვივალენტის
3 - 10მკგ კოლეკალციფეროლის აცეტატის ექვივალენტი
4 - 30 მგ dl-ალფა ტოკოფეროლის აცეტატის ექვივალენტი
5 - თიამინის მონონიტრატი
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, საღებავები E129, E110
აღწერილობა: ატმის ან მოთეთრო-ატმისფერი კაფსულის მაგვარი შემოგარსული ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს გამყოფი ნაზოლით და მეორე მხარეს ”VITRUM” გრავირებით. დასაშვებია სპეციფიკური სუნის არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინი+მულტიმინერალი
კოდი ათქ: A11AA04
ფარმაკოლოგიური თვისებები:
განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.
გამოყენების ჩვენება:
- ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის პერიოდში, გადატანილი ავადმყოფობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში;
- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; A ჰიპერვიტამინოზი.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს – დღეში 1 ტაბლეტი კვების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატების კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი შეიცავს რკინასა და კალციუმს, შესაბამისად, აფერხებს ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების და, ასევე ანტიმიკრობული საშუალებების - ფტორქინოლონების წარმოებულების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდითი ეფექტების განვითარებას. ქოლესტირამინი და ალუმინის, მაგნიუმის, კალციუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, ამცირებენ რკინის შეწოვას. თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების საშიშროება (სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობა).
განსაკუთრებული მითითებები:
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. ”VITRUM”-ის გამოყენება A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან ერთად დაუშვებელია. ეს ზრდის ამ ვიტამინების ჭარბი დოზის განვითარების საშიშროებას.
გამოშვების ფორმა:
#30-60-100 და 130 შემოგარსული ტაბლეტი მოთავსებულია პოლიეთილენის ფლაკონში, იგივე მასალის სახრახნი ხუფით. თითო ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, 10-30ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
”უნიფარმ ინკ” (აშშ)., 350 Fifth Avenue, Suite 6701, New York, NY 10118, USD
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით