აზროცინი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ.
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
აზროცინი
(Azrosin)
გენერიული დასახელება:
აზითრომიცინი
შემადგენლობა:
მზა სუსპენზიის ყოველი 5 მლ. შეიცავს 200 მგ. აზითრომიცინის დიჰიდრატს.
დანამატი: ნატრიუმის ბენზოატი.
საგემოვნო დანამატი: საქაროზა
არომატიზატორები: შინდის და ბანანის არომატი
გამხსნელი: გამხსნელის სახით გამოიყენება სუფთა წყალი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მაკროლიდების ჯგუფის წარმომადგენელი.
ქვეჯგუფი-აზალიდი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აზითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. იგი წარმოადგენს ერითრომიცინის წარმოებულს, რომლისგანაც განსხვავდება ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მეშვეობით შეერთებული მეთილენის ჯგუფით. ამ განსხვავების გამო აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ცალკე ქვეჯგუფს—აზალიდებს. აზითრომიცინი აინჰიბირებს ცილის სინთეზს მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომებზე. აზითრომიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ სისხლში აღწევს მაქსიმალურ კონცეტრაციას. საჭმლის მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, ამიტომ იგი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, აღინიშნა, რომ აზითრომიცინის ქსოვილოვანი კონცენტრაცია ბევრად აღემატება (50-ჯერ) მის პლაზმურ კონცეტრაციას. 500მგ. პრეპარატის მიღების შემდეგ ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ბრონქებში და სხვა ორგანოებში არსებული აზითრომიცინის კონცეტრაცია, რომლებიც ბევრად აღემატება ანტიბიოტიკის მმკ 90-ს. ბიოაქტივობა შეადგენს 37%. აზითრომიცინი ძირითადად სანაღვლე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო 6% - შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგანს 2-4 დღეს. in vitro გამოკვლევებში აზითრომიცინმა აჩვენა მაღალი აქტივობა შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის) და სტრეპტოკოკთა სხვა სახეობები, Staphylococcus aureus, Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarralis, Bacteroides parapertussis, Shigella-ს სხვადასხვა სახეობები, Pasteurella, Vibrio, Peptococcus და Peptostreptococcus, Fuzobacterium necrosporium, Propionbacterium acnes, Yersinia, Clostridium perfingens, Borrelia burgdorfei, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Chlamidia trachomatis, Chlamydia pneumoniae.
აზითრომიცინი ასევე ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
Legionella pneumophilia, Mykoplazma pneumoniae, Mycoplazma hominis, Mycobacterium avium, Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები, Ureaplasma urealyticum, Toxoplasma gondi, Treponema pallidum.
ჩვენება:
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
- გაურთულებელი ქლამიდიური ინფექცია (გენიტალური)
- სქესობრივი გზით გადამდები არაგონოკოკური ინფექციები
უკუჩვენება:
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ან აზითრომიცინის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
აზითრომიცინს ახასიათებს კარგი ტოლერანტობა. შესაძლოა გამოვლინდეს გასტროინტერსტინალური გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების და ზოგიერთი პენიცილინების მიღებისას, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მომატება. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლინდა ნეიტროპენია, თუმცა მისი კავშირი აზითრომიცინის მიღებასთან დამტკიცებული არ არის.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართედ ექიმს!
თავისებურებებისიფრთხილე
ისევე, როგორც ფართო სპექტრის სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას, აუცილებელია სიფრთხილე ფსევდომემბრანოზული კოლიტის და სუპერინფექციის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ბაქტერიების რეზისტენტული ფორმების გაჩენით. ერგოტიზმის განვითარების შესაძლებლობის გამო აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად. აზითრომიცინის მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს, ხოლო თირკმლის მძიმე უკმარისობის პირობებში პრეპარატი ფრთხილად ინიშნება. აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ ღვიძლის უკმარისობის დროს არ გამოიყენება
ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას დადგინდა, რომ აზითრომიცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა ნაყოფზე არავითარი ზემოქმედება არ აღინიშნა. ორსულებზე პრეპარატის ზემოქმედება საბოლოოდ არ დადგინდა, თუმცა მწვავე აუცილებლობის გარდა ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში. დედის რძეში აზიტრომიცინის შეღწევა საბოლოოდ დადგენილი არაა, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება.
გვერდითი მოვლენები:
გამოკვლევების დროს დადგინდა სუსტი და საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები, რაც ძირითადად აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან. მოზრდილებში გვერდითი მოვლენები მხოლოდ დოზის გადაჭარბებისას ვლინდება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, გაღიზიანებადობა, უძილობა.
ზოგადი: დაღლილობა, ტემპერატურის მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი
განსაკუთრებული მგრძნობელობა: კონიუქტივიტი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტკივილი მკერდის ძვლის უკან
შარდ-სასქესო სისტემა: კანდიდოზური ვაგინიტი, ნეფრიტი
გვერდითი მოვლენები ბავშვებში:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ისეთივე სიმპტომები აღინიშნება, როგორც დიდებში.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
ანტაციდები აქვეითებს აზითრომიცინის პიკურ კონცენტრაციას შრატში, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ანტაციდების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ. არ არის მონაცემები თეოფილინთან ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა სხვა მაკროლიდების თეოფილინთან ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია მისი პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრეპარატების ერთობლივი დანიშვნა საჭიროებს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის დონის მკაცრ კონტროლს. ისეთ პრეპარატებთან პარალელური დანიშვნისას, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან ციტოქრომ P450 სისტემით (კარბამაზეპინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და სხვა), აუცილებელია ამ პრეპარატების პლაზმურ კონცეტრაციაზე ზუსტი კონტროლი.
ციკლოსპორინთან გარკვეული ურთიერთქმედების გამო აუცილებელია ციკლოსპორინის დონის კონტროლი და დოზის დროული კორექცია.
არსებობს ცნობები ზოგიერთი მაკროლიდის მიერ დიგოქსინის ბიოტრანსფორმაციის შენელების შესახებ. აზითრომიცინის მიმართ არსებული ინფორმაციის არარსებობის გამო მათი ერთობლივი მიღებისას აუცილებელია დიგოქსინის პლაზმური დონის კონტროლი.
ისევე როგორც სხვა მაკროლიდები, აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად.
აზითრომიცინი და ვარფარინის მიღებისას აღინიშნება კოაგულაციის მომატება.
მიღების წესი და დოზირება:
45 კგ.-ზე მეტი წონის ბავშვებში რეკომენდებულია აზროცინის აბების მიღება, 20კგ.-ზე მცირე წონის ბავშვებში კი ინიშნება აზროცინის პედიატრიული სუსპენზია.
პრეპარატის მიღების კურსია 3 დღე (10 მგკგ დღეში ერთჯერ) ან 5 დღე: პირველ დღეს 10 მგკგ, შემდეგ 4 დღის განმავლობაში ( მე-2—მე-5-ე დღეები)—5 მგკგ დღეში. ამრიგად, მკურნალობის კურსზე მიიღება 30მგკგ აზროცინი.
სუსპენზიის მომზადების წესი:
1. გავხსნათ პოლიეთილენის ამპულა სახურავის გადატრიალების მეშვეობით;
2. კარგად შევანჯღრიოთ აზროცინის ფქვილი, რომელიც მოთავსებულია პლასტმასის ფლაკონში
3. ფხვნილს დავამატოთ სუფთა წყალი პოლიეთილენის ამპულიდან
4. მიღებული ნარევი კარგად შევანჯღრიოთ.
| 3 დღიანი მკ. | 5 დღიანი მკურნალობა |
<15კგ (3თვე-3წელი) | 10მგკგ. 1ჯერ დღეში | პირველ დღეს 10მგკგ,შემდეგი 4დღე 5მგკგ, ერთჯერადად |
15-25კგ (3-7წელი) | 200მგ.,ერთჯერადად | პირველ დღეს 200მგ.,შემდეგი 4დღე 100 მგ, ერთჯერადად. |
26-35კგ (8-11წელი) | 300მგ.,ერთჯერადად | პირველ დღეს 300მგ., შემდეგი 4დღე 150მგ.,ერთჯერადად |
36-45კგ (12-14წელი) | 400მგ.,ერთჯერადად | პირველ დღეს 400მგ,შემდეგი 4დღე 200მგ., ერთჯერადად. |
მიღებული სუსპენზია ინახება ოთახის ტემპერატურაზე 5 დღის განმავლობაში
6 თვემდე ასაკის ახალშობილებში აზროცინის გამოყენების შესახებ მწირი ინფორმაციის გამო პრეპარატი რეკომენდირებული არაა. აზროცინის მიღება საჭიროა ჭამამდე 1 სთ.-ით ადრე ან ჭამიდან 2სთ-ის შემდეგ. პრეპარატი მიღება ჭამის დროს არ შეიძლება.
პრეპარატის ხმარების წესი:
პრეპარატის სწორი და ზუსტი დოზირებისათვის მას თან ახლავს პიპეტი
0,25 მლ.-იანი დანაყოფებით, რომლის საერთო მოცულობა 5 მლ. პიპეტით ამოღებული სუსპენზიის რაოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით.:
სუსპენზიის რაოდენიბა = მასა(კგ)Xდანიშნული დოზა(მგკგ)X5/200
1. სუსპენზიის მომზადების შემდეგ პიპეტს მოვხსნით თავსახურს და მოვათავსებთ ფლაკონში
2. დგუშის შემწოვი მოძრაობით ამოვიღოთ სითხის რაოდენობა საჭირო ნიშნულამდე
3. წამლის მიღება შეიძლება პირდაპირ პიპეტით ან კოვზით.
4. შემდგომ გამოყენებამდე პიპეტი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში
დოზის გადაჭარბებისას მისაღები ზომები:
საკმარისი ინფორმაცია აზითრომიცინის დოზის გადაჭარბებაზე არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას მაკროლიდთა ყველა წარმომადგენლისათვის შემდეგი სიმპტომებია დამახასიათებელი: წამოხურება, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ამ სიმპტომების მოსახსნელად კუჭის გამორეცხვაა აუცილებელი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30°C-ზე ქვევით, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
პედიატრიული ფორმა: სუსპენზიის ყოველი 5 მლ. შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატის 200 მგ.-ს 15მლ. მოცულობის ფლაკონში, გამხსნელის სახით აქვს 7,5 მლ. სუფთა წყალი პოლიეთილენის ამპულაში, ასევე 5 მლ.-იანი პიპეტი დოზირებისთვის.
გამოშვების სხვა ფორმები:
აზროცინის აბები 500მგ. #3
მწარმოებელი: ერზაჩიბაში ილაჩ სანაი, თურქეთი
დისტრიბიუტორი: “ასფარმა”