პირაცეტამი 0.2გ #60ტ (კიევი)

პირაცეტამი 0.2გ #60ტ (კიევი)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პირაცეტამი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 10605
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პირაცეტამი


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: პირაცეტამი;
2-ოქსო-1-პიროლიდინილაცეტამიდი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს 0,2გ პირაცეტამს.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, კალციუმის სტეარატი, შაქარი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი, ტარტრაზინი, ფუტკრის სანთელი, მზესუმზირას ზეთი.

ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პირაცეტამი წარმოადგენს ნოოტროპულ საშუალებას. იგი აძლიერებს დოფამინის სინთეზს, ზრდის ტვინში ნორადრენალინის შემცველობას. პირაცეტამის ზეგავლენით იზრდება აცეტილქოლინის შემცველობა  სინაფსურ დონეზე და ქოლინორეცეპტორების სიმჭიდროვე. პრეპარატი დადებითად მოქმედებს თავის ტვინში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის და სისხლმიმოქცევის პროცესებზე, ასტიმულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს,
აძლიერებს გლუკოზის უტილიზაციას, და თავის ტვინის იშემიურ უბნებში მიკროცირკულაციას, ატფ-ის ცვლის დაჩქარებით და ადენილატციკლაზის აქტივობის მომატებით აძლიერებს ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს. ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაციით იწვევს თავის ტვინის დაცვას ჰიპოქსიით და სხვადასხვა ტოქსიკური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების დროს.
პირაცეტამი აძლიერებს ცნს-ის ინტეგრატიულ მოქმედებას, ხელს უწყობს მეხსიერების კონსოლიდაციისა და შესწავლის პროცესების გაუმჯობესებას.
ფარმაკოკინეტიკა: პირაცეტამი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება  30-40წთ-ის შემდეგ. კარგად აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერში. თავის ტვინის ქსოვილში გროვდება 1-4სთ-ის შემდეგ. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოვებით 4სთ-ს. თავ-ზურგ-ტვინის სითხიდან გამოიყოფა მნიშვნელოვნად უფრო ნელა, რაც ტვინის ქსოვილის  მაღალ ტროპიზმზე მეტყველებს.
პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება. 90% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენება:
ნევროლოგიურ ავადმყოფებს პირაცეტამი ენიშნებათ თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, სისხლძარღვოვანი პარკინსონიზმის, მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების დაქვეითებით, თავბრუსხვევით, ქრონიკულ ცერებრულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობით მიმდინარე სხვა პათოლოგიური პროცესების, აღდგენითი თერაპიის პერიოდში თავის ტვინის ტრავმით და ინტოქსიკაციით მიმდინარე თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლის, კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობების დროს. პრეპარატს იყენებენ ემოციურ-ნებითი ინტელექტუალურ-მნესტიური ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე ნერვული სისტემის დაავადებების დროს.  
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში იყენებენ ნევროზული და ასთენო-ადინამიური დეპრესიული მდგომარეობების დროს უპირატესად ადინამიის ნიშნებით, ასთენიური, სენესტო-იპოქონდრული დარღვევების, იდეატორული შეკავების ნიშნებით მიმდინარე დუნეაპათიური დეფექტური მდგომარეობების, შიზოფრენიის დროს, სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომების, სენილური და ატროფიული პროცესების დროს, ფსიქიური დაავადებების კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში.
კომპლექსური თერაპიის სახით ინიშნება სენილური დემენციის დროს, ალცჰაიმერის დაავადების ჩათვლით.
პედიატრიულ პრაქტიკაში პირაცეტამს იყენებენ ცერეპროსტენიული, ენცეფალოპათიური დარღვევების, მეხსიერების დაქვეითების, ინტელექტუალური უკმარისობის დროს.
პირაცეტამს იყენებენ აბსტინენციის, პრედელირიული და დელირიული მდგომარეობების კუპირებისათვის ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით და სხვა მწვავე მოწამვლის დროს. ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პირაცეტამს იყენებენ ასთენიური, ინტელექტუალურ-მნესტიური და ფსიქიური სფეროს სხვა დარღვევების დროს.
პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მწვავე ვირუსული ნეიროინფექციების დროს ჰიპოქსიის და ტვინის იშემიის შესამცირებლად.
პირაცეტამის ანტიჰიპოქსიური მოქმედების ეფექტი გათვალისწინებულ უნდა იქნას მიოკარდიუმის ინფარქტის კომპლექსური მკურნალობის დროს. 

მიღების წესი და დოზირება:
პირაცეტამი ენიშნებათ შიგნით მისაღებად ჭამამდე, დაწყებული 1,2გ-ით (0,4გ 3-ჯერ დღეღამეში) და დოზის მომატებით 2,4გ-მდე (ზოგჯერ 3,2გ-მდე და მეტი) დღეღამეში.
შემდგომში დოზას ამცირებენ 1,2-1,6გ-მდე (0,4გ 3-4-ჯერ დღეღამეში).
5 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 0,2გ 3-ჯერ დღეში (0,8გ-მდე დღეღამეში);
5-12 წლამდე ასაკის ბავშვებს-0,4გ 3-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 1,8გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე, საჭიროების შემთხვევაში იგი მეორდება 6-8 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება:
პირაცეტამი პრაქტიკულად არატოქსიკურია და ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია მომატებული აგზნებადობა, მოუსვენრობა,  ძილის დარღვევა, დისპეფსიური მოვლენები. ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში შესაძლებელია კორონალური უკმარისობის გამწვავება (საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია ან მისი მიღების შეწყვეტა). გამორიცხული არ არის ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

წინააღმდეგჩვენება:
თირკმლის მწვავე უკმარისობა.  პრეპარატის დანიშვნა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში  და ორსულობის I ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პირაცეტამის კომბინაცია შესაძლებელია ფსიქოტროპულ და გულ-სისხლძარღვთა საშუალებებთან. პირაცეტამი აძლიერებს ანტიდეპრესანტების მოქმედების ეფეტს.

ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია აგზნება, უძილობა, ტრემორი. ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში-გულის უკმარისობის გამწვავება.

გამოყენების თავისებურებები:
თერაპიული ეფექტი ძირითადად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

შეფუთვა:
N60 ტაბლეტი კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში

გაცემის წესი:
რეცეპტით

მწარმოებელი:
“ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)